"მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
"მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4466-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/03/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110401013, 01/04/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 25/05/2012
სარეგისტრაციო კოდი 240110010.05.001.016262
  • Word
4466-Iს
22/03/2011
ვებგვერდი, 110401013, 01/04/2011
240110010.05.001.016262
"მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, 007, 30.04.96, გვ. 7) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები :

1. კანონს „კანონში გამოყენებული ძირითადი ცნებების“ ბოლოს დაემატოს შემდეგი ტერმინი:

„ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მომსახურების მომხმარებელი“ – ფიზიკური პირი, რომელმაც განახორციელა ან რომელსაც სურს, განახორციელოს ვალუტის გაცვლის ოპერაცია ვალუტის გადამცვლელ პუნქტში.“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის III 1 თავი:

„თავი III 1

ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მომსახურების მომხმარებლის უფლებების დაცვა

    მუხლი 34 2 . ინფორმაცია ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ ვალუტის გაცვლის მომსახურების გაწევის შესახებ

1. ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მომსახურების მომხმარებელს მიაწოდოს სრული ინფორმაცია ვალუტის გაცვლის კურსისა და მომსახურების საკომისიოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობის შესახებ.

2. ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია ვალუტის გაცვლის ოპერაციის განხორციელებისას გასცეს ვალუტის გაცვლის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელშიც მითითებული იქნება გაცვლილი ვალუტის ოდენობა, გაცვლის კურსი, გაცვლის ოპერაციის დრო და მომსახურების საკომისიო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

3 . ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა აგრეთვე უნდა უზრუნველყოს ვალუტის გაცვლის კურსის, მომსახურების საკომისიოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მომსახურების მომხმარებლის ამ კანონის 34 3 მუხლით გათვალისწინებული უფლებების შესახებ ინფორმაციის თვალსაჩინო ადგილას განთავსება.

    მუხლი 34 3 . ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მომსახურების მომხმარებლის უფლებების დაცვა ვალუტის გაცვლის ოპერაციის განხორციელებისას

1. ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მომსახურების მომხმარებელი უფლებამოსილია, ვალუტის გაცვლის ოპერაციის განხორციელებისთანავე, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ტერიტორიის დატოვებამდე, ვალუტის გადამცვლელი პუნქტისაგან მოითხოვოს ამ ოპერაციის გაუქმება და გაცვლილი ვალუტის დაბრუნება.

2. ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ ამ კანონის 34 2 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მომსახურების მომხმარებელი უფლებამოსილია, ვალუტის გაცვლის ოპერაციის განხორციელებიდან 30 წუთის განმავლობაში ვალუტის გადამცვლელი პუნქტისაგან მოითხოვოს ოპერაციის გაუქმება და გაცვლილი ვალუტის დაბრუნება , ხოლო ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია გააუქმოს ეს ოპერაცია და გაცვლილი ვალუტა დააბრუნოს.

3. ვალუტის გაცვლის ოპერაციის გაუქმების შემთხვევაში მხარეები ვალდებული არიან, ვალუტის გაცვლის კურსის ცვალებადობის მიუხედავად, დააბრუნონ გაცვლის ოპერაციის განხორციელებისას ერთმანეთისათვის გადაცემული თანხა და მომსახურების საკომისიო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

4. ვალუტის გაცვლის ოპერაციის გაუქმების შემთხვევაში თანხის დაბრუნება დასაშვებია იმავე ვალუტის სხვა ნომინალის ბანკნოტებითა და მონეტებით.“.

3. 36-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ამ კანონის I−III თავების მოთხოვნები არ ვრცელდება ამავე კანონის III 1 თავით გათვალისწინებული ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მომსახურების მომხმარებლის უფლებების დაცვაზე.“.

  მუხლი 2 . ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                       . სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 22 მარტი.

№4466-Iს