გორის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისწესის დამტკიცების შესახებ

გორის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისწესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/01/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/01/2016
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2016
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.148.016307
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1
08/01/2016
ვებგვერდი, 12/01/2016
190040000.35.148.016307
გორის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისწესის დამტკიცების შესახებ
გორის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! მიმდინარეობს დოკუმენტის კონსოლიდაცია. ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას.

პირველადი სახე (12/01/2016 - 12/02/2016)

 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №1

2016 წლის 8 იანვარი

ქ. გორი

 

გორის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების და   61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს გორის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი თანდართული დანართი 1 შესაბამისად  (დანართი 1 თან ერთვის). 
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკონსტანტინე თავზარაშვილი



დანართი №1
გორის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი

ეს წესი განსაზღვრავს გორის მუნიციპალიტეტში (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) რეგისტრირებული მოსახლეობისათვის, აგრეთვე გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთჯერადი სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.

თავი I
 

სოციალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიები და დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია


მუხლი 1. ონკოლოგიური ავადმყოფების სამედიცინო დახმარება 
1. დახმარების მიმღები არის ონკოლოგიური ავთვისებიანი სიმსივნის საერთაშორისო სამედიცინო კლასიფიკატორის კოდის მქონე ავადმყოფი.

2. ონკოლოგიური ავადმყოფების,  სამედიცინო კვლევის დაფინანსება, რომელიც არ არის გათვალისწინებული სხვა პროგრამით, განისაზღვროს წარმოდგენილი ღირებულების  არაუმეტეს 500 ლარით.

3. ონკოლოგიური ავადმყოფების,  სამედიცინო სტაციონალური მომსახურების დაფინანსება, რომელიც არ არის გათვალისწინებული სხვა პროგრამით, განისაზღვროს წარმოდგენილი ღირებულების  არაუმეტეს 500 ლარით.

4. ონკოლოგიურმა პაციენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება  გამგებლის სახელზე;

ბ) გამცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;

5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.

6. დაფინანსების მიღებისათვის საჭირო დოკუმენტაციის (განცხადების) წარდგენა ბენეფიციარის მიერ უნდა მოხდეს სტაციონარში ჩატარებული სამედიცინო მომსახურების გაწევიდან  ერთი თვის ვადაში.


მუხლი 2. ონკოლოგიური ავადმყოფების  მედიკამენტებით უზრუნველყოფა  
1. დახმარების მიმღები არის ონკოლოგიური ავთვისებიანი სიმსივნის საერთაშორისო სამედიცინო კლასიფიკატორის კოდის მქონე ავადმყოფი.

2. დახმარების მიმღებს (ბენეფიციარს) დახმარება გაეწევა, არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით, ამ მუხლში აღნიშნულ დაავადებათა მკურნალობის ფარგლებში.

3. დახმარების მიმღებმა(ბენეფიციარმა) ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა შესაბამისი აფთიაქიდან.

 4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამამისი აფთიაქის საბანკო ანგარიშზე.


მუხლი 3. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო დახმარება  
1.  სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთაც ესაჭიროებათ სამედიცინო კვლევა, რომელიც არ არის გათვალისწინებული სხვა პროგრამით და გააჩნიათ 0-დან 70000-ჩათვლით სოციალურ სააგენტოდან მინიჭებული სარეიტინგო ქულა, დაფინანსება განისაზღვროს არაუმეტეს 300 (სამასი) ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლით გათვალისწინებულმა კატეგორიებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინონ:

ა) განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;

ე) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.

4. დაფინანსების მიღებისათვის საჭირო დოკუმენტაციის (განცხადების) წარდგენა ბენეფიციარის მიერ უნდა მოხდეს სტაციონარში ჩატარებული სამედიცინო მომსახურების გაწევიდან ერთი თვის ვადაში.


მუხლი 4. მოსახლეობის უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფა 
1. მოსახლეობის  მედიკამენტებით უზრუნველყოფის კუთხით დასაფინანსებელ დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) კონტინგენტია:

ა) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ეპილეფსიით დაავადებული პაციენტები;

ბ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პარკინსონიზმით დაავადებული პაციენტები;

გ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბრონქიალური ასთმით დაავადებული პაციენტები;

2. მედიკამენტებით დახმარება გაეწევა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, სოციალურად დაუცველი (0-დან 70000-ჩათ) სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე შემდეგი დაავადებათა კატეგორიის ბენეფიციარებს:

ა) თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლა;

ბ) გ.ი.დ. (გულის იშემიური დაავადება);

გ) შაქრიანი დიაბეტი ტიპი II (ინსულინ დამოუკიდებელი)

3. ამ მუხლში აღნიშნულ ყველა დაავადებათა მკურნალობაზე, დახმარების მიმღებს (ბენეფიციარს) დახმარება გაეწევა ერთჯერადად, რომლის საერთო ჯამი ერთ ბენეფიციარზე  არ უნდა აღემატებოდეს 100 ლარს

4. პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა დახმარების მიმღებმა(ბენეფიციარმა) ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა შესაბამისი აფთიაქიდან;

 ე) 0-დან 70000-ჩათ სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე პაციენტებმა დამატებით წარმოადგინონ რეგისტრაციის ამონაწერი სოციალურად  დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზიდან, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.

5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამამისი აფთიაქის საბანკო ანგარიშზე.


მუხლი 5. სქოლიოზით დაავადებული ახალგაზრდების სამკურნალო-სარეაბილიტაციო დახმარება
1.II-III ხარისხის  სკოლიოზით დაავადებული 0-დან 80000-ჩათ სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე  (0-დან 18 წლამდე) ბენეფიციარის სამკურნალო  დახმარება,  განისაზღვროს არა უმეტეს 500 (ხუთასი) ლარით.

2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი შესაბამისი დოკუმენტებია:

ა) განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა II-III ხარისხის  სკოლიოზით    დაავადების შესახებ  (ფორმა №100),გაცემული უნდა იყოს ბოლო ერთი თვის მანძილზე ორთოპედ/ტრავმატოლოგის მიერ;

დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა შესაბამისი დაწესებულებიდან;

ე) დაბადების მოწმობა  ან/და დევნილის მოწმობის ასლი;

) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.

4. დაფინანსების მიღებისათვის საჭირო დოკუმენტაციის (განცხადების) წარდგენა ბენეფიციარის მიერ უნდა მოხდეს სტაციონარში ჩატარებული სამედიცინო მომსახურების გაწევიდან ერთი თვის ვადაში.


მუხლი 6. ცერებრალური დამბლით, აუტიზმით, დაუნის და ფენილკეტონურიის სინდრომით დაავადებული ადამიანების  სამედიცინო და სოციალური დახმარება
1.ცერებრალური დამბლით, აუტიზმით, დაუნის და ფენილკეტონურიის სინდრომით დაავადებული ადამიანების  სამედიცინო და სოციალური დახმარების ფარგლებში, მოხდება:
ა) სამედიცინო კვლევების   დაფინანსება,   რომლებიც არ არის გათვალისწინებული სხვა პროგრამით, განისაღვროს არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;
ბ) ცერებრალური დამბლით, აუტიზმით, დაუნის და ფენილკეტონურიის  სინდრომით   დაავადებული ადამიანების  სოციალური დახმარება განისაზღვროს ერთჯერადად 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი შესაბამისი დოკუმენტებია:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა შესაბამისი დაწესებულებიდან;

ე) დაბადების მოწმობა;
ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე ან/და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.
4. დაფინანსების მიღებისათვის საჭირო დოკუმენტაციის (განცხადების) წარდგენა ბენეფიციარის მიერ უნდა მოხდეს სტაციონარში ჩატარებული სამედიცინო მომსახურების გაწევიდან ერთი თვის ვადაში.


მუხლი 7. დიალიზზე მყოფი და C ჰეპატიტით დაავადებული ადამიანების ერთჯერადი სოციალური და სამედიცინო დახმარება
1. დიალიზზე მყოფი ადამიანების ერთჯერადი ფულადი დახმარება, განისაზღვროს არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, იმ პირებზე,რომლებიც რეგისტრირებულინი არიან გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორაზე არანაკლებ ბოლო ორი წლის მანძილზე.

2. ვირუსული C ჰეპატიტით დაავადებულ ადამიანებს, რომელთაც გააჩნიათ სოციალურ სააგენტოდან მინიჭებული 0 დან -70000 ჩათვლით სარეიტინგო ქულა ერთჯერადი სადიაგნოსტიკო კვლევის თანადაფინანსება  განისაზღვრო სარაუმეტეს 200 (ორასი) ლარის ოდენობით.

3. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი შესაბამისი დოკუმენტებია:

ა) განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა 100);

დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;

ე) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა შესაბამისი დაწესებულებიდან; ვ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.

1. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე ან/და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.


მუხლი 8. ლეიკემიით დაავადებული ადამიანების სოციალური დახმარება
1. ლეიკემიით დაავადებული ადამიანების ერთჯერადი სოციალური ფულადი დახმარება განისაზღვროს არა უმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.

2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი შესაბამისი დოკუმენტებია:

 ა) განცხადება გამგებლისსახელზე;

 ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი;

 გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

 ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.

 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის  ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების  ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.


მუხლი 9. სპორტსმენებისა და სტუდენტების დახმარება
1. აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის საფასურის დაფინანსება 500 ლარის ოდენობით, ერთჯერადად გაეწევათ სტუდენტებს, რომლებიც არ სარგებლობენ სხვა სახელმწიფო პროგრამით და არა აქვთ მოპოვებული სახელმწიფო გრანტი:

ა) დედ-მამით ობოლი;

ბ) მარჩენალდაკარგული მრავალშვილიანი (4 და მეტი შვილი, 18 წლამდე) ოჯახებიდან;

გ) სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, რომელთაც აქვთ მინიჭებულ ი 0-დან 65000- ჩათ. სოციალური სარეიტინგო ქულა .

2. სტუდენტებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინონ:

ა) განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ) ცნობა აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლიდან მათზე სახელმწიფო დაფინანსების არარსებობის, თანხის ოდენობისა და შესაბამისი სასწავლებლის რეკვიზიტების შესახებ;

გ) პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის  საბანკო ანგარიშზე.

4. ერთჯერადი ფულადი დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით გაეწევათ ოლიმპიური სახეობების საქართველოს ნაკრების  მოქმედ სპორტსმენებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ 0-დან 70000- ჩათ. სოციალური სარეიტინგო ქულა.

5. სპორტსმენებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინონ:

ა) განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ) ცნობა შესაბამისი ფედერაციიდან ეროვნული ნაკრების წევრობის შესახებ;

გ) პირადობის მოწმობის ასლი;

დ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.

6. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.


მუხლი 10. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება:

ა) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;

ბ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;

გ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ავღანეთის ომის მონაწილეთა გარდაცვალების, სარიტუალო მომსახურება;

დ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;

ე) უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება.

2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი შესაბამისი დოკუმენტაცია:

ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;

დ) იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი;

ე) ინფორმაცია ტერიტორიული ორგანოდან გარდაცვლილის უპატრონობის შესახებ;

ვ) გარდაცვლილის ვეტერანის მოწმობის ასლი;

ზ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.

3. თანხა გაიცემა 300 (სამასი) ლარის ოდენობით.

4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.


მუხლი 11. დედ-მამით ობოლი ახალგაზრდების დახმარება
1. დედ-მამით ობოლ 0-დან 18 წლამდე ბენეფიციარებს თანადაფინანსება გაეწევა ერთჯერადად სტაციონარული მკურნალობისათვის, არაუმეტეს 500 ლარით.

2. დედ-მამით ობოლ 0-დან 18 წლამდე ბენეფიციარებზე დახმარება გაიცემა ერთჯერადად, ყოველ ბენეფიციარებზე 1000 ლარის ოდენობით.

3. დედ-მამით ობოლი 0-დან 18 წლამდე  ბენეფიციარის მეურვემ/მზრუნველმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება გამგებლისსახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს განყოფილებიდან ბენეფიციარის მეურვის ვინაობის შესახებ;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა 100);

ე) ექიმის დანიშნულების საფუძველზე, ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან პაციენტის მკურნალობის, მისი ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის შესახებ, რომელზედაც განხორციელდება გადარიცხვა;

ვ) ბენეფიციარის ან/და ბენეფიციარების დაბადების მოწმობების ასლები;

ზ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.

4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე ან/და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.


მუხლი 12. ხანძრების, დაუძლეველი  ძალის,  ბუნებრივიმოვლენების(გარდა განზრახ, ან უხეში გაუფრთხილებლობით წარმოშობილი ზიანის)  შედეგად საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზიანისათვის დაზარალებული  ოჯახების დახმარება
1. ხანძრების, დაუძლეველი  ძალის,  ბუნებრივი მოვლენების (გარდა განზრახ, ან უხეში გაუფრთხილებლობით წარმოშობი ლიზიანის) შედეგად საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზიანის მოცულობის მიხედვით, დაზარალებულ ოჯახებზე გაიცეს ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 1000 ლარისა.

2. მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება  გამგებლის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;

დ) ხანძრის შემთხვევაში, ცნობა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უწყებიდან  და აქტი ტერიტორიული ერთეულიდან;

ე) ბუნებრივი დაუძლეველი მოვლენების შედეგად, საცხოვრებელ ბინებზე ზარალის მიყენების ფაქტის დამადასტურებელი აქტი ტერიტორიული ერთეულიდან, რომელსაც თან უნდა ერთვდეს სამი მეზობლის ხელმოწერა მაინც (პირადი ნომრის მითითებით).

3. საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზიანის ოდენობას ადგენს და განსაზღვრავს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახური ზიანის წარმოშობის დროს არსებული ქონების საბაზრო ღირებულებით.

4.ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.


მუხლი 13. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა (ვეტერანთა) ოჯახების სოციალური დახმარება
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერად 300 (სამასი) ლარიან სოციალური დახმარებას მიიღებენ შემდეგი კატეგორიის მებრძოლთა (ვეტერანთა) ოჯახები და ომის მონაწილეები.

ა) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ინვალიდი;

ბ) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახები;

გ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები.

2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტები:

ა) განცხადება  გამგებლის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

დ) საქართველოს სამხედრო ძალებისა და ომის ვეტერანის მოწმობის ასლი;

ე) დოკუმენტი (დოკუმენტები), რომელიც დაადასტურებს გარდაცვლილთან ნათესაურ (მეუღლე, მშობლები და შვილები) ურთიერთობას;

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

4. სოციალურ დახმარებას მიიღებს საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახისის წევრი, რომელიც განცხადებით პირველი მიმართავს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას.


მუხლი 14. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება
1. ერთჯერად (თითო ბავშვზე) 200 (ორასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახები, რომალთაც ჰყავთ 5 და მეტი შვილი 0-დან 18-წლამდე.

2.ერთჯერად დაფინანსებას 400 (ოთხასი)ლარის ოდენობით მიიღებენ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახები,რომელთაც შეეძინათ შვილი და ჰყავთ კიდევ სამი(0-18 წლამდე) შვილი.

3. ერთჯერად დაფინანსებას 300 (სამასი)ლარის ოდენობით მიიღებენ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული    ოჯახები, რომელთაც შეეძინათ შვილი და ჰყავთ კიდევ ორი (0-18 წლამდე) შვილი. 

4. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება გამგებლისსახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შვილების დაბადების მოწმობების ასლები;

დ) საბანკო ანგარიში.

5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.


მუხლი 15. ასი და მეტი წლის ასაკის უხუცესთა დახმარება
1. ერთჯერადად 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეები, რომელთაც შეუსრულდათ 100 და მეტი წელი.

2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება გამგებლისსახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) საბანკო ანგარიში.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.


მუხლი 16. რეინტეგრირებული სახელმწიფო ზრუნვიდან ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნებული, სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების ერთჯერადი სოციალური დახმარება
1. ერთჯერადად 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული რეინტეგრირებული სახელმწიფო ზრუნვიდან ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნებული, სოციალურად დაუცველი (0-დან 70000 ჩათვლით.) სარეიტინგო სოციალური ქულის მქონე (18-წლამდე ასაკის) ახალგაზრდები.

2. დახმარების მისაღებად რეინტეგრირებულმა ახალგაზრდამ ან მეურვემ/მზრუნველმა მუნიციპალიტეტში  უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება გამგებლისსახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

 გ) დაბადების მოწმობების ასლი;

 დ) საბანკო ანგარიში.

  ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან ბავშვის მეურვის  ვინაობის შესახებ;

ვ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან რეინტეგრაციის შესახებ.

ზ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის             ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.


მუხლი 17. სოციალურად დაუცველი მარტოხელა დედების ერთჯერადი  სოციალური  დახმარება
ერთჯერადად დაფინანსებას მიიღებენ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მარტოხელა დედები:

ა) ერთჯერადად 1000(ერთი ათასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მარტოხელა დედები, რომელთაც ჰყავთ (0-დან18-წლამდე) შვილი ან შვილები და სოციალური მომსახურების სააგენტოდან აქვთ მინიჭებული (0-დან - 47000 მდე) სოციალური სარეიტინგო ქულა ;

ბ) ერთჯერადად 700(შვიდასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მარტოხელა დედები, რომელთაც ჰყავთ (0-დან 18-წლამდე) შვილი ან შვილები და სოციალური მომსახურების სააგენტოდან აქვთ მინიჭებული (47000-დან - 57000 მდე) სოციალური სარეიტინგო ქულა;

გ) ერთჯერადად 500(ხუთასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მარტოხელა დედები, რომელთაც ჰყავთ (0-დან 18-წლამდე) შვილი ან შვილები და სოციალური მომსახურების სააგენტოდან აქვთ მინიჭებული (57000-დან - 65000 ჩათვლით) სოციალური სარეიტინგო ქულა.

დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა მუნიციპალიტეტში  უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ბავშვის ან ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები ;

დ) საბანკო ანგარიში;

ე) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.

ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.


მუხლი 18. სოციალურად დაუცველი, მიუსაფარი, უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის ქირით უზრუნველყოფის ერთჯერადი ფულადი დახმარება
1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ ფართში, ერთჯერადად ერთი წლით (12 თვე), 850 (რვაასორმოცდაათი) ლარის ოდენობით ქირით უზრუნველყოფის დაფინანსებას მიიღებს გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული   სოციალურად დაუცველი, მიუსაფარი, უსახლკაროდ დარჩენილი ბენეფიციარი.

2.  მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება  გამგებლის სახელზე ;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) გამქირავებლის, ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;

დ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომ მის სახელზე საცხოვრებელი ფართი არ ირიცხება;

ე) საჯარო რეესტრის მიერ დამოწმებული ქირავნობის ხელშეკრულება;

ვ) უსახლკარობის დამადასტურებელი აქტი ტერიტორიული ერთეულიდან, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს სამი მეზობლის ხელმოწერა მაინც( პირადი ნომრის მითითებით).

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით გამქირავებლის ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.


თავი II
სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება

მუხლი 19. სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა
1. გორის მუნიციპალიტეტის 201 6 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებას, უზრუნველყოფს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახური (შემდგომში – სამსახური).

2. სამსახური პასუხისმგებელია ასევე მუნიციპალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების კომპიუტერულ დამუშავებაზე.

3. სამსახური ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ  სრულყოფილ დოკუმენტაციისას სამსახური ამზადებს დასკვნას. გარდა ამ წესის მე-1 2  მუხლით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის შემთხვევაში, ხოლო შემოსულ განცხადებებში აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ მიმართავს განმცხადებელს ხარვეზის შესავსებად.

4. ამ წესის მე-1 2  მუხლით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის შემთხვევაში, სამსახური ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ სრულყოფილ დოკუმენტაციის მასალებს სამსახური  დასკვნასთან ერთად  გადასცემს შემდგომი განხილვისათვის სოციალური  დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფს  (შემდგომში – სამუშაო გჯუფი),

5. სამსახური უზრუნველყოფს ყოველთვიური დახმარების მიმღებთა ოჯახებში მომხდარი ცვლილებების სისტემატიურ შემოწმებას, რის საფუძველზეც შეაქვს შესაბამისი შესწორებები (დახმარების დანიშვნის გაუქმება, შეწყვეტა, აღდგენა) ბენეფიციართა საქმეში. ცვლილებებში იგულისხმება ბენეფიციართა ახალი ოჯახების გამოვლენა ან გაუქმება, ოჯახის წევრთა მატება-კლება, ბავშვების სრულწლოვანობის დადგენა და ა.შ.


მუხლი 20. სამუშაო ჯგუფის მიერ განცხადებების განხილვა
1. სამუშაო ჯგუფი  იქმნება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით ამ წესის მე-1 2  მუხლით გათვალისწინებული დახმარების გაცემის განხილვის მიზნით. სამუშაო ჯგუფს ჰყავს თავმჯდომარე და მდივანი.

2. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე ხელმძღვამელობს სამუშაო ჯგუფს და უძღვება მის სხდომებს.

3. სამუშაო ჯგუფის მდივანი პასუხისმგებელია სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმის შედგენაზე და სამუშაო ჯგუფის  თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში უძღვება სამუშაო ჯგუფის  სხდომის მუშაობას. ამ შემთხვევაში სამუშაო ჯგუფის  მდივანი უფლებამოსილია სამუშაო ჯგუფის  სხდომის მდივნობა დააკისროს სამუშაო ჯგუფის  რომელიმე წევრს.

4. სამუშაო ჯგუფის მისთვის გადაცემულ განცხადებებს განიხილავს კვირაში ერთხელ.

5. სამუშაო ჯგუფის  მუშაობა საჯაროა და მას შეიძლება დაესწროს ყველა დაინტერესებული პირი, მათ შორის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

6. სამსახურის უფროსი უზრუნველყოფს სამუშაო ჯგუფის  სხდომის ადგილის, დროისა და თარიღის თაობაზე შესაბამისი ინფორმაციის წინასწარ, ერთი დღით ადრე განთავსებას გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობაში არსებულ საინფორმაციო სტენდზე.


მუხლი 21. სამუშაო ჯგუფის  მიერ გადაწყვეტილების მიღება
1. სამუშაო ჯგუფი მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით.

2. სამუშაო ჯგუფის  მიერ საკითხის გადაწყვეტა ხდება ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე.


მუხლი 22. სამუშაო ჯგუფის  ოქმები და დასკვნები
1. სამუშაო ჯგუფის  ყოველი სხდომისას დგება შესაბამისი ოქმი.

2. სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება აისახება სხდომის ოქმში.

3. სამუშაო ჯგუფის  სხდომის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით.

4. სამუშაო ჯგუფის  სხდომის ოქმების სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე პასუხისმგებელია სამსახურის უფროსი.

5. სამუშაო ჯგუფის  სხდომაზე მიიღება დასკვნა, რომელსაც ხელს აწერენ სამუშაო ჯგუფის  სხდომაზე დამსწრე სამუშაო ჯგუფის  ყველა წევრები. განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში სამუშაო ჯგუფის  წევრის აზრი დაერთვება დასკვნას.

6. სამუშაო ჯგუფის  დასკვნა სამსახურის უფროსის მიერ გადაეცემა მუნიციპალიტეტის გამგებელს.


მუხლი 23. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება
1. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით  მუნიციპალიტეტის გამგებლის სამსახურის  ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე. გარდა ამ წესის მე-12 მუხლით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის შემთხვევაში.

2. ამ წესის მე-12 მუხლით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის შესახებ.

საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით  სამუშაო ჯგუფის დასკვნისა ან  მოხსენებითი ბარათის  საფუძველზე.


თავი III
დასკვნითი დებულებები

მუხლი 24. სოციალური დახმარების გაცემის დაუშვებლობა
დაუშვებელია ამ წესით გათვალისწინებული დახმარების გაცემა გორის მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის იმ შემთხვევაში, თუ ისინი არიან ამ წესით გათვალისწინებული ანალოგიური დახმარების მიმღები აჟარის, ახალგორის, ერედვის, ქურთის და თიღვის თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებიდან.


ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.