„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის N31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის N31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/06/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/06/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.128.016530
14
03/06/2024
ვებგვერდი, 04/06/2024
010250050.35.128.016530
„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის N31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2024 წლის 3 ივნისი

დაბა ხარაგაული

 

„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №31 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 09/09/2014,სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.128.01617).

1. დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 91 პერსონალურ მონაცემთა დაცვა

მერია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ახორციელებს პერსონალურ მონაცემთა დაცვას, განსაზღვრავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს:

ა) მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის, მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების მიღების ან შეცვლის შესახებ დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის, დამუშავებაზე უფლებამოსილი პირისა და მათი თანამშრომლების ინფორმირებას, მათთვის კონსულტაციისა და მეთოდური დახმარების გაწევას;

ბ) მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული შიდა რეგულაციებისა და მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების დოკუმენტის შემუშავებაში მონაწილეობას, აგრეთვე დამუშავებისათვის პასუხისმგებელი პირისა ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობისა და შიდა ორგანიზაციული დოკუმენტების შესრულების მონიტორინგს;

გ) მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით შემოსული განცხადებების და საჩივრების ანალიზსა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემას;

დ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისგან კონსულტაციების მიღებას, დამუშავებისათვის პასუხისმგებელი პირისა და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის წარმომადგენლობას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან ურთიერთობაში, მისი მოთხოვნით ინფორმაციის და დოკუმენტების წარდგენას და მისი დავალებებისა და რეკომენდაციების შესრულების კოორდინაციასა და მონიტორინგს;

ე) მონაცემთა სუბიექტის მიმართვის შემთხვევაში მისთვის მონაცემთა დამუშავების პროცესებისა და მისი უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას;

ვ) დამუშავებისათვის პასუხისმგებელი პირისა ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების სტანდარტების ამაღლების მიზნით სხვა ფუნქციების შესრულებას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2024 წლის 1 ივნისს წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემანანა ბარბაქაძე