„საბაჟო მოსაკრებლების შესახებ“

  • Word
„საბაჟო მოსაკრებლების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 1226
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 18/02/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 11-12, 18/02/1998
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 230.140.000.05.001.000.317
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1226
18/02/1998
პარლამენტის უწყებანი, 11-12, 18/02/1998
230.140.000.05.001.000.317
„საბაჟო მოსაკრებლების შესახებ“
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

საბაჟო მოსაკრებლების შესახებ

    მუხლი 1. ზოგადი დებულება

ეს კანონი ადგენს საქართველოს საბაჟო კოდექსით განსაზღვრული საბაჟო პროცედურებისათვის გადასახდევინებელი მოსაკრებლების სახეებსა და განაკვეთებს, ამ მოსაკრებლების გადახდევინების წესსა და ვადებს.

საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3048 - სსმ I, №29, 18.09.2003 წ., მუხ.216

    მუხლი 2. საბაჟო მოსაკრებლის ცნება

საბაჟო მოსაკრებელი არის პირისათვის სავალდებულო ფულადი შესატანი სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელსაც ახდევინებენ საბაჟო ორგანოები საქონლის მიერ საბაჟო საზღვრის გადაკვეთისათვის განხორციელებული სავალდებულო საბაჟო პროცედურებისათვის.

საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3048 - სსმ I, №29, 18.09.2003 წ., მუხ.216

საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №879 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.314

    მუხლი 3. საბაჟო მოსაკრებლის გადამხდელი

საბაჟო მოსაკრებლის გადამხდელია პირი, რომელსაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოაქვს ან ამ ტერიტორიიდან გააქვს საქონელი.

საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3048 - სსმ I, №29, 18.09.2003 წ., მუხ.216

საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №879 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.314

    მუხლი 4. საბაჟო მოსაკრებლების სახეები

საბაჟო მოსაკრებლების სახეებია მოსაკრებლები, რომლებიც გადაიხდევინება საქონლის საბაჟო პროცედურებისათვის.

საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3048 - სსმ I, №29, 18.09.2003 წ., მუხ.216

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4228 - სსმ I, №50, 30.12.2006 წ., მუხ.379

    მუხლი 5. საბაჟო მოსაკრებლის განაკვეთები

1. საბაჟო მოსაკრებლის განაკვეთებია:

ა)საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისათვის გათვალისწინებული საბაჟო პროცედურებისათვის (გარდა საქონლის დროებითი შემოტანისა):

ა.ა)3000 ლარზე ნაკლები საბაჟო ღირებულების მქონე საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 5 ევროს ეკვივალენტი ლარებში;

ა.ბ)3000 ლარისა და მასზე მეტი საბაჟო ღირებულების მქონე საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 60 ევროს ეკვივალენტი ლარებში;

ბ)საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის დროებითი შემოტანისათვის:

ბ.ა) 10000 კილოგრამი და მასზე ნაკლები წონის საქონლის ყოველ კილოგრამზე – 1 თეთრი;

ბ.ბ)10000 კილოგრამზე მეტი წონის საქონელზე – 100 ლარს დამატებული 0,3 თეთრი 10000 კილოგრამის ზევით ყოველ კილოგრამზე;

ბ.გ)საგამოფენო დანიშნულების საქონლის ყოველ კილოგრამზე – 2,5 თეთრი.

2. სსაბაჟო ორგანოს არასამუშაო დროს რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაზე ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საბაჟო მოსაკრებლის განაკვეთები სამმაგდება.

3. (ამოღებულია).

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2044 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.73

საქართველოს 2001 წლის 16 მარტის კანონი №809 - სსმ I, №8, 31.03.2001 წ., მუხ.26

საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3048 - სსმ I, №29, 18.09.2003 წ., მუხ.216

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2790 - სსმ №8, 24.03.2006 წ., მუხ.62

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4228 - სსმ I, №50, 30.12.2006 წ., მუხ.379

საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №879 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.314

საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2194 - სსმ I №40, 07.12.2009 წ., მუხ.299

საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2194 - სსმ I №40, 07.12.2009 წ., მუხ.299

    მუხლი 6. საბაჟო მოსაკრებლების გადახდისაგან განთავისუფლება

საბაჟო მოსაკრებლების გადახდისაგან განთავისუფლებულია:

ა) საქონლის იმპორტი სტიქიური უბედურების, ავარიისა და კატასტროფის ლიკვიდაციის, აგრეთვე ჰუმანიტარული დახმარების მიზნით;

ბ) საქონლის იმპორტი, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულებით გრანტის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრული წესით;

გ) უცხო ქვეყნების დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების ოფიციალური სარგებლობისათვის, აგრეთვე ამ წარმო-მადგენლობების დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონელი;

დ) საქონლის იმპორტი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2705 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

ე) ეროვნული და უცხოური ვალუტის (გარდა ნუმიზმატიკური მიზნებით გამოსაყენებლად გათვალისწინებულისა) და ფასიანი ქაღალდების იმპორტი;

ვ) საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ტრანზიტი;

ზ) საქონლის ექსპორტი და საქონლის რეექსპორტი;

თ) საქონლის დაბრუნება საქართველოს საბაჟო კოდექსის 123-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 132-ე მუხლის მე-2 ნაწილით და საქონლის დროებითი შემოტანა 128-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

ი) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, აგრეთვე სახელმწიფო მინისტრების აპარატების მიერ საქონლის შემოტანა.

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №944 - სსმ I, №4, 17.01.2005 წ., მუხ.15

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2790 - სსმ №8, 24.03.2006 წ., მუხ.62

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4248 - სსმ I, №50, 30.12.2006 წ., მუხ.399

საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №879 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.314

საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3290 - სსმ I, №37, 14.07.2010 წ., მუხ.222

    მუხლი 7. საბაჟო მოსაკრებლის დარიცხვისა და გადახდევინების წესი

1. საბაჟო მოსაკრებლის დარიცხვისა და გადახდევინების საფუძველია საბაჟო დეკლარაცია.

2.საბაჟო მოსაკრებელი გადაიხდევინება საბაჟო დეკლარაციის წარდგენის დროს საქონლის გაშვებამდე სხვა საბაჟო გადასახდელებთან ერთად.

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4248 - სსმ I, №50, 30.12.2006 წ., მუხ.399

საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №879 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.314

    მუხლი 8. (ამოღებულია)

საქართველოს 1998 წლის 13 ოქტომბრის კანონი №1629 - სსმ I, №2, 26.10.1998 წ., მუხ.25

საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №61 - სსმ I, №47(54), 09.12.1999 წ., მუხ.240

საქართველოს 2002 წლის 10 მაისის კანონი №1399 - სსმ I, №10, 13.05.2002 წ., მუხ.44

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4228 - სსმ I, №50, 30.12.2006 წ., მუხ.379

    მუხლი 81. (მოქმედების ვადა ამოიწურა)

საქართველოს 2008 წლის 11 მარტის კანონი №5848 - სსმ I, №6, 25.03.2008 წ., მუხ.18

 

    მუხლი 9. დასკვნითი დებულებანი

1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

ა) „საბაჟო გადასახადით და მოსაკრებლებით დაბეგვრის მოწესრიგებისა და ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 1996 წლის 18 ოქტომბრის კანონი (პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 1996 წლის 21 ნოემბერი);

ბ) „საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო კომიტეტის სისტემაში საბაჟო პროცედურებისა და გაწეული მომსახურების სახეებისა და მათზე საბაჟო მოსაკრებლების განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 27 აპრილის №333 დადგენილება.

3. (ამოღებულია).

4. (ამოღებულია).

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2044 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.73

საქართველოს 2001 წლის 16 მარტის კანონი №809 - სსმ I, №8, 31.03.2001 წ., მუხ.26

საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2790 - სსმ №8, 24.03.2006 წ., მუხ.62

 

საქართველოს პრეზიდენტი  ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1998 წლის 18 თებერვალი.

№1226-IIს

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 1998 წლის 13 ოქტომბრის კანონი №1629 - სსმ I, №2, 26.10.1998 წ., მუხ.25

2. საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2044 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.73

3. საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №61 - სსმ I, №47(54), 09.12.1999 წ., მუხ.240

4. საქართველოს 2001 წლის 16 მარტის კანონი №809 - სსმ I, №8, 31.03.2001 წ., მუხ.26

5. საქართველოს 2002 წლის 10 მაისის კანონი №1399 - სსმ I, №10, 13.05.2002 წ., მუხ.44

6. საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3048 - სსმ I, №29, 18.09.2003 წ., მუხ.216

7. საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №944 - სსმ I, №4, 17.01.2005 წ., მუხ.15

8. საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2790 - სსმ №8, 24.03.2006 წ., მუხ.62

9. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4228 - სსმ I, №50, 30.12.2006 წ., მუხ.379

10. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4248 - სსმ I, №50, 30.12.2006 წ., მუხ.399

11. საქართველოს 2008 წლის 11 მარტის კანონი №5848 - სსმ I, №6, 25.03.2008 წ., მუხ.18

12. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №879 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.314

13. საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2194 - სსმ I №40, 07.12.2009 წ., მუხ.299

14. საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3290 - სსმ I, №37, 14.07.2010 წ., მუხ.222

15. ძალადაკარგულია - საქართველოს 2010 წლის 12 ოქტომბრის კანონი №3701 - სსმ I, №56, 20.10.2010 წ., მუხ.359

 

15. 12/10/2010 - საქართველოს კანონი - 3701-IIს - სსმ, 56, 20/10/2010 14. 02/07/2010 - საქართველოს კანონი - 3290 - სსმ, 37, 14/07/2010 13. 01/12/2009 - საქართველოს კანონი - 2194 - სსმ, 40, 07/12/2009 12. 26/12/2008 - საქართველოს კანონი - 879 - სსმ, 41, 30/12/2008 11. 11/03/2008 - საქართველოს კანონი - 5848 - სსმ, 6, 25/03/2008 10. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4248 - სსმ, 50, 30/12/2006 9. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4228 - სსმ, 50, 30/12/2006 8. 17/03/2006 - საქართველოს კანონი - 2790 - სსმ, 8, 24/03/2006 7. 29/12/2004 - საქართველოს კანონი - 944 - სსმ, 4, 17/01/2005 6. 26/08/2003 - საქართველოს კანონი - 3048 - სსმ, 29, 18/09/2003 5. 10/05/2002 - საქართველოს კანონი - 1399 - სსმ, 10, 13/05/2002 4. 16/03/2001 - საქართველოს კანონი - 809 - სსმ, 8, 31/03/2001 3. 09/12/1999 - საქართველოს კანონი - 61 - სსმ, 47(54), 09/12/1999 2. 28/05/1999 - საქართველოს კანონი - 2044 - სსმ, 18(25), 01/06/1999 1. 13/10/1998 - საქართველოს კანონი - 1629 - სსმ, 2, 26/10/1998