დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 მარტის №104 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 540 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 22/10/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/10/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320000.10.003.018926 |
|
„ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 მარტის №104 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 მარტის №104 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12.03.2015 წ., 010320000.10.003.018489) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს“ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:
„51. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტის სექტორალური თანამშრომლობის სამმართველოს და ანალიტიკური სამმართველოს უფროსი: ა) უმაღლესი განათლება – მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი შემდეგ სპეციალობებში: სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, საერთაშორისო ურთიერთობები, ეკონომიკა, სამართალი; ბ) ევროინტეგრაციის საკითხებზე მუშაობის გამოცდილება; გ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება; დ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების – MS Office (Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet Explorer-ის ცოდნა; ე) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა; ვ) საქართველოს კონსტიტუციის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის და „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის ცოდნა; ზ) საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებების, სამართლებრივი დოკუმენტებისა და ინსტიტუტების, ევროკავშირის ისტორიის ძირითადი ასპექტებისა და ფუნქციონირების მექანიზმების ცოდნა.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები