დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საბაჟო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3048 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 26/08/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 29, 18/09/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.140.000.05.001.001.390 |
საქართველოს კანონი
„საბაჟო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საბაჟო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998, გვ.37) პირველი–მე-5 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. ზოგადი დებულება
ეს კანონი ადგენს საქართველოს საბაჟო კოდექსით განსაზღვრული საბაჟო პროცედურებისათვის გადასახდევინებელი მოსაკრებლების სახეებსა და განაკვეთებს, ამ მოსაკრებლების გადახდევინების წესსა და ვადებს.
მუხლი 2. საბაჟო მოსაკრებლის ცნება
საბაჟო მოსაკრებელი არის ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სავალდებულო ფულადი შენატანი სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელსაც ახდევინებენ საბაჟო ორგანოები საქონლის, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალებების მიერ საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას განხორციელებული სავალდებულო საბაჟო პროცედურებისათვის.
მუხლი 3. საბაჟო მოსაკრებლების გადამხდელები
საბაჟო მოსაკრებლების გადამხდელები არიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოაქვთ ან ამ ტერიტორიიდან გააქვთ საქონელი, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებების დროებით შემომყვანი პირები, რომლებიც რეგისტრაციაში გაატარებენ ამ საშუალებებს.
მუხლი 4. საბაჟო მოსაკრებლების სახეები
საბაჟო მოსაკრებლების სახეებია მოსაკრებლები, რომლებიც გადაიხდევინება საქონლის საბაჟო დათვალიერების ან/და გაფორმებისათვის.
მუხლი 5. საბაჟო მოსაკრებლების განაკვეთები
საბაჟო მოსაკრებლების განაკვეთებია:
ა) საქონლის საბაჟო დათვალიერების ან/და გაფორმებისათვის (გარდა საქონლის დროებით შემოტანის ან/და გატანისათვის, ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით საქონლის შემოტანისათვის და ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოყვანისათვის) – საბაჟო ღირებულების 0,2 პროცენტი;
ბ) საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით გამავალი ტვირთების საბაჟო დათვალიერების ან/და გაფორმებისათვის:
ბ.ა) საავტომობილო ტრანსპორტით – ერთ დეკლარაციაზე 100 ლარი;
ბ.ბ) სარკინიგზო ტრანსპორტით – ერთ დეკლარაციაზე 200 ლარი;
ბ.გ) საზღვაო ტრანსპორტით – ერთ დეკლარაციაზე 300 ლარი;
გ) საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის დროებით შემოტანისათვის ან/და ამ ტერიტორიიდან მისი დროებით გატანისათვის:
გ.ა) 10000 კილოგრამზე ნაკლები წონის საქონლის ყოველ კილოგრამზე – 1 თეთრი;
გ.ბ) 10000 კილოგრამზე მეტი წონის საქონლის ყოველ კილოგრამზე – 100 ლარიდან დამატებით 0,3 თეთრი;
გ.გ) საგამოფენო დანიშნულების საქონლის ყოველ კილოგრამზე – 2,5 თეთრი;
დ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 24 საათზე მეტი ვადით შემოსაყვანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დათვალიერების ან/და გაფორმებისათვის – ერთ სატრანსპორტო საშუალებაზე 10 ლარი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2003 წლის 1 ოქტომბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2003 წლის 26 აგვისტო.
№3048–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები