„ტექნიკური რეგლამენტის – „ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის №511 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ტექნიკური რეგლამენტის – „ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის №511 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/01/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/02/2019
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.021034
19
28/01/2019
ვებგვერდი, 01/02/2019
300160070.10.003.021034
„ტექნიკური რეგლამენტის – „ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის №511 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
„ტექნიკური რეგლამენტის – „ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის №511 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №19

2019 წლის 28 იანვარი

ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის – „ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის №511 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  „ტექნიკური რეგლამენტის – „ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის №511 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/12/2017, 300160070.10.003.020231) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის:

1.  მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის  „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-4 მუხლს  დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. ინსპექტირების ცენტრები  ვალდებულნი არიან,  ინსპექტირების ცენტრების ტესტირების სივრცე(ებ)ში დაამონტაჟონ ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად განსაზღვრული ვიდეომეთვალყურეობის სისტემები, რაც მოიცავს იმ რაოდენობის ვიდეოკამერებს (მაგრამ არანაკლებ 2 ცალისა),  რომლებიც უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ინსპექტირების ცენტრების ტესტირების სივრცე(ებ)ში დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემები უნდა უზრუნველყოფდეს ქვემოთ მოცემული ამოცანების შესრულებას:

ა.ა) ინსპექტირებისას თითოეული სატრანსპორტო საშუალების წინა და უკანა სახელმწიფო სანომრე ნიშნების ვიზუალური გარჩევის შესაძლებლობა; ვიდეოკადრში სანომრე ნიშანი უნდა ჩანდეს მკაფიოდ და გარკვევით;

ა.ბ) ვიდეოგამოსახულების კადრში უნდა ხვდებოდეს თითოეული სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების სრული ციკლი;

ა.გ) კამერების რაოდენობა და თითოეული კამერის ხედვის კუთხე ჯამში უნდა უზრუნველყოფდეს ინსპექტირებისას თითოეული სატრანსპორტო საშუალებისა და მის გარშემო პერიმეტრის ხედვის შესაძლებლობას;

ა.დ) ინსპექტირების ცენტრების ტესტირების სივრცე(ებ)ში დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემების ტექნიკური პარამეტრები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა.დ.ა) კამერის რეზოლუცია არანაკლებ 2 მეგაპიქსელისა;

ა.დ.ბ) ყველა კამერის ვიდეოჩანაწერი არანაკლებ 2 მეგაპიქსელი რეზოლუციისა და მინიმუმ 2.5 Mbps ბიტრეიტის დროს, მინიმუმ 12 კადრი/წამში;

ა.დ.გ) კამერა H264 კოდეკის მხარდაჭერით;

ბ) ინსპექტირების ცენტრი ვალდებულია, ახორციელებდეს ინსპექტირების პროცესისა და ინსპექტირების პროცესის განხორციელებისათვის გამოყოფილი ტესტირების სივრცის სრული მოცულობით ვიდეომეთვალყურეობის ტრანსლირებას უწყვეტ რეჟიმში (LIVE), რომელზეც წვდომა არის საჯარო. ინსპექტირების ცენტრი ვალდებულია, უზრუნველყოს ვიდეომეთვალყურეობის საჯარო ტრანსლირება უწყვეტ რეჟიმში (LIVE) ვებგვერდზე, რომლიდანაც ჩანაწერის გაკეთების, ამოღებისა და დამუშავების შესაძლებლობა იქნება უზრუნველყოფილი;

გ)  ინსპექტირების ცენტრების ტესტირების სივრცე(ებ)ში დამონტაჟებული ვიდეოკამერებიდან ვიდეოგადაღება უნდა მიმდინარეობდეს უწყვეტ რეჟიმში დღე-ღამის განმავლობაში და უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ვიდეოგადაღების შედეგად მიღებული ჩანაწერების შენახვა არანაკლებ  14  თვის  ვადით. დღე-ღამის ნებისმიერ პერიოდში განხორციელებული ჩანაწერი უნდა იძლეოდეს  ინსპექტირების პროცესის სრული ციკლის, მათ შორის,  ავტომობილის სახელმწიფო სანომრე ნიშნის ზუსტი იდენტიფიცირების საშუალებას და ინსპექტირების პროცესის განხორციელებისათვის გამოყოფილი პერიმეტრების/ტერიტორიის იდენტიფიცირების საშუალებას. აღნიშნული ჩანაწერები მოთხოვნისთანავე უნდა წარედგინოს  სსიპ −  აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრს და/ან სსიპ − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს და/ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ პირებს;

დ) ვიდეომეთვალყურეობის სისტემის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში ინსპექტირების ცენტრი ვალდებულია, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს აკრედიტაციის ცენტრს და ხარვეზის აღმოფხვრამდე შეაჩეროს ინსპექტირების პროცესი ტესტირების სივრცის იმ ნაწილზე, სადაც ვიდეომეთვალყურეობის სისტემის მწყობრიდან გამოსვლის შედეგად შეიზღუდა ვიდეომეთვალყურეობა;

ე) საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ვიდეომეთვალყურეობის სისტემით შეუძლიათ ისარგებლონ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილმა პირებმა;

ვ) ინსპექტირების ცენტრებმა უნდა უზრუნველყონ ვიდეომეთვალყურეობის სისტემით ადგილზე მიღებული ჩანაწერების ვიზუალურად ნახვის შესაძლებლობა. ამ მიზნით, აღნიშნულ ტერიტორიაზე (შენობა-ნაგებობაში) უნდა განთავსდეს არანაკლებ ერთი მონიტორისა, რომელიც მუდმივად იქნება მიერთებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემასთან. ვიდეომეთვალყურეობის სისტემით მიღებული ჩანაწერების მონიტორზე ნახვის შესაძლებლობა, მოთხოვნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მიეცეს აკრედიტაციის ცენტრის ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და სსიპ − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილ პირებს;

ზ)  ინსპექტირების ცენტრების ტესტირების სივრცე(ებ)ში  დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემით მიღებული მონაცემების (ინფორმაციის) ამოღება და სსიპ − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოსთვის − აკრედიტაციის ცენტრისთვის, სსიპ − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსა და  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირისათვის გადაცემა შესაძლებელი უნდა იყოს ციფრული ვიდეოჩამწერიდან (DVD, HDD, USB ან Ethernet ინტერფეისით). ინსპექტირების ცენტრები ვალდებულები არიან, იქონიონ იმგვარი ტექნიკური უზრუნველყოფის საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩაწერილი ინფორმაციის გადატანას ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელზე,  გამოსახულების ხარისხის დანაკარგის გარეშე;

თ)  თითოეული ინსპექტირების ცენტრი ვალდებულია, მისი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ფუნქციონირების მთლიანი ვადით აწარმოოს საინფორმაციო ბაზა/ საინფორმაციო სისტემა, რომლითაც:

თ.ა) ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომრის მიხედვით შესაძლებელი იქნება შემდეგი ინფორმაციის მოძიება:

თ.ა.ა) ავტოსატრანსპორტო საშუალების  სარეგისტრაციო ნომერი;

თ.ა.ბ) ყოველი ტესტირების თარიღი;

თ.ა.გ) ავტომობილის მარკა/მოდელი;

თ.ა.დ) ყოველი ტესტირების შედეგი (მათ შორის, წინა შედეგი, სიტყვიერად ვარგისი/უვარგისი, დაუშვებელია გზაზე გადაადგილება);

თ.ა.ე) ინსპექტირების განმახორციელებელი ცენტრის დასახელება;

თ.ა.ვ) ინსპექტირების ხაზზე გადაღებული ყოველი პირველადი და განმეორებითი ინსპექტირების ჩატარების ამსახველი ფოტომასალა (ავტოსატრანსპორტო საშუალების წინა და უკანა მხარე;  სათვალთვალო ორმოზე ან ამწეზე დაყენებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მდგომარეობის ამსახველი ფოტო ქვედა მხრიდან; M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების შემთხვევაში − სალონის ფოტო);

თ.ა.ზ) ინსპექტირების ანგარიშის ჩამოტვირთვის შესაძლებლობა (დამტკიცებული ფორმით);

თ.ბ) ძიება ასევე შესაძლებელი უნდა იყოს ქვემოთ მოცემული ერთ-ერთი ინფორმაციის მითითებით:

თ.ბ.ა) ტესტირების თარიღით;

თ.ბ.ბ) მარკით/მოდელით;

თ.ბ.გ) ავტოსატრანსპორტო საშუალების კატეგორიით;

თ.ბ.დ) ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით;

თ.ბ.ე) ინსპექტირების შედეგით;

თ.ბ.ვ) პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის დასახელებით;

თ.ბ.ზ) ავტოსატრანსპორტო საშუალების  წლოვანების მიხედვით;

ი)  ამ პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საინფორმაციო ბაზაში/საინფორმაციო სისტემაში ძიების შედეგად ცალკე ფანჯარაში უნდა იხსნებოდეს კონკრეტულად ძებნის შედეგები შესაბამისი პარამეტრებით;

კ) ამ პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საინფორმაციო ბაზაში/საინფორმაციო სისტემაში შესაძლებელი უნდა იყოს სტატისტიკური მონაცემების წარმოება. სტატისტიკა უნდა იყოს ვიზუალურად მარტივად აღქმადი და მოიცავდეს კონკრეტულ ციფრებს და ინფორმაცია ავტომატურად უნდა ისახებოდეს სტატისტიკის შესაბამის გრაფებში:

კ.ა) ინსპექტირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა კატეგორიის მიხედვით;

კ.ბ) მთლიანად ინსპექტირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების რაოდენობა;

კ.გ) ინსპექტირებული და ვარგისის სტატუსის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალების რაოდენობა;

კ.დ) ინსპექტირებული და დახარვეზებული სტატუსის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალების რაოდენობა;

კ.ე) განმეორებით ინსპექტირებული სტატუსის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალების  რაოდენობა;

კ.ვ) განმეორებით დახარვეზებული სტატუსის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალების  რაოდენობა;

კ.ზ) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული სტატუსის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალების  რაოდენობა;

კ.თ) „დაუშვებელია გზაზე გადაადგილების“ სტატუსის მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალების  რაოდენობა;

ლ) ინსპექტირების ცენტრი ვალდებულია, უზრუნველყოს ამ პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საინფორმაციო ბაზაში/საინფორმაციო სისტემაში სსიპ − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის, სსიპ − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაშვება;

მ) ინსპექტირების ცენტრი ვალდებულია, უზრუნველყოს ამ პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საინფორმაციო ბაზაში/საინფორმაციო სისტემაში დაცული მონაცემების უსაფრთხოება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე