„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 33
დოკუმენტის მიმღები ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/08/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/08/2017
ძალაში შესვლის თარიღი 07/08/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.158.016358
33
07/08/2017
ვებგვერდი, 11/08/2017
190020020.35.158.016358
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №33

2017 წლის 7 აგვისტო

ქ. ბოლნისი

 

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6, მე-7, მე-8 პუნქტების  შესაბამისად,  ბოლნისის   მუნიციპალიტეტის  საკრებულო   ადგენს:

მუხლი 1
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ" ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 იანვრის №2 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 17/01/2017, 190020020.35.158.016326) დამტკიცებულ  დანართ  №1-ში  შევიდეს   შემდეგი  ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი  №1-ის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

„ა) სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისათვის არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა;“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი  №1-ის მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

მუხლი 11. დახმარება კომუნალურ გადასახადებზე

1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება მხოლოდ კომპაქტურად დასახლებული სოციალურად დაუცველი და დევნილი ოჯახების კომუნალური ხარჯები (თითოეულ ოჯახზე:  ელ. ენერგია თვეში 250 კვ/სთ – ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენების მიხედვით; ბუნებრივი აირი – გათბობის სეზონზე  თვეში 250 მ3,  ხოლო – ზაფხულის სეზონზე თვეში 50 მ3, ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენების მიხედვით).

2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება ქ. ბოლნისში, აღმაშენებლის ქ. უ/ნ -ში და დაბა კაზრეთში მდებარე სოციალურ საცხოვრისში მცხოვრები ბენეფიციარების კომუნალური ხარჯები (თითოეულ ოჯახზე: ელ. ენერგია თვეში 250 კვ/სთ – ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენების მიხედვით; ბუნებრივი აირი – გათბობის სეზონზე  თვეში 250 მ3,  ხოლო –ზაფხულის სეზონზე თვეში 50 მ3, ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენების მიხედვით).

3. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება ქ. ბოლნისში, სიონის ჩიხი №1-ში (ყოფილი სოფქიმიის შენობაში) მდებარე სოციალურ საცხოვრისში მცხოვრები ბენეფიციარი ოჯახების კომუნალური ხარჯები (თითოეულ ოჯახზე: ელ. ენერგია თვეში 1000კვ-სთ, საერთო მრიცხველის ჩვენების მიხედვით;  ელ. ენერგია თვეში 250 კვ/სთ – ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენების მიხედვით; ბუნებრივი აირი – გათბობის სეზონზე  თვეში 250 მ3, ხოლო – ზაფხულის სეზონზე თვეში 50 მ3, ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენების მიხედვით).

4. დახმარება გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი ორგანიზაციების საბანკო ანგარიშზე, მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი  №1-ის მე-18 მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ლოგოპედის მომსახურების საფასური 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან აუნაზღაურდებათ შემდეგი კატეგორიის 18 წლამდე არასწრულწლოვნებს:

ა) არასწრულწლოვნებს, სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს;

ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს;

გ) ობოლ არასრულწლოვნებს;

დ) დაუნის სინდრომით, აუტიზმით, ცერებრალური დამბლით დაავადებულ და სმენადაქვეითებულ (მეოთხე ხარისხის სმენაჩლუნგობა) ბავშვებს.“.

მუხლი 2
დადგენილება  ამოქმედდეს 2017 წლის  7 აგვისტოდან.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი