„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/06/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/06/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.158.016351
26
19/06/2017
ვებგვერდი, 22/06/2017
190020020.35.158.016351
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
 
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №26

2017 წლის 19 ივნისი

ქ. ბოლნისი

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 იანვრის №2 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 17/01/2017, 190020020.35.158.016326) დამტკიცებულ დანართის შესაბამისად და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6, მე-7, მე-8 პუნქტების  საფუძველზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
1. დადგენილებით  დამტკიცებული  დანართი  №1-ის  მეხუთე    მუხლის პირველი  პუნქტი   ჩამოყალიბდეს   შემდეგი   რედაქციით:

„1. ლეიშმანიოზისა და ლეიშმანიოზის თანმხლები სხვა ინფექციური დაავადებების მქონე ბენეფიციარს სტაციონარული, ამბულატორიული ან/და დიაგნოსტიკური მკურნალობისათვის კალენდარული წლის განმავლობაში დახმარება გაეწვა ერთჯერადად 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით.“.

2. დადგენილებით  დამტკიცებულ  დანართ  №1-ს  დაემატოს მუხლი 101 და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 101. მინდობით აღზრდის პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარის სრულწლოვანების მიღწევის შემდგომ დახმარება

1. ყოველთვიური ფულადი დახმარება გაეწევათ მინდობით აღზრდის პროგრამის ფარგლებში ჩართულ ბენეფიციარებს, რომელთაც მიაღწიეს სრულწლოვანების ასაკს და მათთვის მინდობით აღზრდის პროგრამა დასრულდა;

2.  ბენეფიციარებს  დახმარება გაეწევათ  22 წლის ასაკის მიღწევამდე;

3. ყოველთვიური დახმარება გაიცემა 150.00 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი  განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის  და ბენეფიციარის   პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან  განცხადება ანკეტის (ფორმა №1) ასლი, თუ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის აღმნიშვნელი ჩანაწერი დაფიქსირებული არ არის;

დ) დამადასტურებელი დოკუმენტი სოციალური მომსახურები სააგენტოს ტერიტორიული ორგანოდან, რომ  ბენეფიციარი  სარგებლობდა   მინდობით  აღზრდის პროგრამით;

ე) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები.

5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი