ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 74
დოკუმენტის მიმღები ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/12/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.158.016399
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
74
25/12/2017
ვებგვერდი, 28/12/2017
190020020.35.158.016399
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (28/12/2017 - 22/01/2018)

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №74

2017 წლის 25 დეკემბერი

ქ. ბოლნისი

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მესამე პუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის, „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“  საქართველოს კანონის, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი დანართი  №1-ის  შესაბამისად.
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 იანვრის №2 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 17/01/2017, 190020020.35.158.016321).
მუხლი 3
 დადგენილება  ამოქმედდეს 2018  წლის პირველი იანვრიდან.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი



დანართი 1
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური

დახმარების გაცემისა და მიღების წესი


ეს წესი განსაზღვრავს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების პირობებს, დახმარების მიმღებ პირთა (შემდეგში – ბენეფიციარი) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობას.

ონკოლოგიური  დაავადების მქონე ბენეფიციარების  სამედიცინო დახმარება (რასაც სრულად ან საერთოდ არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევები)
1. ონკოლოგიური დაავადების მქონე ბენეფიციარებს დახმარება გაეწევათ:

ა) სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისათვის – არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა;

ბ) სამედიცინო კვლევებისათვის – არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა;

გ) მედიკამენტური მკურნალობისათვის – არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა (რაც არ ფინანსდება აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით).

2. ონკოლოგიურმა პაციენტმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი

უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის და ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);

დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან;

ე) სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება – ანკეტის (ფორმა №1) ასლი, თუ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის აღმნიშვნელი ჩანაწერი დაფიქსირებული არ არის.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.

მუხლი 2. სოციალურად დაუცველი ბენეფიციარების სამედიცინო დახმარება (რასაც სრულად ან საერთოდ არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევები)

1. სოციალურად დაუცველი ბენეფიციარების სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით დაფინანსდებიან სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოქალაქეები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს (მათ შორის მოქალაქეები, რომელთაც 65 000-დან 150 000-მდე სარეიტინგო ქულა მიენიჭათ 2017-2018 წწ.პერიოდში).

2. ბენეფიციარს დახმარება გაეწევა ერთჯერადად:

ა) სტაციონარული მკურნალობისათვის – 300 (სამასი) ლარის ოდენობით, 300 (სამასი) ლარიდან ზემოთ – წარმოდგენილი თანხობრივი ღირებულების 70%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 300 (სამასი) ლარისა და არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა;

ბ) სამედიცინო კვლევებისათვის – არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა.

3. მედიკამენტური მკურნალობისათვის ერთჯერადად დახმარება, არაუმეტეს 200 ლარისა, გაეწევათ შემდეგი დაავადებების მქონე სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ მოქალაქეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს (მათ შორის მოქალაქეები, რომელთაც 65000-დან 150000-მდე სარეიტინგო ქულა მიენიჭათ 2017-2018წწ. პერიოდში):

ა) შაქრიანი დიაბეტის და სხვა ქრონიკული დაავადებების მქონე ბენეფიციარებს;

ბ) გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ბენეფიციარებს;

გ) პოსტოპერაციული მკურნალობის საჭიროების მქონე ბენეფიციარებს;

დ) ქრონიკული და მწვავე ანთებითი პროცესებით მიმდინარე დაავადებების მქონე ბენეფიციარებს.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის და ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV -100/ა);

ე) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან;

ვ) სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება - ანკეტის (ფორმა №1) ასლი, თუ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის აღმნიშვნელი ჩანაწერი დაფიქსირებული არ არის.

5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.

6. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის  სამსახურის დასკვნის საფუძველზე.

მუხლი 3. მედიკამენტებით უზრუნველყოფა

1. ყოველთვიური მედიკამენტური მკურნალობით უზრუნველყოფა გაეწევათ შემდეგი კატეგორიის ბენეფიციარებს:

ა) ეპილეფსიით დაავადებულ მოქალაქეებს;

ბ) ბრონქიალური ასთმით და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციით დაავადებულ მოქალაქეებს;

გ) ონკოლოგიური დაავადებების მქონე მოქალაქეებს;

დ) პარკინსონით დაავადებულ მოქალაქეებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ბ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV – 100/ა).

3. დახმარების ოდენობა თითოეულ ბენეფიციარზე განისაზღვროს წელიწადში არაუმეტეს 1500 (ათას ხუთასი) ლარისა.

4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი აფთიაქის საბანკო ანგარიშზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ შესაბამისად განხორციელებული შესყიდვის მიხედვით.

მუხლი 4. ფსორიაზით დაავადებული პირების დახმარება

1. ექიმის დანიშნულების საფუძველზე, ფსორიაზით დაავადებული სოციალურად დაუცველი პირების (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს, მათ შორის 65 000-დან 100 000 -მდე ქულა, ვისაც მინიჭებული აქვს 2017-2018 წლებში) და იძულებით გადაადგილებული პირების მედიკამენტური მკურნალობით უზრუნველყოფა მოხდება ერთჯერადად, არაუმეტეს 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლისა და ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) ექიმის დანიშნულების საფუძველზე, ცნობა აფთიაქიდან მედიკამენტების ჩამონათვალის, ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის შესახებ, რომელზედაც განხორციელდება გადარიცხვა;

დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

ე) იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი;

ვ) სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება – ანკეტის (ფორმა №1) ასლი, თუ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის აღმნიშვნელი ჩანაწერი დაფიქსირებული არ არის.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი აფთიაქის საბანკო ანგარიშზე.

4. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის  სამსახურის დასკვნის საფუძველზე.

მუხლი 5. ლეიშმანიოზით დაავადებულთა დახმარება (რასაც სრულად ან საერთოდ არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევები)

1. ლეიშმანიოზისა და ლეიშმანიოზის თანმხლები სხვა ინფექციური დაავადებების მქონე ბენეფიციარს სტაციონარული, ამბულატორიული მკურნალობისა და სამედიცინო გამოკვლევებისათვის კალენდარული წლის განმავლობაში დახმარება გაეწვა 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის და ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა № IV- 100/ა);

დ) ექიმის დანიშნულების საფუძველზე, ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან პაციენტის მკურნალობის, მისი ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის შესახებ.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.

4. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის   დასკვნის საფუძველზე.

მუხლი 6. სტუდენტების დახმარება

1. ყოველთვიური ფულადი დახმარება 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით გაეწევათ (2018 წლის 1 თებერვლიდან 1 აგვისტომდე და 1 სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე) შემდეგი კატეგორიის სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში:

ა) ობოლ და მარჩენალდაკარგული ოჯახებიდან სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში;

ბ) სტუდენტებს, იძულებით გადაადგილებული ოჯახებიდან, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრეტიდებულ უმაღლეს სასწავლებლებში;

გ) სტუდენტებს, სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა 100 000-მდე) ოჯახებიდან, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში;

დ) სტუდენტებს მრავალშვილიანი ოჯახებიდან (სამი ან მეტი შვილი), რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში;

ე) სტუდენტებს იმ ოჯახებიდან, რომელ ოჯახშიც არის ორი ან მეტი სტუდენტი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამი ან მეტი კატეგორიის მქონე სტუდენტები დაფინანსდებიან ყოველთვიურად 70 (სამოცდაათი) ლარის ოდენობით (2017 წლის 1 თებერვლიდან 1 აგვისტომდე და 1 სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე).

3. სტუდენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლისა და ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) ცნობა საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომ მოქალაქე ნამდვილად არის მოქმედი სტუდენტი;

დ) სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება - ანკეტის (ფორმა №1) ასლი, თუ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის აღმნიშვნელი ჩანაწერი დაფიქსირებული არ არის;

ე) დაბადების მოწმობის ასლები (მრავალშვილიანი ოჯახის, ორი სტუდენტის ან ობოლი და მარჩენალდაკარგული სტუდენტის კატეგორიის შემთხვევაში);

ვ) მშობლის ან მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლები (ობოლი და მარჩენალდაკარგული სტუდენტის კატეგორიის შემთხვევაში).

ზ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (სოციალურად დაუცველი სტუდენტის კატეგორიის შემთხვევაში).

4. დახმარება გაიცემა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ყოველთვიურად წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე.

5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

მუხლი 7. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მატერიალური და სამედიცინო დახმარება (რასაც სრულად ან საერთოდ არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევები), აგრეთვე ოჯახებში რეინტენგრირებული ბავშვების და დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირების მატერიალური დახმარება

1. ყოველთვიური მატერიალური დახმარება გაეწევათ შემდეგ ბენეფიციარებს:

ა) მხედველობის მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატულ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს – 100 (ასი) ლარის ოდენობით;

ბ) ოჯახში რეინტეგრირებულ თითოეულ ბავშვს – 100 (ასი) ლარის ოდენობით;

გ) 18-წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებიც ვერ ახერხებენ დამოუკიდებლად გადაადგილებას – 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

დ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, რომლებიც ვერ ახერხებენ დამოუკიდებლად გადაადგილებას, არ ჰყავთ მეურვე/მზრუნველი და საჭიროებენ მომვლელის დახმარებას – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

ე) დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე მოქალაქეებს – 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

ვ) ყრუ-მუნჯებს – 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

2. მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატულ შშმ პირებსა და შშმ ბავშვებს სტაციონარში მოთავსების შემთხვევაში დახმარება გაეწევათ ერთჯერადად:

ა) სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურებისათვის – 300 ლარის ოდენობით, 300 ლარიდან ზემოთ – წარმოდგენილი თანხობრივი ღირებულების 70%-ის ოდენობით, მაგრამ არანაlმებ 300 (სამასი) ლარისა და არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა;

ბ) სამედიცინო კვლევებისათვის – არაუმეტეს 500 ლარისა.

3. 18-წლამდე შშმ ბავშვებს, ფიზიოთერაპიისა და სარეაბილიტაციო მკურნალობის დაფინანსების მიზნით, დახმარება გაეწევათ 300 ლარის ოდენობით, 300 ლარიდან ზემოთ – წარმოდგენილი თანხობრივი ღირებულების 70%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლისა და ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) საექსპერტო-სამედიცინო კომისიის აქტის ამონაწერი ან/და ცნობა სოციალური პაკეტის ოდენობის შესახებ ( სოციალური მომსახურების სააგენტოდან);

დ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;

ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);

ვ) ექიმის დანიშნულების საფუძველზე, ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან პაციენტის მკურნალობის, მისი ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის შესახებ, რომელზედაც განხორციელდება გადარიცხვა.

5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე ან/და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.

6. ამ მუხლის პირველი, მეორე და მესამე პუნქტებით გათვალისწინებული დახმარებები გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.

მუხლი 8. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება

1. მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი ბენეფიციარების დაკრძალვის სარიტუალო მომსახურების ხარჯი:

ა) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების (კოდი 100, 111, 112, 113);

ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანების (კოდი 300, 312, 313, 800);

გ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანების (კოდი 200);

დ) იძულებით გადაადგილებული პირების;

ე) მემკვიდრის გარეშე დარჩენილი მარტოხელა მოქალაქეების.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარის ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;

დ) იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი;

ე) გარდაცვლილის შესაბამისი სტატუსის (ვეტერანი) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ვ) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის საბანკო ანგარიში.

3. დახმარება გაიცემა 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

4. დაფინანსება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

5. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.

მუხლი 9. სოციალურად დაუცველი მოქალაქეების საშეშე მერქნით უზრუნველყოფა

1. საშეშე მერქნით, ერთჯერადად, გათბობის სეზონის დასაწყისში უზრუნველყოფილნი იქნებიან ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული შემდეგი კატეგორიის ოჯახები:

ა) სოციალურად დაუცველი (65000-მდე სარეიტინგო ქულა) მარტოხელა პენსიონერების ოჯახები;

ბ) სოციალურად დაუცველი (65000-მდე სარეიტინგო ქულა) შშმ პირების ოჯახები;

გ) ღატაკი მრავალშვილიანი (სამი და მეტი არასრულწლოვანი) ოჯახები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) შვილების დაბადების მოწმობის ასლები;

გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

დ) საექსპერტო-სამედიცინო კომისიის აქტის ამონაწერი ან/და ცნობა სოციალური პაკეტის ოდენობის შესახებ (სოციალური მომსახურების სააგენტოდან).

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი მიმწოდებლის ანგარიშზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ შესაბამისად განხორციელებული შესყიდვების მიხედვით.

მუხლი 10. დედ-მამით ობოლი ბავშვების სამედიცინო დახმარება (რასაც სრულად ან საერთოდ არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევები)

1. დედ-მამით ობოლ არასრულწლოვან ბენეფიციარს დახმარება გაეწევა ერთჯერადად:

ა) სტაციონარული მკურნალობისათვის – 300 (სამასი) ლარის ოდენობით, 300 (სამასი) ლარიდან ზემოთ წარმოდგენილი თანხობრივი ოდენობის – 70%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 300 (სამასი) სამასი და არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა;

ბ) სამედიცინო კვლევებისათვის – არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარის მეურვემ დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან ბავშვის მეურვის ვინაობის შესახებ;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);

ე) ექიმის დანიშნულების საფუძველზე, ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან პაციენტის მკურნალობის, მისი ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის შესახებ;

ვ) ბენეფიციარის დაბადების მოწმობის ასლი;

ზ) მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლები.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.

4. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის  სამსახურის დასკვნის საფუძველზე.

მუხლი 11. მინდობით აღზრდის პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარის სრულწლოვანების მიღწევის შემდგომ დახმარება

1. ყოველთვიური ფულადი დახმარება გაეწევათ მინდობით აღზრდის პროგრამის ფარგლებში ჩართულ ბენეფიციარებს, რომელთაც მიაღწიეს სრულწლოვანების ასაკს და მათთვის მინდობით აღზრდის პროგრამა დასრულდა.

2. ბენეფიციარებს დახმარება გაეწევათ 22 წლის ასაკის მიღწევამდე.

3. ყოველთვიური დახმარება გაიცემა 150.00 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის და ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება – ანკეტის (ფორმა №1) ასლი, თუ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის აღმნიშვნელი ჩანაწერი დაფიქსირებული არ არის;

დ) დამადასტურებელი დოკუმენტი სოციალური მომსახურები სააგენტოს ტერიტორიული ორგანოდან, რომ ბენეფიციარი სარგებლობდა მინდობით აღზრდის პროგრამით;

ე) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები.

5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის   სამსახურის დასკვნის საფუძველზე.

მუხლი 12. დახმარება კომუნალურ გადასახადებზე

1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება ქ. ბოლნისში, აღმაშენებლის ქ. უ/ნ-ში და დაბა კაზრეთში მდებარე სოციალურ საცხოვრისში მცხოვრები ბენეფიციარების კომუნალური ხარჯები თითოეულ ოჯახზე: ელექტროენერგია თვეში 250 კვ/სთ – ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენების მიხედვით; ბუნებრივი აირი – გათბობის სეზონზე (15 ნოემბრიდან 15 აპრილამდე) თვეში 250 მ3, ხოლო –ზაფხულის სეზონზე თვეში 50 მ3, ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენების მიხედვით).

2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება ქ. ბოლნისში, სიონის ჩიხი №1-ში (ყოფილი სოფქიმიის შენობაში) მდებარე სოციალურ საცხოვრისში მცხოვრები ბენეფიციარი ოჯახების კომუნალური ხარჯები; ელექტროენერგია თვეში 1000კვ-სთ, საერთო მრიცხველის ჩვენების მიხედვით; ელ. ენერგია თვეში 250 კვ/სთ – ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენების მიხედვით; ბუნებრივი აირი – გათბობის სეზონზე (15 ნოემბრიდან 15 აპრილამდე) თვეში 250 მ3, ხოლო – ზაფხულის სეზონზე თვეში 50 მ3, ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენების მიხედვით.

3. დახმარება გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი ორგანიზაციების საბანკო ანგარიშზე, მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.

მუხლი 13. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა და მათი ოჯახების სოციალური და სამედიცინო დახმარება (რასაც სრულად ან საერთოდ არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევები)

1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადი სოციალური დახმარება გაეწევათ შემდეგი კატეგორიის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს:

ა) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს (კოდი 100,111,112,113);

ბ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანებს (კოდი 200);

გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს (კოდი 300, 500,501, 600, 601, 602, 800).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორია ერთჯერად ფულად დახმარებას მიიღებს 9 მაისისათვის – 100 (ასი) ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორია (კოდი 500, 501, 600) ერთჯერად ფულად დახმარებას მიიღებენ 27 სექტემბრისათვის – 500(ხუთასი) ლარის ოდენობით (ოჯახის შემადგენლობიდან მხოლოდ ერთი წევრი).

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორია (კოდი 601, 602) ერთჯერად ფულად დახმარებას მიიღებენ 8 აგვისტოსათვის – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

5. ამ მუხლის მეორე, მესამე და მეოთხე პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები.

6. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

7. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს გაეწევათ შემდეგი სახის სამედიცინო დახმარება:

ა) სტაციონალური და ამბულატორიული მკურნალობისათვის – 300 (სამასი) ლარის ოდენობით, 300 (სამასი) ლარიდან ზემოთ – წარმოდგენილი თანხობრივი ოდენობის 70%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 300 (სამასი) ლარისა და არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა;

ბ) სამედიცინო კვლევებისათვის – არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა.

8. ამ მუხლის მეექვსე პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV- 100/ა);

ე) ექიმის დანიშნულების საფუძველზე, ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან პაციენტის მკურნალობის, მისი ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის შესახებ, რომელზედაც განხორციელდება გადარიცხვა.

9. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.

10. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის   სამსახურის დასკვნის საფუძველზე.

მუხლი 14. იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო მომსახურება (რასაც სრულად ან საერთოდ არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევები)

1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადად ანაზღაურდება:

ა) იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო (სტაციონალური და ამბულატორიული) მომსახურება, 300 (სამასი) ლარის ოდენობით, 300 (სამასი) ლარიდან ზემოთ – წარმოდგენილი თანხობრივი ოდენობის 70%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 300 (სამასი) და არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა;

ბ) სამედიცინო კვლევებისათვის არა უმეტეს – 500 (ხუთასი) ლარისა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) იძულებით გადაადგილებული პირის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);

ე) ექიმის დანიშნულების საფუძველზე, ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან პაციენტის მკურნალობის, მისი ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის შესახებ, რომელზედაც განხორციელდება გადარიცხვა.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.

მუხლი 15. ვირუსული ჰეპატიტებითა და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების მქონე მოქალაქეთა სამედიცინო დახმარება

1. ვირუსული ჰეპატიტების და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების მქონე მოქალაქეებს სამედიცინო (სტაციონარული, ამბულატორიული მკურნალობები და სამედიცინო გამოკვლევები) დახმარება გაეწევათ კალენდარული წლის განმავლობაში 1000 (ერთი ათასი) ლარამდე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის და ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლები;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV – 100/ა);

დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი სამედიცინო დაწესებულებიდან;

ე) სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება – ანკეტის (ფორმა №1) ასლი, თუ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის აღმნიშვნელი ჩანაწერი დაფიქსირებული არ არის.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.

მუხლი 16. ერთჯერადი მატერიალური (ფულადი) დახმარება

1. ერთჯერად მატერიალურ (ფულად) დახმარებას მიიღებენ შემდეგი კატეგორიის სოციალურად დაუცველი ბენეფიციარები:

ა) სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოქალაქეები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65 000-ს ერთჯერადი სოციალური (ფულადი) დახმარების ოდენობა განისაზღვრება 100 (ასი) ლარის ოდენობით;

ბ) სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოქალაქეები, რომელთა სარეიტინგო ქულა არის 65000-დან 150 000-მდე და სარეიტინგო ქულა მიენიჭათ 2017-2018 წწ. პერიოდში, ერთჯერადი სოციალური (ფულადი) დახმარების ოდენობა განისაზღვრება არაუმეტეს 300 (სამასი) ლარისა.

2. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის შესაბამისად.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან;

დ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;

ე) სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება - ანკეტის (ფორმა №1) ასლი, თუ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის აღმნიშვნელი ჩანაწერი დაფიქსირებული არ არის.

4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

მუხლი 17. ფენილკეტონურიითა და ჰიპერფენილალანემიით დაავადებული ბავშვების დახმარება

1. ფენილკეტონურიითა და ჰიპერფენილალანემიით დაავადებული ბავშვების დახმარება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, წელიწადში არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარისა თითოეულ დაავადებულზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

დ) ბენეფიციარის დაბადების მოწმობის ასლი;

ე) ანგარიშ-ფაქტურა.

3. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგებლის მერიის სოციალური და ჯანდაცვის  სამსახურის დასკვნის საფუძველზე.

მუხლი 18. სოციალურად დაუცველი უსახლკარო ოჯახების ბინის ქირითა და კომუნალური ხარჯებით უზრუნველყოფა

1. ბინის ქირა აუნაზღაურდებათ სოციალურად დაუცველ უსახლკარო – მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილის არმქონე ოჯახებს (თითოეულ ოჯახს ყოველთვიურად, არაუმეტეს ასი ლარი), რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს და აღნიშნული ქულა მიენიჭათ 2016-2017 წწ. პერიოდში.

2. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება – ანკეტის (ფორმა №1)  ასლი, თუ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის აღმნიშვნელი ჩანაწერი დაფიქსირებული არ არის;

დ) ქირავნობის ხელშეკრულების ასლი;

ე) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

ვ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;

ზ) გახარჯული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ოდენობის დამადასტურებელ ქვითარი (ბენეფიციარი მუნიციპალიტეტში წარმოდგენს ყოველთვიურად).

3. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტისმერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დასკვნის შესაბამისად.

4. ბინის ქირის ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით დამქირავებლის პირად ანგარიშზე.

მუხლი 19. სოციალურად დაუცველი 18 წლამდე არასრულწლოვნების ლოგოპედის მომსახურების უზრუნველყოფა

1. ლოგოპედის მომსახურების საფასური 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან აუნაზღაურდებათ შემდეგი კატეგორიის 18 წლამდე არასწრულწლოვნებს:

ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს;

ბ) ობოლ არასრულწლოვნებს;

გ) დაუნის სინდრომით, აუტიზმით, ცერებრალური დამბლით დაავადებულ და სმენადაქვეითებულ (მეოთხე ხარისხის სმენაჩლუნგობა) ბავშვებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ბავშვის დაბადების ან/და პირადობის მოწმობის ასლი;

დ) სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება – ანკეტის (ფორმა №1) ასლი, თუ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის აღმნიშვნელი ჩანაწერი დაფიქსირებული არ არის;

ე) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

ვ) მშობლის/მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლი;

ზ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან ბავშვის მეურვის ვინაობის შესახებ;

თ) საექსპერტო-სამედიცინო კომისიის აქტის ამონაწერი ან/და ცნობა სოციალური პაკეტის ოდენობის შესახებ (სოციალური მომსახურების სააგენტოდან);

ი) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100-IV);

კ) ანგარიშფაქტურა (ინვოისი) შესაბამისი დაწესებულებიდან.

3. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.

მუხლი 20. ერთ წლამდე ბავშვების (სოციალურად დაუცველი ოჯახების, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000- და რომელსაც არ აფინანსებს სახელმწიფო პროგრამა) კვებით უზრუნველყოფა

1. სოციალურად დაუცველ ოჯახებს (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს და რომელსაც არ აფინანსებს სახელმწიფო პროგრამა), ერთ წლამდე ბავშვების კვებით უზრუნველსაყოფად, დახმარება გაეწევათ თვეში 80 (ოთხმოცი) ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სადაც მითითებული იქნება, რა სახის საკვებს საჭიროებს ბავშვი (ფორმა №100);

გ) ანგარიშფაქტურა/ინვოისი შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან.

3. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის   სამსახურის დასკვნის საფუძველზე.

მუხლი 21. სტიქიით დაზარალებული ოჯახების დახმარება

1. 2017-2018 წლებში სტიქიის, ხანძრის, სხვა უბედური და ფორსმაჟორული შემთხვევების შედეგად საცხოვრებელ სახლზე მიყენებული ზიანის აღსადგენად, დაზარელებულ ოჯახებს ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწევათ ზარალის ოდენობის შესაბამისად, აღნიშნული საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის დასკვნის და მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე. დაზარალებულ ოჯახებს 500 (ხუთასი) ლარამდე  ზარალი აუნაზღაურდებათ სრულად. ხოლო 500 (ხუთასი) ლარის ზემოთ,   მიყენებული ზიანის 70%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 10 000 (ათი ათასი) ლარისა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შვილების დაბადების მოწმობის ასლები;

დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან.

ე) ცნობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო სამსახურიდან;

ვ) აუდიტის დასკვნა ზარალის ოდენობის შესახებ;

ზ) სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება - ანკეტის (ფორმა №1) ასლი, თუ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის აღმნიშვნელი ჩანაწერი დაფიქსირებული არ არის.

3. ბენეფიციარი ვალდებულია წარმოადგინოს აუდიტის დასკვნა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობა აღემატება 500 ლარს.

4. იმ შემთხვევაში, თუ სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობა არ აღემატება 500 (ხუთასი) ლარს, ზარალის ანაზღაურება, ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შესაძლებელია

მოხდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის მიერ შედგენილი დეფექტური აქტის საფუძველზე.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე ფულადი დახმარების გაცემის შემთხვევაში ბენეფიციარი იღებს ვალდებულებას მიზნობრივად გახარჯოს მუნიციპალიტეტისგან მიღებული ფულადი დახმარება, რის შესახებაც ბენეფიციარს, მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირს შორის ფორმდება წერილობითი ხელშეკრულება.



15. 20/01/2020 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 2 - ვებგვერდი, 23/01/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 14. 04/11/2019 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 33 - ვებგვერდი, 06/11/2019 13. 30/07/2019 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 24 - ვებგვერდი, 02/08/2019 12. 15/04/2019 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 17 - ვებგვერდი, 17/04/2019 11. 18/03/2019 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 15 - ვებგვერდი, 21/03/2019 10. 18/02/2019 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 10 - ვებგვერდი, 20/02/2019 9. 21/01/2019 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 3 - ვებგვერდი, 24/01/2019 8. 20/08/2018 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 37 - ვებგვერდი, 22/08/2018 7. 06/08/2018 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 35 - ვებგვერდი, 10/08/2018 6. 16/07/2018 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 34 - ვებგვერდი, 19/07/2018 5. 04/06/2018 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 31 - ვებგვერდი, 11/06/2018 4. 21/05/2018 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 29 - ვებგვერდი, 28/05/2018 3. 02/04/2018 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 25 - ვებგვერდი, 11/04/2018 2. 19/02/2018 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 12 - ვებგვერდი, 27/02/2018 1. 22/01/2018 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 7 - ვებგვერდი, 26/01/2018