დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტექნიკური რეგლამენტის – „ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის №511 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 401 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/09/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/09/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.025294 |
|
„ტექნიკური რეგლამენტის – „ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის №511 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის – „ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის №511 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/12/2017, 300160070.10.003.020231) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ და „პ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) ავტოსატრანპორტო საშუალების ინსპექტირების ანგარიში (შემდგომში − ინსპექტირების ანგარიში) – ინსპექტირების ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ავტოსატრანპორტო საშუალების ინსპექტირების შედეგებს და დასკვნას ავტოსატრანპორტო საშუალების ტექნიკური რეგლამენტით – „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ – დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ. ინსპექტირების ანგარიშის ფორმას აქვეყნებს სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო; პ) ერთიანი ელექტრონული ბაზა – სსიპ − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ შემუშავებული პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ერთიანი ელექტრონული პროგრამა, რომელშიც ჩართულია ყველა ინსპექტირების ცენტრი და რომელიც უზრუნველყოფს ინსპექტირების ცენტრებიდან მიღებული მონაცემის ერთიან საინფორმაციო სისტემაში თავმოყრას, მიღებული მონაცემის გადამოწმებასა და დადასტურებას, ინსპექტირების ცენტრებისთვის ინსპექტირების მიზნებისთვის საჭირო მონაცემებზე წვდომას, ინსპექტირების შედეგების ანალიზს, მრავალმხრივი სტატისტიკის წარმოებას, უფლებამოსილი საჯარო დაწესებულებისთვის (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, სსიპ – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი, სსიპ − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი), მათ კომპეტენციაში შემავალი ამოცანების (მათ შორის, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის მონიტორინგის) განხორციელების მიზნით, ინსპექტირების შედეგებზე (გარდა მომხმარებლის პერსონალური მონაცემებისა) გამარტივებულ წვდომასა და მონაცემის უსაფრთხოდ მიმოცვლას. ინსპექტირების ცენტრის მიერ ერთიან ელექტრონულ ბაზაში შესატანი, ინსპექტირებასთან დაკავშირებული მონაცემები (რომლებიც არ ითვალისწინებს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების ჩამონათვალს) განისაზღვრება სსიპ − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანებით.“. 2. მე-3 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. ინსპექტირების ცენტრმა უნდა აწარმოოს პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებასთან დაკავშირებული შესაბამისი მონაცემების ინსპექტირების პროცესის დასასრულებლად რეგისტრაცია და შენახვა ერთიან ელექტრონულ ბაზაში, რომლის მეშვეობითაც სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების ანგარიშს უნდა მიენიჭოს უნიკალური ნომერი. ინსპექტირების ანგარიშისთვის უნიკალური ნომრის მინიჭებამდე დაუშვებელია ავტოსატრანსპორტო საშუალების მიერ ტესტირების ხაზის დატოვება. სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების განხორციელების მიზნით, ინსპექტირების ცენტრები უფლებამოსილნი არიან, ერთიან ელექტრონულ ბაზაში დაამუშაონ მომხმარებლის პერსონალური მონაცემები, კერძოდ, სახელი და გვარი, ხოლო ინსპექტირების ცენტრში მომხმარებლის მიერ ვიზიტის დაგეგმვის მიზნით, დაამუშაონ მომხმარებლის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი). ერთიან ელექტრონულ ბაზაში ინსპექტირების შედეგების თაობაზე მონაცემების შენახვა ხორციელდება განუსაზღვრელი ვადით, გარდა მომხმარებლის პერსონალური მონაცემებისა (სახელი და გვარი), რომლებიც ინახება არაუმეტეს 2 წლის ვადით. ინსპექტირების ცენტრში ვიზიტის დაგეგმვის მიზნით შექმნილი მომხმარებლის გაუქმების შემთხვევაში, ინსპექტირების ცენტრი ვალდებულია, წაშალოს/გაანადგუროს შესაბამისი მომხმარებლის პერსონალური მონაცემები.“. 3. მე-4 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისობაზე ინსპექტირების ცენტრის შენობები, ობიექტები და აღჭურვილობა უნდა შეფასდეს როგორც პირველადი აკრედიტაციის, ასევე განმეორებითი აკრედიტაციისა და აკრედიტაციის შენარჩუნების მიზნით განხორციელებული შეფასებისას.“; ბ) მე-5-51 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ინსპექტირების ცენტრების მიერ უზრუნველყოფილი უნდა იყოს სსიპ − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით ერთიან ელექტრონულ ბაზაში ჩართვა და შესაბამისი მონაცემის ელექტრონულად მიწოდება. ამასთან, ინსპექტირების ცენტრები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ IT (საინფორმაციო-ტექნოლოგიურ) მოთხოვნებს: ა) თითოეულ ინსპექტირების ცენტრს უნდა ჰქონდეს უზრუნველყოფილი შეუფერხებელი სატელეფონო და ინტერნეტკავშირი; ბ) ინსპექტირების ცენტრს უნდა ჰქონდეს შესაბამისი კომპიუტერული/ ელექტრონული ტექნიკა, რომელიც უზრუნველყოფს, მათ შორის, ინსპექტირების ეფექტიანობას, სიზუსტესა და სანდოობას; გ) ინსპექტირების ცენტრის მიერ ინსპექტირების მონაცემების შენახვა საკუთარ ელექტრონულ ბაზაში უნდა ხდებოდეს ამ ტიპის სატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პერიოდულობის ვადით; დ) თითოეული ინსპექტირების ცენტრი უნდა იყოს ჩართული სატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების მენეჯმენტის ინფორმაციულ სისტემაში (შემდგომში – ინფორმაციული სისტემა); ე) ინფორმაციული სისტემა, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს: ე.ა) მომხმარებლის მიერ სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების მიზნით, ინსპექტირების ცენტრში ვიზიტის დროის დაგეგმვას ვებგვერდის საშუალებებით; ე.ბ) ინსპექტირების შედეგების ზუსტ ჩაწერას, შენახვის/გადაცემის დაცულობასა და სანდოობას. სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირებისას სასწორიდან, სამუხრუჭე ტესტერის, აირანალიზატორისა და კვამლიანობის მზომის მიღებული მონაცემები ავტომატურად უნდა გადაეცეს ცენტრალურ სერვერს შესაბამისი ფორმატით და დაცული უნდა იყოს ინსპექტორის ან ინსპექტირების ცენტრის ჩარევისაგან და/ან კონტროლისაგან; ე.გ) სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების სტატუსისა და შედეგების შესახებ ინფორმაციას რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) შეყვანით; ე.დ) ინსპექტირებული სატრანსპორტო საშუალებების სტატისტიკურ მონაცემებს სატრანსპორტო საშუალების კატეგორიის, დროის პერიოდისა და კონკრეტული ინსპექტირების ცენტრის მიხედვით; ე.ე) ინსპექტირების ცენტრის შესაძლებლობას, ინფორმაციული სისტემის მეშვეობით გამოითხოვოს საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან (შემდგომში – მომსახურების სააგენტო) ინსპექტირებაზე წარდგენილი სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემები; ვ) ინსპექტირების ცენტრების მიერ სატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების მენეჯმენტის ინფორმაციულ სისტემაში შეტანილ ინფორმაციაზე, გარდა მომხმარებლის პერსონალური მონაცემებისა, ინდივიდუალური წვდომა უნდა ჰქონდეთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, მომსახურების სააგენტოს, აკრედიტაციის ცენტრსა და სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში. 51. ინსპექტირების ცენტრები ვალდებულნი არიან, ინსპექტირების ცენტრების ტესტირების სივრცე(ებ)ში დაამონტაჟონ ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად განსაზღვრული ვიდეომეთვალყურეობის სისტემები, რაც მოიცავს იმ რაოდენობის ვიდეოკამერებს (მაგრამ არანაკლებ 2 ცალისა), რომლებიც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) ინსპექტირების ცენტრების ტესტირების სივრცე(ებ)ში დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემები უნდა უზრუნველყოფდეს ქვემოთ მოცემული ამოცანების შესრულებას: ა.ა) ინსპექტირებისას თითოეული სატრანსპორტო საშუალების წინა და უკანა სახელმწიფო სანომრე ნიშნების ვიზუალური გარჩევის შესაძლებლობა; ვიდეოკადრში სანომრე ნიშანი უნდა ჩანდეს მკაფიოდ და გარკვევით; ა.ბ) ვიდეოგამოსახულების კადრში უნდა ხვდებოდეს თითოეული სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების სრული ციკლი; ა.გ) კამერების რაოდენობა და თითოეული კამერის ხედვის კუთხე ჯამში უნდა უზრუნველყოფდეს ინსპექტირებისას თითოეული სატრანსპორტო საშუალებისა და მის გარშემო არსებული პერიმეტრის სრულყოფილი ხედვის შესაძლებლობას იმგვარად, რომ თითოეულ ტესტირების ხაზზე შესაძლებელი იყოს ვიდეომონიტორინგის განხორციელება ოთხივე მხრიდან; ა.დ) ინსპექტირების ცენტრების ტესტირების სივრცე(ებ)ში დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემების ტექნიკური პარამეტრები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: ა.დ.ა) კამერის რეზოლუცია არანაკლებ 2 მეგაპიქსელისა; ა.დ.ბ) ყველა კამერის ვიდეოჩანაწერი არანაკლებ 2 მეგაპიქსელი რეზოლუციისა და მინიმუმ 2.5 Mbps ბიტრეიტის დროს, მინიმუმ 12 კადრი/წამში; ა.დ.გ) კამერა H264 კოდეკის მხარდაჭერით; ბ) ინსპექტირების ცენტრი ვალდებულია, ახორციელებდეს ინსპექტირების პროცესისა და ინსპექტირების პროცესის განხორციელებისათვის გამოყოფილი ტესტირების სივრცის სრული მოცულობით ვიდეომეთვალყურეობის ტრანსლირებას უწყვეტ რეჟიმში (LIVE), რომელზეც წვდომა არის საჯარო. ინსპექტირების ცენტრი ვალდებულია, უზრუნველყოს ვიდეომეთვალყურეობის საჯარო ტრანსლირება უწყვეტ რეჟიმში (LIVE) ვებგვერდზე, რომლიდანაც ჩანაწერის გაკეთების, ამოღებისა და დამუშავების შესაძლებლობა იქნება უზრუნველყოფილი; გ) ინსპექტირების ცენტრების ტესტირების სივრცე(ებ)ში დამონტაჟებული ვიდეოკამერებიდან ვიდეოგადაღება უნდა მიმდინარეობდეს უწყვეტ რეჟიმში დღე-ღამის განმავლობაში და უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ვიდეოგადაღების შედეგად მიღებული ჩანაწერების შენახვა არანაკლებ 14 თვის ვადით. დღე-ღამის ნებისმიერ პერიოდში განხორციელებული ჩანაწერი უნდა იძლეოდეს ინსპექტირების პროცესის სრული ციკლის, მათ შორის, ავტომობილის სახელმწიფო სანომრე ნიშნის ზუსტი იდენტიფიცირების საშუალებას და ინსპექტირების პროცესის განხორციელებისათვის გამოყოფილი პერიმეტრების/ტერიტორიის იდენტიფიცირების საშუალებას. აღნიშნული ჩანაწერები მოთხოვნისთანავე უნდა წარედგინოს სსიპ − აკრედიტაციის ერთიან ეროვნულ ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრს და/ან სსიპ − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს და/ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ პირებს; დ) ვიდეომეთვალყურეობის სისტემის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში ინსპექტირების ცენტრი ვალდებულია, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სსიპ − აკრედიტაციის ერთიან ეროვნულ ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრს და სსიპ − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს და ხარვეზის აღმოფხვრამდე შეაჩეროს ინსპექტირების პროცესი ტესტირების სივრცის იმ ნაწილზე, სადაც ვიდეომეთვალყურეობის სისტემის მწყობრიდან გამოსვლის შედეგად შეიზღუდა ვიდეომეთვალყურეობა; ე) საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ვიდეომეთვალყურეობის სისტემით შეუძლიათ, ისარგებლონ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილმა პირებმა; ვ) ინსპექტირების ცენტრებმა უნდა უზრუნველყონ ვიდეომეთვალყურეობის სისტემით ადგილზე მიღებული ჩანაწერების ვიზუალურად ნახვის შესაძლებლობა. ამ მიზნით, აღნიშნულ ტერიტორიაზე (შენობა-ნაგებობაში) უნდა განთავსდეს არანაკლებ ერთი მონიტორისა, რომელიც მუდმივად იქნება მიერთებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემასთან. ვიდეომეთვალყურეობის სისტემით მიღებული ჩანაწერების მონიტორზე ნახვის შესაძლებლობა, მოთხოვნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მიეცეს სსიპ − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და სსიპ − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილ პირებს; ზ) ინსპექტირების ცენტრების ტესტირების სივრცე(ებ)ში დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემით მიღებული მონაცემების (ინფორმაციის) ამოღება და სსიპ − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოსთვის − აკრედიტაციის ცენტრისთვის, სსიპ − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირისათვის გადაცემა შესაძლებელი უნდა იყოს ციფრული ვიდეოჩამწერიდან (DVD, HDD, USB ან Ethernet ინტერფეისით). ინსპექტირების ცენტრები ვალდებულები არიან, იქონიონ იმგვარი ტექნიკური უზრუნველყოფის საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩაწერილი ინფორმაციის გადატანას ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელზე, გამოსახულების ხარისხის დანაკარგის გარეშე;“; გ) მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილი პირების გარდა, დაუშვებელია ტესტირების სივრცეში ავტოსატრანსპორტო საშუალებების წარმდგენი პირისა და სხვა უცხო პირების ყოფნა/ გადაადგილება.“; დ) მე-16 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 4. მე-12 მუხლის: ა) მე-3 პუნქტის „გ“-„დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) პირს, რომელიც აკმაყოფილებს წინასაკვალიფიკაციო მოთხოვნებს, კვალიფიკაცია შეიძლება დაუდასტურდეს: გ.ა) ინსპექტირების ცენტრის პირველადი აკრედიტაციის, განმეორებითი აკრედიტაციის ან აკრედიტაციის შენარჩუნების მიზნით განხორციელებული შეფასების დროს, სსიპ − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის შემფასებელთა ჯგუფის მიერ მისი კვალიფიკაციის შემოწმების შედეგად; გ.ბ) სსიპ − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ შესაბამის სფეროში აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოს მიერ გაცემული სერტიფიკატით, რომელიც ადასტურებს პირის კვალიფიკაციასა და შესაბამისობას ამ ტექნიკური რეგლამენტისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან; დ) ახალი ტექნიკური მენეჯერის ან ინსპექტორის დამატებისას, რომელსაც არ გაუვლია სერტიფიკაცია, ინსპექტირების ცენტრს შეუძლია, მიმართოს სსიპ − აკრედიტაციის ერთიან ეროვნულ ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრს არაგეგმური შეფასების ჩასატარებლად, ახალდამატებული ტექნიკური პერსონალის კვალიფიკაციის დადასტურების მიზნით.“; ბ) მე-7 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) საწყისი და განმეორებითი ტრენინგის შინაარსი და ხანგრძლივობა:
გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. საწყისი და განმეორებითი ტრენინგის შინაარსი და აღწერა
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ − აკრედიტაციის ერთიანმა ეროვნულმა ორგანომ − აკრედიტაციის ცენტრმა ამ დადგენილების ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში უზრუნველყოს მის ადმინისტრირებაში არსებული ერთიანი ელექტრონული ბაზის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსთვის გადაცემა, მხარეებს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ 2026 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს: ა) ახალი ერთიანი ელექტრონული ბაზის შექმნა; ბ) ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემული ერთიანი ელექტრონული ბაზის შეუფერხებელი ადმინისტრირება. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები