დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გორის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ “ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 8 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 25 |
დოკუმენტის მიმღები | გორის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 08/04/2016 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/04/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 190040000.35.148.016331 |
|
„გორის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ “ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 8 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ “ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 8 იანვრის №1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/01/2016; 190040000.35.148.016307) „გორის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 12. ხანძრების, დაუძლეველი ძალის, ბუნებრივი მოვლენების (გარდა განზრახ, ან უხეში გაუფრთხილებლობით წარმოშობილი ზიანის) შედეგად საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზიანისათვის დაზარალებული ოჯახების დახმარება 1. დაუძლეველი ძალის , ბუნებრივი მოვლენების ( გარდა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით წარმოშობილი ზიანის ) შედეგად საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზიანის მოცულობის მიხედვით , დაზარალებულ ოჯახებზე გაიცეს ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 1000 ლარის ოდენობით . 2. ხანძრების ( გარდა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით წარმოშობილი ზიანისა ) შედეგად საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზიანის მოცულობის მიხედვით , დაზარალებულ ოჯახებზე გაიცეს ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 3000 ლარის ოდენობით . 3. მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს : ა) განცხადება გამგებლის სახელზე ; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები ; დ) ხანძრის შემთხვევაში, ცნობა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უწყებიდან და ინფორმაცია ადმინისტრაციული ერთეულიდან; ე) ბუნებრივი დაუძლეველი მოვლენების შედეგად, საცხოვრებელ ბინებზე ზარალის მიყენების ფაქტის დამადასტურებელი ინფორმაცია ადმინისტრაციული ერთეულიდან , რომელსაც თან უნდა ერთოდეს სამი მეზობლის ხელმოწერა მაინც ( პირადი ნომრის მითითებით ). 4. საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზიანის ოდენობას ადგენს და განსაზღვრავს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახური ზიანის წარმოშობის დროს არსებული ქონების საბაზრო ღირებულებით . 5. ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან, თანდართული მეზობლების ხელმოწერილი აქტით. 6. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე . 7. ამ მუხლით გათვალისწინებული დებულებები ვრცელდება იმ მოქლაქეებზეც , რომლებიც არ არიან გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულნი თუმცა ფაქტობრივი მდგომარეობით ფლობენ საცხოვრებელ სახლს გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2016 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. |
|
დოკუმენტის კომენტარები