„ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 მარტის №104 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 373
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 010320000.10.003.018757
373
24/07/2015
ვებგვერდი, 27/07/2015
010320000.10.003.018757
„ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 მარტის №104 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №373

2015 წლის 24 ივლისი

   ქ. თბილისი

„ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 მარტის №104 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ევროპულ და ევროატლანტიკურ  სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 მარტის №104 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/03/2015, 010320000.10.013.018489) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ „ევროპულ და ევროატლანტიკურ  სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს“  დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5  და მე-6 პუნქტები:

 „5. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის  ევროინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

ა) უმაღლესი განათლება − მაგისტრის აკადემიური ხარისხი შემდეგ სპეციალობებში: სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, საერთაშორისო ეკონომიკა, საერთაშორისო სამართალი,  საერთაშორისო ურთიერთობები;

ბ) ევროინტეგრაციის საკითხებზე საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;

გ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების  − MS Office (Word, Excel, Power Point, Outlook) და  Internet-ის ცოდნა;

დ) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;

ე) საქართველოს კონსტიტუციის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის ცოდნა;

ვ) საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებების, სამართლებრივი დოკუმენტებისა და ინსტიტუტების, ევროკავშირის ისტორიის ძირითადი ასპექტებისა და ფუნქციონირების მექანიზმების ცოდნა.

6. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის  საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

6.1. დეპარტამენტის უფროსი:

ა) უმაღლესი განათლება, მაგისტრის აკადემიური ხარისხი;

ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება (მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება), ამასთან, ევროპულ ან/და ევროატლანტიკურ საკითხებზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;

 გ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების  − MS Office (Word, Excel, Power Point, Outlook) და  Internet-ის ცოდნა;

დ) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;

ე) საქართველოს კონსტიტუციის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ცოდნა;

ვ) საქართველო-ევროკავშირისა და საქართველო-ნატოს თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებების, სამართლებრივი დოკუმენტებისა და ინსტიტუტების, ევროკავშირისა და ნატოს ისტორიის ძირითადი ასპექტებისა და ფუნქციონირების მექანიზმების ცოდნა.

6.2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

ა) უმაღლესი განათლება, მაგისტრის აკადემიური ხარისხი;

ბ) ევროპულ ან/და ევროატლანტიკურ საკითხებზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება, ამასთან, საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ  1-წლიანი გამოცდილება;

გ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების  − MS Office (Word, Excel, Power Point, Outlook) და  Internet-ის ცოდნა;

დ) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;

ე) საქართველოს კონსტიტუციის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ცოდნა;

ვ) საქართველო-ევროკავშირისა და საქართველო-ნატოს თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებების, სამართლებრივი დოკუმენტებისა და ინსტიტუტების, ევროკავშირისა და ნატოს ისტორიის ძირითადი ასპექტებისა და ფუნქციონირების მექანიზმების ცოდნა.

6.3. მთავარი სპეციალისტი:

ა) უმაღლესი განათლება − ბაკალავრის აკადემიური ხარისხი შემდეგ სპეციალობებში: სოციალური და პოლიტიკური  მეცნიერებები, საერთაშორისო ეკონომიკა, საერთაშორისო სამართალი,  საერთაშორისო ურთიერთობები;

ბ) ევროპულ ან/და ევროატლანტიკურ საკითხებზე მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი გამოცდილება, ამასთან, საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ  1-წლიანი გამოცდილება;

გ) აკადემიური წერის უნარ-ჩვევები;

დ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების  − MS Office (Word, Excel, Power Point, Outlook) და  Internet-ის ცოდნა;

ე) ორი უცხო ენის სრულყოფილი ცოდნა (სავალდებულო − ინგლისური ენა);

ვ) საქართველოს კონსტიტუციის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველო-ევროკავშირისა და საქართველო-ნატოს თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებების, სამართლებრივი დოკუმენტებისა და ინსტიტუტების; ევროკავშირისა და ნატოს ისტორიის ძირითადი ასპექტებისა და ფუნქციონირების მექანიზმების ცოდნა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი