მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ

  • Word
მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 151
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/03/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 007, 30/04/1996
ძალის დაკარგვის თარიღი 25/05/2012
სარეგისტრაციო კოდი 240.110.010.05.001.000.128
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
151
20/03/1996
პარლამენტის უწყებანი, 007, 30/04/1996
240.110.010.05.001.000.128
მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (29/06/2007 - 16/07/2009)

საქართველოს კანონი

 მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ

 

     ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ საფუძვლებს.

     კანონში გამოყენებული ძირითადი ცნებები:

    „ მომხმარებელი პირადი საჭიროებისათვის საქონლის /სამუშაოს, მომსახურების/ გამო ყენებ ლი, შემძენი, შემკვეთი, ან ასეთი განზრახვის მქონე მოქალაქე;

     ,, დამამზადებელი რეალიზაციის ან გაცვლის მიზნით პროდუქციის მწარმოებელი საწარმო, ორგანიზაცია, დაწესებულება ან მოქალაქე-მეწარმე;

     ,, შემსრულებელი სამუშაოთა შემსრულებელი ან მომსახურების გამწევი საწარმო, ორგანიზაცია, დაწესებულება, ან მოქალაქე-მეწარმე;

     ,, პროდუქცია საქონელი, მომსახურება, სამუშაო;

     ,, გამყიდველი ყიდვაგაყიდვის ხელშეკრულებით პროდუქციის გამსაღებელი საწარმო, ორგანიზაცია, დაწესებულება ან მოქალაქე;

     ,, ხელშეკრულება ზეპირი ან წერილობითი შეთანხმება გამყიდველსა და მყიდველს შორის ხარისხზე, ფასზე, ვადებსა და სხვა პირობებზე, რომლითაც ხორციელდება ყიდვა-გაყიდვის აქტი. ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს ქვითრით, სასაქონლო ჩეკითა ან სხვა წერილობითი დოკუმენტით;

     ,, სტანდარტი სტანდარტი, სანიტარული ნორმები და წესები, სამშენებლო ნორმები და წესები და სხვა დოკუმენტები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრავს /ადგენს/ პროდუქციის ხარისხისადმი სავალდებულო მოთხოვნებს;

     ,, სავალდებულო სერ იფიკაცია - სტანდარტის სავალდებულო მოთხოვნებთან პროდუქციის შესაბამისობის დადასტურება სათანადო რწმუნების მქონე ორგანოს მიერ;

     ,, ნაკლოვანება საქონლის მახასიათებელთა ცალკეული შეუსაბამობანი სტანდარტის სავალდებულო მოთხოვნებთან, ხელშეკრულების პირობებთან, აგრეთვე დამამზადებლის /შემსრულებლების, გამყიდველის/ მიერ საქონელზე წარმოდგენილ ინფორმაციასთან;

     ,, არსებითი ნაკლოვანება ნაკლოვანება, რომელიც დაუშვებელს ან შეუძლებელს ხდის პროდუქციის გამოყენებას მისი მიზნობრივი დანიშნულებით, ან როდესაც შეუძლებელია მისი აღმოფხვრა ან რომლის აღმოფხვრას სჭირდება შრომისა და დროის დიდი დანახარჯები, ან რომელიც თავს იჩენს ნაკლოვანების აღმოფხვრ ის შემდეგაც.

„მარეგულირებელი ორგანო“ – „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფოს მიერ შექმნილი, სპეციალური უფლებაუნარიანობის მქონე ორგანო.

საქართველოს 2003 წლის 22 ივლისის კანონი №2539-სსმI, №22, 08.08.2003წ., მუხ.165

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3398-სსმI, №26, 14,07.2006წ., მუხ.219

თავი I

 ზოგადი დებულებები

 

       მუხლი 1. კანონმდებლობა მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ

საქართველოს კანონმდებლობა მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ შედგება ამ კანონისა და მის შესაბამისად გამოცემული სხვა ნორმატიული აქტებისაგან.

საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი №1552-სსმI, №31, 27.06.2005წ., მუხ.190

     მუხლი 2. მომხმარებელის უფლებები

     საქართველოს ყველა მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს:

     საქონლის, სამუშაოს, სავაჭრო და სხვა სახის მომსახურების სტანდარტთან შესაბამისი სათანადო ხარისხი;

პროდუქციის უსაფრთხოება;

     სანდო ინფორმაცია პროდუქციის რაოდენობაზე, ხარისხსა და ასორტიმენტზე;    

     არასათანადო ხარისხის მქონე და/ ან მომხმარებლის სიცოცხლისა და ჯანმრელობისათვის, აგრეთვე მისი ქონებისათვის საზიანო პროდუქციით მიყენებული ზარალის ანაზღაურება;

     საკუთარი უფლებების დაცვა სასამართლოსა და შესაბამისი რწმუნების მქონე სახელმწიფო ორგანოს მიერ;

     მომხმარებელთა კავშირებში და საზოგადობებში გაერთიანება.

   მუხლი 3. მომხმარებლის უფლება პროდუქციის ხარისხზე

     1. გამყიდველი /დამამზადებელი, შემსრულებელი/ ვალდებულია მიჰყიდოს მომხმარებელს სტანდარტით გათვ ლისწინებული მოთხოვნების, ხელშეკრულების პირობების, აგრეთვე პროდუქციის შესახებ გამყიდველის /დამამზადებლის, შემსრულებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისი ხარისხის პროდუქცია.

დამამზადებელი /შემსრულებელი/ ვალდებულია უზრუნველყოს პროდუქციის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა მის მიერვე დადგენილ, ან მომხმარებელთან შეთანხმებულ ვადაში.

     დამამზადებელი ვალდებულია უზრუნველყოს საქონლის შეკ თებისა და/ ან ტექნიკური მომსახურების შესაძლებლობა მისი წარმოების მთელი ვადის განმავლობაში, ხოლო საქონლის წარმოებიდან მოხსნის შემთხვევაში ამ მუხლში მითითებ ლ ვადებში.

     2. მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს, რომ პროდუქცია მისი შენახვის, ტრანსპორტირებისა და გამოყენების ჩვეულებრივ პირობებში იყოს უსაფრთხო მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და გარემოსათვის, აგრეთვე არ აყენებდეს ზიანს მის ქონებას.

     3. სტანდარტით განისაზღვრება სავალდებულო მოთხოვნები, რომლებმაც უნდა უზრუნველყოს მომხმარებელთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, გარემოს უსაფრთხოება, აგრეთვე მომხმარებლის ქონებისათვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების აუცილებელი პირობები.

     პროდუქციის ცალკეული ჯგუფების მიხედვით აღნიშნული მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს საკანონმდებლო აქტებით. პროდუქციის უსაფრთხოებისადმი სავალდებულო მოთხოვნების შემცველი სტანდარტის არარსებობის შემთხვევაში პროდუქციის იმ სახეობათა მიმართ, რომელთა გამოყენებამაც შესაძლებელია ზიანი მიაყენოს გარემოს, მომხმარებლის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, აგრეთვე მის ქონებას, სახელმწიფო მმართველობის შეაბამისი ორგანოები ვალდებული არიან უზრუნველყონ ასეთი სტანდარტების დაუყოვნებლივ შემუშავება და ამოქმედება, აუცილებლობის შემთხვევაში კი შეაჩერონ პროდუქციის რეალიზაცია.

     4. პროდუქციაზე, რომლის გამოყენებაც გარკვეული ვადის გავლის შემდეგ საფრთხეს უქმნის მომხმარებელს ან საზიანოა მისი ქონებისათვის, უნდა დაწესდეს ვარგისიანობის ვადები. ამასთან,მომხმარებელი გაფრთხილებული უნდა იყოს ამ ვადების ამოწურვის შემდეგ აუცილებელ ღონისძიებაზე და მათი განუხორციელობლობის შემთხვევაში მოსალოდნელ შედეგებზე.

     5. დამამზადებელი ვალდებულია უზრუნველყოს პროდუქციის უსაფრთხოება მისი ვარგისიანობის დადგენილი ვადის განმავლობაში.

     ამ მოთხოვნის დარღვევის შემდეგ მომხმარებლისათვის მიყენებული ზარალი ექვემდებარება ანაზღაურებას ამ კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად.

     6. თუ პროდუქციის გამოყენ ბის, შენახვის, ტრანსპორტირებისა და უტილიზაციის უსაფრთხოებისათვის აუცილებელია სპეციალური წესების დაცვა, დამამზადებელი /შემსრულებელი/ ვალდებულია შეიმუშაოს ეს უკანასკნ ლი, ხოლო გამყიდველი ვალდებულია მიაწოდოს მათ შესახებ ინფორმაცია მომხმარებელს.

     7. პროდუქცია,რომელზეც საკანონმდებლო აქტებითა და სტანდარტით განსაზღვრულია მოთხოვნები,რომლებმაც უნდა უზრუნველყოს მომხმარებლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, გარემოს უსაფრთხოება, აგრეთვე მომხმარებლის ქონებისათვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების აუცილებელი პირობები, ექვემდებარება სავალდებულო სერტიფიკაციას.

     იკრძალება საქონლის /მათ შორის იმპორტულის/ რეალიზება, სამუშაოთა შესრულება და მომსახურების გაწევა ამ პუნქტის პირველ აბზაცში მითითებული მოთხოვნებისადმი შესაბამისობის დამად სტურებელი სერ იფიკაციის გარეშე. საქართველოს ტერიტო იაზე საქონლის შემოსატანად ნებართვის საფუძველია საბაჟო ორგანოებში წარდგენილი სერტიფიკატი, რომელსაც გასცემს ან ცნობს საქართველოს სათანადო რწმუნების მქონე ორგანო.

     პასუხისმგებლობა პროდუქციის უსაფრთხოების ამ პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისათვის, აგრეთვე სერ იფიკატის და საბუთებული გაცემისათვის განისაზღვრება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

     8. თუ დადგენილია, რომ მომხმარებლის მიერ პროდუქციის შენახვის, ტრანსპორტირების ან გამოყენების წესების დაცვის შემთხვევაში ისინი აყენებენ ან შეუძლიათ მიაყენონ ზიანი გარემოს,მომხმარებლის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და კუთვნილ ქონებას, დამამზადებელი /შემსრულებელი,გამყიდველი/ ვალდებულია დაუყოვნებლივ შეაჩეროს მათი წარმოება /რეალიზება/ მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრამდე, საჭიროების შემთხვევაში კი მიიღოს ზომები მათი ხმარებიდან ამოღებისა და მომხმარებლისაგან გამოთხოვისათვის.

     თუ ზემოჩამოთვლილი მიზეზების აღმოფხვრა შეუძლებელია, დამამზადებელი /შემსრულებ ლი/ ვალდებულია შეწყვიტოს აღნიშნული პროდუქციის წარმოება.დამამზადებლის მხრიდან აღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში პროდუქცია ხმარებიდან ამოიღება პროდუქციის უსაფრთხოების მაკონტროლებელი სახელმწიფო მმართველობის ორგანოების განკარგულების საფუძველზე.

     პროდუქციის მომხმარებლისაგან გამოთხოვასთან დაკავშირებულ ზარალს სრული მოცულობით ანაზღაურებს დამამზადებელი /შემსრულებელი/.

    მუხლი 4. მომხმარებლის უფლება ინფორმაციაზე

     საქონლის გაყიდვისას ან მომსახურების გაწევისას გამყიდველი /დამამზადებელი/ ვალდებულია მომხმარებ ლს მოთხოვნისამებრ მიაწოდოს ინფორმაცია რეალიზებად საქონელზე და მომსახურებაზე. ყალბი ინფორმაციის მიწოდებისათვის გამყიდველი /დამამზადებელი/ პასუხს აგებს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

         მუხლი 5. ინფორმაცია დამამზადებლის  /შემსრულებლის, გამყიდველის/ შესახებ

     1.დამამზადებელი ვალდებულია მიაწოდოს მომხმარებელს ინფორმაცია თავისი საწარმოს ადგილმდებარეობის ან სრული დასახელების შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია უნდა აისახოს საფირმო ნიშანში, ან წარედგინოს მომხმარებელს სხვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი საშუალებებით.

     2. სავაჭრო, საყოფაცხოვრებო და სხვა სახის მომსახურების საწ რმოები ვალდებულნი არიან:

     ჰქონდეთ მათი საქმიანობის პროფილისა და ორგანიზაციის ფორმების,საფირმო სახელწოდების და მუშაობის რეჟიმზე ინფორმაციის შემცველი აბრა;

     მიაწოდონ მომხმარებელს ინფორმაცია პროდუქციის რეალიზების მათ მიერ გამოყენებული წესების შესახებ.

     3. ამ მუხლის მეორე პუნქტით დადგენილი წესები გამოიყენება ვაჭრობის, საყოფაცხოვრებო და სხვა სახის მომსახურების განხორციელებისას დროებით სათავსოებში, ბაზრობებზე, ჯიხურებში, აგრეთვე იმ შემთხვევაშიც, თუ ვაჭრობა და მომსახურება ხდება სავაჭრო, საყოფაცხოვრებო და სხვა სახის მომსახურების საწარმოს მუდმივი ადგილსამყოფლის გარეთ.

    მუხლი 6. ინფორმაცია პროდუქციის შესახებ

1. დამამზადებელი (გამყიდველი) ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს აუცილებელი, უტყუარი და სრული ინფორმაცია პროდუქციის შესახებ, რაც მას მისცემს სწორი არჩევანის შესაძლებლობას.

2. მომხმარებელს პროდუქციის შესახებ უნდა მიეწოდოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) პროდუქციის დასახელება და სახე;

ბ) პროდუქციის დამამზადებლის საფირმო სახელწოდება და მისამართი, იმ ქვეყნის დასახელება, სადაც დამზადებულია პროდუქცია;

გ) იმ საქონლის ვარგისობის ვადა (საქონლის გამოყენების ბოლო თარიღი ან დამზადების თარიღი და შენახვის ვადა), რომლის სამომხმარებლო თვისებები უარესდება დროთა განმავლობაში (საკვები, კოსმეტიკური, სამკურნალო და საყოფაცხოვრებო ქიმიის პროდუქცია);

დ) საქონლის წონა ან/და მოცულობა;

ე) იმ ტექნიკური რეგლამენტის ან/და სტანდარტის დასახელება, რომლის მოთხოვნებსაც შეესაბამება პროდუქცია;

ვ) პროდუქციის ძირითადი სამომხმარებლო თვისებების ნუსხა, საკვები პროდუქციისათვის – ასევე კალორიულობა, ვიტამინიზებულობა, ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთიერებათა შემცველობისას მათ შესაძლო უკუჩვენებებზე მითითება ცალკეული დაავადების დროს გამოყენების შემთხვევაში, დამზადების პროცესში გამოყენებული საკვებდანამატების სია;

ზ) პროდუქციის შედეგიანი და უსაფრთხო გამოყენების წესები და პირობები, აგრეთვე შენახვის სპეციალური პირობები;

თ) პროდუქციის ფასი და შეძენის სხვა პირობები;

ი) დამამზადებლის (შემსრულებლის, გამყიდველის) მიერ დათქმის შემთხვევაში საგარანტიო ვადა ან/და სხვა ვალდებულებები;

კ) საქონლის ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ მომხმარებლის მიერ განსახორციელებელი მოქმედებები და მათი განუხორციელებლობისას მოსალოდნელი შედეგები;

ლ) მომხმარებელთა პრეტენზიის მისაღები ადგილის რეკვიზიტები, შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების საწარმოო ერთეულის მისამართი;

მ) პროდუქციის სერტიფიკაციის შესახებ, თუ მოცემული სახის პროდუქცია სავალდებულო სერტიფიცირებას ექვემდებარება;

ნ) სამუშაოს (მომსახურების) შესრულების (გაწევის) პროცედურები.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მომხმარებელს მისი მოთხოვნის მიხედვით უნდა მიეწოდოს წერილობით ან/და ზეპირად, თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

4. საკვები, კოსმეტიკური, სამკურნალო და საყოფაცხოვრებო ქიმიის პროდუქციის შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია, ხოლო საყოფაცხოვრებო-ტექნიკური პროდუქციის შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „ე“, „ზ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია მომხმარებელს უნდა მიეწოდოს ქართულ ენაზე და განთავსდეს პროდუქციის შეფუთვაზე, ეტიკეტზე ან იარლიყზე, ხოლო თუ მათი ზომის სიმცირის გამო ან სხვა პატივსადები მიზეზით ეს შეუძლებელია, იგი უნდა განთავსდეს პროდუქციის ყოველ ერთეულზე თანდართულ ფურცელზე ან წარმოებაში მიღებული ნებისმიერი სხვა ფორმით.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის მიზნებისათვის, აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებული ცნება „საკვები პროდუქცია“ არ მოიცავს გადაუმუშავებელ სასოფლო-სამეურნეო (მათ შორის, მეცხოველეობის, მეფრინველეობისა და მეთევზეობის) პროდუქციას.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნა მომხმარებლისათვის ინფორმაციის ქართულ ენაზე მიწოდების თაობაზე არ ზღუდავს მის სხვა ენაზეც მიწოდების შესაძლებლობას. ამასთან, ქართულ ენაზე შესრულებული წარწერა ზომით უცხო ენაზე შესრულებულ წარწერაზე მცირე არ უნდა იყოს.

7. თუ საქართველოს სხვა სპეციალური საკანონმდებლო აქტებით მომხმარებლისათვის ინფორმაციის მიწოდების თაობაზე დადგენილია დამატებითი ან განსხვავებული მოთხოვნები, მოქმედებს შესაბამისი სპეციალური საკანონმდებლო აქტის მოთხოვნები.

8. დამამზადებელს (შემსრულებელს, გამყიდველს) უფლება აქვს თავისი სამეწარმეო, მათ შორის, საექსპორტო მიზნებისათვის მომხმარებელს მიაწოდოს უფრო მეტი ინფორმაცია, ვიდრე ეს გათვალისწინებულია ამ მუხლით.

საქართველოს 2002 წლის 21 ნოემბრის კანონი №17 5 9-სსმI, №31, 10.12.2002წ., მუხ.141

  მუხლი 61.(ამოღებულია).

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3398-სსმI, №26, 14,07.2006წ., მუხ.219

საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5123-სსმI, №27, 17.07.2007წ., მუხ.257

    მუხლი 7. პასუხისმგებლობა არასათანადო ინფორმაციისათვის

     თუ არასარწმუნო ან არ სრული ინფორმაციის მიწოდებამ როგორც პროდუქციის, ასევე დამამზადებლის შესახებ, გამოიწვია:

     შეძენა ისეთი საქონლისა, რომელიც არ აკმაყოფილებს სამომხმარებლო მოთხოვნებს;

     შეძენილი საქონლის დანიშნულებისამებრ გამოყენების შეუძლებლობა; მომხმარებელი უფლებამოსილია მოითხოვოს უმოკლეს ვადაში სათანადო ინფორმაციის მიწოდება. თუ ასეთი ინფორმაცია დათქმულ ვადაში არ იქნა მიწოდებული, მომხმარებელს უფლება აქვს დაარღვიოს ხელშეკრულება და მოითხოვოს მიყენებელი ზარალის ანაზღაურება მის მფლობელობაში არსებული ბუნების ობიექტებისადმი მიყენებული ზარალის ჩათვლით.

       მუხლი 8. გამყიდველის მუშაობის რეჟიმი

     მომხმარებელი უფლებამოსილია მოითხოვოს,რომ გამყიდველის მუშაობის რეჟიმი შეესაბამებოდეს წინასწარ გამოცხადებულ პირობებს.

         მუხლი 9. გამყიდველის  /დამამზადებლის, შემსრულებლის/ პასუხისმგებლობა 

    მომხმარებლის უფლებების შელახვისათვის გამყიდველი დამამზადებელი, შემსრულებელი/ პასუხს აგებს ამ კანონით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით ან მომხმარებელსა და გამყიდველს /შემსრულებელს/ შორის დადებული ხელშეკრულებით.

    მომხმარებელთა /მომხმარებელთა საზოგადოებრივი გაერთიანებების/ ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილებისას სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება გამყიდველისათვის /დამამზადებლისათვის, შემსრულებლისათვის/ ჯარიმის დაკისრების შესახებ. საჯარიმო თანხა განისაზღვრება მომხმარებლის მოთხოვნების დაკმაყოფილების ნებაყოფლობითი წესის დაუცველობისათვის სარჩელის ფასის ოდენობით.

   მუხლი 10. ქონებრივი პასუხისმგებლობა

     1. მომხმარებლისათვის საქონლის კონსტრუქციული, საწარმოო და რეცეპტული ნაკლოვანებით მიყენებული ზარალი ექვემდებარება სრული მოცულობით ანაზღაურებას, თუ საქართველოს საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული არ არის პასუხისმგებლობის უფრო მაღალი ზომა.

     2. მომხმარებლის სიცოცხლის, ჯანმრთელობის და ქონებისათვის მიყენებული ზარალი ექვემდებარება ანაზღაურებას საქონლის ვარგისიანობის დადგენილ ვადებში, ხოლო თუ ასეთი ვადა განსაზღვრული არ არის, მაშინ საქონლის დამზადებიდან 10 წლის განმავლობაში.

     3. პროდუქციის ნაკლოვანების შედეგად მიყენებული ზარალი, რომელიც გამოვლინდა ვარგისიანობის ვადაში, ხოლო თუ ეს უკანასკნელი დადგენილი არ არის, ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით და 24-ე მუხლის მეორე პუნქტით დადგენილ ან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უფრო ხანგრძლივ ვადებში, ექვემდებარება ანაზღაურებას გამყიდველის ან დამამზადებლის მხრიდან.

     4. დამამზადებელი /შემსრულებელი, გამყიდველი/ თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ დამტკიცდება, რომ ზარალი გამოწვეულია დაუძლეველი ძალის ზემოქმედების ან მომხმარებლის მიერ საქონლის შენახვის ან სარგებლობის წესების დარღვევის შედეგად.

 მუხლი 11. შეღავათებითა და უპირატესობებით სარგებლობის უფლება

     მომხმარებელი უფლებამოსილია მოითხოვოს თავისთვის შეღავათები და უპირატესობები, თუ იგი გათვალისწინებულია საქართველოს საკანონმდებლო აქტებით.

         მუხლი 12. მომხმარებელთა ინტერესების დაცვა სასამართლოს მიერ

     მომხმარებელთა კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებებს იცავს სასამართლო. სასამართლოში სარჩელის წარდგენა ხდება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

                 თავი II. მომხმარებელთა უფლებები და მათი დაცვა

საქონლის გაყიდვის, სამუშაოთა შესრულების და მომსახურების გაწევისას

                 მუხლი 13. ნაკლოვანების მქონე პროდუქციის გაყიდვის შედეგები

     1. მომხმარებელი, რომელმაც შეიძინა ნაკლოვანების მქონე საქონელი, უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ მოითხოვოს გამყიდველისაგან:

     ა) საქონლის ნაკლოვანების აღმოფხვრა ან ნაკლოვანებათა აღმოსაფხვრელად გაწეული ხარჯების ანაზღაურება;

     ბ) შესასყიდი ფასის შესაბამისი შემცირება;

     გ) ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების დარღვევა და ზარალის ანაზღაურება;

     დ) ანალოგიური მარკის /მოდელის, არტიკულის/ საქონელზე გაცვლა;

     ე) იმავე სახის სხვა მარკის საქონლით შეცვლა ფასის გადაანგარიშებით.

ეს უფლება არ ვრცელდება საცალო საკომისო მაღაზიებზე.

     2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნების წარდგენა ხდება მომხმარებლის არჩევანით საქონლის შესყიდვის ან მომხმარებლის ადგილსამყოფლის მიხედვით, თუ გამყიდველის მიერ იქ შექმნილია სავაჭრო საწარმოები, რომლებიც ყიდიან მომხმარებლის მიერ შეძენილი საქონლის ანალოგიურ საქონელს.

  გამყიდველი და დამამზადებელი ვალდებული არიან მომხმარებელს მიაწოდონ ინფორმაცია იმ საწარმოების შესახებ, რომლებიც მომხმარებლის ადგილსამყოფლის მიხედვით ასრულებენ ამ მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში გამყიდველს /დამამზადებელს/ ეკისრება ამ კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

  დამამზადებელსა და სავაჭრო საწარმოს შორის ამ მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობა რეგულირდება კანონმდებლობით.

     3.მომხმარებელს უფლება აქვს წარუდგინოს საქონლის დამამზადებელს ან მის მიერ ამ მიზნისათვის შექმნილ საწარმოებს მოთხოვნა დამამზადებელთან ხელშეკრულების საფუძველზე ნაკლოვანებათა უსასყიდლოდ აღმოსაფხვრელად, ან მათი აღმოფხვრისათვის გაწეული ხარჯების ასანაზღაურებლად, ან საქონლის შესაცვლელად. ამ მოთხოვნების წარდგენის ნაცვლად , მომხმარებელს უფლება აქვს დაუბრუნოს დამამზადებელს უხარისხო საქონელი და მოითხოვოს მასში გადახდილი თანხის დაბრუნება.

     4. მომხმარებლის მიერ უხარისხო საქონლის შეძენის შემთხვევაში გამყიდველი ვალდებულია შეცვალოს იგი სათანადო ხარისხის საქონლით, ან დაუბრუნოს მყიდველს გადახდილი თანხა.

     5. მომხმარებლის პრეტენზიები განიხილება მომხმარებლის მიერ სასაქონლო /საკასო/ ქვითრის, ხოლო საქონელზე, რომელზეც დადგენილია საგარანტიო ვადები, ტექნიკური პასპორტის ან მისი შემცვლელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში.  

     გამყიდველი ვალდებულია გასცეს სასაქონლო ქვითარი ან ყიდვის ფაქტის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი.

     მომხმარებლის მიერ ტექნიკური პასპორტის ან მისი შემცვლელი სხვა დოკუმენტის დაკარგვის შემთხვევაში, მათი აღდგენა ხდება საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

     გამყიდველი /დამამზადებელი/ ვალდებულია მიიღოს მომხმარებლისაგან უხარისხო საქონელი და დააკმაყოფილოს მისი მოთხოვნები იმ შემთხვევაში, თუ ვერ დაამტკიცებს, რომ ნაკლოვანებები წარმოიშვა მომხმარებლის მიერ სარგებლობისა და შენახვის წესების დარღვევის, მესამე პირთა ან დაუძლეველი ძალების მოქმედების შედეგად. მომხმარებელს აქვს საქონლის ხარისხის შემოწმებაში მონაწილეობის უფლება.

     6. მსხვილგაბარიტიანი საქონლისა და 5 კგ-ზე მეტი წონის საქონლის მიტანა შესაცვლელად, შესაკეთებლად, ჩამოსაფასებლად და მათი მომხმარებლისათვის დაბრუნება უსასყიდლოდ ხორციელდება გამყიდველის (დამამზადებლის) ხარჯებით.

ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აგრეთვე გამყიდველის /დამამზადებლის/ არყოფნის შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია მისი ადგილსამყოფლის მიხედვით საქონლის მიტანა და/ ან დაბრუნება. ამ შემთხვევაში გამყიდველი /დამამზადებელი/ ვალდებულია აუნაზღაუროს მას საქონლის მიტან სა და დაბრუნებასთან დაკავშირებული ხარჯები.

               მუხლი 14. საქონლის ნაკლოვანებებთან დაკავშირებული მოთხოვნის წარდგენის ვადები

     1. მომხმარებელს უფლება აქვს წარმოადგინოს ამ კანონის მე-13 მუხლით დადგენილი მოთხოვნები, თუ საქონლის ნაკლოვანებანი აღმოჩენილია დამამზადებლის მიერ დადგენილი საგარანტიო ვადის განმავლობაში. იმ საქონელზე, რომელზედაც საგარანტიო ვადები დადგენილი არ არის, მომხმარებელს უფლება აქვს წარუდგინოს დამამზადებელს აღნიშნული მოთხოვნები, თუ ნაკლოვანებები აღმოჩენილია 6 თვის განმავლობაში, ხოლო უძრავი ქონების მიმართ არა უგვიანეს 1 წლის განმავლობაში მისი მომხმარებლისათვის გადაცემის დღიდან, თუ უფრო ხანგრძლივი ვადები არ არის დადგენილი ხელშეკრულებით ან კანონმდებლობით.

     2. იმ საქონელზე, რომლის სამომხმარებლო თვისებები შესაძლებელია გაუარესდეს დროთა განმავლობაში ა რომელმაც გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ შეიძლება საფრთხე შეუქმნას მომხმარებლის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, ქონებას,აგრეთვე გარემოს /კვების პროდუქტები, საპარფიუმერიო-კოსმეტიკური საქონელი, მედიკამენტები, საყოფაცხოვრებო ქიმიის ნაწარმი და სხვა/ დგინდება ვარგისიანობის ვადები.

ვადაგადაცილებული საქონლის გაყიდვა აკრძალულია.

აღნიშნული საქონლის მიმართ ამ კანონის მე-13 მუხლით დადგენილი მომხმარებლის მოთხოვნები ექვემდებარება დაკმაყოფილებას,თუ ნაკლოვანებანი აღმოჩენილია ვარგისიანობის ვადებში.

     3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადები და აგრეთვე საქონლის საგარანტიო ვადები იანგარიშება მომხმარებლისათვის მისი მიყიდვის დღიდან. თუ გაყიდვის დღის დადგენა არ ხერხდება,ეს ვადები იანგარიშება დამზადების დღიდან.

  საქონლის გაყიდვისას ნიმუშით, ფოსტით, აგრეთვე იმ შემთხვევაში,როდესაც ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების დადების მომენტი და მომხმარებლისათვის საქონლის გადაცემის მომენტი ერთმანეთს არ ემთხვევა,ეს ვადები იანგარიშება მომხმარებელთან საქონლის მიტანის დღიდან, ხოლო თუ საქონელი საჭიროებს სპეციალურ დამონტაჟებას /მიერთებას/ ან აწყობას აღნიშნულ სამუშაოთა წარმოების დღიდან.

     თუ საქონლის მიტანის, დამონტაჟების /მიერთების/, აწყობის და აგრეთვე უძრავი ქონების გადაცემის ვადების დადგენა შეუძლებელია ან თუ იგი მომხმარებელთან იმყოფება ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების დადებამდე, ეს ვადები იანგარიშება ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გაფორმების დღიდან.

     საქონლის ვარგისიანობის ვადა იანგარიშება მისი დამზადების დღიდან. ვარგისიანობის ვადა განისაზღვრება ან დროის იმ პერიოდით, რომლის განმავლობაშიც საქონელი გამოსაყენებლად ვარგისია, ან თარიღით, რომლის დადგომამდეც საქონელი ვარგისია გამოსაყენებლად.

     4. საგარანტიო ვადები შეიძლება დაუდგინდეს ძირითადი საქონლის ცალკეულ შემადგენელ მაკომპლექტებელ ნაკეთობებს და შემადგენელ ნაწილებს. მაკომპლექტებელი ნაკეთობებისა და შემადგენელი ნაწილების საგარანტიო ვადები იანგარიშება იმავე წესით, როგორც ძირითადი ნაკეთობის საგარანტიო ვადა.

     5. ამ მუხლში მითითებული ვადები ამ კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად მიეწოდება მომხმარებელს ინფორმაციის სახით.

     6. თუ საქონელში გამოვლენილი იყო დამამზადებლის მიზეზით დაშვებული არსებითი ნაკლოვანებანი, მომხმარებელს უფლება აქვს წარუდგინოს დამამზადებელს საქონლის ნაკლოვანების უსასყიდლოდ აღმოფხვრის მოთხოვნა საგარანტიო ვადების გასვლამდე, ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში. თუ ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა მე-15 მუხლით გათვალისწინებულ ვადებში, მომხმარებელს უფლება აქვს საკუთარი არჩევანით წარუდგინოს დამამზადებელს ამ კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

     7. ამ კანონის მე-13 მუხლით დადგენილი მომხმარებლის მოთხოვნები უნდა წარედგინოს გამყიდველს /დამამზადებელს/ ამ მუხლით გათვალისწინებული ვადების გასვლიდან არა უგვიანეს 10 დღისა.

   მუხლი 15. საქონლის ნაკლოვანებათა აღმოფხვრა

     საქონლის ნაკლოვანებებთან დაკავშირებული პრეტენზიებით მომხმარებელს შეუძლია მიმართოს გამყიდველს ან უშუალოდ დამამზადებელს. საქონელში აღმოჩენილი ნაკლოვანებანი უნდა აღმოიფხვრას დამამზადებლის მიერ 10 დღის, ხოლო გამყიდველის /მისი ფუნქციების შემსრულებელი საწარმოს/ მიერ 20 დღის ვადაში მომხმარებლის მიერ შესაბამისი მოთხოვნის წამოყენების მომენტიდან.

     საქონლის ნაკლოვანებათა აღმოფხვრის შემთხვევაში საგარანტიო ვადა გრძელდება იმ დროით, რომლის განმავლობაშიც საქონელი არ გამოიყენებოდა. აღნიშნული ვადა იანგარიშება ნაკლოვანებათა აღმოფხვრის მოთხოვნით მომხმარებლის მიმართვის დღიდან.

     ნაკლოვანებათა აღმოფხვრისას საქონლის იმ მაკომპლექტებელი დეტალების ან შემადგენელი ნაწილების შეცვლის გზით, რომლებზეც დადგენილია საგარანტიო ვადები, ახალ მაკომპლექტებელ დეტალებსა და შემადგენელ ნაწილებზე საგარანტიო ვადები იანგარიშება შეკეთებული საქონლის გაცემის დღიდან.

  მუხლი 16. ნაკლოვანების მქონე საქონლის შეცვლა

     მომხმარებლის მიერ საქონლის ნაკლოვანებათა აღმოჩენის შემთხვევაში გამყიდველი /დამამზადებელი/ ვალდებულია დაუყოვნებლივ შეცვალოს იგი, ხოლო გამყიდველის (დამამზადებლის) მიერ საქონლის ხარისხის დამატებითი შემოწმების აუცილებლობის შემთხვევაში მომხმარებლის მიერ მოთხოვნის წამოყენების მომენტიდან 20 დღის განმავლობაში.

     თუ გამყიდველს, დამამზადებელს / მათი ფუნქციების შემსრულებელ საწარმოს/ შესაბამისი მოთხოვნის წამოყენების მომენტში არ აღმოაჩნდა საჭირო საქონელი, მან უნდა შეცვალოს იგი 1 თვის ვადაში.

     საქონლის შეცვლისას საგარანტიო ვადა იანგარიშება მომხმარებლისათვის მისი ხელახლა გადა ცემის დღიდან.

         მუხლი 17. პასუხისმგებლობა მომხმარებლის მოთხოვნათა შესრულების ვადის    გადაცილებისათვის

     ამ კანონის მე-15 და მე-16 მუხლებით გათვალისწინებული ვადების ყოველი გადაცილებული დღისათვის გამყიდველი, შემსრულებელი /მათი ფუნქციების შემსრულებელი საწარმო/ ამ კანონის მე-9 მუხლით დადგენილი წესით მომხმარებელს უხდის პირგასამტეხლოს საქონლის ღირებულების 1 % ოდენობით.

     ამ კანონის მე-15 და მე-16 მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში მომხმარებელს უფლება აქვს წაუყენოს შემსრულებელს ამ კანონის მე-13 მუხლით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

          მუხლი 18. ანგარიშსწორება მომხმარებელთან ნაკლოვანების მქონე საქონლის       შეძენის შემთხვევაში

     ნაკლოვანების მქონე საქონლის იმავე მარკის /მოდელის, არტიკულის/ საქონლით შეცვლისას ფასის ცვლილების შემთხვევაში ღირებულების გადაანგარიშება არ ხდება.

     ხელშეკრულების დარღვევისას მომხმარებელთან ანგარიშსწორება ხდება საქონელზე ფასის გაზრდის შემთხვევაში შესაბამისი მოთხოვნის წარმოდგენის მომენტისათვის საქონლის ღირებულებიდან გამომდინარე, ხოლო ფასის შემცირების შემთხვევაში ყიდვის მომენტში საქონლის ღირებულებიდან გამომდინარე.

     ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში მომხმარებელს, რომელსაც მიეყიდა საქონელი კრედიტით, უბრუნდება ფულადი თანხა საქონლის დაბრუნების მომენტისათვის კრედიტის დაფარული ნაწილის ოდენობით,აგრეთვე უნაზღაურდება კრედიტის აღებისათვის გაწეული ხარჯები.

      მუხლი 19. მომხმარებლის უფლება შეძენილი საქონლის სათანადო ხარისხის საქონლით შეცვლაზე

     1. მომხმარებელს უფლება აქვს გაცვალოს შეძენილი საქონელი ანალოგიურზე იმ სავაჭრო დაწესებულებაში, სადაც იგი შეიძინა.

     მომხმარებელს 14 დღის განმავლობაში უფლება აქვს შეცვალოს შეძენილი საქონელი სათანადო ხარისხის საქონლით, ყიდვის დღის ჩაუთვლელად.

     შეძენილი საქონლის სათანადო ხარისხის მქონე საქონლით შეცვლა შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ იგი არ უხმარიათ, შენარჩუნებული აქვს სასაქონლო სახე, სამომხმარებლო თვისებები, პლომბი, საფაბრიკო იარლიყი /ეტიკეტი/, აგრეთვე სასაქონლო ან საკასო ჩეკი, რომელიც გაყიდულ საქონელთან ერთად მიეცა მომხმარებელს.

           საქონლის ნუსხას, რომელიც არ ექვემდებარება შეცვლას, ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო.

     2. იმ შემთხვევაში, თუ გამყიდველისადმი მომხმარებლის მიმართვის მომენტში ანალოგიური საქონელი არ არის გაყიდვაში, მომხმარებელს უფლება აქვს საკუთარი არჩევანით დაარღვიოს ხელშეკრულება და მოითხოვოს საქონელში გადახდილი ფულადი თანხის დაბრუნება.

        მუხლი 20. შესაძენი საქონლის ღირებულების გადახდის ფორმა და წესი

     შესაძენი საქონლის ღირებულების გადახდის ფორმა /ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით/ განისაზღვრება მომხმარებელსა და გამყიდველს შორის შეთანხმებით.

      მუხლი 21. (ამოღებულია).

საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი №1552-სსმI, №31, 27.06.2005წ., მუხ.190

  მუხლი 22. სამუშაოს /მომსახურების/ შესრულების ვადები

     შემსრულებელი ვალდებულია შეასრულოს სამუშაო ხელშეკრულებით დადგენი ვადებში.

    მუხლი 23. სამუშაოს /მომსახურების/ შესრულების ვადების დარღვევის შედეგები

     1. თუ შემსრულებელი დროულად არ შეუდგება სამუშაოს (მომსახურების) შესრულებას ან თუ მისი შესრულებისას აღმოჩნდა, რომ იგი ვერ სრულდება დროულად, აგრეთვე სამუშაოს /მომსახურების/ შესრულების ვადების გადაცილების შემთხვევაში, მომხმარებელს უფლება აქვს თავისი არჩევანით:

     დაუდგინოს შემსრულებელს ახალი ვადა, რომლის განმავლობაშიც იგი უნდა შეუდგეს სამუშაოს /მომსახურების/ შესრულებას და შეასრულოს იგი;

     დაავალოს სამუშაოს /მომსახურების/ შესრულება სხვა პირს შემსრულებლის ხარჯზე;

     მოითხოვოს სამუშაოს /მომსახურების/ანაზღაურების შემცირება;

     დაარღვიოს ხელშეკრულება და მოითხოვოს ზარალის ანაზღაურება.

     2. ხელშეკრულებაში უნდა აღინიშნოს მომხმარებლის მიერ დადგენილი ახალი ვადები, რომლის ერთ თვეზე მეტი ხნით გადაცილების შემთხვევაში მომხმარებელს უფლება აქვს წარმოადგინოს ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ახალი მოთხოვნები.

     3. ხელშეკრულების დარღვევის ასეთ შემთხვევაში, როდესაც შემსრულებელი დროულად არ შეუდგა სამუშაოს /მომსახურების/ შესრულებას ან, როდესაც მისი შესრულება ჭიანურდება, რის გამოც სამუშაოს /მომსახურების/ დროულად შესრულება შეუძლებელი ხდება, შემსრულებელს არა აქვს უფლება მოითხოვოს სამუშაოს /მომსახურების/ პროცესში გაწეული თავისი დანახარჯების ანაზღაურება, აგრეთვე უკვე შესრულებული სამუშაოს  /მომსახურების/საზღაური.

       მუხლი 24. მომხმარებლის უფლებები შესრულებულ სამუშაოში  /მომსახურებაში/  ნაკლოვანებათა აღმოჩენის შემთხვევაში

     1. ნაკლოვანებათა აღმოჩენის შემთხვევაში მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს:

     შესრულებულ სამუშაოში /მომსახურებაში/ ნაკლოვანებათა უსასყიდლოდ აღმოფხვრა;

      სამუშაოს /მომსახურების/ შესრულებისათვის ანაზღაურების შემცირება;       ერთგვაროვანი მასალისაგან, საფასურის გარეშე, იმავ ე თვისებების მქონე სხვა საგნის დამზადება, ან სამუშაოს /მომსახურების/ ხელახლა შესრულება, ან მის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება;

     მომხმარებელს უფლება აქვს დაარღვიოს ხელშეკრულება და მოითხოვოს ზარალის ანაზღაურება, თუ აღმოჩენილი ნაკლოვანებანი დადგენილ ვადებში არ იქნება აღმოფხვრილი შემსრულებლის მიერ, ან ადგილი ექნება სხვა არსებით გადახრებს ხელშეკრულების პირობებიდან.

     2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნების წაყენება შემსრულებლისადმი შეიძლება სამუშაოს /მომსახურების/ მიღების დროს ან სამუშაოთა /მომსახურებათა/ შესრულების პროცესში, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც ნაკლის აღმოჩენა შეუძლებელია სამუშაოს /მომსახურების/ მიღებისას მთელი საგარანტიო პერიოდის განმავლობაში; ამ უკანასკნელის არარსებობის შემთხვევაში კი სამუშაოს /მომსახურების/ მიღებიდან ექვსი თვის განმავლობაში.ნაგებობათა ან სხვა უძრავი ქონების იმ ნაკლოვანებებთან დაკავშირებული მოთხოვნები, რომელთა შემჩნევა შეუძლებელი იყო სამუშაოს /მომსახურების/ მიღებისას, შესაძლებელია წაყენებულ იქნეს მთელი საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, ხოლო თუ ასეთი პერიოდი განსაზღვრული არ არის სამუშაოს მიღებიდან 2 წლის განმავლობაში.

     3. მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს ნაკლოვანებათა უსასყიდლოდ აღმოფხვრა საგარანტიო ვადის დამთავრების შემდეგაც, თუ საგარანტიო პერიოდში /ამ უკანასკნელის არარსებობის შემთხვევაში სამუშაოს მიღებიდან 10 წლის განმავლობაში/ აღმოჩენილი იქნება შემსრულებლის მიზეზით დაშვებული არსებითი ხარვეზები. თუ აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა ამ კანონის 25-ე მუხლით დადგენილ ვადებში, მომხმარებელს უფლება აქვს სურვილისამებრ მოითხოვოს:

     შესრულებული სამუშაოსათვის საზღაურის სათანადო შემცირება;

     მის მიერ საკუთარი სახსრებით ან მესამე პირის მიერ ნაკლოვანებათა აღმოფხვრაზე გაწეული დანახარჯების ანაზღაურება;

     ხელშეკრულების დარღვევა და ზარალის ანაზღაურება.

     4. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნების წარდგენა შეიძლება საგარანტიო ვადების გასვლიდან არა უგვიანეს 10 დღისა.

  მუხლი 25. სამუშაოს  /მომსახურების/ ნაკლოვანებათა აღმოფხვრის ვადები

          შესრულებულ სამუშაოში /მომსახურებაში/ აღმოჩენილი ნაკლოვანებანი უნდა აღმოიფხვრას 14 დღის განმავლობაში, თუ უფრო მოკლე ვადა დადგენილი არ არის ხელშეკრულებით /მხარეთა შეთანხმებით/, ან ცალკეული სახეობის სამუშაოს /მომსახურების/ შესრულების წესებით.

     ნაკლოვანებათა აღმოფხვრის ვადები აღინიშნება ხელშეკრულებაში ან მხარეთა მიერ ხელმოწერილ სხვა დოკუმენტებში.

     ამ მუხლით გათვალისწინებული ვადების დარღვევისათვის შემსრულებელი ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით.

         მუხლი 26. მომხმარებლის მიერ სამუშაოს  /მომსახურების/  შესრულებაზე                დადებული ხელშეკრულების დარღვევის უფლება

     მომხმარებელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს დაარღვიოს ხელშეკრულება სამუშაოს /მომსახურების/ შესრულებაზე,რისთვისაც გადაუხდის შემსრულებელს საზღაურს შესრულებული სამუშაოსათვის და აუნაზღაურებს მას ხელშეკრულების დარღვევით გამოწვეულ ზარალს.

   მუხლი 27. შესრულებული სამუშაოს  /მომსახურების/ ხარჯთა ნუსხა

     ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესასრულებელ სამუშაოზე /მომსახურებაზე/ შესაძლებელია ზუსტი ან მიახლოებითი ხარჯთა ნუსხის შედგენა. შემსრულებელს არა აქვს ზუსტ ხარჯთა ნუსხაში გაუთვალისწინებელ სამუშაოთა ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, თუ მათ შესრულებაზე არ ჰქონია შემკვეთის თანხმობა ან დავალება. თუ წარმოიშვა ხარჯების გადასინჯვის აუცილებლობა, შემსრულებელი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს მომხმარებელს, რომელიც, თავის მხრივ, უფლებამოსილია უარი თქვას ხელშეკრულებაზე,აანაზღაუროს შემსრულებლის მიერ გაწეული ხარჯები განსაზღვრული ხარჯთა ნუსხის მიხედვით. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ შემსრულებელმა არ გააფრთხილა მომხმარებელი ხარჯების მოსალოდნელი გადიდების შესახებ, იგი ვალდებულია შეასრულოს სამუშაო ხარჯთა ნუსხით გაუთვალისწინებელი ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის გარეშე.

      მუხლი 28. სამუშაოს შესრულება შემსრულებლის მასალით

     შემსრულებელი ვალდებულია შეასრულოს შეკვეთა თავისი მასალით, თუ მომხმარებელი არ ითხოვს სამუშაოს საკუთარი მასალით შესრულებას. ასეთ შემთხვევაში შემსრულებელი პასუხისმგებელია მასალის სათანადო ხარისხზე.

     შემსრულებლის მასალის საფასურის გადახდა ხდება მომხმარებლის მიერ ხელშეკრულების გაფორმებისას, ცალკეული სახეობის სამუშაოთა შესრულებისათვის დადგენილი წესებით, ან ხელშეკრულებაში მითითებული ფასებით, ან სამუშაოს მიღებისას, თუ მხარეთა შეთანხმებით წინასწარ არ არის განსაზღვრული ანგარიშსწორების სხვა წესი.

   მუხლი 29. სამუშაოთა შესრულება მომხმარებლის მასალით

     იმ შემთხვევაში, როდესაც სამუშაო სრულდება /მთლიანად ან ნაწილობრივ/ მომხმარებლის მასალით, შემსრულებელი პასუხს აგებს მასალის შენახვისა და მისი სწორი გამოყენებისათვის.

     მომხმარებლისაგან მიღებული მასალის სრული ან ნაწილობრივი დაკარგვის /დაზიანების/ შემთხვევაში, შემსრულებელი ვალდებულია ხუთი დღის ვადაში შეცვალოს იგი ანალოგიური თვისებების მქონე ერთგვაროვანი მასალით, ან ორმაგად აუნაზღაუროს მომხმარებელს დაკარგული მასალის ღირებულება, აგრეთვე მომხმარებლის მიერ გაწეული ხარჯები.

     მასალის სრული ან ნაწილობრივი დაკარგვის შემთხვევაში შემსრულებელი ვალდებულია განაახლოს ხელშეკრულება და დაამზადოს ნაკეთობა ერთგვაროვანი მასალისაგან, ტექნიკურად შესაძლებელ უმოკლეს ვადაში.

     შემსრულებელი თავისუფლდება მასალის დანაკარგთან ან დაზიანებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობისაგან იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი წინასწარ იყო გაფრთხილებული შემსრულებლის მიერ მასალის იმ განსაკუთრებული თვისებების შესახებ, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ დანაკარგი. მითითებული თვისებების არცოდნა არ ათავისუფლებს შემსრულებელს პასუხისმგებლობისაგან.

     შემსრულებლისათვის მომხმარებლის მიერ გადაცემული მასალის ღირებულება განისაზღვრება ხელშეკრულებით, ან მისი გაფორმების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტებით /შეკვეთა, ქვითარი/.

თავი III

 მომხმარებელთა უფლებების სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი დაცვა

 მუხლი 30. ( ამოღებულია).

საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი №1552-სსმI, №31, 27.06.2005წ., მუხ.190

   მუხლი 31. პროდუქციის უსაფრთხოების მაკონტროლებელი სახელმწიფო                 მმართველობის ორგანოების უფლებამოსილებანი

     პროდუქციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერ იფიკაციის დეპარტამენტი, სანიტარ ულ-ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის სამსახური, გარემოსა და ბუნების დაცვის სამინისტრო და სახელმწიფო მმართველობის სხვა ორგანოები, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში:

     ახორციელებენ პროდუქციის უსაფრთხოების კონტროლს;

     ადგენენ სავალდებულო მოთხოვნებს პროდ ქციის უსაფრთხოებისადმი და ახორციელებენ ამ მოთხოვნების დაცვის კონტროლს;

     აგზავნიან მიწერილობებს პროდუქციის უსაფრთხოებაზე მოთხოვნების დარღვევათა აღმოფხვრის, მათი წარმოებიდან მოხსნის, გამოშვებისა და რეალიზაციის შეწყვეტის შესახებ მომხმარებლისათვის ინფორმაციის მიწოდების თაობაზე.

       მუხლი 32. მომხმარებელთა უფლებების დაცვის ადგილობრივი ორგანოები

     1.(ამოღებულია).

     2. მომხმარებელთა უფლებების დაცვის ადგილობრივი ორგანოები განიხილავენ მომხმარებელთა საჩივრებს.

მომხმარებლის მიერ პროდუქციის ნაკლის აღმოჩენის ან საშიში პროდუქციის გამოვლენის შემთხვევაში, იღებენ შესაბამის ზომებს.

  საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი №1552-სსმI, №31, 27.06.2005წ., მუხ.190

    მუხლი 33. მომხმარებელთა საზოგადოებრივი გაერთიანებები და მათი უფლებამოსილებანი

     1. საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ ნებაყოფლობით გაწევრიანდნენ მომხმარებელთა საზოგადოებრივ გაერთიანებებში, რომლებიც თავის საქმიანობას ახორციელებენ წესდებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

     2. მომხმარებელთა საზოგადოებრივი გაერთიანებები უფლებამოსილნი არიან მონაწილეობა მიიღონ პროდუქციის უსაფრთხოების მოთხოვნათა შესაბამისი სტანდარტების შემუშავებაში; მოაწყონ პროდუქციის ხარისხისა და უსაფრთხოების დამოუკიდებელი ექსპერტიზა.

საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი №1552-სსმI, №31, 27.06.2005წ., მუხ.190

       მუხლი 34. მომხმარებელთა ინტერესების დაცვა მომხმარებელთა  საზოგადოებრივი გაერთიანებების მიერ

     მომხმარებელთა საზოგადოებრივი გაერთიანებები უფლებამოსილნი არიან წარადგინონ სასამართლოში სარჩელი გამყიდველის, დამამზადებლის, შემსრ ლებლის მოქმედების არამართლზომიერად ცნობის შესახებ.

     ასეთი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სამართალდამრღვევი ვალდებულია სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში აცნობოს მომხმარებელს სასამართლოს გადაწყვეტილება.

    მუხლი 341. არაკონკურენტული საბაზრო რეგულირების პირობებში მომხმარებელთა უფლებების დაცვის დამატებითი გარანტიები

არაკონკურენტული საბაზრო რეგულირების პირობებში მომხმარებელთა ინტერესების დაცვის დამატებითი გარანტიების შესაქმნელად მარეგულირებელ ორგანოსთან მარეგულირებელი კომისიის აპარატისგან დამოუკიდებლად ყალიბდება მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური, რომლის საქმიანობა რეგულირების შემადგენელი საქმიანობაა და რომელიც ფინანსდება რეგულირების საფასურიდან.

საქართველოს 2003 წლის 22 ივლისის კანონი №2539-სსმI, №22, 08.08.2003წ., მუხ.165

თავი IV

 გარდამავალი დებულება

        საქართველოს 2002 წლის 21 ნოემბრის კანონი №17 5 9-სსმI, №31, 10.12.2002წ., მუხ.141

მუხლი 35 .(ამოღებულია).

საქართველოს 2002 წლის 21 ნოემბრის კანონი №17 5 9-სსმI, №31, 10.12.2002წ., მუხ.141

საქართველოს 2003 წლის 28 მარტის კანონი №2076-სსმI, №9, 16.04.2003წ., მუხ.50

საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3398-სსმI, №26, 14,07.2006წ., მუხ.219

საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5123-სსმI, №27, 17.07.2007წ., მუხ.257

   მუხლი 36. მომხმარებელთა უფლებების დაცვის ღონისძიებები გარდამავალ  

     პერიოდში

1. ამ კანონის 30-ე–32-ე მუხლების მოქმედება შეჩერდეს 2006 წლის 1 იანვრამდე.

2. 2006 წლის 1 იანვრამდე მომხმარებლის მიერ პროდუქციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით სასამართლოში სარჩელის წარდგენისას მესამე პირად უნდა ჩაერთოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანო.

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1784-სსმI, №40, 18.07.2005წ., მუხ.272

 საქართველოს პრეზიდენტი   ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1996 წლის 20 მარტი.

№151-IIს

შეტანილი ცვლილებები:

1.საქართველოს 2000 წლის 11 მაისის კანონი №295-სსმI, №17, 12.05.2000წ., მუხ.41

2.საქართველოს 2002 წლის 21 ნოემბრის კანონი №17 59-სსმI, №31, 10.12.2002წ., მუხ.141

3.საქართველოს 2003 წლის 28 მარტის კანონი №2076-სსმI, №9, 16.04.2003წ., მუხ.50

4.საქართველოს 2003 წლის 22 ივლისის კანონი №2539-სსმI, №22, 08.08.2003წ., მუხ.165

5.საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი №1552-სსმI, №31, 27.06.2005წ., მუხ.190

6.საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1784-სსმI, №40, 18.07.2005წ., მუხ.272

7.საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3398-სსმI, №26, 14,07.2006წ., მუხ.219

8.საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5123-სსმI, №27, 17.07.2007წ., მუხ.257