დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ტექნიკური რეგლამენტის − „ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის №511 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 334 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 30/08/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/09/2023 |
ძალაში შესვლის თარიღი | 04/09/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.024167 |
|
„ტექნიკური რეგლამენტის − „ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის №511 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის – „ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 დეკემბრის №511 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/12/2017, 300160070.10.003.020231) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პ) ერთიანი ელექტრონული ბაზა – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ შემუშავებული პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ერთიანი ელექტრონული პროგრამა, რომელშიც ჩართულია ყველა ინსპექტირების ცენტრი და რომელიც უზრუნველყოფს ინსპექტირების ცენტრებიდან მიღებული მონაცემის ერთიან საინფორმაციო სისტემაში თავმოყრას, მიღებული მონაცემის გადამოწმებასა და დადასტურებას, ინსპექტირების ცენტრებისთვის ინსპექტირების მიზნებისთვის საჭირო მონაცემებზე წვდომას, ინსპექტირების შედეგების ანალიზს, მრავალმხრივი სტატისტიკის წარმოებას, უფლებამოსილი საჯარო დაწესებულებისთვის (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, სსიპ – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი, სსიპ − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი), მათ კომპეტენციაში შემავალი ამოცანების განხორციელების მიზნით, ინსპექტირების შედეგებზე (გარდა მომხმარებლის პერსონალური მონაცემებისა) გამარტივებულ წვდომასა და მონაცემის უსაფრთხოდ მიმოცვლას. ინსპექტირების ცენტრის მიერ ერთიან ელექტრონულ ბაზაში შესატანი ინსპექტირებასთან დაკავშირებული მონაცემები (რომლებიც არ ითვალისწინებს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების ჩამონათვალს) განისაზღვრება სსიპ – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის განკარგულებით.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 4 სექტემბრიდან.
|
|
დოკუმენტის კომენტარები