დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ელექტროენერგეტიკის სექტორში ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 27 დეკემბრის №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 40 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 28/12/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/01/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 350000000.16.009.016295 |
|
„ელექტროენერგეტიკის სექტორში ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 27 დეკემბრის №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის და 46-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ელექტროენერგეტიკის სექტორში ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 27 დეკემბრის №43 დადგენილებაში (ვებგვერდი, 30.12.2016, სარეგისტრაციო კოდი: 350000000.16.009.016200) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ დადგენილების 1.1-1.6 პუნქტებით დამტკიცებული სახელმძღვანელო ინსტრუქციების შესაბამისად, ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სისტემის დანერგვისათვის ელექტროენერგეტიკული სექტორის ლიცენზიატებს განესაზღვროთ ვადა არაუგვიანეს 2020 წლის 31 დეკემბრისა.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ დადგენილების 1.7-1.12 პუნქტებით დამტკიცებული ანგარიშგების ფორმების შესაბამისად თითოეული რეგულირებადი საქმიანობის შესახებ პირველი ანგარიშის წარმოდგენის ვალდებულება ელექტროენერგეტიკული სექტორის ლიცენზიატებს განესაზღვროთ 2020 წლის ანგარიშგების პერიოდზე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები