„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების სახეებისა და განაკვეთების ოდენობის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 7 აპრილის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/06/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/06/2019
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.137.016454
22
04/06/2019
ვებგვერდი, 07/06/2019
210020010.35.137.016454
„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების სახეებისა და განაკვეთების ოდენობის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 7 აპრილის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ადიგენის მუნიციპალიტეტი
 
     ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №22

2019 წლის 4 ივნისი

დაბა ადიგენი

„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების სახეებისა და განაკვეთების ოდენობის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 7 აპრილის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება  „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების სახეებისა და განაკვეთების ოდენობის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 7 აპრილის №18 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/05/2019,  280010000.35.137.016451) კერძოდ:

დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის განისაზღვროს:

ა) ადიგენის   მუნიციპალიტეტის   ტერიტორიაზე   ახალ ასაშენებელი/დასანგრევი   ობიექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის შეადგენს:

ა.ა) დაბა   ადიგენის   და   სოფლების   ტერიტორიაზე – 1 ლარს,   ხოლო   სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებზე – 0.5 ლარს

ბ) დაბა აბასთუმნის ტერიტორიაზე:

ბ.ბ) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის – 1 ლარს. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებზე – 0.5 ლარს. საცხოვრებელი მრავალსართულიანი სახლის მშენებლობაზე, აგრეთვე კომერციული ხასიათის ნაგებობებზე   4 ლარს. სამრეწველო ობიექტის მშენებლობისას  5(ხუთი) ლარს.

გ)  ისეთი შენობა ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობისათვის, რომელსაც არ გააჩნია განაშენიანების ინტენსიობის კოეფიციენტის (კ-2)-ს საანგარიშო ფართობი, II კლასის ობიექტებისთვის მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს – 50 ლარს; III კლასის ობიექტებისათვის – 200 ლარს; IV კლასის ობიექტებისათვის 400 ლარს.

დ) ხაზობრივი ნაგებობისათვის გადასახადის ოდენობა განისაზღვროს შემდეგი კლასიფიკაციის მიხედვით:

დ.ა) გაზსადენი, ნავთობსადენი  – ერთ გრძივ მეტრზე 0,8 ლარი;

დ.ბ) წყალარინები  – 0,8 ლარი;

დ.დ) საჰაერო  ხაზობრივ ნაგებობებზე კავშირგაბმულობისა და ელექტროგადამცემ ხაზებზე 0-5 კმ-ის ჩათვლით ერთ გრძივ მეტრზე 0,8 ლარი, ხოლო 5 კილომეტრიდან ზევით 0.5 ლარი;

ე) გათავისუფლდეს მოსაკრებლის გადასახადისგან სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული  ობიექტის მშენებლობა;

ვ) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები გათავისუფლდნენ ამ წესით  დაწესებული მოსაკრებლის გადასახადისგან.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიმედა მღებრიშვილი