„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 17/06/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.128.016582
9
17/06/2026
ვებგვერდი, 18/06/2026
010250050.35.128.016582
„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2026 წლის 17 ივნისი

დაბა ხარაგაული       

 

„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №31 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 09/09/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.128.016176):

1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტიდან  ამოღებულ იქნეს „ბ“ ქვეპუნქტი;   

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მეორადი სტრუქტურული ერთეულებია სამსახურის განყოფილებები:

ა) იურიდიული, საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება;

ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება;

3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

სამსახურის ფუნქციებია:

1. ორგანიზაციულ-ტექნიკურად უზრუნველყოს მერიის სამუშაო თათბირების, აგრეთვე მერიის სტრუქტურული ერთეულების და მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ სხვა ღონისძიებების ჩატარება.

2. მოამზადოს მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, საკრებულოში წარსადგენი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტები.

3. უზრუნველყოს სამსახურებრივი დოკუმენტების, მოქალაქეთა, ორგანიზაციების, დაწესებულებების მიერ გამოგზავნილი წერილების და მომართვების აღრიცხვა, სისტემატიზაცია, მათი გადაგზავნა ადრესატისათვის, უზრუნველყოს დოკუმენტაციის შენახვა და საარქივო მასალის დამუშავება. უზრუნველყოს მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება.

4. უზრუნველყოს მოქალაქეთა მიღების ორგანიზება, შესაბამისი მასალების მომზადება, დავალებათა აღრიცხვა და კონტროლი მათ შესრულებაზე.

5. მოახდინოს მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის საინფორმაციო, ანალიტიკური, საცნობარო და ტექნოლოგიურ-პროგრამული უზრუნველყოფა. მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური ინფორმაციის გავრცელება, მასობრივი ინფორმაციის ორგანოებთან მუშაოების ორგანიზება. უზრუნველყოს მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურება.

6. უზრუნველყოს მერიის საჯარო მოსამსახურეთა ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზება.

7. უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.

8. უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირება.

9. მოამზადოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განსათავსებელი მასალები.

10. უზრუნველყოს ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინირებული საქმიანობა, მერის წარმომადგენლების საქმიანობის ორგანიზება, მერის წარმომადგენელთათვის მეთოდური და სამართლებრივი დახმარება, მათთვის სარეკომენდაციო ხასიათის მითითებების მიცემა, ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირი მერიასთან, სტატისტიკური და სხვადასხვა სახის მონაცემების შეგროვება და დამუშავება.

11. უზრუნველყოს მერის პრესკონფერენციების ჩატარება, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ ყოვეთვიური პრესდაიჯესტის მომზადება და გამოქვეყნება.

12. უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

13. „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 25 დეკემბრის №587 დადგენილებით განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხების განხორციელების უზრუნველყოფა.“.

4. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მეორე პუნქტის კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის არყოფნის ან მოვალეობის განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მერის დავალებით, მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი;“.

5. დადგენილებით დამტკიცებული დებულებიდან  ამოღებულ იქნეს 41 მუხლი;   

6. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 6. მეორადი სტრუქტურული ერთეულის  იურიდიული, საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის  განყოფილების ფუნქციები

სამსახურის იურიდიული, საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის   განყოფილება უზრუნველყოფს:

ა) მერის და მერიის სამსახურების იურიდიულ კონსულტირებას;

ბ) მერიაში შემუშავებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების და სხვა დოკუმენტების შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან;

გ) მერიის საჯარო მოსამსახურეთა მიერ მომზადებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების სამართლებრივ ვიზირებას;

დ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში;

ე) მუნიციპალიტეტის მერიის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

ვ) ერთიან საქმისწარმოებას, შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაციას, ინდექსაციას, დოკუმენტების გადაცემას შემსრულებლისათვის, გასული დოკუმენტების გაგზავნას

ზ) საქმისწარმოებაში ბეჭდების, შტამპების, ბლანკების სათანადო გამოყენებას;

თ) მერიის საჯარო მოსამსახურეთა საკადრო საკითხებთან დაკავშირებით (დანიშვნა, გათავისუფლება, შვებულება, მივლინება) სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას, პირადი საქმეების წარმოებას;

ი) საჯარო მოსამსახურეების „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენის სისრულის და შესაბამისობის შემოწმებას;

კ) შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებთან შრომითი ხელშეკრულებების პროექტის მომზადებას;

ლ) მერიის საჯარო მოსამსახურეთათვის საკლასო ჩინების მინიჭების საკითხების მომზადებას;

მ) მუნიციპალიტეტის მერიის მოსამსახურეთა ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზებას;

ნ) მერიის საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზს, კადრების საჭიროებათა შესწავლასა და საკადრო რესურსების გამოყენების პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადებას, მათი მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას;

ო) საარქივო მასალის დამუშავებას, საქმეთა ნომენკლატურის შედგენას;

პ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“.

7. დადგენილებით დამტკიცებული დებულებიდან  ამოღებულ იქნას მე-7 და მე-8 მუხლები;   

8. დადგენილებით დამტკიცებული დებულებიდან  ამოღებულ იქნას 91 მუხლი;   

9. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის სათაური  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 10. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა ვალდებულებები“.

მუხლი 2
1. დადგენილება, გარდა პირველი მუხლის მე-3 და მე-9 პუნქტებისა, ამოქმედდეს 2026 წლის 23 ივლისიდან.

2. დადგენილების პირველი მუხლის მე-3 და მე-9 პუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემანანა ბარბაქაძე