„გორის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ “ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 8 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 28
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/05/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/05/2016
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.148.016334
28
13/05/2016
ვებგვერდი, 17/05/2016
190040000.35.148.016334
„გორის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ “ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 8 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
გორის მუნიციპალიტეტი
 
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №28

2016 წლის 13 მაისი

ქ. გორი

„გორის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ “ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 8 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“  63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016  წლის 08  იანვრის №1 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 12/01/2016; 190040000.35.148.016307)  „გორის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის  წესის დამტკიცების შესახებ“  დამტკიცებული წესის მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:   

 „მუხლი 11. დედ-მამით ობოლი და მშობლის (მშობლების) უფლებაშეზღუდული შვილების დახმარება

1. დედ-მამით ობოლ 0-დან 18 წლამდე ბენეფიციარებს თანადაფინანსება გაეწევა ერთჯერადად სტაციონარული მკურნალობისათვის, არაუმეტეს 500 ლარით.

2. დედ-მამით ობოლ 0-დან 18 წლამდე ბენეფიციარებზე დახმარება გაიცემა ერთჯერადად, ყოველ ბენეფიციარზე 1000 ლარის ოდენობით.

3. 0-დან 18 წლამდე მშობლის (მშობლების) უფლებაშეზღუდული შვილებს ფულადი დახმარება  გაეწევა ერთჯერადად,  ყოველ ბენეფიციარზე 1000 ლარის ოდენობით.

4. 0-დან 18 წლამდე დედ-მამით ობოლ და მშობლის(მშობლების) უფლებაშეზღუდული  შვილების  მეურვემ/მზრუნველმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს სამსახურიდან ბენეფიციარის მეურვის  ვინაობის შესახებ. ასევე ინფორმაცია (ცნობა) მშობლის (მშობლების) უფლება შეზღუდვის შესახებ;

დ) ბენეფიციარის ან/და ბენეფიციარების დაბადების მოწმობების ასლები;

ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.

5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 20 ივნისიდან  და გავრცელდეს 2016 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკონსტანტინე თავზარაშვილი