„ტექნიკური რეგლამენტის – „ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის №511 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ტექნიკური რეგლამენტის – „ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის №511 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 113
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/03/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.022669
113
19/03/2021
ვებგვერდი, 22/03/2021
300160070.10.003.022669
„ტექნიკური რეგლამენტის – „ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის №511 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
„ტექნიკური რეგლამენტის – „ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის №511 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №113

2021 წლის 19 მარტი

ქ. თბილისი

„ტექნიკური რეგლამენტის – „ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის №511 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  „ტექნიკური რეგლამენტის – „ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის №511 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/12/2017, 300160070.10.003.020231) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქვეპუნქტი:

„პ) ერთიანი ელექტრონული ბაზა – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ შემუშავებული პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ერთიანი ელექტრონული პროგრამა, რომელშიც ჩართულია ყველა ინსპექტირების ცენტრი და რომელიც უზრუნველყოფს ინსპექტირების ცენტრებიდან მიღებული მონაცემის ერთიან საინფორმაციო სისტემაში თავმოყრას, მიღებული მონაცემის გადამოწმებასა და დადასტურებას, ინსპექტირების ცენტრებისთვის ინსპექტირების მიზნებისთვის საჭირო მონაცემებზე წვდომას, ინსპექტირების შედეგების ანალიზს, მრავალმხრივი სტატისტიკის წარმოებას, უფლებამოსილი საჯარო დაწესებულებისთვის (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი –  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, სსიპ – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი, სსიპ − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო), მათ კომპეტენციაში შემავალი ამოცანების განხორციელების მიზნით, ინსპექტირების შედეგებზე (გარდა მომხმარებლის პერსონალური მონაცემებისა) გამარტივებულ წვდომასა და მონაცემის უსაფრთხოდ მიმოცვლას. ინსპექტირების ცენტრის მიერ ერთიან ელექტრონულ ბაზაში შესატანი ინსპექტირებასთან დაკავშირებული მონაცემები (რომლებიც არ ითვალისწინებს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების ჩამონათვალს) განისაზღვრება სსიპ – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის განკარგულებით;“.

2. მე-3 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. ინსპექტირების ცენტრმა უნდა აწარმოოს პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებასთან დაკავშირებული შესაბამისი მონაცემების რეგისტრაცია და შენახვა ერთიან ელექტრონულ ბაზაში, რომლის მეშვეობითაც სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების ანგარიშს უნდა მიენიჭოს უნიკალური ნომერი. სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების განხორციელების მიზნით, ინსპექტირების ცენტრები უფლებამოსილნი არიან, ერთიან ელექტრონულ ბაზაში დაამუშაონ მომხმარებლის პერსონალური მონაცემები, კერძოდ, სახელი და გვარი, ხოლო ინსპექტირების ცენტრში მომხმარებლის მიერ ვიზიტის დაგეგმვის მიზნით, დაამუშაონ მომხმარებლის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი). ერთიან ელექტრონულ ბაზაში ინსპექტირების შედეგების თაობაზე მონაცემების შენახვა ხორციელდება განუსაზღვრელი ვადით, გარდა მომხმარებლის პერსონალური მონაცემებისა (სახელი და გვარი), რომელიც ინახება არაუმეტეს 2 წლის ვადით. ინსპექტირების ცენტრში ვიზიტის  დაგეგმვის მიზნით შექმნილი მომხმარებლის გაუქმების შემთხვევაში, ინსპექტირების ცენტრი ვალდებულია წაშალოს/გაანადგუროს შესაბამისი მომხმარებლის პერსონალური მონაცემები.“.

3.  მე-4 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ინსპექტირების ცენტრების მიერ უზრუნველყოფილი უნდა იყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ მოთხოვნილი ფორმით ერთიან ელექტრონულ ბაზაში ჩართვა და შესაბამისი მონაცემის ელექტრონულად მიწოდება. ამასთან, ინსპექტირების ცენტრები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ IT (საინფორმაციო-ტექნოლოგიურ) მოთხოვნებს:

ა) თითოეულ ინსპექტირების ცენტრს უნდა ჰქონდეს უზრუნველყოფილი შეუფერხებელი სატელეფონო და ინტერნეტკავშირი;

ბ) ინსპექტირების ცენტრს უნდა ჰქონდეს შესაბამისი კომპიუტერული/ელექტრონული ტექნიკა, რომელიც  უზრუნველყოფს, მათ შორის, ინსპექტირების ეფექტიანობას, სიზუსტესა და სანდოობას;

გ) ინსპექტირების ცენტრის მიერ ინსპექტირების მონაცემების შენახვა საკუთარ ელექტრონულ ბაზაში უნდა ხდებოდეს ამ ტიპის სატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პერიოდულობის ვადით;

დ) თითოეული ინსპექტირების ცენტრი უნდა იყოს ჩართული სატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების მენეჯმენტის ინფორმაციულ სისტემაში (შემდგომში – ინფორმაციული სისტემა);

ე) ინფორმაციული სისტემა, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს:

ე.ა) მომხმარებლის მიერ სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების მიზნით, ინსპექტირების ცენტრში ვიზიტის დროის დაგეგმვას ვებგვერდის საშუალებებით;

ე.ბ) ინსპექტირების შედეგების ზუსტ ჩაწერას, შენახვის/გადაცემის დაცულობასა და სანდოობას. სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირებისას სასწორიდან, სამუხრუჭე ტესტერის, აირანალიზატორისა და კვამლიანობის მზომის მიღებული მონაცემები ავტომატურად უნდა გადაეცეს ცენტრალურ სერვერს შესაბამისი ფორმატით და დაცული უნდა იყოს ინსპექტორის ან ინსპექტირების ცენტრის ჩარევისა და/ან კონტროლისაგან;

ე.გ) სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების სტატუსისა და შედეგების შესახებ ინფორმაციას რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) შეყვანით;

ე.დ) ინსპექტირებული სატრანსპორტო საშუალებების სტატისტიკურ მონაცემებს სატრანსპორტო საშუალების კატეგორიის, დროის პერიოდის და კონკრეტული ინსპექტირების ცენტრის მიხედვით;

ე.ე) ინსპექტირების ცენტრის შესაძლებლობას, ინფორმაციული სისტემის მეშვეობით გამოითხოვოს  საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან (შემდგომში – მომსახურების სააგენტო) ინსპექტირებაზე წარდგენილი სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემები;

ვ) ინსპექტირების ცენტრების მიერ სატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების მენეჯმენტის ინფორმაციულ სისტემაში შეტანილ ინფორმაციაზე, გარდა მომხმარებლის პერსონალური მონაცემებისა, ინდივიდუალური წვდომა უნდა ჰქონდეთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, მომსახურების სააგენტოს, აკრედიტაციის ცენტრსა და სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.“;

ბ)  51 პუქნტის „თ“, „ი“, „კ“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში სსიპ – აკრედიტაციის ერთიანმა ეროვნულმა ორგანომ – აკრედიტაციის ცენტრმა უზრუნველყოს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების მიერ ერთიან ელექტრონულ ბაზაში შესატანი, ინსპექტირებასთან დაკავშირებული მონაცემების თაობაზე განკარგულების გამოცემა.

 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი