დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 31 |
| დოკუმენტის მიმღები | ხარაგაულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 02/09/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.128.016176 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (09/09/2014 - 22/12/2016)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება (დანართი №1).
|
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 სექტემბრის №21 დადგენილება „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (საკანონმდებლო მაცნე №29, 2010 წლის 24 სექტემბერი, მუხლი 815). |
| მუხლი 3 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 მარტის №5 დადგენილება ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ( ვებგვერდი, 07/03/2014) |
| მუხლი 4 |
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება |
მუხლი 1.
გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური |
1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და გამგეობის სამსახურების საქმისწარმოებას, მათ კომუნიკაციას ერთმანეთთან. მუნიციპალტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ურთიერთობის ორგანიზებას მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, გამგეობის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივ აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 4. სამსახურს აქვს დოკუმენტების სარეგისტრაციო შტამპი, ბლანკი, ბეჭედი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით. 5. ადმინისტრაციული სამსახურის მისამართია დაბა ხარაგაული 9 აპრილის ქუჩა N15. |
მუხლი 2.
სამსახურის სტრუქტურა |
1.სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, განყოფილებების უფროსების, გამგებლის თანაშემწის, გენდერულ საკითხებში გამგებლის მრჩეველის , მთავარი და წამყვანი სპეციალისტებისაგან.
2. სამსახურის განყოფილებებია: ა) იურიდიული განყოფილება; ბ) საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება; გ) წარმომადგენლების კოორდინაციის განყოფილება.
|
მუხლი 3.
სამსახურის ფუნქციები |
სამსახურის ფუნქციებია:
|
მუხლი 4.
სამსახურის უფროსი |
1. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი არის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე, რომელსაც კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულის მიერ დაკისრებული ამოცანების და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის; გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურეობრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ე) გამგებელს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ შესრულებუილ სამუშაოთა შესახებ; ზ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. თ) ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში გამგებლის დავალებით მის უფლებამოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. |
| მუხლი 5 |
განყოფილების უფროსი
1. განყოფილების უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 2. განყოფილების უფროსი: ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას; ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას; გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას; დ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით განყოფილების საქმისწარმოებას. ე) სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მოსამსახურეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ; ვ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის დავალებით განყოფილების უფროსის უფლებამოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოსამსახურე. |
მუხლი 6.
იურიდიული განყოფილების ფუნქციები |
სამსახურის იურიდიული განყოფილება უზრუნველყოფს:
1.გამგებლის, გამგეობის სამსახურებისა და თანამდებობის პირების იურიდიულ კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას. 2. გამგეობაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან. 3. მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში. 4. მუნიციპალიტეტის გამგეობის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; 5. მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას. |
მუხლი 7.
საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ფუნქციები |
საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
|
მუხლი 8.
წარმომადგენლების კოორდინაციის განყოფილების ფუნქციები |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები