დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №31 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | ხარაგაულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 18/01/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.128.016275 |
|
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №31 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №31 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 09/09/2014; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.128.016176)
1. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, განყოფილების უფროსების, თანაშემწეების, მთავარი, წამყვანი და უფროსი სპეციალისტებისაგან და სპეციალისტებისაგან“. 2. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „მუხლი 10. თანაშემწე უზრუნველყოფს გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებას“. 3. ამოღებულ იქნეს დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-11 მუხლი. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები