„გორის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ “გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 8იანვრის№1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„გორის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ “გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 8იანვრის№1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 12/02/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/02/2016
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.148.016315
9
12/02/2016
ვებგვერდი, 17/02/2016
190040000.35.148.016315
„გორის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ “გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 8იანვრის№1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
გორის მუნიციპალიტეტი
 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2016 წლის 12 თებერვალი

ქ. გორი

 

„გორის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 8 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

   საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი  და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ემუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2016  წლის 8  იანვრის №1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,12/01/2016; 190040000.35.148.016307) „გორის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო დახმარება

1. სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით ერთჯერადად გაიცემა შემდეგი სახის სამედიცინო დახმარება:

ა) სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის, რომელთაც ესაჭიროებათ სამედიცინო კვლევა, რომელიც არ არის გათვალისწინებული სხვა პროგრამით და გააჩნიათ 0-დან 70000-ის ჩათვლით სოციალურ სააგენტოდან მინიჭებული სარეიტინგო ქულა, დაფინანსება განისაზღვროს არაუმეტეს 300(სამასი) ლარის ოდენობით.

ბ) სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის, რომელთაც გააჩნიათ 0-დან 100000-ის ჩათვლით სოციალურ სააგენტოდან მინიჭებული სარეიტინგო ქულა, თანადაფინანსება სამედიცინო მკურნალობაზე მუნიციპალიტეტის მხრიდან განისაზღვროს, ბენეფიციარის მხრიდან წარმოდგენილი თანხის 50%,  მაგრამ არა უმეტეს 500 ლარით.

2. ამ მუხლით გათვალისწინებულმა კატეგორიებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინონ:

ა) განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა№100);

დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;

ე) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.

4. დაფინანსების მიღებისათვის საჭირო დოკუმენტაციის (განცხადების) წარდგენა ბენეფიციარის მიერ უნდა მოხდეს სტაციონარში ჩატარებული სამედიცინო მომსახურების გაწევიდან ერთი თვის ვადაში.

2. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ოპერაციული მკურნალობის, სტაციონარული, ამბულატორიული მომსახურების, მათ შორის, კვლევების,   სამკურნალო-სარეაბილიტაციო ღონისძიებების დაფინანსება ერთჯერადად არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის  ოდენობით;“.

3. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ვირუსული C ჰეპატიტით დაავადებული ადამიანების ერთჯერადი სადიაგნოსტიკო კვლევის თანადაფინანსება  განისაზღვროს არაუმეტეს 150 (ასორმოცდაათი)ლარის ოდენობით;“

4. ამოღებულ იქნეს დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი.

5. დადგენილებით დამტკიცებული  წესის მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„მუხლი 12. ხანძრების, დაუძლეველი  ძალის, ბუნებრივი მოვლენების (გარდა განზრახ, ან უხეში გაუფრთხილებლობით წარმოშობილი ზიანის) შედეგად საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზიანისათვის დაზარალებული  ოჯახების დახმარება

1. დაუძლეველი  ძალის,  ბუნებრივი მოვლენების (გარდა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით წარმოშობილი ზიანის)  შედეგად საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზიანის მოცულობის მიხედვით, დაზარალებულ ოჯახებზე გაიცეს  ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 1000 ლარის ოდენობით.

2. ხანძრების (გარდა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით წარმოშობილი ზიანისა)  შედეგად საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზიანის მოცულობის მიხედვით, დაზარალებულ ოჯახებზე გაიცეს  ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 3000 ლარის ოდენობით.

3. მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება  გამგებლის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;

დ) ხანძრის შემთხვევაში, ცნობა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უწყებიდან  და ინფორმაცია ადმინისტრაციული ერთეულიდან;

ე) ბუნებრივი დაუძლეველი მოვლენების შედეგად, საცხოვრებელ ბინებზე ზარალის მიყენების ფაქტის დამადასტურებელი ინფორმაცია ადმინისტრაციული ერთეულიდან, რომელსაც თან უნდა ერთოდეს სამი მეზობლის ხელმოწერა მაინც(პირადი ნომრის მითითებით).

4. საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზიანის ოდენობას ადგენს და განსაზღვრავს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახური ზიანის წარმოშობის დროს არსებული ქონების საბაზრო ღირებულებით.

5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2016 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკონსტანტინე თავზარაშვილი