„ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 მარტის №104 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 502
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/11/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/11/2016
სარეგისტრაციო კოდი 010320000.10.003.019568
502
11/11/2016
ვებგვერდი, 15/11/2016
010320000.10.003.019568
„ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 მარტის №104 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №502

2016 წლის 11 ნოემბერი

ქ. თბილისი

„ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 მარტის №104 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 მარტის №104 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12.03.2015, 010320000.10.003.018489) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს“:

1. პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის  11 და 12 პუნქტები:

„11. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი:

ა) უმაღლესი განათლება − მაგისტრის აკადემიური ხარისხი შემდეგ სპეციალობებში: სოციალური მეცნიერებები, საერთაშორისო ურთიერთობები, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები;

ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება (მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება). ამასთან, ევროინტეგრაციის საკითხებზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;

გ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების: MS Office (Word, Excel, Power Point, Outlook)-ისა და  Internet-ის ცოდნა;

დ) ორი უცხო ენის სრულყოფილი ცოდნა (სავალდებულო − ინგლისური ენა);

ე) საქართველოს კონსტიტუციის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის ცოდნა;

ვ) საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებების, სამართლებრივი დოკუმენტებისა და ინსტიტუტების, ევროკავშირის ისტორიის ძირითადი ასპექტებისა და ფუნქციონირების მექანიზმების ცოდნა;

ზ) ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მესამე ქვეყნების განვითარებისათვის დახმარების ძირითადი პრინციპებისა (2005 წლის 5 მარტის პარიზის დეკლარაცია; 2004 წლის 4 სექტემბერს მიღებული „აკრას დღის წესრიგი ცვლილებებისათვის“; 2011 წლის 13 ოქტომბრის ევროკომისიის კომუნიკაცია ევროპარლამენტს, „ცვლილებების დღის წესრიგთან − Agenda for Changes“ დაკავშირებით) და ევროკავშირის   დახმარების   ფარგლებში საქართველოსთან თანამშრომლობის ძირითადი პრიორიტეტების ცოდნა;

თ) ევროკავშირის დახმარების პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების ძირითადი პრინციპების ცოდნა, მათ შორის, პროექტების მართვის ციკლის (PCM), ლოგიკური ჩარჩოს (Logic Framework) ფორმირების, ანგარიშგებისა და ევროკავშირის შესყიდვების პროცედურების (procurement procedure - PRAG Rules) ცოდნა.

1.2 ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

ა) უმაღლესი განათლება − ბაკალავრის აკადემიური ხარისხი შემდეგ სპეციალობებში: სოციალური მეცნიერებები, საერთაშორისო ურთიერთობები, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები;

ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, ევროინტეგრაციის საკითხებზე მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;

გ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების: MS Office (Word, Excel, Power Point, Outlook)-ისა და  Internet-ის ცოდნა;

დ) ორი უცხო ენის სრულყოფილი ცოდნა (სავალდებულო − ინგლისური ენა);

ე) საქართველოს კონსტიტუციის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის ცოდნა;

ვ) საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებების, სამართლებრივი დოკუმენტებისა და ინსტიტუტების, ევროკავშირის ისტორიის ძირითადი ასპექტებისა და ფუნქციონირების მექანიზმების ცოდნა;

ზ) ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მესამე ქვეყნების განვითარებისათვის დახმარების ძირითადი პრინციპებისა (2005 წლის 5 მარტის პარიზის დეკლარაცია; 2004 წლის 4 სექტემბერს მიღებული „აკრას დღის წესრიგი ცვლილებებისათვის“; 2011 წლის 13 ოქტომბრის ევროკომისიის კომუნიკაცია ევროპარლამენტს, „ცვლილებების დღის წესრიგთან − Agenda for Changes“ დაკავშირებით) და დღეისათვის, ევროკავშირის დახმარების ფარგლებში, საქართველოსთან თანამშრომლობის ძირითადი პრიორიტეტების ცოდნა;

თ) ევროკავშირის დახმარების   პროექტების   დაგეგმვისა და განხორციელების ძირითადი პრინციპების ცოდნა, მათ შორის, პროექტების მართვის ციკლის (PCM), ლოგიკური ჩარჩოს (Logic Framework) ფორმირების, ანგარიშგებისა და ევროკავშირის შესყიდვების პროცედურების (procurement procedure PRAG Rules) ცოდნა.“.

2.  დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის ფინანსური მენეჯერი:  

ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება − მაგისტრის აკადემიური ხარისხი;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 6-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, საჯარო ფინანსების მართვის სფეროში მუშაობის 5 წლის გამოცდილება;

გ) სახაზინო პროცედურებისა და ელექტრონული ხაზინის მომსახურების სისტემასთან მუშაობის გამოცდილება;

დ) საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტერიის ცოდნა;

ე) საქართველოს კონსტიტუციის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის, „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულების, „სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №637 ბრძანების, „საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2014 წლის 31 დეკემბრის  №429  ბრძანების, „სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის  2014 წლის 30 დეკემბრის №419 ბრძანების ცოდნა;

ვ) საბუღალტრო ელექტრონული პროგრამების ცოდნა („ორის ბუღალტერია“, „FMG“);

ზ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების: MS Office (Word, Excel, Power Point, Outlook)-ისა და  Internet-ის ცოდნა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი