„ტექნიკური რეგლამენტის – „ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის №511 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 349
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/07/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/07/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.020665
349
03/07/2018
ვებგვერდი, 04/07/2018
300160070.10.003.020665
„ტექნიკური რეგლამენტის – „ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის №511 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №349

2018 წლის 3 ივლისი

ქ. თბილისი

„ტექნიკური რეგლამენტის – „ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის №511 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის – „ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის №511 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/12/2017, 300160070.10.003.020231)  შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულმა ინსპექტირების ცენტრებმა უზრუნველყონ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-15 პუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და მე-12 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების მოთხოვნების დაკმაყოფილება 2018 წლის 1 ივლისამდე.“.

2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3

1. დადგენილება, გარდა ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-15 პუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და მე-12 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებისა,  ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.

2. ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-15 პუნქტი, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი და მე-12 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები ამოქმედდეს 2018 წლის 1 ივლისიდან.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. ინსპექტირების ცენტრს შეუძლია, აწარმოოს ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული აირბალონიანი მოწყობილობის შესაბამისობის შეფასება „ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №80 დადგენილების თანახმად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე