„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/03/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/03/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.128.016494
13
06/03/2023
ვებგვერდი, 07/03/2023
010250050.35.128.016494
„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2023 წლის 6 მარტი

დაბა ხარაგაული

 

„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №31 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 09/09/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.128.016176):

1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს  ახალი რედაქციით:

„1. სამსახურის შემადგენლობაში შედის:

ა) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;

ბ) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე;

გ) მეორადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები – განყოფილების უფროსები;

დ) III რანგის უფროსი სპეციალისტები;

ე) IV რანგის უმცროსი სპეციალისტები.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის არყოფნის ან მოვალეობის განხორციელების შეუძლებლობის  შემთხვევაში, მერის დავალებით, მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის  უფროსის მოადგილე“;

3. დადგენილებით დამტკიცებულ მე-4 მუხლის შემდეგ დაემატოს მე-41 მუხლი და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 41.  პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე

1. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილე  არის საჯარო მოხელე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

2. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილე:

ა) მონაწილეობს დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულისათვის შესასრულებელი ამოცანების პრიორიტეტიზაციაში;

ბ) აკონტროლებს და ხელს უწყობს სტრუქტურული ერთეულისათვის დასახული ამოცანების მიღწევის პროცესს;

გ) ადმინისტრირებას უწევს პროცესებს მის დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლების შეფასებაზე, წახალისებაზე, განვითარებაზე, მოტივაციასა და დისციპლინური ღონისძიებების  ინიცირებაზე;

დ) ზედამხედველობს სტრუქტურული ერთეულის მიერ შესასრულებელი სამუშაოს ვადებს;

ე) დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებს აძლევს რჩევებსა და რეკომენდაციებს მუშაობის ხარისხის გაუმჯობესებისა და განვითარების მიზნით;

ვ) მონაწილეობს პროფესიული და ორგანიზაციული პრობლემების გადაწყვეტასა და დარეგულირებაში, რომლებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სტრუქტურული ერთეულის ეფექტიანი მუშაობისთვის;

ზ) ხელს უწყობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს მისთვის განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობების განხორციელების პროცესში და ასრულებს მის შესაბამის დავალებებს;

თ) კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქცია-მოვალეობებს.

ი)  შეიმუშავებს წინადადებებს გენდერული თანასწორობის საკითხებზე;

კ) ახორციელებს ურთიერთობას არასამთავრობო სექტორთან;

ლ) მერის დავალებით ასრულებს ხელმძღვანელის მოვალეობებს მისი არყოფნის ან მოვალეობის განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში.

3. სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე პასუხისმგებელია:

ა) წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული მოვალეობების, ფუნქციების, ამოცანებისaა და ვალდებულებების ჯეროვნად და ხარისხიანად შესრულებაზე;  

ბ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მომზადებული ან ვიზირებული დოკუმენტების სიზუსტეზე;

გ) დაქვემდებარებულთა მიერ შესასრულებელი სამუშაოს ვადებსა და ხარისხზე;

დ) საკუთარი კომეტენციის ფარგლებში მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული რეგულაციებისა და წესების დაცვაზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემანანა ბარბაქაძე