„ელექტროენერგეტიკის სექტორში ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 27 დეკემბრის №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

„ელექტროენერგეტიკის სექტორში ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 27 დეკემბრის №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 18/03/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 350000000.16.009.016442
5
18/03/2021
ვებგვერდი, 26/03/2021
350000000.16.009.016442
„ელექტროენერგეტიკის სექტორში ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 27 დეკემბრის №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №5

2021 წლის 18 მარტი

ქ. თბილისი

„ელექტროენერგეტიკის სექტორში ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 27 დეკემბრის №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების  შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე და 168-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ელექტროენერგეტიკის სექტორში ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 27 დეკემბრის №43 დადგენილების  (ვებგვერდი, 30.12.2016, სარეგისტრაციო კოდი 350000000.16.009.016200) პირველი მუხლის:

ა) პირველი პუნქტის 1.1 ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს ამ დადგენილების დანართ №1-ში მოცემული რედაქციით;

ბ) პირველი პუნქტის 1.2 ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №1.1 ჩამოყალიბდეს ამ დადგენილების დანართ №1.1-ში მოცემული რედაქციით;

გ) პირველი პუნქტის 1.5 ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №4 ჩამოყალიბდეს ამ დადგენილების დანართ №4-ში მოცემული რედაქციით;

დ) პირველი პუნქტის 1.6 ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №5 ჩამოყალიბდეს ამ დადგენილების დანართ №5-ში მოცემული რედაქციით;

ე) პირველი პუნქტის 1.8–1.12 ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ვ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ დადგენილების 1.6 პუნქტით დამტკიცებული ანგარიშგების ფორმების ინსტრუქციების შესაბამისად, თითოეული რეგულირებადი საქმიანობის შესახებ პირველი ანგარიშის წარმოდგენის ვალდებულება ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს, გადაცემის ლიცენზიატსა და განაწილების ლიცენზიატს განესაზღვროთ 2020 წლის ანგარიშგების პერიოდზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგოჩა შონია
კომისიის წევრიმაია მელიქიძე
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე