ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების სახეების და განაკვეთების ოდენობის დამტკიცების შესახებ” ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 7 აპრილის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების სახეების და განაკვეთების ოდენობის დამტკიცების შესახებ” ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 7 აპრილის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/04/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/04/2015
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.137.016172
20
20/04/2015
ვებგვერდი, 22/04/2015
210020010.35.137.016172
ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების სახეების და განაკვეთების ოდენობის დამტკიცების შესახებ” ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 7 აპრილის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ადიგენის მუნიციპალიტეტი
 

 ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №20

2015 წლის 20 აპრილი

დ. ადიგენი

 

ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების სახეების და განაკვეთების ოდენობის დამტკიცების შესახებ” ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 7 აპრილის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16  მუხლის პირველი პუნქტის ,, დ“  ქვეპუნქტის,  24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ.ბ “  ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“  მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-5 მუხლის და საქართველოს კანონის,, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო   ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების სახეები და განაკვეთის ოდენობა დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 7 აპრილის №18 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიმედა მღებრიშვილი



დანართი №1
ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების სახეები და განაკვეთების ოდენობა

მუხლი 1. ადგილობრივი მოსაკრებლები
1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.

2. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის.

3. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლოატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილებების შეტანის)   დაჩქარებული მომსახურებისათვის.

4. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის.


მუხლი 2. ადგილობრივი მოსაკრებლების განაკვეთები
1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი განისაზღვროს:

ა)  თითოეულ სამორინეს  მაგიდაზე – კვარტალში 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით;

ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 1 500 (ერთი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით;

გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;

დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით;

ე) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთის რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების არა უმეტეს 20%-ისა;

ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით;

ზ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 3 000 ლარის ოდენობით.

2. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის განისაზღვროს:

ა) ახალასამშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის – 1 (ერთი) ლარის ოდენობით, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის – 5 (ხუთი) ლარის ოდენობით;

ბ) ხაზობრივი ნაგებობისათვის გადასახადის ოდენობა განისაზღვროს შემდეგი კლასიფიკაციის მიხედვით:

ბ. ა) გასზადენი, ნავთობსადენი, ელექტროგადამცემი ხაზები-ერთ გრძივ მეტრზე 0,8 ლარი;

ბ. ბ) წყალარინები- 0,8 ლარი;

გ) გათავისუფლდეს მოსაკრებლის გადასახადისგან სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა.

დ) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები გათავისუფლდნენ ამ წესით დაწესებული მოსაკრებლის გადასახადისგან.

3.  მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების  დადასტურების (ექსპლოატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილებების შეტანა) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვროს :

ა) II  და III კლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაში:

ა. ა) განცხადების წარდგენიდან სამ სამუშაო დღეში - 500 (ხუთასი) ლარი;

ა.ბ) განცხადების წარდგენიდან ხუთ სამუშაო დღეში - 300 (სამასი) ლარი;

ა.გ) განცხადების წარდგენიდან ათ სამუშაო დღეში   - 200 (ორასი) ლარი;

ბ) IVკლასის  შენობა-ნაგებობის შემთხვევაში;

ბ.ა) განცხადების წარდგენიდან სამ სამუშაო დღეში - 1500 (ერთი ათასხუთასი) ლარი;

ბ.ბ) განცხადების წარდგენიდან ხუთ სამუშაო დღეში  - 1000 (ერთი ათასი) ლარი;

ბ.გ) განცხადების წარდგენიდან ათ სამუშაო დღეში - 700 (შვიდასი) ლარი.

4.  მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის განისაზღვროს:

ა) დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის ერთ სულ მოსახლეზე   0,50 ლარის ოდენობით თვეში, ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით, ხოლო იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის – 25 (ოცდახუთი) ლარის ოდენობით ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე.

ბ) დასუფთავების მოსაკრებელი არ დაერიცხებათ იმ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა ნაკლებია კანონით მიღებულზე (დადგენილზე).

 

       

 

ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ

         

სამეწარმეო საქმიანობა

ზომის ერთეული

მოსაკრებლის განაკვეთი თვეში (ლარებში)

შენიშვნა

1

ბიბლიოთეკები

საერთო ფართობი კვ.მ

0,05

 100მ2

5 ლარი

2

ოფისები, სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები, ბანკები, საფინანსო ორგანიზაციები, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები

საერთო ფართობი 1 კვ.მ

0,20

100მ2

20 ლარი

3

კინოთეატრები და თეატრები

მაყურებლის ერთი სავარძელი

0,15

100 სავარძ.

15 ლარი

4

სკოლები, ინტერნატები, კოლეჯები, ბაგა-ბაღები (საგანმანათლებლო დაწესებულებები)

ერთ მოსწავლეზე

0,05

100 მოსწ.

5 ლარი

5

სასტუმროები (რესტორნის გარეშე)

მომსახურების ერთეული (ერთი საწოლი)

0,30

 100 საწოლზე

30 ლარი

6

საავადმყოფოები

1 საწოლი

0,30

100 საწოლზე

30 ლარი

7

პოლიკლინიკები, სტომატოლოგიური და სხვა სამედიცინო კაბინეტები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრი

სამუშაო ფართობის 1 კვ.მ

0,20

100მ2

 20 ლარი

8

აფთიაქები

სამუშაო ფართის 1 კვ.მ

0,10

100მ2

10 ლარი

9

დახურული ტიპის სპორტული დარბაზები

საერთო ფართობი 1 კვ.მ

0,10

 100მ2

10 ლარი

10

სასურსათო და სხვა დასახელების მარკეტები

სამუშაო ფართის 1 კვ.მ

0,10

100მ2

10 ლარი

11

აგრარული ბაზარი

საერთო ფართობი 1 კვ.მ

0,20

 100მ2

20 ლარი

12

ბენზინგასამართი სადგურები

სამუშაო ფართის 1 კვ.მ

0,10

100მ2

10 ლარი

13

აბანოები, საუნები

საერთო ფართობი 1 კვ.მ

0,10

100მ2

10 ლარი

14

სადალაქოები, სილამაზის სალონები

სამუშაო ფართობი 1 კვ.მ

0,30

 100მ2

30 ლარი

15

რესტორანი ,,კაფე-ბარები“, სასადილოები სწრაფი კვების ობიექტები (საშაურმე)

საერთო ფართობი 1 კვ.მ

0,05

100მ2

5 ლარი

16

საავტომობილო სადგურები

სამუშაო ფართის 1 კვ.მ

0,10

100მ2

10 ლარი

17

ღია ტიპის დასვენების და გასართობი ადგილზები, სკვერები, ბაღები, ატრაქციონები

1 კვ.მ

0,01

 100მ2

1 ლარი

18

ავტოტექმომსახურების სადგურები, სახელოსნო, ავტოსამრეცხაო

საერთო ფართობი 1 კვ.მ

0,10

 100მ2

10 ლარი

19

მშენებარე ობიექტები

ფართის 1 კვადრატულ მეტრზე

0,15

100მ2

15 ლარი

20

საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტების მშენებლობისათვის

ფართის 1 კვადრატულ მეტრზე

1

100მ2

100 ლარი

21

საბითუმო საწყობი, მაცივარი, ბაზა

საერთო ფართობი 1 კვ.მ

0,10

100მ2

10  ლარი

22

საბანკეტო დარბაზები

საერთო ფართობი 1 კვ.მ

0,05

100მ2

5  ლარი

23

სადურგლო, მეტალოპლასტმასის, მინის დაჭრის და სხვა სახელოსნო

სამუშაო ფართის 1 კვადრატულ მეტრზე

0,10

100მ2

10 ლარი

24

სხვადასხვა დაწესებულებები

სამუშაო ფართის 1 კვ.მ

0.20

100მ2

20 ლარი