დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების სახეების და განაკვეთების ოდენობის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18 |
| დოკუმენტის მიმღები | ადიგენის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/04/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/04/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210200010.35.137.016170 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (17/04/2015 - 20/04/2015)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,, დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ.ბ “ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის ,, ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მე-5 მუხლის და საქართველოს კანონის,, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების სახეები და განაკვეთის ოდენობა დანართი №1-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია დანართი №2-ის შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების სახეებისა და განაკვეთების ოდენობის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ოქტომბრის № 53 დადგენილება. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი N1
|
ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების სახეები და განაკვეთების ოდენობა
|
მუხლი 1.
ადგილობრივი მოსაკრებლები |
1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.
2. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის. 3. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლოატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილებების შეტანის) დაჩქარებული მომსახურებისათვის. 4. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის. |
მუხლი 2.
ადგილობრივი მოსაკრებლების განაკვეთები |
1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი განისაზღვროს:
ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – კვარტალში 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით; ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 1 500 (ერთი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით; გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%; დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით; ე) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთის რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების არა უმეტეს 20%-ისა; ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით; ზ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 3 000 ლარის ოდენობით. 2. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის განისაზღვროს: ა) ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის – 1 (ერთი) ლარის ოდენობით, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის – 5 (ხუთი) ლარის ოდენობით; ბ) ხაზობრივი ნაგებობისათვის გადასახადის ოდენობა განისაზღვროს შემდეგი კლასიფიკაციის მიხედვით: ბ. ა) გაზსადენი, ნავთობსადენი, ელექტროგადამცემი ხაზები-ერთ გრძივ მეტრზე 0,8 ლარი; ბ. ბ) წყალარინები- 0,8 ლარი; გ) გათავისუფლდეს მოსაკრებლის გადასახადისგან სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა. დ) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები გათავისუფლდნენ ამ წესით დაწესებული მოსაკრებლის გადასახადისგან. 3. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლოატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილებების შეტანა) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვროს : ა) II და III კლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაში: ა. ა) განცხადების წარდგენიდან სამ სამუშაო დღეში - 500 (ხუთასი) ლარი; ა.ბ) განცხადების წარდგენიდან ხუთ სამუშაო დღეში - 300 (სამასი) ლარი; ა.გ) განცხადების წარდგენიდან ათ სამუშაო დღეში - 200 (ორასი) ლარი; ბ. IVკლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაში; ბ.ა) განცხადების წარდგენიდან სამ სამუშაო დღეში - 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარი; ბ.ბ) განცხადების წარდგენიდან ხუთ სამუშაო დღეში - 1000 (ერთი ათასი) ლარი; ბ.გ) განცხადების წარდგენიდან ათ სამუშაო დღეში - 700 (შვიდასი) ლარი. 4. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის განისაზღვროს: ა) დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის ერთ სულ მოსახლეზე 0,50 ლარის ოდენობით თვეში, ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით, ხოლო იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის – 25 (ოცდახუთი) ლარის ოდენობით ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე. ბ) დასუფთავების მოსაკრებელი არ დაერიცხებათ იმ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა ნაკლებია კანონით მიღებულზე (დადგენილზე).
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი N2
|
დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია
|
წინამდებარე ინსტრუქცია (შემდგომში ,,ინსტრუქცია“) შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრვი თვითმმართველობის კოდექსი“ საფუძველზე და განსაზღვრავს საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის წესს. |
მუხლი 1.
ზოგადი ნაწილი |
1. ეს ინსტრუქცია აწესრიგებს ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთების დაწესების, გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.
2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში – მოსაკრებელი) წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურების საფასურს. 3. ნარჩენის წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში. 4. დასუფთავების წესების დარღვევისას გამოყენებული იქნება საქართველოს ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ნორმები. 5. მოსაკრებლის გადაუხდელობა, გადახდის ვადების დარღვევა ითვლება დასუფთავების წესების დარღვევად და დამრღვევის მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს ადმინისტრაიცული სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ნორმები. |
მუხლი 2.
მოსაკრებლის გადამხდელი |
მოსაკრებლის გადამხდელია ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელი ყველა პირი. |
მუხლი 3.
მოსაკრებლის განაკვეთი, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი |
1. მოსაკრებლის განაკვეთი, როგორც წესი, წესდება ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისათვის კალენდარული წლისათვის საჭირო ხარჯების შესაბამისად.
2. მოსაკრებელი გამოიანგარიშება მოსახლეობისათვის სულადობის მიხედვით, ორგანიზაციებისათვის, დაწესებულებებისათვის და იურიდიული პირებისათის დაგროვებული ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენების დაგროვების ნორმის, ნარჩენების სახეობის მიხედვით, აგრეთვე, ნარჩენების წარმომქმნელის შემოსავლის, ქონების, დაკავებული ფართობის, დასაქმებული პერსონალის რაოდენობის, საქონლის(მომსახურების), მომხმარებელთა რაოდენობის, მიღებული სხვა საბინაო-კომუნალური მომსახურების მოცულობის (ღირებულების) და ა.შ. მიხედვით. მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სიდიდეების კომბინაციებიც. 3. ადიგენის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის გაწეული მომსახურების დამადასტურებელი საბანკო ქვითარი გამოიწერება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე, რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენი. 4. ადიგენის მუნიციპალიტეტის მოსახლე მოსაკრებელს იხდის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. 5. ამხანაგობის შემთხვევაში ამხანაგობის ყველა წევრის თანხმობისას შესაძლებელია მოსაკრებლის გადახდა მოხდეს ერთიანად ამხანაგობის სახელზე, ამ შემთხვევაში ამხანაგობა წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს და წარუდგენს ყველა მესაკუთრის თანხმობის დამადასტურებელ საბუთს. 6. მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბანკო დოკუმენტი ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის გამოიწერება ამ ორგანიზაციის, დაწესებულების და იურიდიული პირის სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენი. 7. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს ნებისმიერი გადამხდელის ან მისი წარმომადგენელი სხვა პირის მიერ. 8. მოსაკრებლის გადახდის საბანკო დოკუმენტი შენახული უნდა იქნეს ერთი წლის განმავლობაში. მისი დაკარგვისას აღდგენას დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ახდენს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახური სახაზინო მონაცემებზე დაყრდნობით. 9. მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა და აღნიშნულის შესახებ სავალდებულოა აცნობოს მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამის სამსახურს. |
მუხლი 4.
მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისგან გათავისუფლება |
1.არ დაერიცხება დასუფთავების მოსაკრებელი საწარმოო ობიექტებისა და ორგანიზაციებისა და შენობა-ნაგებობების ფართს ან მათ ნაწილს, ღია ტერიტორიების ფართს ან მათ ნაწილს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენი. |
მუხლი 5.
მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები |
1. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე საბანკო ან ელექტრონული ანგარიშსწორების საშუალებით.
2. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ. |
მუხლი 6.
პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადაუხდელობისათვის |
1.მოსაკრებლის დროულად გადაუხდელობა გამოიწვევს დაჯარიმებას ინდ. მეწარმისათვის და იურიდიული პირებისათვის 10 ლარის ოდენობით, ხოლო ფიზიკური პირებისათვის 2 ლარის ოდენობით. |
მუხლი 7.
პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის |
მოსაკრებლის გადახდევინებისათვის ადმინისტრირება ეკისრება უფლებამოსილ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს (პირთა ჯგუფს). |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები