დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ელექტროენერგეტიკის სექტორში ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 43 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 27/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 350000000.16.009.016200 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/12/2016 - 28/12/2018)
|
ელექტროენერგეტიკის სექტორში ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის დამტკიცების შესახებ
|
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, 46-ე და 499 მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
1. ელექტროენერგეტიკული სექტორის ლიცენზიატი საწარმოებისთვის ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის დანერგვის მიზნით დამტკიცდეს:
1.1 ანგარიშთა გეგმის ინსტრუქციები – დანართი №1; 1.2 ანგარიშთა გეგმა – დანართი №1.1; 1.3 შემოსავლების, საბუღალტრო კომპონენტების და ხარჯების სახელმძღვანელო ინსტრუქციები – დანართი №2; 1.4 შენატანების და გრანტების სახელმძღვანელო ინსტრუქციები – დანართი №3; 1.5 ძირითადი საშუალებების აღრიცხვის სახელმძღვანელო ინსტრუქციები – დანართი №4; 1.6 ანგარიშგების ფორმების ინსტრუქციები – დანართი №5; 1.7 ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატის ანგარიშგების ფორმა – დანართი №5.1; 1.8 ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატის ანგარიშგების ფორმა – დანართი №5.2; 1.9 ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის ანგარიშგების ფორმა – დანართი №5.3; 1.10 ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატის ანგარიშგების ფორმა (განაწილება, ქსელი) – დანართი №5.4; 1.11 ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატის ანგარიშგების ფორმა (განაწილება, მიწოდება) – დანართი №5.5; 1.12 ორი ან ორზე მეტი რეგულირებადი საქმიანობის განმახორციელებელი ლიცენზიატის ანგარიშგების ფორმა – დანართი №5.6. 2. ამ დადგენილების 1.1-1.6 პუნქტებით დამტკიცებული სახელმძღვანელო ინსტრუქციების შესაბამისად, ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სისტემის დანერგვისათვის ელექტროენერგეტიკული სექტორის ლიცენზიატებს განესაზღვროთ ვადა არაუგვიანეს 2019 წლის 31 დეკემბრისა. 3. ამ დადგენილების 1.7-1.12 პუნქტებით დამტკიცებული ანგარიშგების ფორმების შესაბამისად თითოეული რეგულირებადი საქმიანობის შესახებ პირველი ანგარიშის წარმოდგენის ვალდებულება ელექტროენერგეტიკული სექტორის ლიცენზიატებს განესაზღვროთ 2019 წლის ანგარიშგების პერიოდზე. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები