„ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 მარტის №104 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 197
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/05/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/05/2015
სარეგისტრაციო კოდი 010320000.10.003.018582
197
06/05/2015
ვებგვერდი, 06/05/2015
010320000.10.003.018582
„ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 მარტის №104 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №197

2015 წლის 6 მაისი

ქ. თბილისი

„ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 მარტის №104 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ევროპულ და ევროატლანტიკურ  სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 მარტის №104 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ, „ევროპულ და ევროატლანტიკურ  სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს“  დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4.  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის  საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის იურისტი:   

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 7 წლიანი გამოცდილება, მათ შორის,  საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;

გ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადების, აგრეთვე მათი სამართლებრივი ექსპერტიზის მიმართულებით მუშაობის  გამოცდილება;

დ) იურიდიული შინაარსის დოკუმენტაციის (ხელშეკრულებებისა და მემორანდუმების) მომზადების გამოცდილება;

ე) საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს შრომის კოდექსის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის ცოდნა;      

ვ) იურიდიული ხასიათის ელექტრონული პროგრამების ცოდნა („საკანონმდებლო მაცნე“, „Codex“);

ზ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა;

თ) უცხო ენის (ინგლისური/რუსული) ცოდნა.“ .

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი