„მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე“

  • Word
„მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 1467
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/07/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 20, 28/07/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 25/05/2012
სარეგისტრაციო კოდი 240.110.010.05.001.003.568
  • Word
1467
16/07/2009
სსმ, 20, 28/07/2009
240.110.010.05.001.003.568
„მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

     მუხლი 1

„მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №007, 30.04.96, გვ. 7) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. რძის პროდუქტების (რძე, მაწონი, არაჟანი, ხაჭო, ყველეული (ხაჭოს კვერი), იოგურტის ჯგუფის პროდუქტები) მწარმოებელი ან/და იმპორტიორი ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია საწარმოო ნედლეულად საღი რძის (უმი რძის) ან/და მშრალი რძის (რძის ფხვნილის) გამოყენების შესახებ, პროდუქტის საცალო შეფუთვის ეფექტიან ფართობზე, პროდუქტის დასახელების ან/და დამამზადებელი ბრენდის აღმნიშვნელი მთავარი წარწერის ახლოს, მსხვილი, მკაფიო, კონტრასტული, ადვილად აღქმადი შრიფტით შესრულებული შესაბამისი წარწერის დატანით: „დამზადებულია ნატურალური რძისგან“, „დამზადებულია რძის ფხვნილის გამოყენებით“.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 16 ივლისი.

№1467–რს