დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საბაჟო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2790 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 17/03/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 8, 24/03/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.140.000.05.001.002.187 |
საქართველოს კანონი
„საბაჟო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საბაჟო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998, გვ. 37) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-5 მუხლის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საქონლის საბაჟო დათვალიერების ან/და გაფორმებისათვის (გარდა საქონლის დროებით შემო-ტანის ან/და გატანისათვის):
ა.ა) იურიდიული და ფიზიკური პირების (გარდა „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფიზიკური პირებისა) მიერ საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისათვის გათვალისწინებული საბაჟო პროცედურებისათვის – ერთ დეკლარაციაზე 60 ევროს ეკვი-ვალენტი ლარებში;
ა.ბ) ფიზიკური პირის (გარდა მე-6 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფიზიკური პირებისა) მიერ საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული, 3000 ლარზე ნაკლები საბაჟო ღირებულების მქონე საქონლისათვის გათვალისწინებული საბაჟო გაფორმების პროცე-დურებისათვის – ერთ დეკლარაციაზე 5 ევროს ეკვივალენტი ლარებში;“;
ბ) „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
2. მე-6 მუხლის:
ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ფიზიკური პირის პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონლის იმპორტი იმ ლიმიტზე ნაკლები ოდენობით, რომელიც დადგენილია საბაჟო გადასახადისაგან გათავისუფლებისათვის;“;
ბ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები:
„ვ) საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ტრანზიტი;
ზ) ფიზიკური პირის მიერ 3000 ლარზე ნაკლები საბაჟო ღირებულების მქონე საქონლის ექსპორტი.“.
3. მე-9 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 17 მარტი.
№2790–Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები