დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 37 |
| დოკუმენტის მიმღები | ქობულეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2014 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.131.016149 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (29/12/2014 - 30/01/2015)
|
საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცებულ იქნას ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი თანახმად დანართისა. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №11 დადგენილება. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან. |
|
თავი I
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი |
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანადართული რედაქციით
(ლარი)
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 2.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება: |
განისაზღვროსმუნიციპალიტეტისბიუჯეტისშემოსულობები,გადასახდელებიდანაშთის
ცვლილებათანდართულირედაქციით.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 3.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპლიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 24996000 ლარის ოდენობით.
ა)მუნიციპალიტეტისბიუჯეტისგადასახადები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 1 000000 ლარის ოდენობით.
ბ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი სგრანტები 22198700 ლარის ოდენობით.
გ)მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 1797300ლარის ოდენობით.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტისბიუჯეტისხარჯები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 11077552 ლარის ოდენობით თანადართული რედაქციით.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 15086500 ლარის ოდენობით მათ შორის.
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი სარაფინანსური აქტივების ზრდა 15086500 ლარის ოდენობით, თანადართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 0 ლარის ოდენობით
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის
ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა 26164052 ფუნქციონალურ ჭრილში, თანადართული რედაქციით.
(ლარი)
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო . |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -1,168,052ლარის ოდენობით; |
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროსქობულეთისმუნიციპალიტეტის ბიუჯეტისფინანსური აქტივების ცვლილება-1,800, 000ლარის ოდენობით. |
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 631,948ლარის ოდენობით. |
მუხლი 10.
ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით,მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 80 000 ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
მუხლი 11.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა დასოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის და ჯანდაცვის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
მუხლი 12.
სპორტული, კულტურული ღონისძიებები |
სპორტულ, კულტურულ, პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
თავი II
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 13.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება(პროგრამული კოდი 02 00)
1.1 სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური (პროგრამული კოდი 02 01) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ქობულეთის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა და რეზერვისტთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირებისა და გაწვევებთან დაკავშირებული ხარჯების უზრუნველყოფა. 1.2 სახანძრო -სამაშველო სამსახური (პროგრამული კოდი 02 02) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად პროგრამა დააფინანსებს სამსახურის ხარჯებს 2015წლის 10იანვრამდე . 2.ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება ქალაქის ქუჩების მოწყობა,მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების გადახურვა,წყალმომარაგებისა და კანალიზაციის რეაბილიტაცია, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 2.1 საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებშიგანხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებულ რეაბილიტირებულქუჩებში გადაადგილების უსაფრთხოებისა და სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირება,მგზავრთა მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილების უზრუნველყოფა,უზრუნველყოფილი იქნება გზებზე უსაფრთხო გარემოს შექმნა, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში ჩამოსული ტურისტებისათვის მიმზიდველი და კომფორტული გარემოს შექმნას და ქალაქის იერსახის გაუმჯობესებას .
2.1.1ქუჩების, ქუჩებს შორის გადასასვლელების(მათ შორის ტროტუარებისა და ბორდიურების) კეთილმოწყობა ( პროგრამული კოდი 03 01 01) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქალაქ ქობულეთში შიდა საქალაქო ქუჩებისა და ტროტუარების რეაბილიტაციას იმ უბნებში სადაც უკვე მოწესრიგებული იქნება მიწისქვეშა კომუნიკაციები კერძოდ ქალაქ ქობულეთში შოთა რუსთაველის ქუჩის მონაკვეთის, ქალაქ ქობულეთში ჭავჭავაძისა და ჯავახიშვილის უბნების რეაბილიტაცია,ქ.ქობულეთში გურამიშვილის ქუჩისა და კომახიძის ქუჩის,ლესელიძის ქუჩისა და ლესელიძის შესახვევის კეთილმოწყობა.პროგრამით განხორციელდება ქუჩებში დაზიანებული ასფალტის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები. 2.1.2მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და ქალაქ ბათუმის მიმართულებით მუნიციპალური ტრანსპორტით (ავტობუსებით)მომსახურეობის პროგრამა (პროგრამული კოდი 03 01 08) ქვეპროგრამა ითვალისწინებსმუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე(თემებში,სოფლებსა და ქალაქის ტერიტორიაზე) და ქალაქ ბათუმის მიმართულებით მგზავრთა გადაადგილების უზრუნველსაყოფად მუნიციპალური ტრანსპორტით,კერძოდ ავტობუსებით მომსახურების ხარჯების თანადაფინანსებას. აღნიშნული ქვეპროგრამა განხორციელდება შპს“ქობულეთის ტრანსრეგულირების“მიერ. 2.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების გადახურვა, მუნიციპალიტეტის გარე განათების არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტისტერიტორიების დასუფთავება და მაწანწალა ცხოველებისგან დაცვა.წყალმომარაგების უზრუნველყოფისა და მოსახლეობაზე სასმელი წყლის მიწოდების გაუმჯობესების მიზნით განხორციელდება წყალსადენის სათავე ნაგებობების მშენებლობა და რეაბილიტაცია, მოწესრიგდება სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემები. 2.2.1მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების და ეზოების მოწესრიგების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილიამრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სახურავებისრეაბილიტაცია, კერძოდმრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი სოფლებში:კვირიკეში N5, N17, N18, N20, მუხაესტატეში (ყოფილი ჩაის ფაბრიკის და მუხაესტატეს მეურნეობის), ციხისძირის N4,N4ა, N10, N16, N22, N51, N52, ბობოყვათისN4 სახლის,აგრეთვე დაბა ოჩხამური-ცეცხლაურის(მათ შორის ოჩხამური ყაზბეგის N5, წერეთლის N14, აღმაშენებლის N18, N28, N45, N47, თამარ მეფის N1დ, N12, N16, აბუსელიძის N2, N4, ცეცხლაური N2, N4, N14, ჯიხანჯური N14, N12, N33, ჯიხანჯურში რუსთაველის N6, N30, N31,ოჩხამურში თამარ მეფის N8,N14,N18,დაბა ჩაქვში მდებარემრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებიაღმაშენებლის N2, აბაშიძის N14, თამარ მეფის N3, თბილისის N7, N9, ლესელიძის N6, ქალაქ ქობულეთში აბაშიძის N7, თავისუფლების N75, ფიროსმანის N4 და პოპოვის N28-ში მდებარემრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი. 2.2.2გარე განათება (პროგრამული კოდი 03 02 02) დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის,გარე განათების ქსელის განვითარებისა და არსებულის სრულყოფისათვის, ენერგიის დაზოგვისაკენ მიმართული ღონისძიებების დანერგვა და განათების თანამედროვე წყაროების, ეფექტური ოფტიკური სისტემების, კონსტრუქციებისა და მასალების გამოყენების დანერგვა. ღამით ქალაქში უსაფრთხოებისთვის ხელისშეწყობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის4000 მეტი წერტის ექსპლოატაცია,მოხმარებული ელექტროენერგიის ანაზღურება რაც ხელს შეუწყობს რეაბილიტირებულ გზებზე და შიდა კვარტალურ ეზოებში ქალაქის იერსახის შენარჩუნებას. 2.2.3დასუფთავების ღონისძიებები(პროგრამული კოდი 03 02 03) მუნიციპალიტეტის ერთერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა–დასუფთავება და ნარჩენების გატანა,ქალაქის ტერიტორიაზე სისუფთავის და წესრიგის დაცვა,მაწანწალა ცხოველებისგან დაცვა.ნაგავსაყრელების მოვლა–დამუშავება, ასევე მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების სარდაფებისადა ბუნკერების და გარე ქსელის ბუნკერების საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გათავისუფლება. ზამთრის პერიოდში განხორციელდება გზების გაწმენდა დამუშავება, პროგრამით შეიძინება მყარი ნარჩენების კონტეინერები. 2.2.4.გამწვანების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 030204) ქვეპროგრამის ფარგლებში 2015 წელს გაგრძელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მწვანე საფარის და მათ შორის მარადმწვანე დეკორატიული მცენარეების მოვლა-პატრონობის სამუშაოები რასაც ახორციელებს ა(ა)იპ ქობულეთის გამწვანება,პროგრამა დააფინანსებს მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო ყველა ხარჯს. 2.2.5. წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 05) ქვეპროგრამით გათვალისწინებულია მოსახლეობისათვის და არსებული ორგანიზაციებისათვის ეკოლოგიურად სუფთა, სასმელი წყლის 24-საათიანი მიწოდების რეჟიმით უზრუნველყოფა. შპს „ქობულეთის წყალი“ უზრუნველყოფს მოსახლეობისათვის სასმელი წყლის დროულ და ხარისხიანად მიწოდებას, დაფინანსება ხდება სასმელი წყლის მიწოდებაზე დახარჯული ელექტრო ენერგიის ანაზღაურების მიზნით,აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულიასოფელ სამებისა და ხუცუბნის დასახლების სასმელ-სამეურნეო წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის დასრულება. განხორციელდება სოფელ კვირიკეს წყალსადენის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციარეზერვუარის და ქსელის რეაბილიტაცია და აჭყვისთავის წლის სისტემის რეაბილიტაცია, მოეწყობა ქ.ქობულეთში წყალსადენის სათავე ნაგებობაზე დამატებითი წყლის ჭაბურღილი.აგრეთვე პროგრამა ითვალისწინებს ა(ა)იპ „ქობულეთის სოფლის წყალის’’ დაფინანსებას,რომელიც მუნიციპალიტეტში უზრუნველყოფს სოფლების წყლის სათავე ნაგებობებისა და შიდა გაყვანილობის მიმდინარე რემონტის სამუშაოების განხორციელებას,ამორტიზირებული წყლის მილების პერიოდულ შეცვლას, რაც პირველ რიგში დაკავშირებულია სოფლების ინფრასტრუქტურის სწრაფ განვითარებასთან დამოსახლეობის ცხოვრების კრიტერიუმების ცვლილებასთან. 2.2.6. სანიაღვრე არხებისა და საკანალიზაციო სისტემის მოწყობა- რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 0302 06) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილიაქალაქ ქობულეთში ნინოშვილის ქუჩის სასმელი წყლის სისტემების და ჯავახიშვილის უბნის წყალისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაცია,გელაურის უბნის კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მოწყობა და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება,კარიერის უბნის კანალიზაციისა და სანიაღვრე სისტემების მოწყობა და ანტისეპტიკის მოწყობა. პროგრამით გათვალისწინებულია სანიაღვრე სისტემის მიმდინარე ექსპლუატაცია, სანიაღვრე წყლების გზის სავალი ნაწილიდან მოშორება მათზე სისტემატური კონტროლი და სრულყოფილი მონიტორინგის უზრუნველყოფა,აგრეთვექ. ქობულეთში არსებული დახურული და ღია სანიაღვრე არხების, სანიაღვრე ჭების გაწმენდა, შლამის ამოღება და გატანა. 2.2.7. უსახური შენობა ნაგებობების დემონტაჟი (პროგრამული კოდი 03 02 07) მუნიციპალიტეტისიერ-სახის შენარჩუნების მიზნით ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია უსახური ნაგებობების(ავტოფარეხი,რკინის კონსტრუქცია,უსახური ჯიხურები, რეკლამები, ბილბორდები) და უკანონო მიშენებების დემონტაჟი. 2.3. მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობითი ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სკვერებისა, პარკებისა და მოედნების კეთილმოწყობითი სამუშაოები, სკვერებსა და პარკებში არსებული საჯდომების მიმდინარე შეკეთება-რეაბილიტაცია, მუნიციპალიტეტის შენობა-ნაგებობების სარემონტო და კეთილმოწყობითი სამუშაოები. 2.3.1 მუნიციპალიტეტის შენობა-ნაგებობების სარემონტო და კეთილმოწყობითი სამუშაოები (პროგრამული კოდი 03 03 02) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობაში ე.წ. მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზის რემონტის სამუშაოები,რეაბილიტაცია. 2.3.2 ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული რკინა-ბეტონის და ლითონის კონსტრუქციების (ღობეების) და სკვერებსა და პარკებში საჯდომების მიმდინარე შეკეთება-რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 03 03) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქ ქობულეთის ტერიტორიაზესკვერებსა და პარკებში დეკორატიული საჯდომების რეაბილიტაცია.ქ.ქობულეთში თამარ მეფის სანაპიროსთვის სანაგვე ურნებით უზრუნველყოფა. 2.3საცხოვრებელი ბინების სადეზინფექციო ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 06) მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფექციური დაავადებების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით აუცილებელია ისეთი პრევენციული ღონისძიების გატარება როგორიცაა სადერატიზაციო და სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება. 2.4აზომვითი ნახაზების შედგენის ხარჯი(პროგრამული კოდი 03 07) მუნიციპალიტეტში არსებული შენობა-ნაგებობების,არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების,ხაზობრივ ნაგებობების აზომვითი ნახაზების მომზადება და მისი შემდგომი მუნიციპალურ საკუთრებად დარეგისტრირება ხელს შეუწყობს არსებული ქონების მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში განკარგვას. 3. განათლება (პროგრამული კოდი 0400) . მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებშიც განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, ინვენტარით უზრუნველყოფა და ახალი ბაღების ფუნქციონირება. 3.1. სკოლამდელი განათლების დაფინანსება (პროგრამული კოდი 0401) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს სკოლამდელი განათლება წარმოადგენს რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია. 3.1.1. ა(ა)იპ საბავშვო ბაღების გაერთიანება(პროგრამული კოდი 04 01 01) მუნიციპალიტეტში იფუნქციონირებს საბავშვო ბაღები, სადაც სკოლამდელაღზრდა-განათლებას მიიღებს 1900 ზე მეტი ბავშვი. მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით ქვეპროგრამა მოიცავს ბაღების სასწავლო-აღმზრდელობითი მომსახურების და კვებითი მომსახურების ხარჯების სრულ დაფინანსებას და ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა სხვა დანარჩენ ხარჯს. 3.1.2.საბავშვო ბაღების მშენებლობა,რეაბილიტაცია,ინვენტარით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 04 01 02) ხორციელდება არსებული ბაღების რეაბილიტაცია და ბაღების განტვირთვის მიზნით ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა და შესაბამისი ინვენტარით უზრუნველყოფა. პროგრამა ითვალისწინებს სოფელ ქობულეთში,ზენითში, ქალაქ ქობულეთში ფიჭვნარისა და გელაურის დასახლებაში საბავშვო ბაღების მოწყობას. 3.2. საჯარო სკოლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 02) პროგრამითგათვალისწინებულია ქობულეთის მე-3 საჯარო სკოლისმოსწავლეების ტრანსპორტირება და ამ მიზნით მომსახურე სკოლის კუთვნილი ავტობუსის უზრუნველყოფა საწვავით. 4.კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული დასპორტული ღონისძიებები(პროგრამული კოდი 0500) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შესძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. 4.1. სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 0501) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციებისდა კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. 2015 წლის განმავლობაში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები და დაფინანსდება:
4.1.1.ქობულეთის კომპლექსური სასპორტოსკოლის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი05 01 01) სკოლაში ფუნქციონირებს შემდეგი წრეები: თავისუფალი ჭიდაობა, ძიუდო, ძალოსნობა, ველოსპორტი, რაგბი, ჭადრაკი, ფეხბურთი (გოგონათა და ჭაბუკთა).წრეებში დაკავებულია300 ზე მეტი ბავშვი,ტარდება შიდა სასკოლო და ამხანაგურიშეხვედრები. წლის განმავლობაში სკოლის ჯგუფებში მოსწავლეთა მომზადების დონის შემოწმების და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და საქართველოს ეროვნულ ნაკრებ გუნდებში წარმატებული სპორტსმენების გამოვლენის მიზნით სასპორტო სკოლა მონაწილეობას ღებულობს საოლქო და რესპუბლიკურ სპორტულ ღონიძიებებში. 4.1.2.სპორტული ღონისძიებების დაფინანსება(პროგრამული კოდი05 01 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სპორტის სხვადასხვა სახეობების განვითარება-პოპულარიზაცია და ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ უზრუნველყოთ სპორტსმენების განვითარებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერ სპორტსმენთა წახალისება. წლის განმავლობაში პროგრამა დაფინანსებს რესპუბლიკურ ტურნირებში მონაწილეობისათვის თავისუფალ ჭიდაობას,ძალოსნობასა და მინი ფეხბურთს,პროგრამა დააფინანსებს სხვადასხვა ცნობილ სპორცმენთა სახელობის ტურნირებსა და ადგილობრივი მნიშვნელობის სპორტულ შეჯიბრებების ხარჯებს. განახორციელებს ღონოსძიების წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოებას,სპოტსმენთა წახალისებას მიღწეული წარმატებებისათვის.პერსპექტიული სპორტსმენების მნიშვნელოვან სპორტულ შეჯიბრებებში ხელშეწყობასა და სხვადასხვა სპორტული პროექტების მხარდაჭერას. 4.1.3.სპორტული საკლუბო გუნდების მხარდაჭერა(პროგრამული კოდი05 01 03) პროგრამა ითვალისწინებს მხარდაჭერის ფარგლებში საფეხბურთო და სარაგბო კლუბების დაფინანსებას.კერძოდ საფეხბურთო საკლუბო გუნდი “შუქურას“ და სარაგბო კლუბი “პონტოს“ მხარდაჭერის პროგრამა ითვალისწინებს სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მიზნით ტრანსპორტირების დაფინანსებას, სპორტულ თამაშებებში მონაწილეობის ხელშეწყობას სხვადასხვა მიმართულებებით, აგრეთვე გუნდების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯებს. 4.2.კულტურის განვითარების ხელშეწყობა(პროგრამული კოდი 05 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები,მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. 4.2.1.ა(ა)იპ ქობულეთის სახელოვნებო სკოლა (პროგრამული კოდი 05 02 01) მუნიციპალიტეტი კვლავ განაგრძობს 2015 წლის პროგრამის ფარგლებში სახელოვნებო სკოლის თანადაფინანსებას სადაც გაერთიანებულია სოფლების ხუცუბნისა და ბობოყვათის,დაბა ჩაქვისა და ქ.ქობულეთის სკოლები. სულ 570 მოსწავლეზე მეტი. 4.2.2.ა(ა)იპ ქობულეთის კულტურის ცენტრი (პროგრამული კოდი 05 02 02) მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს კულტურის ცენტრი რომელიც შესდგება საბიბლიოთეკო და მოსწავლე-ახალგაზრდობასთან მუშაობის განყოფილება,მასში გაერთიანებულია 22 სასოფლო კულტურული დაწესებულება,შესაბამისად განყოფილებებში ფუნქციონირებს ეკოტურიზმის, კულტურული მემკვიდრეობის, ახალგაზრდობის თავისუფალი დროის ორგანიზების, ხალხური რეწვის, ლიტერატურულ-თეატრალური, რიტმული ცეკვების „ახალი რიტმები“ ჯგუფები და ქორეოგრაფიული ანსამბლი „საუნჯე“. ახალგაზრდული ანსამბლი ახალი ხმები და სასოფლო კლუბებთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები სადაც სულ გაერთიანებულია ორასამდე ახალგაზრდა.პროგრამა აფინანსებს კულტურის ცენტრის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს. 4.2.3.ა(ა)იპ ქობულეთის პარკი (პროგრამული კოდი 05 02 03) მუნიციპალიტეტი საკუთრებაში არსებული პარკების მიმდინარე მოვლა-შენახვისა და საკურორტო ქალაქის იერსახის შენარჩუნების მიზნით დააფინანსებს ა(ა)იპ ქობულეთის პარკის ფუნქციონირებისათვის საჭირო ყველა ხარჯს. 4.2.4 ა(ა)იპ ქობულეთის გურამ თამაზაშვილის სახელობის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი"მხედრული"' (პროგრამული კოდი 05 02 04) მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი სადაც ახალგაზრდა თაობებში კულტურული აღზრდისა და ეროვნული ცეკვების შენარჩუნების მიზნით მუნიციპალიტეტი დააფინანსებს ანსამბლის ფუნქციონირებისათვის საჭირო ყველა აუცილებელ ხარჯს. 4.2.5. კულტურული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი05 02 05) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის, მხარის ღირსეულად წარმოჩენის მიზნით ადგილობრივი და მუნიციპალიტეტის სტუმრების დაინტერესების, სანახაობებისა და წარმოდგენების მიზნით გაიმართება სხვადასხვაკულტურული ღონისძიებები როგორიცაა საახალწლო და სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი კულტურული ღონისძიებები, კერძოდ: დედისა და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საღამო, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დღეების აღნიშვნა, სახალხო დღესასწაული„ზურაბობა“, „ჩაქვისთავობა“, „ქობულეთლობა“. ტურიზმის კვირეულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები,ტურისტული სარეკლამო მასალების-კერძოდ სარეკლამო ტურისტული ვიდეო რგოლის მომზადება,საკურორტო სეზონის გახსნა.ბოლოზარი-წარმატებულ მოსწაავლეებთან შეხვედრა, ხელოვანთა,მხატვართა და ფოტოგრაფთა გამოფენა, პედაგოგთა დღე, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობის მიღება, სხვადასხვა ფესტივალებში, კონკურსებსა და პროექტებში შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობის ხელშეწყობა, დამეგობრებულ ქალაქებს შორის ურთიერთობები, ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საბავშვო გასართობი ღონისძიებების მოწყობა,ცნობილი და შემოქმედი ადამიანების პოპულარიზაცია,გენდერული თანასწორობის დღის, შ.შ.მ. პირების უფლებათა დაცვის დღის, სხვადასხვა კულტურული პროექტების მხარდაჭერა. 4.2.6. ა(ა)იპ ქობულეთის მუზეუმი (პროგრამული კოდი 05 02 08) მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს მუზეუმი,რაც ემსახურება ქობულეთის როგორც საკურორტო და ისტორიული მნიშვნელობის ქალაქის განვითარებასა და პოპულარიზებას.მუზეუმში დაცულია იშვიათი ექსპონანტები რომლებიც ადგილობრივი ოსტატობის ნიმუშს წარმოადგენს,საგამოფენო დარბაზი სრული დატვირთვით მოქმედებს და წლის განმავლობაში მასპინძლობას უწევს არამარტო ადგილობრივ არამედ უცხოელ დამთვალიერებლებსაც,ყოველივე აქედან გამომდინარე მუნიციპალიტეტი აფინანსებს მუზეუმის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს. 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.სოციალური სფერო დაფუძნებულია ბენეფიციართა მიზნობრივ დახმარებებზე და პრიორიტეტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები უზრუნველყოფენ მის შემდგომ დახვეწას, რათა გაიზარდოს პროგრამების სიზუსტე და დახმარების ეფექტიანობა. ისევ იმოქმედებს პრინციპი, რომ მუნიციპალიტეტი დაეხმაროს იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად ესაჭიროება.ამ მიზნით მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათების უზრუნველყოფას, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის უფასო სასადილოში ცხელი საკვებით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული ფონის გაჯანსაღებისათვის მიმართული აქციების განხორციელებას,მათთვის მატერიალური მხარდაჭერას და სტიმულის მიცემას,დედ-მამით ობოლ ბავშვთა ყოველთვიურ მატერიალურ დახმარებას.
პროგრამა ითვალისწინებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებას, სხვადასხვა დაავადების მკურნალობის ხარჯების თანადაფინანსება,მათ შორის, ქრონიკულად პროგრესირებადი დაავადებების როგორიცაა ეპილეფსია.
5.1 .1. ქრონიკულად პროგრესირებადი დაავადებების მედიკამენტოზური დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 0101) პროგრამა ითვალისწინებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეპილეფსიით და მეორადი ეპილეფსური სინდრომით დავადებული ბენეფიციარებისყოველდღიურად მისაღები სპეციფიკურიმედიკამენტებით დახმარებას. ეპილეფსიის სიხშირე მაღალია როგორც ბავშვებში ასევე მოზარდებში.დაავადების მიმდინარეობის ხელისშეშლაში ერთ-ერთი მთავარი პრინციპი შესაბამისი მედიკამენტების სისტემატური მიღებაა,რაც ხელს შეუშლის ბენეფიციართა დაინვალიდებას და შეამცირებს ავადობას.
5.1.2სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომსახურეობის პროგრამა(პროგრამული კოდი 06 01 03) პროგრამა ითვალისწინებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ცენტრიდან დიდი მანძილით დაშორებული სოფლების კერძოდ: დაბა ჩაქვის, ხალას, საჩინოს, ციხისძირის თემის, სოფელ ჩაისუბნის და სოფელ დაგვას (ნაწილობრივ) მოსახლეობისათვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების დროულად აღმოჩენას.პროგრამა ითვალისწინებს სამედიცინო ჯგუფის პირველადი დახმარების მედიკამენტებით უზრუნველყოფას და პაციენტებამდე გადაადგილების უზრუნველყოფას,აგრეთვე ფუნქციონირებისათვის სხვა ყველა საჭირო ხარჯების ანაზღაურებას.
5.1.3 . პირველადი ჯანდაცვის ფუნქციონირების ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 01 04) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში არსებული სულ 12ერთეული პირველადი ჯანდაცვის ცენტრის დაფინანსებას კომუნალური და გათბობის ხარჯებით. დაგეგმილია აღნიშნულ ამბულატორიებში მომსახურე ექიმთა სამედიცინო ჩანთების მედიკამენტებითა და სამედიცინო დანიშნულების საგნებით შევსება.
5.1.4. ფენილკეტონურიით დაავადებულ პირთა სამკურნალო საშუალებების კომპენსაციით უზრუნველყოფა(პროგრამული კოდი 06 01 05) პროგრამა ითვალისწინებს ფენილკეტონურიით დაავადებული პირებისათვის ერთჯერადი მატერიალური დახმარება, 18 წლამდე ასაკის ფენილკეტონურიით დაავადებული პირებისათვის თითოეულზე 500 ლარის ოდენობით, ხოლო 18 წლის ზემოთ ასაკის ფენილკეტონურიით დაავადებული პირებისათვის თითოეულზე 1500 ლარის ოდენობით. 5.1.5. ბრონქული ასთმით დაავადებულთა მედიკმენტოზური დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 01 06) პროგრამა ითვალისწინებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბრონქული ასთმით დავადებული ბენეფიციარებისმედიკამენტოზურ დახმარებას. ბრონქული ასთმის სიხშირე მაღალია როგორც ბავშვებში ასევე მოზარდებში. დაავადების მიმდინარეობის ხელისშეშლაში ერთ-ერთი მთავარი პრინციპი შესაბამისი მედიკამენტების სისტემატური მიღებაა, რაც ხელს შეუშლის ბენეფიციართა ავადობისა და დაინვალიდებას და შეამცირებს ავადობას. პროგრამით განხორციელდება 100 ბენეფიციარის წლის განმავლობაში ყოველთვიურად მისაღები სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა. 5.2.სოციალური დაცვის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 06 02) მოსახლეობის სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.სოციალური სფერო დაფუძნებულია ბენეფიციართა მიზნობრივ დახმარებებზე და პრიორიტეტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები უზრუნველყოფენენ მის შემდგომ დახვეწას. 5.2.1.სოციალურად დაუცველი ფენისათვის მუნიციპალური უფასო სასადილოს პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 01) პროგრამით ისარგებლებს ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობა სოციალური მომსახურეობის სააგენტოს სარეიტინგო ქულა 0-დან 100000-მდე ქულის მქონე, მარტოხელა პენსიონერი,დედ-მამითობოლი ბავშვი,უსახლკარო,მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოსახული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, მარჩენალდაკარგული და მრავალშვილიანი(18წლამდე 5 და მეტი შვილი) ოჯახი, სულ 230 ბენეფიციარი.პროგრამა ითვალისწინებს ცხელი საკვებით უზრუნველყოფას დღეში ერჯერადი კვებით კვირაში 7დღის (წელიწადში 365 დღის)განმავლობაში. 5.2.2. ყოველი მესამე და მომდევნო ახალშობილზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 02) მუნიციპალიტეტში დემოგრაფიული ფონის გაჯანსაღებისათვის პროგრამა ითვალისწინებს ერთჯერად მატერიალურ დახმარებას მესამე ახალშობილზე 500 ლარის ოდენობით, მეოთხე ახალშობილზე 700 ლარის ოდენობით, მეხუთე და მომდევნო ახალშობილზე900 ლარის ოდენობით. 5.2.3. 5 და მეტ მცირეწლოვან ბავშვთა ოჯახებზე (18 წლამდე ბავშვები) ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა(პროგრამული კოდი 0602 03) მრავალშვილიანი ოჯახებისათვის დახმარება მუნიციპალიტეტის პრიორიტეტს წარმოადგენს,დემოგრაფიული პრობლემის ფონზე შეიმჩნება,რომ აღნიშნული კატეგორიის დიდი ნაწილი სოციალურად დაუცველი ოჯახებია,პროგრამა ითვალისწინებს ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 5 და მეტ მცირეწლოვან ბავშთა ოჯახებზე ერთჯერად მატერიალურ დახმარებას 1000ლარის ოდენობით. 5.2.4. ომის მონაწილეებზე და დაღუპულთა ოჯახის წევრებზე სადღესასწაულო დღეების ორგანიზებისა და დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 04) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების,მათთან გათანაბრებული პირების, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრების,სამხედრო ძალების ვეტერანების და მარჩენალდაკარგულთა უკდავყოფის მიზნით მუნიციპალიტეტი ახორციელებს პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა უკვდავყოფას, ომის მონაწილის ოჯახზე დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება,სადღესასწაულო დღეების აღნიშვნას. ამ მიზნითგათვალისწინებულია ომის მონაწილის დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურებისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარება 250 ლარი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებზე 9 მაისთან დაკავშირებით ერთჯერადი მატერიალური დახმარება თითოეულზე 500 ლარის ოდენობით,ხოლო დაღუპულთა ოჯახის წევრებზე200 ლარის ოდენობით, გათვალისწინებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაინვალიდებულთა და დაღუპულთა ოჯახის წევრებზე 27 სექტემბერთან დაკავშირებით თითოეულზე 300 ლარის ოდენობით დახმარება. 5.2.5.დედ-მამით ობოლ ბავშვთა ყოველთვიური მატერიალური დახმარების პროგრამა(პროგრამული კოდი 06 02 05) პროგრამა ითვალისწინებს დედ-მამით ობოლ ბავშთა(18 წლამდე)ყოველთვიურ მატერიალურ დახმარებასთვეში100 ლარის ოდენობით. 5.2.6.უმწეოგარდაცვლილისოჯახებზე ერთჯერადი დახმარების პროგრამა(პროგრამული კოდი 0602 07) პროგრამა ითვალისწინებს ერთჯერად დახმარებას ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ უკიდურესად გაჭირვებულ გარდაცვლილთა ოჯახებზე,რომელთაც არ გააჩნიათსახსრები მიცვალებულთა დაკრძალვისათვის და სოციალური სააგენტოს მიერ მინიჭებული აქვთ სარეიტინგო ქულა 0-70000 ქულის ჩათვლით.ასევე პროგრამა დააფინანსებს უპატრონო ან მარტოხელა გარდაცვლილ მოქალაქეებს.დახმარების ოდენობა განისაზღვრება თითოეულზე 250 ლარის ოდენობით. 5.2.7 დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პაციენტების ტრანსპორტირების პროგრამა (პროგრამული კოდი 0602 08) პროგრამა ითვალისწინებს დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსაარგებლე ბენეფიციარისა და მათი თანმხლები პირების შესაბამის კლინიკებში სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პაციენტების ტრანსპორტირების ხარჯებს საცხოვრებელი ადგილიდან სამედიცინო დაწესებულებამდე და სამედიცინო დაწესებულებიდან საცხოვრებელ ადგილამდე. 5.2.8 ქალაქ ქობულეთში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის გაზიფიცირების პროგრამა (პროგრამული კოდი 0602 09) პროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ოჯახების,რომლებსაც სოციალური სააგენტოს მიერ მინიჭებული აქვთ სარეიტინგო ქულა 0-57000 მდე, გაზიფიცირებას,კერძოდ ბუნებრივი აირის მილგაყვანილობისა და მრიცხველის სამონტაჟო ღირებულების დაფიანანსებას ერთი წერტილის გათვალისწინებით. 5.2.8 ბავშვთა აბილიტაციის/რებილიტაციის პროგრამაში ჩართულ ბავშვთა ტრანსპორტირების პროგრამა(პროგრამული კოდი 0602 12) პროგრამა ითვალისწინებს ბავშვთა აბილიტაციის/რებილიტაციის პროგრამით მოსაარგებლე ბენეფიციარისა და მათი თანმხლები პირების ქალაქ ბათუმის კლინიკებში და შპს „ უნიმედ აჭარას“ ჩაქვის სამედიცინო ცენტრში ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის, ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებების მქონე ბავშვებისათვის ფსიქოსომატური რეაბილიტაციის კურსების ჩასატარებლად ტრანსპორტით გადაადგილებისათვის ყოფელთვიურ მატერიალურ დახმარებას სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პაციენტების საცხოვრებელი ადგილიდან სამედიცინო დაწესებულებამდე და სამედიცინო დაწესებულებიდას საცხოვრებელ ადგილამდე. 5.2.9. ქ.ქობულეთში მცხოვრებ შინმოვლის საჭიროების მქონე ბენეფიციართა დახმარებისა და მომსახურეობის პროგრამა(პროგრამული კოდი 0602 13) პროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველ საწოლს მიჯაჭვულ მოხუცებულ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პაციენტებს გაუწიოს სამედიცინო და სოციალური სერვის მომსახურეობა სახლის პირობებში. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 14.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები