დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საბაჟო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5848 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 11/03/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 6, 25/03/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/07/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.140.000.05.001.003.136 |
საქართველოს კანონი
„საბაჟო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საბაჟო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონს (პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998, გვ. 37) დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი:
„მუხლი 81. გარდამავალი დებულება
„საქართველოს მოქალაქეების მიერ საქართველოს საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოყვანილი, ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში ან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატ-რანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრული პირი თავისუფლდება საბაჟო მოსაკრებლის გადახდისაგან, თუ იგი „საქართველოს მოქალაქეების მიერ საქართველოს საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოყვანილი, ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში ან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტო-ნომიური ოლქის ტერიტორიაზე კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან 4 თვის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში წარადგენს სათანადო განცხადებას ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში ან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე 2006 წლის 1 ივლისამდე კეთილსინდისიერად შეძენილი და საქართველოს საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით 2006 წლის 1 ივლისამდე შემოყვანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შესახებ და უზრუნველყოფს აღნიშნული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციას.“.
მუხლი 2
1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ეს კანონი მოქმედებს ამოქმედებიდან 4 თვის განმავლობაში.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2008 წლის 11 მარტი.
№5848–Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები