დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 01 |
დოკუმენტის მიმღები | ქობულეთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 30/01/2015 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/02/2015 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.131.016150 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის №37 დადგენილებაში (სსმ 01.01.2015 წ.) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
თავი I
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი |
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანადართული რედაქციით
(ლარი)
|
მუხლი 2.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება: |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით.
|
მუხლი 3.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპლიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 24996000 ლარის ოდენობით.
ა) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს მუნიციპლიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 1000000 ლარის ოდენობით.
ბ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 22198700 ლარის ოდენობით.
გ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 1797300 ლარის ოდენობით.
|
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 11675934 ლარის ოდენობით თანადართული რედაქციით.
|
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 20920374 ლარის ოდენობით მათ შორის.
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 20920374 ლარის ოდენობით, თანადართული რედაქციით;
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 0 ლარის ოდენობით,
|
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის
ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა 32,596,308 ლარი ფუნქციონალურ ჭრილში, თანადართული რედაქციით.
|
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო . |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო - 7,600,308 ლარის ოდენობით; |
მუხლი 8.
განისაზღვროს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება - 8,232,256 ლარის ოდენობით. |
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება. |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 631,948 ლარის ოდენობით. |
მუხლი 10.
ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 80 000 ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
მუხლი 11.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის და ჯანდაცვის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
მუხლი 12.
სპორტული, კულტურული ღონისძიებები |
სპორტულ, კულტურულ, პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
თავი II
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 13.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (პროგრამული კოდი 02 00)
1.1 . სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური (პროგრამული კოდი 02 01) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ქობულეთის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა და რეზერვისტთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირებისა და გაწვევებთან დაკავშირებული ხარჯების უზრუნველყოფა. 1.2. სახანძრო -სამაშველო სამსახური (პროგრამული კოდი 02 02) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად პროგრამა დააფინანსებს სამსახურის ხარჯებს 2015 წლის 10 იანვრამდე. 1.3. სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო (პროგრამული კოდი 02 03) ასიგნებები გათვალისწინებულია მოქმედი კანონმდებლობების შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსათვის დაკისრებული ფუნქციების შეუფერხებლად განხორციელების ხელშეწყობის მიზნით. 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელი პირობაა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება ქალაქის ქუჩების მოწყობა, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების გადახურვა, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის რეაბილიტაცია, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 2.1. საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებულ რეაბილიტირებულ ქუჩებში გადაადგილების უსაფრთხოებისა და სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირება, მგზავრთა მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილების უზრუნველყოფა, უზრუნველყოფილი იქნება გზებზე უსაფრთხო გარემოს შექმნა, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში ჩამოსული ტურისტებისათვის მიმზიდველი და კომფორტული გარემოს შექმნას და ქალაქის იერსახის გაუმჯობესებას. 2.1.1. ქუჩების, ქუჩებს შორის გადასასვლელების (მათ შორის ტროტუარებისა და ბორდიურების) კეთილმოწყობა ( პროგრამული კოდი 03 01 01) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქალაქ ქობულეთში შიდა საქალაქო ქუჩებისა და ტროტუარების რეაბილიტაციას იმ უბნებში სადაც ძირითადად მოწესრიგებული იქნება მიწის ქვეშა კომინიკაციები, კერძოდ ქალაქ ქობულეთში შოთა რუსთაველის ქუჩის მონაკვეთის (რკინიგზის სადგურიდან თავისუფლების ქუჩის გადაკვეთამდე) ტროტუარების მოწყობას, ქალაქ ქობულეთში ჭავჭავაძის უბნის (ჭავჭავაძის ქუჩის, ჭავჭავაძის პირველი შესახვევის, ჭავჭავაძის პირველი და მეორე ჩიხის საგზაო ინფრასტრუქტურა) კეთილმოწყობას, ქალაქ ქობულეთში ჯავახიშვილის უბნის (ჯავახიშვილის ქუჩის, ჯავახიშვილის პირველი, მეორე, მესამე შესახვევის და რუსთაველის პირველი შესახვევის საგზაო ინფრასტრუქტურა) კეთილმოწყობას, ქალაქ ქობულეთში გურამიშვილის ქუჩის (გურამიშვილის ქუჩის, რუსთაველის შესასვლელის გურამიშვილის ქუჩამდე საგზაო ინფრასტრუქტურა) კეთილმოწყობას, ქალაქ ქობულეთში კომახიძის ქუჩის (კომახიძის ქუჩის, კომახიძის ქუჩისა და გოგებაშვილის ქუჩის შესასვლელის რუსთაველის ქუჩამდე საგზაო ინფრასტრუქტურა) კეთილმოწყობას,ქალაქ ქობულეთში ლესელიძის ქუჩის (ლესელიძის ქუჩისა და ლესელიძის შესახვევის საგზაო ინფრასტრუქტურა) კეთილმოწყობას და ქალაქ ქობულეთში არსებული ასფალტის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. 2.1.2. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განსათავსებელი საგზაო ნიშნების, საგზაო შუქნიშნების მოწყობა- მონტაჟი, გზებისა და ქალაქის მანიშნებლების მოწყობა-რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 01 03) ქვეპროგრამა ითვალისწინებს 2014 წლის გარდამავალ ღონისძიებებს, კერძოდ ქალაქ ქობულეთში საგზაო ნიშნების განთავსების, აგრეთვე ქალაქ ქობულეთში ციმციმების მოწყობის სამუშაოებს. 2.1.3. მუნიციპალიტეტში გზების სამუშაოები (მათ შორის ქვათაცვენის და ნაპირსამაგრი სამუშაოები და მისასვლელი გზები) (პროგრამული კოდი 03 01 07) ქვეპროგრამა ითვალისწინებს სოფელ ლეღვას №1 საჯარო სკოლასთან მისასვლელი გზის მოწესრიგების სამუშაოებს. 2.1.4. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და ქალაქ ბათუმის მიმართულებით მუნიციპალური ტრანსპორტით (ავტობუსებით) მომსახურეობის პროგრამა (პროგრამული კოდი 03 01 08) ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (თემებში, სოფლებსა და ქალაქის ტერიტორიაზე) და ქალაქ ბათუმის მიმართულებით მგზავრთა გადაადგილების უზრუნველსაყოფად მუნიციპალური ტრანსპორტით, კერძოდ ავტობუსებით მომსახურების ხარჯების თანადაფინანსებას. აღნიშნული ქვეპროგრამა განხორციელდება შპს “ქობულეთის ტრანსრეგულირების “ მიერ. 2.2. კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების გადახურვა, მუნიციპალიტეტის გარე განათების არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ყველა ხარჯები. უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის ტერიტორიების დასუფთავება და მაწანწალა ცხოველებისგან დაცვა. წყალმომარაგების უზრუნველყოფისა და მოსახლეობაზე სასმელი წყლის მიწოდების გაუმჯობესების მიზნით განხორციელდება წყალსადენის სათავე ნაგებობების მშენებლობა და რეაბილიტაცია, მოწესრიგდება სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემები. 2.2.1 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების და ეზოების მოწესრიგების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების გადახურვა/რეაბილიტაცია, კერძოდ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი სოფლებში: კვირიკეში №5, №17, №18, №20, მუხაესტატეში (ყოფილი ჩაის ფაბრიკის და მუხაესტატეს მეურნეობის), ციხისძირის №4,№4ა, №10, №16, №22, №51, №52, ბობოყვათის №4 სახლის, აგრეთვე დაბა ოჩხამური-ცეცხლაურის (მათ შორის ოჩხამური ყაზბეგის №5, წერეთლის №14, აღმაშენებლის №18, №28, №45, №47, თამარ მეფის №1დ, №12, №16, აბუსელიძის №2, №4, ცეცხლაური №2, №4, №14, ჯიხანჯური №14, №12, №33, ჯიხანჯურში რუსთაველის №6, №30, №31, ოჩხამურში თამარ მეფის №8, №14, №18, დაბა ჩაქვში მდებარე აღმაშენებლის №2, აბაშიძის №14, თამარ მეფის №3, თბილისის №7, №9, ლესელიძის №6 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები, ქალაქ ქობულეთში აბაშიძის №7, თავისუფლების №75, ფიროსმანის №4 და პოპოვის №28-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი. პროგრამა დაასრულებს 2014 წელში დაწყებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების გადახურვის გარდამავალ სამუშაოებსაც. 2.2.2. გარე განათება (პროგრამული კოდი 03 02 02) დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის, გარე განათების ქსელის განვითარებისა და არსებულის სრულყოფისათვის, ენერგიის დაზოგვისაკენ მიმართული ღონისძიებების დანერგვა და განათების თანამედროვე წყაროების, ეფექტური ოფტიკური სისტემების, კონსტრუქციებისა და მასალების გამოყენების დანერგვა. პროგრამით შესაძლებელ იქნება ქ. ქობულეთში აღმაშენებლის გამზირზე გარე განათებისათვის მზის ენერგიაზე მომუშავე ეკონომიური დანადგარის შეძენა. წლის განმავლობაში ღამით ქალაქში უსაფრთხოებისთვის ხელისშეწყობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის 4000-ზე მეტი წერტის ექსპლოატაცია, მოხმარებული ელექტრო ენერგიის ანაზღურება. რაც ხელს შეუწყობს რეაბილიტირებულ გზებზე და შიდა კვარტალურ ეზოებში ქალაქის იერსახის შენარჩუნებას. 2.2.3. დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 03) მუნიციპალიტეტის ერთერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა–დასუფთავება და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა, სისუფთავის და წესრიგის დაცვა, მაწანწალა ცხოველებისგან დაცვა. ნაგავსაყრელების მოვლა–დამუშავება. 2.2.4. გამწვანების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 030204) ქვეპროგრამის ფარგლებში 2015 წელს გაგრძელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მწვანე საფარის და მათ შორის მარადმწვანე დეკორატიული მცენარეების მოვლა-პატრონობის სამუშაოები რასაც ახორციელებს ა(ა)იპ „ქობულეთის გამწვანება“, პროგრამა დააფინანსებს მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო ყველა ხარჯს. 2.2.5. წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 05) ქვეპროგრამით გათვალისწინებულია მოსახლეობისათვის და არსებული ორგანიზაციებისათვის ეკოლოგიურად სუფთა, სასმელი წყლის 24-საათიანი მიწოდების რეჟიმით უზრუნველყოფა. შპს „ქობულეთის წყალი“ უზრუნველყოფს მოსახლეობისათვის სასმელი წყლის დროულ და ხარისხიანად მიწოდებას, დაფინანსება ხდება სასმელი წყლის მიწოდებაზე დახარჯული ელექტრო ენერგიის ანაზღაურების მიზნით, აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სოფელ სამების წყლის სისტემის რებილიტაცია, სოფელ ხუცუბნის წყლის სათავე ნაგებობის რეზერვუარისა და ქსელის რეაბილიტაცია, სოფელ აჭყვისთავის წლის სისტემის რეაბილიტაცია, სოფელ კვირიკეს წყალსადენის სათავე ნაგებობის, რეზერვუარების და ქსელის რეაბილიტაცია, ქალაქ ქობულეთში წყალსადენის სათავე ნაგებობაზე დამატებითი ჭაბურღილების მოწყობა. გარდა ამისა პროგრამით განხორციელდება დაბა ოჩხამურის წყლის სათავე ნაგებობის რეზერვუარის მოწყობის სამუშაოები. პროგრამა ითვალისწინებს ა(ა)იპ ქობულეთის სოფლის წყალის სუბსიდირებას, რომელიც მუნიციპალიტეტში უზრუნველყოფს სოფლების წყლის სათავე ნაგებობებისა და შიდა გაყვანილობის მიმდინარე რემონტის სამუშაოების განხორციელებას, ამორტიზირებული წყლის მილების პერიოდულ შეცვლას, რაც პირველ რიგში დაკავშირებულია სოფლების ინფრასტრუქტურის სწრაფ განვითარებასთან დამოსახლეობის ცხოვრების კრიტერიუმების ცვლილებასთან. პროგრამით დასრულდება 2014 წელში დაწყებული წყლის სისტემის რეაბილიტაციის გარდამავალი სამუშაოები. 2.2.6. სანიაღვრე არხებისა და საკანალიზაციო სისტემის მოწყობა- რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქ ქობულეთში ნინოშვილის ქუჩის სასმელი წყლის სისტემების და ჯავახიშვილის უბნის (ჯავახიშვილის პირველი და მეორე შესახვევი, რუსთაველის პირველი შესახვევი) წყლისა და კანალიზაციის რეაბილიტაცია, გელაურის დასახლების კანალიზაციის სისტემის ქალაქ ქობულეთის ცენტრალურ სისტემაზე სატუმბო სადგურის გამოყენებით მიერთება, ქალაქ ქობულეთში გელაურის დასახლების (არხის მარჯვენა მხარე, კაიკაციშვილის, პუშკინის, აკ. წერეთლის, თხილაიშვილის, ვაჟა ფშაველას, კინტრიშის, ნ. ბარათაშვილის ქუჩებისა და ჰ. აბაშიძის და კაიკაციშვილის შესახვევების) კანალიზაციის სისტემისა და სატუმბო სადგურის მოწყობა, კარიერის დასახლების კანალიზაციისა და სანიაღვრე სისტემების მოწყობა. განხორციელდება ქ. ქობულეთში ჭავჭავაძის, ჭავჭავაძის პირველი შესახვევის, მე-2 შესახვევის, ლესელიძის შესახვევის, ნინოშვილის და გურამიშვილის ქუჩების კანალიზაციის სამუშაოები. პროგრამით გათვალისწინებულია სანიაღვრე სისტემის მიმდინარე ექსპლუატაცია, სანიაღვრე წყლების გზის სავალი ნაწილიდან მოშორება მათზე სისტემატიური კონტროლი და სრულყოფილი მონიტორინგის უზრუნველყოფა, აგრეთვე ქ. ქობულეთში არსებული დახურული და ღია სანიაღვრე არხების, სანიაღვრე ჭების გაწმენდა, შლამის ამოღება და გატანა. პროგრამით დასრულდება 2014 წლის გარდამავალი სამუშაოები. 2.2.7. უსახური შენობა ნაგებობების დემონტაჟი (პროგრამული კოდი 03 02 07) მუნიციპალიტეტის იერ-სახის შენარჩუნების მიზნით ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია უსახური ნაგებობების და უკანონო მიშენებების დემონტაჟი. 2.3. მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობითი ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სკვერებისა, პარკებისა და მოედნების კეთილმოწყობითი სამუშაოები, სკვერებსა და პარკებში არსებული საჯდომების მიმდინარე შეკეთება-რეაბილიტაცია, მუნიციპალიტეტის შენობა-ნაგებობების სარემონტო და კეთილმოწყობითი სამუშაოები. 2.3.1. მუნიციპალიტეტის შენობა-ნაგებობების სარემონტო და კეთილმოწყობითი სამუშაოები (პროგრამული კოდი 03 03 02) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზის რემონტი/რეაბილიტაცია. პროგრამით დასრულდება 2014 წელში დაწყებული გარდამავალი სამუშაოებიც. 2.3.2. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული რკინა-ბეტონის და ლითონის კონსტრუქციების (ღობეების) და სკვერებსა და პარკებში საჯდომების მიმდინარე შეკეთება-რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 03 03) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქ ქობულეთში თამარ მეფის სანაპიროსთვის სანაგვე ურნებისა და სკამების შეძენა-მონტაჟი. 2.3. საცხოვრებელი ბინების სადეზინფექციო ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 06) მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფექციური დაავადებების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით აუცილებელია ისეთი პრევენციული ღონისძიების გატარება როგორიცაა სადერატიზაციო და სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება. 2.4. აზომვითი ნახაზების შედგენის ხარჯი (პროგრამული კოდი 03 07) მუნიციპალიტეტში არსებული შენობა-ნაგებობების, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების, ხაზობრივ ნაგებობების აზომვითი ნახაზების მომზადება და მისი შემდგომი მუნიციპალურ საკუთრებად დარეგისტრირება ხელს შეუწყობს არსებული ქონების მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში განკარგვას. 3. განათლება (პროგრამული კოდი 0400) . მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებშიც განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, ინვენტარით უზრუნველყოფა და ახალი ბაღების ფუნქციონირება. 3.1. სკოლამდელი განათლების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 01) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს სკოლამდელი განათლება წარმოადგენს რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია. 3.1.1. ა(ა)იპ საბავშვო ბაღების გაერთიანება (პროგრამული კოდი 04 01 01) მუნიციპალიტეტში იფუნქციონირებს საბავშვო ბაღები, სადაც სკოლამდელ აღზრდა-განათლებას მიიღებს 1900 ზე მეტი ბავშვი. მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით ქვეპროგრამა მოიცავს ბაღების სასწავლო-აღმზრდელობითი მომსახურების და კვებითი მომსახურების ხარჯების სრულ დაფინანსებას და ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა სხვა დანარჩენ ხარჯს. 3.1.2. საბავშვო ბაღების მშენებლობა, რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 04 01 02) ხორციელდება არსებული ბაღების რეაბილიტაცია და ბაღების განტვირთვის მიზნით ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა და შესაბამისი ინვენტარით უზრუნველყოფა. პროგრამით გათვალისწინებულია ქალაქ ქობულეთში ფიჭვნარში საბავშვო ბაღის მოწყობა, ქალაქ ქობულეთში გელაურში საბავშვო ბაღის მოწყობა, სოფელ ქობულეთში საბავშვო ბაღის მოწყობა, სოფელ ზენითში საბავშვო ბაღის მოწყობა. პროგრამით გარძელდება საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის ყველა 2014 წლის გარდამავალი პროექტებიც. 3.2. საჯარო სკოლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 02) პროგრამით გათვალისწინებულია ქობულეთის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირება და ამ მიზნით მომსახურე სკოლის კუთვნილი ავტობუსის უზრუნველყოფა საწვავით. 4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შესძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. 4.1. სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. 2015 წლის განმავლობაში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები და დაფინანსდება:
4.1.1. ქობულეთის კომპლექსური სასპორტო სკოლის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01 01) სკოლაში ფუნქციონირებს შემდეგი წრეები: თავისუფალი ჭიდაობა, ძიუდო, ძალოსნობა, ველოსპორტი, რაგბი, ჭადრაკი, ფეხბურთი (გოგონათა და ჭაბუკთა). წრეებში დაკავებულია 300 ზე მეტი ბავშვი, ტარდება შიდა სასკოლო და ამხანაგური შეხვედრები. წლის განმავლობაში სკოლის ჯგუფებში მოსწავლეთა მომზადების დონის შემოწმების და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და საქართველოს ეროვნულ ნაკრებ გუნდებში წარმატებული სპორტსმენების გამოვლენის მიზნით სასპორტო სკოლა მონაწილეობას ღებულობს საოლქო და რესპუბლიკურ სპორტულ ღონიძიებებში. 4.1.2. სპორტული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სპორტის სხვადასხვა სახეობების განვითარება-პოპულარიზაცია და ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ უზრუნველყონ სპორტსმენების განვითარებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერ სპორტსმენთა წახალისება. გაგრძელდება სხვადასხვა სპორტული პროექტების მხარდაჭერაც. 4.1.3. სპორტული საკლუბო გუნდების მხარდაჭერა (პროგრამული კოდი 05 01 03) პროგრამა ითვალისწინებს მხარდაჭერის ფარგლებში საფეხბურთო და სარაგბო კლუბების დაფინანსებას. კერძოდ საფეხბურთო საკლუბო გუნდი “შუქურას“ და სარაგბო კლუბი “პონტოს“ მხარდაჭერის პროგრამა ითვალისწინებს სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მიზნით ტრანსპორტირების დაფინანსებას, სპორტულ თამაშებებში მონაწილეობის ხელშეწყობას სხვადასხვა მიმართულებებით, აგრეთვე გუნდების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯებს. 4.2. კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. 4.2.1. ა(ა)იპ ქობულეთის სახელოვნებო სკოლა (პროგრამული კოდი 05 02 01) მუნიციპალიტეტი კვლავ განაგრძობს 2015 წლის პროგრამის ფარგლებში სახელოვნებო სკოლის თანადაფინანსებას სადაც გაერთიანებულია სოფლების ხუცუბნისა და ბობოყვათის, დაბა ჩაქვისა და ქ. ქობულეთის სკოლები. სულ 570 მოსწავლეზე მეტი. 4.2.2. ა(ა)იპ ქობულეთის კულტურის ცენტრი (პროგრამული კოდი 05 02 02) მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს კულტურის ცენტრი რომელიც შესდგება საბიბლიოთეკო და მოსწავლე-ახალგაზრდობასთან მუშაობის განყოფილება, მასში გაერთიანებულია სასოფლო კულტურული დაწესებულებები, შესაბამისად განყოფილებებში ფუნქციონირებს ეკოტურიზმის, კულტურული მემკვიდრეობის, ახალგაზრდობის თავისუფალი დროის ორგანიზების, ხალხური რეწვის, ლიტერატურულ-თეატრალური, რიტმული ცეკვების „ახალი რიტმები“ ჯგუფები და ქორეოგრაფიული ანსამბლი „საუნჯე“. ახალგაზრდული ანსამბლი ახალი ხმები და სასოფლო კლუბებთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები, სადაც სულ გაერთიანებულია ორასამდე ახალგაზრდა. პროგრამა აფინანსებს კულტურის ცენტრის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს. 4.2.3. ა(ა)იპ ქობულეთის პარკი (პროგრამული კოდი 05 02 03) მუნიციპალიტეტი საკუთრებაში არსებული პარკების მიმდინარე მოვლა-შენახვისა და საკურორტო ქალაქის იერსახის შენარჩუნების მიზნით დააფინანსებს ა(ა)იპ ქობულეთის პარკის ფუნქციონირებისათვის საჭირო ყველა ხარჯს. 4.2.4. ა(ა)იპ ქობულეთის გურამ თამაზაშვილის სახელობის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი "მხედრული"' (პროგრამული კოდი 05 02 04) მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი სადაც ახალგაზრდა თაობებში კულტურული აღზრდისა და ეროვნული ცეკვების შენარჩუნების მიზნით მუნიციპალიტეტი დააფინანსებს ანსამბლის ფუნქციონირებისათვის საჭირო ყველა აუცილებელ ხარჯს. 4.2.5. კულტურული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 05) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის, მხარის ღირსეულად წარმოჩენის მიზნით ადგილობრივი და მუნიციპალიტეტის სტუმრების და ინტერესების, სანახაობებისა და წარმოდგენების მიზნით გაიმართება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები როგორიცაა საახალწლო და სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი კულტურული ღონისძიებები, კერძოდ: სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დღეების აღნიშვნა, სახალხო დღესასწაულები და სხვა. პროგრამით განხორციელდება ტურიზმის კვირეულისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიებები, მოხდება ტურისტული სარეკლამო მასალების-კერძოდ სარეკლამო ტურისტული ვიდეო რგოლის მომზადება, პროგრამით შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ფესტივალებში, კონკურსებსა და პროექტებში შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობის ხელშეწყობა, დამეგობრებულ ქალაქებს შორის ურთიერთობების გაღრმავება, ხელი შეეწყობა ცნობილი და შემოქმედი ადამიანების პოპულარიზაციას, შესაძლებელი გახდება გენდერული თანასწორობის დღის, შ.შ.მ. პირების უფლებათა დაცვის დღის და სხვადასხვა პროექტების მხარდაჭერა. 4.2.6. ა(ა)იპ ქობულეთის მუზეუმი (პროგრამული კოდი 05 02 08) მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს მუზეუმი, რაც ემსახურება ქობულეთის როგორც საკურორტო და ისტორიული მნიშვნელობის ქალაქის განვითარებასა და პოპულარიზებას. მუზეუმში დაცულია იშვიათი ექსპონანტები რომლებიც ადგილობრივი ოსტატობის ნიმუშს წარმოადგენს, საგამოფენო დარბაზი წლის განმავლობაში მასპინძლობას უწევს არამარტო ადგილობრივ არამედ უცხოელ დამთვალიერებლებსაც, ყოველივე აქედან გამომდინარე მუნიციპალიტეტი აფინანსებს მუზეუმის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს. 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. სოციალური სფერო დაფუძნებულია ბენეფიციართა მიზნობრივ დახმარებებზე და პრიორიტეტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები უზრუნველყოფენ მის შემდგომ დახვეწას, რათა გაიზარდოს პროგრამების სიზუსტე და დახმარების ეფექტიანობა. ისევ იმოქმედებს პრინციპი, რომ მუნიციპალიტეტი დაეხმაროს იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად ესაჭიროება. ამ მიზნით მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათების უზრუნველყოფას, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის უფასო სასადილოში ცხელი საკვებით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული ფონის გაჯანსაღებისათვის მიმართული აქციების განხორციელებას, მათთვის მატერიალური მხარდაჭერას და სტიმულის მიცემას, დედ-მამით ობოლ ბავშვთა ყოველთვიურ მატერიალურ დახმარებას.
პროგრამა ითვალისწინებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებას, სხვადასხვა დაავადების მკურნალობის ხარჯების თანადაფინანსება, მათ შორის, ქრონიკულად პროგრესირებადი დაავადებების როგორიცაა ეპილეფსია. 5.1 .1. ქრონიკულად პროგრესირებადი დაავადებების მედიკამენტოზური დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 0101) პროგრამა ითვალისწინებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეპილეფსიით და მეორადი ეპილეფსური სინდრომით დავადებული ბენეფიციარებისყოველდღიურად მისაღები სპეციფიკური მედიკამენტებით დახმარებას. ეპილეფსიის სიხშირე მაღალია როგორც ბავშვებში ასევე მოზარდებში. დაავადების მიმდინარეობის ხელისშეშლაში ერთ-ერთი მთავარი პრინციპი შესაბამისი მედიკამენტების სისტემატური მიღებაა, რაც ხელს შეუშლის ბენეფიციართა დაინვალიდებას და შეამცირებს ავადობას. 5.1.2. სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომსახურეობის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 01 03) პროგრამა ითვალისწინებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ცენტრიდან დიდი მანძილით დაშორებული სოფლების კერძოდ: დაბა ჩაქვის, ხალას, საჩინოს, ციხისძირის თემის, სოფელ ჩაისუბნის და სოფელ დაგვას (ნაწილობრივ) მოსახლეობისათვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების დროულად აღმოჩენას. პროგრამა ითვალისწინებს სამედიცინო ჯგუფის პირველადი დახმარების მედიკამენტებით უზრუნველყოფას და პაციენტებამდე გადაადგილების უზრუნველყოფას, აგრეთვე ფუნქციონირებისათვის სხვა ყველა საჭირო ხარჯების ანაზღაურებას. 5.1.3. პირველადი ჯანდაცვის ფუნქციონირების ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 01 04) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში არსებული სულ 12 ერთეული პირველადი ჯანდაცვის ცენტრის დაფინანსებას კომუნალური და გათბობის ხარჯებით. დაგეგმილია აღნიშნულ ამბულატორიებში მომსახურე ექიმთა სამედიცინო ჩანთების მედიკამენტებითა და სამედიცინო დანიშნულების საგნებით შევსება. 5.1.4. ფენილკეტონურიით დაავადებულ პირთა სამკურნალო საშუალებების კომპენსაციით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 01 05) პროგრამა ითვალისწინებს ფენილკეტონურიით დაავადებული პირებისათვის ერთჯერადი მატერიალური დახმარება, 18 წლამდე ასაკის ფენილკეტონურიით დაავადებული პირებისათვის თითოეულზე 500 ლარის ოდენობით, ხოლო 18 წლის ზემოთ ასაკის ფენილკეტონურიით დაავადებული პირებისათვის თითოეულზე 1500 ლარის ოდენობით. 5.1.5. ბრონქული ასთმით დაავადებულთა მედიკმენტოზური დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 01 06) პროგრამა ითვალისწინებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბრონქული ასთმით დავადებული ბენეფიციარების მედიკამენტოზურ დახმარებას. ბრონქული ასთმის სიხშირე მაღალია როგორც ბავშვებში ასევე მოზარდებში. დაავადების მიმდინარეობის ხელისშეშლაში ერთ-ერთი მთავარი პრინციპი შესაბამისი მედიკამენტების სისტემატური მიღებაა, რაც ხელს შეუშლის ბენეფიციართა ავადობისა და დაინვალიდებას და შეამცირებს ავადობას. პროგრამით განხორციელდება 100 ბენეფიციარის წლის განმავლობაში ყოველთვიურად მისაღები სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა. 5.2. სოციალური დაცვის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 06 02) მოსახლეობის სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. სოციალური სფერო დაფუძნებულია ბენეფიციართა მიზნობრივ დახმარებებზე და პრიორიტეტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები უზრუნველყოფენენ მის შემდგომ დახვეწას. 5.2.1. სოციალურად დაუცველი ფენისათვის მუნიციპალური უფასო სასადილოს პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 01) პროგრამით ისარგებლებს ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობა სოციალური მომსახურეობის სააგენტოს სარეიტინგო ქულა 0-დან 100000-მდე ქულის მქონე, მარტოხელა პენსიონერი, დედ-მამით ობოლი ბავშვი, უსახლკარო, მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოსახული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, მარჩენალ დაკარგული და მრავალშვილიანი (18 წლამდე 5 და მეტი შვილი). 5.2.2. ყოველი მესამე და მომდევნო ახალშობილზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 02) მუნიციპალიტეტში დემოგრაფიული ფონის გაჯანსაღებისათვის პროგრამა ითვალისწინებს ერთჯერად მატერიალურ დახმარებას მესამე ახალშობილზე 500 ლარის ოდენობით, მეოთხე ახალშობილზე 700 ლარის ოდენობით, მეხუთე და მომდევნო ახალშობილზე 900 ლარის ოდენობით. 5.2.3. ხუთი და მეტ მცირეწლოვან ბავშვთა ოჯახებზე (18 წლამდე ბავშვები) ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 0602 03) მრავალშვილიანი ოჯახებისათვის დახმარება მუნიციპალიტეტის პრიორიტეტს წარმოადგენს, დემოგრაფიული პრობლემის ფონზე შეიმჩნევა, რომ აღნიშნული კატეგორიის დიდი ნაწილი სოციალურად დაუცველი ოჯახებია, პროგრამა ითვალისწინებს ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 5 და მეტ მცირეწლოვან ბავშთა ოჯახებზე ერთჯერად მატერიალურ დახმარებას 1000 ლარის ოდენობით. 5.2.4. ომის მონაწილეებზე და დაღუპულთა ოჯახის წევრებზე სადღესასწაულო დღეების ორგანიზებისა და დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 04) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების, მათთან გათანაბრებული პირების, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრების, სამხედრო ძალების ვეტერანების და მარჩენალდაკარგულთა უკდავყოფის მიზნით მუნიციპალიტეტი ახორციელებს პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა უკვდავყოფას, ომის მონაწილის ოჯახზე დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, სადღესასწაულო დღეების აღნიშვნას. ამ მიზნით გათვალისწინებულია ომის მონაწილის დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურებისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარება 250 ლარი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებზე 9 მაისთან დაკავშირებით ერთჯერადი მატერიალური დახმარება თითოეულზე 500 ლარის ოდენობით, ხოლო დაღუპულთა ოჯახის წევრებზე 200 ლარის ოდენობით, გათვალისწინებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაინვალიდებულთა და დაღუპულთა ოჯახის წევრებზე 27 სექტემბერთან დაკავშირებით თითოეულზე 300 ლარის ოდენობით დახმარება. 5.2.5. დედ-მამით ობოლ ბავშვთა ყოველთვიური მატერიალური დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 05) პროგრამა ითვალისწინებს დედ-მამით ობოლ ბავშთა (18 წლამდე) ყოველთვიურ მატერიალურ დახმარებასთვეში 100 ლარის ოდენობით. 5.2.6. უმწეო გარდაცვლილის ოჯახებზე ერთჯერადი დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 07) პროგრამა ითვალისწინებს ერთჯერად დახმარებას ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ უკიდურესად გაჭირვებულ გარდაცვლილთა ოჯახებზე, რომელთაც არ გააჩნიათ სახსრები მიცვალებულთა დაკრძალვისათვის და სოციალური სააგენტოს მიერ მინიჭებული აქვთ სარეიტინგო ქულა 0-70000 ქულის ჩათვლით. ასევე პროგრამა დააფინანსებს უპატრონო ან მარტოხელა გარდაცვლილ მოქალაქეებს. დახმარების ოდენობა განისაზღვრება თითოეულზე 250 ლარის ოდენობით. 5.2.7. დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პაციენტების ტრანსპორტირების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 08) პროგრამა ითვალისწინებს დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსაარგებლე ბენეფიციარისა და მათი თანმხლები პირების შესაბამის კლინიკებში სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პაციენტების ტრანსპორტირების ხარჯებს საცხოვრებელი ადგილიდან სამედიცინო დაწესებულებამდე და სამედიცინო დაწესებულებიდან საცხოვრებელ ადგილამდე. 5.2.8. ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის გაზიფიცირების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 09) პროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ოჯახების, რომლებსაც სოციალური სააგენტოს მიერ მინიჭებული აქვთ სარეიტინგო ქულა 0-57000 მდე, გაზიფიცირებას, კერძოდ ბუნებრივი აირის მილგაყვანილობისა და მრიცხველის სამონტაჟო ღირებულების დაფინანსებას ერთი წერტილის გათვალისწინებით. 5.2.9. ბავშვთა აბილიტაციის/რებილიტაციის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციართა ტრანსპორტირების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 12) პროგრამა ითვალისწინებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ბავშვთა აბილიტაციის/რებილიტაციის პროგრამით მოსაარგებლე ბენეფიციარისა და მათი თანმხლები პირების შპს „ უნიმედ აჭარას“ ჩაქვის სამედიცინო ცენტრში, ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის, ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებების მქონე ბავშვებისათვის ფსიქოსომატური რეაბილიტაციის კურსების ჩასატარებლად ტრანსპორტით გადაადგილებისათვის მატერიალურ დახმარებას. წელიწადში ერთ პაციენტს და თანმხლებ პირს დაუფინანსდება არაუმეტეს ოთხი კურსისა. 5.2.10. ქ. ქობულეთში მცხოვრებ შინ მოვლის საჭიროების მქონე ბენეფიციართა დახმარებისა და მომსახურეობის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 13) პროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველ (100 000 მდე სარეიტინგო ქულის მქონე) საწოლს მიჯაჭვულ პაციენტებს გაუწიოს სამედიცინო დახმარება (პრევენცია, მკურნალობა, რეაბილიტაცია) და ყოველდღიურ საქმიანობაში მხარდაჭერა, უზრუნველყოს პაციენტისა და ახლობლის ფსიქოლოგიური და სოციალური სერვის მომსახურეობა სახლის პირობებში.
|
მუხლი 14.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.
|
დოკუმენტის კომენტარები