დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საბაჟო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 809 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 16/03/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 8, 31/03/2001 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210.020.000.05.001.000.898 |
საქარველოს კანონი
„საბაჟო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „საბაჟო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. მე-5 მუხლის „ე.ვ“ და „ე.ზ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
2. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის ბოლო წინადადება ამოღებულ იქნეს, ხოლო მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. საბაჟო მოსაკრებლის ოდენობა ამ კანონის მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საბაჟო პროცედურებისათვის არ შეიძლება იყოს 2000 ლარზე მეტი და 50 ლარზე ნაკლები (გარდა ფიზიკური პირის მიერ საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული, 2000 ლარზე ნაკლები საბაჟო ღირებულების მქონე საქონლისათვის გათვალისწინებული საბაჟო პროცედურებისათვის).“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი.
2001 წლის 16 მარტი.
№809–IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები