„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების სახეების და განაკვეთების ოდენობის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 7 აპრილის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 34
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 02/08/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/08/2022
სარეგისტრაციო კოდი 210200010.35.137.016579
34
02/08/2022
ვებგვერდი, 03/08/2022
210200010.35.137.016579
„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების სახეების და განაკვეთების ოდენობის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 7 აპრილის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ადიგენის მუნიციპალიტეტი
 
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №34

2022 წლის 2 აგვისტო

დაბა ადიგენი

„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების სახეების და განაკვეთების ოდენობის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 7 აპრილის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება  „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების სახეების და განაკვეთების ოდენობის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 7 აპრილის №18 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/04/2015  210200010.35.137.016170) კერძოდ:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2-ის პირველი მუხლიდან ამოღებული იქნეს მე-4 და მე-5 პუნქტები:

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2-ის მე-5 და მე-6 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები

1.მოსაკრებლის გადახდა წარმოებს ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე საბანკო ან ელექტრონული ანგარიშსწორების საშუალებით.

2.მოსაკრებელი გადაიხდევინება თვეში ერთხელ.

3.გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.

მუხლი 6. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადაუხდელობისათვის

დასუფთავების მოსაკრებლის გადაუხდელობა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიზაზა მღებრიშვილი