დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 7 |
დოკუმენტის მიმღები | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 20/02/2017 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/02/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.158.016331 |
|
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტების საფუძველზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 იანვრის №2 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 17/01/2017, 190020020.35.158.016326) დამტკიცებულ წესში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მეორე მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებული იქნეს. 2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მეორე მუხლს დაემატოს მე-2 პრიმა პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. მედიკამენტური მკურნალობისათვის ერთჯერადად დახმარება, არაუმეტეს 200 ლარისა, გაეწევათ შემდეგი დაავადებების მქონე სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ მოქალაქეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს (მათ შორის მოქალაქეები, რომელთაც 65000-დან 150000-მდე სარეიტინგო ქულა მიენიჭათ 2016-2017წწ. პერიოდში): ა) შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ბენეფიციარებს; ბ) გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ბენეფიციარებს; გ) პოსტოპერაციული მკურნალობის საჭიროების მქონე ბენეფიციარებს; დ) მწვავე ანთებითი პროცესებით მიმდინარე დაავადებების მქონე ბენეფიციარებს.“. 3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-6 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „ე“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) სტუდენტებს იმ ოჯახებიდან, რომელ ოჯახშიც არის ორი ან მეტი სტუდენტი.“. 4. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოქალაქეებისათვის, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს (მათ შორის მოქალაქეები, რომელთაც 65000-დან 100 000-მდე სარეიტინგო ქულა მიენიჭათ 2016-2017წწ. პერიოდში), ერთჯერადი სოციალური (ფულადი) დახმარების ოდენობა განისაზღვრება 200 (ორასი) ლარამდე.“. 5. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ბინის ქირის ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით დამქირავებლის პირად ანგარიშზე.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები