„ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 მარტის №104 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 89
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/02/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 010320000.10.003.019153
89
26/02/2016
ვებგვერდი, 01/03/2016
010320000.10.003.019153
„ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 მარტის №104 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №89

2016 წლის 26 თებერვალი

ქ. თბილისი

„ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 მარტის №104 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის     მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 მარტის №104 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/03/2015, 010320000.10.03.018489) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში“:

1. 51 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 52 პუნქტი:

„52. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი:

ა) უმაღლესი განათლება − მაგისტრის აკადემიური ხარისხი შემდეგ სპეციალობებში: სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, საერთაშორისო ეკონომიკა, საერთაშორისო სამართალი,  საერთაშორისო ურთიერთობები;

ბ) ევროინტეგრაციის საკითხებზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება, ამასთან, საჯარო სამსახურში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;

გ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების: MS Office (Word, Excel, Power Point, Outlook) და  Internet-ის ცოდნა;

დ) ორი უცხო ენის სრულყოფილი ცოდნა (სავალდებულო − ინგლისური ენა);

ე) საქართველოს კონსტიტუციის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ცოდნა;

ვ) საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებების, სამართლებრივი დოკუმენტებისა და ინსტიტუტების, ევროკავშირის ისტორიის ძირითადი ასპექტებისა და ფუნქციონირების მექანიზმების ცოდნა.“.

2.  6.3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 6.4 პუნქტი და მე-7 პუნქტი:

„6.4  სამმართველოს უფროსი:

ა) უმაღლესი განათლება − მაგისტრის აკადემიური ხარისხი შემდეგ სპეციალობებში: საერთაშორისო ურთიერთობები, საერთაშორისო ეკონომიკა, საერთაშორისო სამართალი,  ევროპათმცოდნეობა, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები;

ბ) ევროპულ ან/და ევროატლანტიკურ საკითხებზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; ამასთან, სასურველია ღონისძიებების დაგეგმვისა და ორგანიზების კუთხით მუშაობის გამოცდილება;

გ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების: MS Office (Word, Excel, Power Point, Outlook) და  Internet-ის ცოდნა;

დ) ინგლისური  ენის  სრულყოფილი ცოდნა;

ე) საქართველოს კონსტიტუციის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებების, სამართლებრივი დოკუმენტებისა და ინსტიტუტების, ევროკავშირის ისტორიის ძირითადი ასპექტებისა და ფუნქციონირების მექანიზმების ცოდნა.

7. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის  ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

7.1 დეპარტამენტის უფროსი:

ა) უმაღლესი განათლება − მაგისტრის აკადემიური ხარისხი შემდეგ სპეციალობებში: საერთაშორისო ურთიერთობები, საერთაშორისო ეკონომიკა, საერთაშორისო სამართალი,  სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები;

ბ) საერთაშორისო ურთიერთობების ან/და საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება, ამასთან, საჯარო სამსახურში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;

გ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების: MS Office (Word, Excel, Power Point, Outlook) და  Internet-ის ცოდნა;

დ) ორი უცხო ენის სრულყოფილი ცოდნა (სავალდებულო − ინგლისური ენა);

ე) საქართველოს კონსტიტუციის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“  საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ცოდნა;

ვ) საქართველო-ნატოს თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებების, სამართლებრივი დოკუმენტებისა და ინსტიტუტების, ნატოს ისტორიის ძირითადი ასპექტებისა და ფუნქციონირების მექანიზმების ცოდნა.  

7.2 დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

ა) უმაღლესი განათლება − მაგისტრის აკადემიური ხარისხი შემდეგ სპეციალობებში: საერთაშორისო ურთიერთობები, საერთაშორისო ეკონომიკა, საერთაშორისო სამართალი,  სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები;

ბ) საერთაშორისო ურთიერთობების ან/და საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება, ამასთან, საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება;

გ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების: MS Office (Word, Excel, Power Point, Outlook) და  Internet-ის ცოდნა;

დ) ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;

ე) საქართველოს კონსტიტუციის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ცოდნა;

ვ) საქართველო-ნატოს თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებების, სამართლებრივი დოკუმენტებისა და ინსტიტუტების, ნატოს ისტორიის ძირითადი ასპექტებისა და ფუნქციონირების მექანიზმების ცოდნა.  

7.3 მთავარი სპეციალისტი:

ა) უმაღლესი განათლება − ბაკალავრის აკადემიური ხარისხი შემდეგ სპეციალობებში: საერთაშორისო ურთიერთობები, საერთაშორისო ეკონომიკა, საერთაშორისო სამართალი, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები;

ბ)  საერთაშორისო ურთიერთობების ან/და საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი გამოცდილება, ამასთან, საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება;

გ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების: MS Office (Word, Excel, Power Point, Outlook) და  Internet-ის ცოდნა;

დ) ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;

ე) საქართველოს კონსტიტუციის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ცოდნა;

ვ) საქართველო-ნატოს თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებების, სამართლებრივი დოკუმენტებისა და ინსტიტუტების, ნატოს ისტორიის ძირითადი ასპექტებისა და ფუნქციონირების მექანიზმების ცოდნა.“.   

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი