დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ელექტროენერგეტიკის სექტორში ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 27 დეკემბრის №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 28/01/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/02/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 350000000.16.009.016354 |
|
„ელექტროენერგეტიკის სექტორში ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 27 დეკემბრის №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
|
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე და 168-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ელექტროენერგეტიკის სექტორში ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 27 დეკემბრის №43 დადგენილების (ვებგვერდი, 30.12.2016, სარეგისტრაციო კოდი 350000000.16.009.016200) პირველი მუხლის:
ა) პირველი პუნქტის 1.1 ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს ამ დადგენილების დანართ №1-ში მოცემული რედაქციით; ბ) პირველი პუნქტის 1.2 ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №1.1 ჩამოყალიბდეს ამ დადგენილების დანართ №1.1-ში მოცემული რედაქციით; გ) პირველი პუნქტის 1.3 ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №2 ჩამოყალიბდეს ამ დადგენილების დანართ №2-ში მოცემული რედაქციით; დ) პირველი პუნქტის 1.4 ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №3 ჩამოყალიბდეს ამ დადგენილების დანართ №3-ში მოცემული რედაქციით; ე) პირველი პუნქტის 1.5 ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №4 ჩამოყალიბდეს ამ დადგენილების დანართ №4-ში მოცემული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები