ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ

ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/01/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/01/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.158.016326
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2
16/01/2017
ვებგვერდი, 17/01/2017
190020020.35.158.016326
ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (17/01/2017 - 20/02/2017)

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №2

2017 წლის 16 იანვარი

ქ. ბოლნისი

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  მე-16 მუხლის მესამე პუნქტის, 61-ე მუხლის მეორე  პუნქტის,  საქართველოს  კანონის  ,,ნორმატიული  აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის, 25-ე მუხლის პირველი  პუნქტის „ბ“  ქვეპუნქტის, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა შესახებ“  საქართველოს კანონის, „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის  შემდეგ  გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“  საქართველოს კანონის, „სოციალური დახმარების შესახებ“  საქართველოს კანონისა და    საქართველოს  სხვა  საკანონმდებლო  აქტების  შესაბამისად,  ბოლნისის  მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების  წესი“ (დანართი 1). 
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებიდან  ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 19 დეკემბრის №49 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 21/12/2016, 190020020.35.158.016321).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი



დანართი 1

 

ბოლნისის  მუნიციპალიტეტის  2017  წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა  და  მიღების წესი

ეს წესი განსაზღვრავს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების პირობებს, დახმარების მიმღებ პირთა  (შემდეგში ბენეფიციარი) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობას.

მუხლი 1. ონკოლოგიური ავადმყოფების სამედიცინო დახმარება (რასაც სრულად ან საერთოდ არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევები)

1. ონკოლოგიურმა  პაციენტმა,  მისი  ოჯახის  სრულწლოვანმა წევრმა  ან  შესაბამისი უფლებამოსილების  მქონე   პირმა  დახმარების მიღების მიზნით  მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი  განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის  და ბენეფიციარის  პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);

დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან;

ე) სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება ანკეტის (ფორმა №1) ასლი, თუ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის აღმნიშვნელი ჩანაწერი დაფიქსირებული არ არის.

2. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.

3. პაციენტს დახმარება გაეწევა:

ა) სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისათვის 300 (სამასი) ლარის ოდენობით, ხოლო 300 (სამასი) ლარიდან ზემოთ წარმოდგენილი თანხობრივი ღირებულების 80%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი)  ლარისა;

ბ) დიაგნოსტიკური  კვლევებისათვის არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა;

გ) მედიკამენტური მკურნალობისათვის არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა (რაც არ ფინანსდება აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით).

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამსახურის  დასკვნის  საფუძველზე.

მუხლი 2. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო დახმარება (რასაც სრულად ან საერთოდ არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევები)

1. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით დაფინანსდებიან სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი  მოქალაქეები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს (მათ შორის  მოქალაქეები, რომელთაც 65 000-დან 150 000-მდე სარეიტინგო ქულა მიენიჭათ 2016-2017 წწ.პერიოდში) .

2. ბენეფიციარს  დახმარება გაეწევა ერთჯერადად:

ა) სტაციონარული მკურნალობისათვის 300 (სამასი) ლარის ოდენობით, 300(სამასი) ლარიდან ზემოთ წარმოდგენილი თანხობრივი ღირებულების  70%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა;

ბ) მედიკამენტური მკურნალობისათვის არაუმეტეს 300 (სამასი) ლარისა;

გ) დიაგნოსტიკური კვლევებისათვის არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი  განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის  და ბენეფიციარის   პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV -100/ა);

ე) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი  შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან;

ვ) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან  განცხადება - ანკეტის (ფორმა N1) ასლი, თუ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის აღმნიშვნელი ჩანაწერი დაფიქსირებული არ არის.

4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.

მუხლი 3.  მედიკამენტებით უზრუნველყოფა

1. ყოველთვიურად  მედიკამენტების შეძენის მიზნით დაფინანსდებიან შემდეგი  ქრონიკული დაავადებების მქონე ბენეფიციარები:

ა) ეპილეფსიით დაავადებული მოქალაქეები;

ბ) ბრონქიალური ასთმით დაავადებული მოქალაქეები;

გ) ონკოლოგიური დაავადებების მქონე მოქალაქეები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი  განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის  და ბენეფიციარის  პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV – 100/ა).

3. დახმარების ოდენობა  თითოეულ ბენეფიციარზე განისაზღვროს  წელიწადში  არაუმეტეს 1500 (ათას ხუთასი) ლარისა.

4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი აფთიაქის საბანკო ანგარიშზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ შესაბამისად განხორციელებული შესყიდვის მიხედვით.

მუხლი 4. ფსორიაზით  დაავადებული  პირების  დახმარება

1. ექიმის დანიშნულების საფუძველზე, ფსორიაზით დაავადებული სოციალურად დაუცველი პირების  (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს, მათ შორის  65 000-დან 100 000 -მდე ქულა ვისაც მინიჭებული აქვს 2016-2017 წლებში) და იძულებით გადაადგილებული პირების მედიკამენტური მკურნალობით უზრუნველყოფა მოხდება ერთჯერადად, არაუმეტეს 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლისა და ბენეფიციარის  პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) ექიმის დანიშნულების საფუძველზე, ცნობა აფთიაქიდან მედიკამენტების ჩამონათვალის, ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის შესახებ, რომელზედაც განხორციელდება გადარიცხვა;

დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

ე) იძულებით გადაადგილებული  პირის  მოწმობის  ასლი;

ვ) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება ანკეტის (ფორმა №1) ასლი, თუ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის აღმნიშვნელი ჩანაწერი დაფიქსირებული არ არის.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი აფთიაქის საბანკო ანგარიშზე.

4. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.

მუხლი 5. ლეიშმანიოზით დაავადებულთა დახმარება (რასაც სრულად ან საერთოდ არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევები)

1. ლეიშმანიოზისა და ლეიშმანიოზის თანმხლები სხვა ინფექციური დაავადებების მქონე  ბენეფიციარს სტაციონარული ან/და ამბულატორიული მკურნალობისათვის  კალენდარული წლის  განმავლობაში     დახმარება   გაეწევა  ერთჯერადად  600 (ექვსასი) ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი  განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის  და ბენეფიციარის  პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა № IV- 100/ა);

დ) ექიმის დანიშნულების საფუძველზე, ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან პაციენტის მკურნალობის, მისი ღირებულებისა და  საბანკო ანგარიშის შესახებ.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.

4. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.

მუხლი 6.  სტუდენტების   დახმარება

1. ყოველთვიური ფულადი დახმარება 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით გაეწევათ (2017 წლის 1 თებერვლიდან 1 აგვისტომდე და 1 სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე) შემდეგი კატეგორიის სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ  სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში:

ა) ობოლ და მარჩენალდაკარგული ოჯახებიდან სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში;

ბ) სტუდენტებს, იძულებით გადაადგილებული ოჯახებიდან, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრეტიდებულ უმაღლეს სასწავლებლებში;

გ) სტუდენტებს, სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა 100 000-მდე) ოჯახებიდან, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში;

დ) სტუდენტებს მრავალშვილიანი ოჯახებიდან (სამი ან მეტი შვილი), რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით  გათვალისწინებული სამი ან მეტი კატეგორიის მქონე სტუდენტები დაფინანსდებიან ყოველთვიურად 70 (სამოცდაათი) ლარის ოდენობით (2017  წლის 1 თებერვლიდან  1 აგვისტომდე და 1 სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე).

3. დახმარება გაიცემა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ყოველთვიურად წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე.

4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

მუხლი 7. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მატერიალური და სამედიცინო დახმარება (რასაც სრულად ან საერთოდ არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევები), აგრეთვე ოჯახებში რეიტენგრირებული ბავშვების და დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირების მატერიალური დახმარება

1.  ყოველთვიური მატერიალური დახმარება გაეწევათ შემდეგ  ბენეფიციარებს:

ა) მხედველობის მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატულ შეზღუდული შესაძლებლობების  მქონე პირებს 100 (ასი) ლარის ოდენობით;

ბ)   ოჯახში  რეინტეგრირებულ  თითოეულ  ბავშვს 100 (ასი) ლარის ოდენობით;

გ) 18-წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებიც ვერ ახერხებენ დამოუკიდებლად გადაადგილებას 150  (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

დ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, რომლებიც ვერ ახერხებენ დამოუკიდებლად გადაადგილებას, არ ჰყავთ მეურვე/მზრუნველი და საჭიროებენ მომვლელის დახმარებას 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

ე) დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე მოქალაქეებს 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

ვ) ყრუ-მუნჯებს   50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

2. მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატულ შშმ პირებსა და შშმ ბავშვებს სტაციონარში მოთავსების შემთხვევაში დახმარება გაეწევათ ერთჯერადად:

ა) სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურებისათვის 300 ლარის ოდენობით, 300 ლარიდან ზემოთ წარმოდგენილი თანხობრივი ღირებულების  70%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა;

ბ) დიაგნოსტიკური  კვლევებისათვის არაუმეტეს 500 ლარისა.

3. 18-წლამდე შშმ ბავშვებს, ფიზიოთერაპიისა და სარეაბილიტაციო მკურნალობის დაფინანსების მიზნით,  დახმარება გაეწევათ 300 ლარის ოდენობით, 300 ლარიდან ზემოთ წარმოდგენილი თანხობრივი ღირებულების 70%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა  წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლისა და ბენეფიციარის  პირადობის  დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) საექსპერტო-სამედიცინო კომისიის აქტის ამონაწერი ან/და ცნობა სოციალური პაკეტის ოდენობის შესახებ ( სოციალური მომსახურების სააგენტოდან);

დ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;

ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);

ვ) ექიმის დანიშნულების საფუძველზე, ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან პაციენტის მკურნალობის, მისი ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის შესახებ, რომელზედაც განხორციელდება გადარიცხვა.

5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე ან/და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.

6. ამ მუხლის პირველი, მეორე და მესამე პუნქტებით გათვალისწინებული დახმარებები გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.

მუხლი 8. მიცვალებულთა  სარიტუალო  მომსახურება

1.მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი ბენეფიციარების  დაკრძალვის  სარიტუალო მომსახურების ხარჯი:

ა) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების (კოდი  100, 111, 112, 113);

ბ)საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის  საბრძოლო მოქმედების  ვეტერანების (კოდი  300, 312, 313, 800);

გ)  სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების  ვეტერანების (კოდი  200);

დ) იძულებით გადაადგილებული  პირების;

ე) მემკვიდრის გარეშე დარჩენილი მარტოხელა მოქალაქეების.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარის  ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა  წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;

დ) იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი;

ე) გარდაცვლილის შესაბამისი სტატუსის (ვეტერანი) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ვ)  დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის   საბანკო ანგარიში.

3.  დახმარება გაიცემა 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

4. დაფინანსება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

5. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.

მუხლი 9. სოციალურად  დაუცველი  მოქალაქეების  საშეშე  მერქნით  უზრუნველყოფა

1. საშეშე მერქნით, ერთჯერადად, გათბობის სეზონის დასაწყისში უზრუნველყოფილნი იქნებიან ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული შემდეგი კატეგორიის ოჯახები:

ა) სოციალურად დაუცველი (65000-მდე სარეიტინგო ქულა) მარტოხელა პენსიონერების ოჯახები;

ბ) სოციალურად დაუცველი (65000-მდე სარეიტინგო ქულა) შშმ პირების ოჯახები;

გ) ღატაკი  მრავალშვილიანი (სამი და მეტი არასრულწლოვანი) ოჯახები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა  წარმოადგინოს:

ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) შვილების დაბადების მოწმობის ასლები;

გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

დ) საექსპერტო-სამედიცინო კომისიის აქტის ამონაწერი ან/და ცნობა სოციალური პაკეტის ოდენობის შესახებ (სოციალური მომსახურების სააგენტოდან).

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი მიმწოდებლის ანგარიშზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის  გამგეობის მიერ საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ შესაბამისად განხორციელებული შესყიდვების მიხედვით.

მუხლი 10. დედ-მამით ობოლი ბავშვების სამედიცინო დახმარება (რასაც სრულად ან საერთოდ არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევები)

1. დედ-მამით ობოლ   არასრულწლოვან   ბენეფიციარს დახმარება გაეწევა ერთჯერადად:

ა) სტაციონარული მკურნალობისათვის 300 (სამასი) ლარის ოდენობით, 300 (სამასი) ლარიდან ზემოთ წარმოდგენილი თანხობრივი  ოდენობის 70%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა;

ბ) დიაგნოსტიკური კვლევებისათვის  არაუმეტეს 300 (სამასი) ლარისა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარის მეურვემ დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან  ბავშვის მეურვის ვინაობის შესახებ;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა  №IV-100/ა);

ე) ექიმის დანიშნულების საფუძველზე, ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან პაციენტის მკურნალობის, მისი ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის შესახებ;

ვ) ბენეფიციარის  დაბადების მოწმობის ასლი;

ზ) მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლები.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.

4. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.

მუხლი 11. დახმარება კომუნალურ გადასახადებზე

1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება მხოლოდ კომპაქტურად დასახლებული, 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად იძულებით გადაადგილებული ოჯახების კომუნალური ხარჯები (ელ. ენერგია თვეში 250 კვ/სთ ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენების მიხედვით; ბუნებრივი აირი გათბობის სეზონზე  თვეში 250 მ3,  ხოლო ზაფხულის სეზონზე თვეში 50 მ3, ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენების მიხედვით).

2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება მხოლოდ კომპაქტურად დასახლებული სოციალურად დაუცველი და დევნილი ოჯახების კომუნალური ხარჯები (ელ. ენერგია თვეში 250 კვ/სთ ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენების მიხედვით; ბუნებრივი აირი გათბობის სეზონზე  თვეში 250 მ3,  ხოლო ზაფხულის სეზონზე თვეში 50 მ3, ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენების მიხედვით).

3. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება ქ. ბოლნისში, აღმაშენებლის ქ. უ/ნ -ში და დაბა კაზრეთში მდებარე სოციალურ საცხოვრისში მცხოვრები ბენეფიციარების კომუნალური ხარჯები (ელ. ენერგია თვეში 250 კვ/სთ ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენების მიხედვით; ბუნებრივი აირი გათბობის სეზონზე  თვეში 250 მ3,  ხოლო ზაფხულის სეზონზე თვეში 50 მ3, ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენების მიხედვით).

4. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება ქ. ბოლნისში, სიონის ჩიხი N1-ში (ყოფილი სოფქიმიის შენობაში) მდებარე სოციალურ საცხოვრისში მცხოვრები ბენეფიციარი ოჯახების კომუნალური ხარჯები (ელ. ენერგია თვეში 1000კვ-სთ, საერთო მრიცხველის ჩვენების მიხედვით;  ელ. ენერგია თვეში 250 კვ/სთ ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენების მიხედვით; ბუნებრივი აირი გათბობის სეზონზე  თვეში 250 მ3, ხოლო ზაფხულის სეზონზე თვეში 50 მ3, ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენების მიხედვით).

5. დახმარება გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი ორგანიზაციების საბანკო ანგარიშზე, მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.

მუხლი 12.  ომისა და სამხედრო ძალების  ვეტერანთა  და მათი  ოჯახების სოციალური და სამედიცინო დახმარება (რასაც სრულად ან საერთოდ არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევები)

1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადი სოციალური დახმარება გაეწევათ შემდეგი კატეგორიის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს:

ა) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს  (კოდი 100,111,112,113);

ბ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანებს (კოდი 200);

გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის  საბრძოლო  მოქმედების   ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს  (კოდი 300, 500,501, 600, 601, 602, 800);

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით  გათვალისწინებული კატეგორია ერთჯერად ფულად დახმარებას მიიღებს  9 მაისისათვის   100 (ასი) ლარის ოდენობით;

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“  ქვეპუნქტით  გათვალისწინებული კატეგორია (კოდი 500, 501, 600) ერთჯერად ფულად დახმარებას მიიღებენ 27 სექტემბრისათვის 500(ხუთასი)  ლარის ოდენობით;

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით  გათვალისწინებული კატეგორია (კოდი  601, 602) ერთჯერად ფულად დახმარებას მიიღებენ  8 აგვისტოსათვის 500 (ხუთასი)  ლარის ოდენობით;

5. ამ მუხლის მეორე, მესამე და მეოთხე პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა  წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

 გ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი;

დ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები.

6. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

7. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს გაეწევათ შემდეგი სახის სამედიცინო დახმარება:

ა) სტაციონალური და ამბულატორიული მკურნალობისათვის 300 (სამასი) ლარის ოდენობით, 300 (სამასი) ლარიდან ზემოთ   წარმოდგენილი თანხობრივი ოდენობის  70%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა;

ბ) დიაგნოსტიკური  კვლევებისათვის არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა.

8. ამ მუხლის მეექვსე პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა  წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

 გ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი;

დ) ცნობა ჯანმრთელობის  მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV- 100/ა);

ე) ექიმის დანიშნულების საფუძველზე, ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან პაციენტის მკურნალობის, მისი ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის შესახებ, რომელზედაც განხორციელდება გადარიცხვა.

9. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების  საბანკო ანგარიშზე.

10. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე. 

მუხლი 13. იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო მომსახურება (რასაც სრულად ან საერთოდ არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევები)

1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადად ანაზღაურდება:

ა) იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო (სტაციონალური და ამბულატორიული) მომსახურება, 300 (სამასი) ლარის  ოდენობით,  300 (სამასი) ლარიდან ზემოთ  წარმოდგენილი თანხობრივი ოდენობის  70%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა;

ბ) დიაგნოსტიკური  კვლევებისათვის არა უმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა  წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) იძულებით გადაადგილებული პირის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა) ж

ე)  ექიმის დანიშნულების საფუძველზე, ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან პაციენტის მკურნალობის, მისი ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის შესახებ, რომელზედაც განხორციელდება გადარიცხვაю

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის დასკვნის საფუძველზე.

მუხლი 14.  ვირუსული ჰეპატიტებითა და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების მქონე  მოქალაქეთა   სამედიცინო დახმარება

1. ფარისებრი ჯირკვლისა და ვირუსული ჰეპატიტით დაავადებულ მოქალაქეებს სამედიცინო (სტაციონარული, ამბოლატორიული, რეაბილიტაციური, ფიზიოტერაპიული მკურნალობები და დიაგნოსტიკური გამოკვლევები) დახმარება გაეწევათ ერთჯერადად.

2. დახმარების მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება 1000 (ერთი ათასი) ლარამდე.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა  წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის  და ბენეფიციარის  პირადობის  მოწმობის  ასლები;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV – 100/ა);

დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი   სამედიცინო დაწესებულებიდანж

ე) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება ანკეტის (ფორმა N1) ასლი, თუ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის აღმნიშვნელი ჩანაწერი დაფიქსირებული არ არის.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.

მუხლი 15.  ერთჯერადი მატერიალური  (ფულადი) დახმარება

1. ერთჯერად მატერიალურ (ფულად) დახმარებას მიიღებენ შემდეგი  კატეგორიის სოციალურად დაუცველი ოჯახები:

ა)  მარტოხელა პენსიონერები, რომელთა  სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65000-ს;

ბ) მრავალშვილიანი (სამი ან მეტი არასრულწლოვანი შვილი) ოჯახები, რომელთა  სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65000-ს;

გ) სოციალურად დაუცველი ობოლი არასრულწლოვანი, რომლის   სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65000-ს.

2. მოქალაქეებს, რომელთაც განცხადებით მომართვის მომენტში არ აქვთ მინიჭებული სოციალურად დაუცველის სტატუსი და  ვერ სარგებლობენ დადგენილებით განსაზღვრული შეღავათებით,  შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის წარმომადგენლების ადგილზე შესწავლის აქტის საფუძველზე, გაეწევათ ერთჯერადი მატერიალური დახმარება  არაუმეტეს 500  (ხუთასი) ლარისა.

 3. ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული კატეგორიების ოჯახების დახმარების მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრება  არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა.

4. სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოქალაქეებისათვის, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს (მათ შორის მოქალაქეები, რომელთაც 65000-დან 65000-მდე სარეიტინგო ქულა მიენიჭათ 2016-2017წწ. პერიოდში), ერთჯერადი სოციალური (ფულადი) დახმარების ოდენობა განისაზღვრება 200 (ორასი) ლარამდე.

5. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის  ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის შესაბამისად.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა  წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან;

დ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;

ე) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება - ანკეტის (ფორმა №1) ასლი, თუ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის აღმნიშვნელი ჩანაწერი დაფიქსირებული არ არის.

7. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

მუხლი 16. ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვების დახმარება

1. ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვების დახმარება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, წელიწადში არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარისა თითოეულ დაავადებულზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა  წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100);

დ) ბენეფიციარის  დაბადების მოწმობის ასლი;

ე) ანგარიშ-ფაქტურა.

3. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგებლის  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.

მუხლი 17. სოციალურად დაუცველი უსახლკარო ოჯახების ბინის ქირითა და კომუნალური ხარჯებით  უზრუნველყოფა

1. ბინის ქირა აუნაზღაურდებათ  სოციალურად დაუცველ უსახლკარო მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილის არმქონე ოჯახებს (თითოეულ ოჯახს ყოველთვიურად, არაუმეტეს ასი ლარი), რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს და აღნიშნული ქულა მიენიჭათ 2016-2017 წწ. პერიოდში.

2.   ამ მუხლის პირველი და მეორე  პუნქტებით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა  წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება ანკეტის (ფორმა №1) ასლი, თუ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის აღმნიშვნელი ჩანაწერი დაფიქსირებული არ არის;

დ) ქირავნობის  ხელშეკრულების  ასლი;

ე) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

ვ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;

ზ) გახარჯული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის   ოდენობის დამადასტურებელ ქვითარი (ბენეფიციარი  მუნიციპალიტეტში წარმოდგენს  ყოველთვიურად).

 3. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგებლის  შესაბამისი საკითხების შემსწავლელი კომისიის დასკვნის შესაბამისად.

4. ბინის ქირის ანაზღაურება  მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ გამქირავებლის პირად ანგარიშზე.

მუხლი 18. სოციალურად დაუცველი 18 წლამდე არასრულწლოვნების ლოგოპედის მომსახურების უზრუნველყოფა.

1. ლოგოპედის მომსახურების საფასური ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან აუნაზღაურდებათ შემდეგი კატეგორიის 18 წლამდე არასწრულწლოვნებს:

ა) არასწრულწლოვნებს, სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს;

ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს;

გ) ობოლ არასრულწლოვნებს;

დ) დაუნის სინდრომით, აუტიზმით, ცერებრალური დამბლით დაავადებულ და სმენადაქვეითებულ (მეოთხე ხარისხის სმენაჩლუნგობა) ბავშვებსж

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის   პირადობის  მოწმობის  ასლი;

გ) ბავშვის დაბადების  ან/და პირადობის მოწმობის ასლი;

დ) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება ანკეტის (ფორმა N1) ასლი, თუ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის აღმნიშვნელი ჩანაწერი დაფიქსირებული არ არის.

ე) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

ვ) მშობლის/მშობლების  გარდაცვალების მოწმობის ასლი;

ზ)ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან  ბავშვის მეურვის ვინაობის შესახებ;

თ) საექსპერტო-სამედიცინო კომისიის აქტის ამონაწერი ან/და ცნობა სოციალური პაკეტის ოდენობის შესახებ (სოციალური მომსახურების სააგენტოდან);

ი) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100-IV);

კ) ანგარიშფაქტურა (ინვოისი) შესაბამისი დაწესებულებიდან.

3. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.

მუხლი 19. 2 წლამდე ბავშვების (სოციალურად დაუცველი ოჯახების, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000- და რომელსაც არ აფინანსებს სახელმწიფო პროგრამა) კვებით უზრუნველყოფა

1.  სოციალურად დაუცველ ოჯახებს (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს და რომელსაც არ აფინანსებს სახელმწიფო პროგრამა), 2 წლამდე მცირეწლოვანი ბავშვების კვებით  უზრუნველსაყოფად, დახმარება გაეწევათ თვეში 80 (ოთხმოცი) ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი  პუნქტით  განსაზღვრული ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სადაც მითითებული იქნება, რა სახის საკვებს საჭიროებს ბავშვი (ფორმა N100);

გ) ანგარიშფაქტურა/ინვოისი შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან.

3. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი დაწესებულების   საბანკო ანგარიშზე.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.

მუხლი 20. გარდამავალი  დებულება

1. 2016-2017 წლებში სტიქიის, ხანძრის, სხვა უბედური და ფორსმაჟორული შემთხვევების შედეგად საცხოვრებელი სახლის დაზიანებისას მიყენებული ზიანის აღსადგენად, დაზარელებულ ოჯახებს ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწევათ ზარალის ოდენობის შესაბამისად, აღნიშნული საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის დასკვნის და მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე. დაზარალებულ ოჯახებს დახმარება გაეწევათ მიყენებული ზიანის 70%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 10 000 (ათი ათასი) ლარისა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულის გარდა სხვა შემთხვევაში, დაზიანებული (ან დაუსრულებელი) საცხოვრებელი სახლების აღდგენა (დასრულება) მოხდება (მინიმალური საცხოვრებელი პირობების შექმნა) შემდეგი კატეგორიის ოჯახებისათვის:

ა) ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა ოჯახებისათვის (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს);

ბ) სტიქიის შედეგად მაღალმთიანი რაიონებიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადმოსახლებული, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის (სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს), რომელთა  სახლებიც  არ  არის საცხოვრებლად  ვარგისი;

გ) სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს და რომლებსაც 65 000-დან 100 000-მდე ქულა მინიჭებული აქვთ 2016-2017 წლებში), რომელთაც ჰყავთ სამი ან მეტი შვილი და საცხოვრებელი სახლები  არ არის საცხოვრისად ვარგისი;

დ) სოციალურად დაუცველი მარტოხელა პენსიონერებისათვის (სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს), რომელთა საცხოვრებელი სახლებიც არ არის საცხოვრებლად ვარგისი;

ე) ოჯახებისათვის, რომლებიც იმყოფებიან უკიდურეს ეკონომიკურ გასაჭირში და დახმარების გაცემის მომენტში ვერ ხვდებიან ამ მუხლით გათვალისწინებულ კატეგორიებში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კატეგორიების ოჯახების საცხოვრებელი სახლების შეკეთება მოხდება შესაბამისი საკითხების შემსწავლელი   სამუშაო ჯგუფის  დასკვნის საფუძველზე. სარემონტო სამუშაოების განხორციელების უზრუნველყოფა

მოხდება მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურების მიერ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით. ჩატარებული სამუშაოების ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 10 000 (ათი ათასი) ლარი.

4. ამ მუხლის პირველი და მეორე  პუნქტებით  განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შვილების დაბადების მოწმობის ასლები;

დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან.

ე) ცნობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო სამსახურიდან;

ვ) აუდიტის დასკვნა ზარალის ოდენობის შესახებ;

ზ) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება - ანკეტის (ფორმა N1) ასლი, თუ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის აღმნიშვნელი ჩანაწერი დაფიქსირებული არ არის.

5. ბენეფიციარი  ვალდებულია წარმოადგინოს აუდიტის დასკვნა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ  სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობა აღემატება 500 ლარს.

6. იმ შემთხვევაში, თუ სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობა არ აღემატება 500 (ხუთასი) ლარს, ზარალის ანაზღაურება, ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შესაძლებელია მოხდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარების  სამსახურის  მიერ შედგენილი დეფექტური აქტის საფუძველზე.