„გორის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ “გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 8იანვრის№1დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„გორის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ “გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 8იანვრის№1დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 34
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/07/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.148.016340
34
08/07/2016
ვებგვერდი, 13/07/2016
190040000.35.148.016340
„გორის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ “გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 8იანვრის№1დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
გორის მუნიციპალიტეტი
 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №34

2016 წლის 8 ივლისი

ქ. გორი

 

„გორის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 8 იანვრის №1დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016  წლის 08  იანვრის №1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/01/2016; 190040000.35.148.016307) „გორის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილებით დამტკიცებული წესის  პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.

„მუხლი 1. ონკოლოგიური ავადმყოფების სამედიცინო დახმარება

1. დახმარების მიმღები არის ონკოლოგიური ავთვისებიანი სიმსივნის საერთაშორისო სამედიცინო კლასიფიკატორის კოდის მქონე ავადმყოფი.

2. ონკოლოგიური ავადმყოფების, სამედიცინო კვლევის დაფინანსება, რომელიც არ არის გათვალისწინებული სხვა პროგრამით, განისაზღვროს წარმოდგენილი ღირებულების არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარით.

3. ონკოლოგიური ავადმყოფების, სამედიცინო სტაციონალური მომსახურების დაფინანსება, რომელიც არ არის გათვალისწინებული სხვა პროგრამით ან/და სრულად არანაზღაურდება სახელმწიფო პროგრამით, განისაზღვროს არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაზღვევის მიერ დადგენილი ასანაზღაურებელი ზღვრული ნორმიდან  დარჩენილი ღირებულების  მიხედვით.

4. ონკოლოგიურმა პაციენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ) გამცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა  ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა 100);

დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან.

5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.

6. დაფინანსების მიღებისათვის საჭირო დოკუმენტაციის (განცხადების) წარდგენა ბენეფიციარის მიერ უნდა მოხდეს სტაციონარში ჩატარებული სამედიცინო მომსახურების გაწევიდან ერთი თვის ვადაში.“

2. დადგენილებით დამტკიცებული წესის  მე-3  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.

მუხლი 3. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო დახმარება

1. სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით ერთჯერადად გაიცემა შემდეგი სახის სამედიცინო დახმარება:

ა) სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის, რომელთაც ესაჭიროებათ სამედიცინო კვლევა, რომელიც არ არის გათვალისწინებული სხვა პროგრამით და გააჩნიათ 0-დან 70000-ის ჩათვლით სოციალური სააგენტოდან მინიჭებული სარეიტინგო ქულა, დაფინანსება განისაზღვროს არაუმეტეს 300(სამასი) ლარის ოდენობით;

ბ) სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთაც გააჩნიათ 0-დან 100000-ის ჩათვლით სოციალური სააგენტოდან მინიჭებული სარეიტინგო ქულა, თანადაფინანსებას ამედიცინო სტაციონარულ მკურნალობაზე, რომელიც არ არის გათვალისწინებული სხვა პროგრამით ან/და სრულად არ ანაზღაურდება სახელმწიფო პროგრამით მუნიციპალიტეტის მხრიდან განისაზღვროს, ბენეფიციარის მხრიდან წარმოდგენილი თანხის 50%, მაგრამ არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაზღვევის მიერ დადგენილი ასანაზღაურებელი ზღვრული ნორმიდან  დარჩენილი ღირებულების  მიხედვით.

2. ამ მუხლით გათვალისწინებულმა კატეგორიებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინონ:

ა) განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;

ე) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.

4. დაფინანსების მიღებისათვის საჭირო დოკუმენტაციის (განცხადების) წარდგენა ბენეფიციარის მიერ უნდა მოხდეს სტაციონარში ჩატარებული სამედიცინო მომსახურების გაწევიდან ერთი თვის ვადაში.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული წესის  მე-6  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.

„მუხლი 6. მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული უსინათლო, ცერებრალური დამბლით, აუტიზმით, დაუნის და ფენილკეტონურიის სინდრომით დაავადებული ადამიანების სამედიცინო და სოციალური დახმარება

1. მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული უსინათლო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს გაეწიოთ ერთჯერადი სოციალური ფულადი დახმარება 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ფარგლებში.

2. ცერებრალური დამბლით, აუტიზმით, დაუნის და ფენილკეტონურიის სინდრომით დაავადებული ადამიანების სამედიცინო და სოციალური დახმარების ფარგლებში, მოხდება:

ა) ოპერაციული მკურნალობის, სტაციონარული, ამბულატორიული მომსახურების, მათ შორის, კვლევების, სამკურნალო-სარეაბილიტაციო ღონისძიებების დაფინანსება ერთჯერადად არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

ბ) ცერებრალური დამბლით, აუტიზმით, დაუნის და ფენილკეტონურიის სინდრომით დაავადებული ადამიანების სოციალური დახმარება განისაზღვროს ერთჯერადად 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

3. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი შესაბამისი დოკუმენტებია:

ა) განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა შესაბამისი დაწესებულებიდან;

ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე ან/და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე;

4. დაფინანსების მიღებისათვის საჭირო დოკუმენტაციის (განცხადების) წარდგენა ბენეფიციარის მიერ უნდ ამოხდეს სტაციონარში ჩატარებული სამედიცინო მომსახურების გაწევიდან ერთ ითვის ვადაში.“;

4. დადგენილებით დამტკიცებული წესის  მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.

„მუხლი 7. დიალიზ ზემყოფიდა C ჰეპატიტით დაავადებული ადამიანების ერთჯერადი სოციალური და სამედიცინო დახმარება

1.დიალიზზე მყოფი ადამიანების ერთჯერადი ფულადი დახმარება, განისაზღვროს არაუმეტეს 500(ხუთასი) ლარისოდენობით, იმპირებზე,რომლებიც რეგისტრირებულნი არიანგ ორის მუნიციპალიტეტის ტერიტორაზე არანაკლებ ბოლო ორი წლის მანძილზე.

2.ვირუსული C ჰეპატიტით დაავადებულ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთაც გააჩნიათ 0-დან 100000-ის ჩათვლით სოციალური სააგენტოდან მინიჭებული სარეიტინგო ქულა ერთჯერადი სადიაგნოსტიკო კვლევის თანადაფინანსება განისაზღვროს არაუმეტეს 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

3. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი შესაბამისი დოკუმენტებია:

ა) განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა 100);

დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;

ე) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა შესაბამისი    დაწესებულებიდან;

4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე ან/და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკონსტანტინე თავზარაშვილი