ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 104
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 010320000.10.003.018489
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
104
10/03/2015
ვებგვერდი, 12/03/2015
010320000.10.003.018489
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (12/03/2015 - 06/05/2015)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №104

2015 წლის 10 მარტი

ქ. თბილისი

 

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული  „ევროპულ და ევროატლანტიკურ  სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები“. 
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის  საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის  ევროკავშირის დახმარებების კოორდინაციის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;

1.1 კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

1.2. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის  ევროკავშირის დახმარებების კოორდინაციის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად,  კანდიდატებისთვის   დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

ა) უმაღლესი  განათლება - ბაკალავრის აკადემიური ხარისხი შემდეგ სპეციალობებში: საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები, საერთაშორისო ურთიერთობები, საერთაშორისო სამართალი, ევროპამცოდნეობა, საჯარო მართვა;

ბ) ევროინტეგრაციის საკითხებზე  მუშაობის, ან ევროინტეგრაციის მიმართულებით, სტაჟირების არანაკლებ 6 თვიანი გამოცდილება;

გ)  კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა (Ms.Word, Ms.Excel, Ms.PowerPoint, Internet);

დ) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა.

1.3. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის  ევროკავშირის დახმარებების კოორდინაციის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, კანდიდატებისთვის   დამატებით დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: 

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

გ) ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის განმსაზღვრელი დოკუმენტების ცოდნა (ასოცირების შესახებ შეთანხმება, ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას  და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორე მხრივ, საქართველოს შორის; საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგი;
პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება);

დ) ევროკავშირის ინსტიტუტებისა და მათი ფუნქციონირების მექანიზმები; საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ისტორია და არსებული თანამშრომლობა;

ე) ევროკავშირსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მესამე ქვეყნების  განვითარებისათვის დახმარების ძირითადი პრინციპები (2005 წლის 5 მარტის პარიზის დეკლარაცია; 2004 წლის 4 სექტემბერს მიღებული „აკრას დღის წესრიგი ცვლილებებისათვის“; 2011 წლის 13 ოქტომბრის ევროკომისიის კომუნიკაცია ევროპარლამენტს,  „ცვლილებების დღის წესრიგთან - Agenda for Changes“ დაკავშირებით) და დღეისათვის, ევროკავშირის დახმარების ფარგლებში, საქართველოსთან თანამშრომლობის ძირითადი პრიორიტეტები.

2.  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის  ევროინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტის  სექტორალური თანამშრომლობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი;

2.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

2.2. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის  ევროინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტის  სექტორალური თანამშრომლობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, კანდიდატებისთვის   დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება - ბაკალავრის აკადემიური ხარისხი შემდეგ სპეციალობებში: სოციალური და  პოლიტიკური მეცნიერებები, საერთაშორისო ურთიერთობები, ეკონომიკა, სამართალი;

ბ) საჯარო, ან აკადემიურ სფეროში (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები), ან შესაბამისი პროფილის საერთაშორისო ან არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება - არანაკლებ 1 წელი;

გ) ევროინტეგრაციის საკითხებზე მუშაობის არანაკლებ  6-თვიანი გამოცდილება;

დ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა (Ms. Word, Ms. Excel, Ms. PowerPoint, Internet);

ე) ინგლისური ენის კარგი ცოდნა.

2.3. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის  ევროინტეგრაციის საკითხთა  კოორდინაციის დეპარტამენტის სექტორალური თანამშრომლობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, კანდიდატებისთვის   დამატებით დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: 

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

გ) საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, ინსტიტუტები და სამართლებრივი დოკუმენტები;

დ) ევროკავშირის ისტორიის ძირითადი ასპექტები და ფუნქციონირების მექანიზმები.

3. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის  ევროინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტის   ანალიტიკური სამმართველოს მთავარი სპეციალისტი;

 3.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და  ფლობდეს სახელმწიფო ენას.

3.2. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის  ევროინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტის   ანალიტიკური  სამმართველოს მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად,  კანდიდატებისთვის   დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

ა) უმაღლესი განათლება - ბაკალავრის აკადემიური ხარისხი შემდეგ სპეციალობებში: სოციალური და პოლიტიკური  მეცნიერებები, საერთაშორისო ურთიერთობები, ეკონომიკა, სამართალი;

ბ) საჯარო, ან აკადემიურ სფეროში (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები), ან შესაბამისი პროფილის საერთაშორისო ან არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება – არანაკლებ 1 წელი;

გ) ევროინტეგრაციის საკითხებზე მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი გამოცდილება;

დ) აკადემიური წერის უნარ-ჩვევები.

3.3. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის  ევროინტეგრაციის საკითხთა  კოორდინაციის დეპარტამენტის ანალიტიკური სამმართველოს მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, კანდიდატებისთვის   დამატებით დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: 

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

გ) საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, სამართლებრივი დოკუმენტები და ინსტიტუტები;

დ) ევროკავშირის ისტორიის ძირითადი ასპექტები და ფუნქციონირების მექანიზმები.