„მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3398
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/06/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 26, 14/07/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 25/05/2012
სარეგისტრაციო კოდი 240.110.010.05.001.002.338
  • Word
3398
23/06/2006
სსმ, 26, 14/07/2006
240.110.010.05.001.002.338
„მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

     მუხლი 1

„მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №007, 30.04.96, გვ. 7) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილება:

1. კანონს, ტერმინთა განმარტების ნაწილში, ტერმინის „გამყიდველი“ შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ტერმინები:

„გასაყიდი ფასი“ – ერთეული ან გარკვეული რაოდენობის პროდუქციის საბოლოო სარეალიზაციო ფასი, რომელიც მოიცავს დღგ-ს ან/და სხვა გადასახადებს;

„ერთეული ფასი“ – პროდუქციის საბოლოო სარეალიზაციო ფასი, რომელიც მოიცავს დღგ-ს ან/და სხვა გადასახადებს ერთი კილოგრამი, ერთი ლიტრი, ერთი მეტრი, ერთი კვადრატული მეტრი ან ერთი კუბური მეტრი პროდუქციისათვის, ან განსხვავებული სიდიდის ერთეული, რომელიც ფართოდ არის გამოყენებული ქვეყანაში პროდუქციის საბაზრო მიმოქცევისას;“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი:

  „მუხლი 61. ინფორმაცია პროდუქციის ფასის შესახებ

1. გამყიდველი ვალდებულია, უზრუნველყოს გასაყიდ პროდუქციაზე გასაყიდი და ერთეული ფასების მითითება. ერთეული ფასის მითითება არ არის აუცილებელი, თუ ის გასაყიდი ფასის იდენტურია.

2. ფასების მითითება არ არის აუცილებელი, თუ:

ა) პროდუქტი წარმოდგენილია მომსახურების გაწევის მიზნით;

ბ) პროდუქციის რეალიზაცია ხდება აუქციონზე ან გასაყიდად წარმოდგენილია ხელოვნების ნიმუშები ან/და ანტიკვარული ნივთები;

გ) პროდუქცია წინასწარ არ არის შეფუთული და აიწონება ან/და აიზომება მომხმარებლის თვალწინ.“.

3. 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 35. გარდამავალი დებულებანი

1. ამ კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნა მომხმარებლისათვის ინფორმაციის ქართულ ენაზე მიწოდების თაობაზე ამოქმედდეს 2003 წლის                    1 სექტემბრიდან, ხოლო სამკურნალო პროდუქციის მიმართ – 2003 წლის 1 იანვრიდან „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

2. ინდივიდუალური მეწარმეებისათვის, რომლებისთვისაც ფასების მითითება გამოიწვევს მნიშვნელოვან ხარჯებს გასაყიდი პროდუქციის რაოდენობის, ბუნებისა და სავაჭრო ადგილის პირობების გათვალისწინებით, ამ კანონის 61 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა პროდუქციაზე ერთეული ფასის მითითების შესახებ ამოქმედდეს 2008 წლის 1 ივლისიდან.

3. დაევალოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, შეიმუშაოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ისეთი პროდუქციის ჩამონათვალი, რომლის ხასიათიდან და დანიშნულებიდან გამომდინარე არ არის მიზანშეწონილი მასზე ერთეული ფასის მითითება, აგრეთვე ეთხოვოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, უზრუნველყოს ამ კანონის 61 მუხლის მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის გავრცელება.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 23 ივნისი.

№3398–Iს