დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 14 |
დოკუმენტის მიმღები | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 29/07/2014 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/08/2014 |
ძალაში შესვლის თარიღი | 29/07/2014 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.105.016160 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (05/08/2014 - 05/09/2014)
|
,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტი“ ფორმირებულია საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,ქონებისა და ვალდებულებების გადანაწილების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ივნისის №384 დადგენილების, აღნიშნულ საკითხზე გაუქმებული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 13 ივნისის №71 განკარგულების და ,,ახალი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის შედგენის, საბიუჯეტო შემოსულობების და გადასახდელების 2014 წლის ბოლომდე პერიოდისათვის გადანაწილების დროებითი წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ივნისის №384 დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
ახლადშექმნილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის მოცულობა განისაზღვროს 16736,6 ათასი ლარის ოდენობით, თანახმად დანართისა. |
მუხლი 2 |
2014 წლის ბოლომდე დაჩენილი პერიოდისათვის თანხების განკარგვისას უზრუნველყოფილი იქნეს იმ ვალდებულებათა შესრულება, რომელიც გაუქმებული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 13 ივნისის №71 განაკარგულებით გადანაწილდა უფლებამონაცვლე ზუგდიდის მუნიციპალიტეტზე. |
მუხლი 3 |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების პროგრამის /კოდი 030202/ და სპორტის განვითარების ხელშეწყობის პროგრამისათვის /კოდი 050101/ გათვალისწინებული, წლის ბოლომდე დარჩენილი რესურსების გამოყოფა შესაბამისი პროგრამების შესასრულებლად განხორციელდეს, ქალაქის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპ ზუგდიდდასუფთავებასა და ააიპ სპორტის განვითარების ცენტრზე ქალაქისა და თემის მუნიციპალიტეტის შეთანხმების დოკუმენტის მიხედვით. |
მუხლი 4 |
,,საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილების შესაბამისად ეთხოვოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას მ/წლის 1 სექტემბრამდე წარმოადგინოს მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა სამუშაოს შეფასების სისტემებზე ინფორმაცია და ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის თაობაზე დადგენილების პროექტი. |
მუხლი 5 |
დადგენილება ძალაშია 2014 წლის 29 ივლისიდან; |
|
დანართი
|
თავი I
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი |
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
|
მუხლი 2.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით: |
|
მუხლი 3.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 14916.3 ათ. ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 4.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 490.0ათ. ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 5.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გრანტები განისაზღვროს 13661.3 ათ. ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 6.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 765.0 ათ. ლარის ოდენობით
|
მუხლი 7.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 9509.3 ათ. ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 8.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივები მათ შორის: არაფინანსური აქტივების ზრდა 7227.3 ათ. ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 9.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის კლასიფიკაცია |
განისაზღვროს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
თავი II
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები, მათი აღწერის, მოსალოდნელი შედეგებისა და შეფასების ინდიკატორები |
2014-2017 წლებში მუნიციპალიტეტში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას, მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებას, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხელშეწყობას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას, სკოლამდელი განათლების სრულყოფას და მატერიალურ ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას.კულტურისა და სპორტის განვითარება.
1) ზუგდიდისმუნიციპალიტეტის ძირითადი პრიორიტეტებია: ა) ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხელშეწყობა, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების განმტკიცება; ბ) საინვესტიციო გარემოს და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება გ) სკოლამდელი განათლებისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდა და ხარისხის ამაღლება; დ) განათლების კულტურისა და სპორტის განვითარება ე) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, მოსახლეობის სოციალური დახმარების და ხელშეწყობის პროგრამების განხორციელება. 2) 2014 და შემდგომი წლების პრიორიტეტები და პროგრამები ა) თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროგრამას წარმოადგენს თავდაცვის საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა მუნიციპალიტეტში, თავდაცვის უნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტში ხორციელდება სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის, წვევამდელთა სამედიცინო შემოწმებისა და ტრანსპორტირების ღონისძიებები. ბ) 166,8 ათასი ლარი –ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03) პროგრამა მოიცავს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, სამხედრო სამსახურისათვი სმომზადებას, სამხედრო სავალდებულო და სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევას, მათი სამედიცინო შემოწმებას და გაწვევის ტრანსპორტირებას. გ) მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: გ.ა) სამხედრო აღრიცხვის სრულყოფილი კოორდინაცია–უზრუნველყოფა გ.ბ) სამედიცინო შემოწმების შედეგებით ჯანმრთელი ახალგაზრდების სრულად გაწვევის უზრუნველყოფა. დ) შედეგების შეფასების ინდიკატორები: დ.ა) სამხედრო სამსახურში გაწვეული ახალგაზრდების რაოდენობრივი მაჩვენებელი. 3) 8989,0ათასილარი-ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება, აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებულიინფრას ტრუქტურისმოვლა შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. ინფრასტრუქტურისათვის თანხები გამოიყოფა სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან. ა) 2573,9 ათასი ლარი –საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა შენახვა (გზები და ხიდები პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული გზების მდგომარეობის შენარჩუნება და შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია. ბ) 12445,7 ათასი ლარი –გზების მშენებლობა რეაბილიტაცია და მოვლა შენახვა(პროგრამული კოდი 03 01 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტშიარსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მდგომარეობის შენარჩუნება, სასოფლო გზების რეაბილიტაცია. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმავალი გზების რეაბილიტაციასა და მოწყობის საკითხი მუნიციპალიტეტისათვისერთერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.აღნიშნული სამუშაოების შესრულება მნიშვნელოვან ეფექტს მოიტანს. მოსახლეობას მიეცემა ნორმალური გადაადგილების საშუალება. გ) მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: გ.ა) მგზავრთა შეუფერხებელი, კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება. გ.ბ) ბაზრებისადმი ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. გ.გ) სკოლებთან და ჯანდაცვის ობიექტებთან გადაადგილების ხელშეწყობა. გ.დ) ტურიზმის ობიექტებთან მარტივად დაკავშირება. შედეგების შეფასების ინდიკატორები: რეაბილიტირებული და ახალი გზების რაოდენობრივი მაჩვენებელი. 2.1.2 128,2 ათასი ლარი –ხიდ-ბოგირების მშენებლობა რეაბილიტაცია და მოვლა შენახვა (პროგრამული კოდი 03 0102) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ხიდ-ბოგირების მდგომარეობის შენარჩუნება და მუნიციპალიტეტში ხიდ-ბოგირების რეაბილიტაცია. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ წლებში როგორც ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" ასევე ადგილობრივი ბიუჯეტით და სტიქიის კუთხით გამოყოფილი თანხებით უამრავი ხიდისა და ბოგირების რეაბილიტაცია მოხდა, მაინც არის ობიექტები რომელთა რეაბილიტაციაც აუცილებელია.საკუთარი სახსრებით ხიდების რეაბილიტაცია–შეკეთება ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტების შერჩევა–შეფასების კომისიის გადაწყვეტილებათა მიხედვით. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: კონკრეტული სოფლის მოსახლეობის შეუფერხებელი, კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება. შედეგების შეფასების ინდიკატორები: შეკეთებული და ახლად მოწყობილი ხიდეების რაოდენობრივი ზრდა. 2.22044,8 ათასი ლარი –კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარე განათების ქსელის გაფართოება, წყალსადენის ქსელის გაფართოება,გამწვანების სამუშაოები.სოფლებში არსებული სკვერებისა და პარკების მოვლა, ახალი ხეების დარგვა და გამწვანების ზოლებში ყვავილებისა და სხვა დეკორატიული მცენარეების განაშენიანება. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: კეთილმოწყობილი და განათებული სოფელი,სოფლის ცენტრები და უბნები მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. სასმელი წყლით მოსახლეობის მაქსიმალური უზრუნველყოფა. სოფლის ინფრასტრუქტურის იერსახის გაუმჯობესება; შედეგების შეფასების ინდიკატორები: სოფლის ქუჩების განათების პროცენტული მაჩვენებლის ზრდა გაუმჯობესებული და კეთილმოწყობილი დასვენებისა და გართობის ადგილები. 2.2.521,9 ათასი ლარი –გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 01) დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია, მოვლა–შენახვა,ახალი ქსელების მოწყობა და მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდა. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება დღეღამისგანმავლობაში,სოფლების ინფრასტრუქტურის იერსახის გაუმჯობესება; შედეგების შეფასების ინდიკატორები: განათებული სოფლების რაოდენობის ზრდა. 2.2.2. 800,0ათასილარი-დასუფთავებისღონისძიებები (პროგრამულიკოდი 030202) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის დაცვა და გაუმჯობესება. ყოველდღიურად 50 ჰექტარამდე ფართის დაგვა–დასუფთავების და 130-150 კუბურმეტრამდე ნარჩენების გატანა მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი დანიშნულების ტერიტორიიდან, სოფელში კომპაქტურად ჩასახლებული მოსახლეობის საცხოვრებელი ადგილებიდან, სტიქიური ნაგავ საყრელების ლიკვიდაცია. ზამთრის პერიოდში გზების ტექნიკური მასალით დამუშავება, ჭარბი თოვლისაგან გაწმენდა. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: დასუფთავებული, სანიტარულ–ჰიგიენურად მიმზიდველი ტერიტორიები,ეკოლოგიურად გაუმჯობესებული მდგომარეობა, შედეგების შეფასების ინდიკატორები: მომსახურეობის სფეროს ზრდა, სპეცტექნიკის რაოდენობის ზრდა. 2.2.4327,6 ათასი ლარი–წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია(პროგრამულიკოდი 030203) 2.2.15,0ათასი ლარი -ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა(პროგრამულიკოდი 030204) პროგრამის მიზანია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა, სათანადო საინფორმაციო მასალების, ბუკლეტების, კინოკადრების მომზადება გავრცელება.ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის შექმნა და ფუნქციონირების ხელშეწყობა.შემოქმედებითი გაერთიანება – მეტი ინვესტიციისა და ტურისტული ნაკადების მოზიდვა. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: ანაკლია–განმუხურის საკურორტო ზოლის, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ლანდშაფტური, გეოგრაფიული, მატერიალურ–კულტურული,ისტორიული, რელიგიური მემკვიდროების, ფოლკლორისა და ეთნოგრაფიული ნიმუშების პოპულარიზაცია და დაინტერესება ტურისტულ ბიზნესში ჩართული ბიზნეს ჯგუფების თუ რიგითი ტურისტების. შედეგების შეფასების ინდიკატორები: დამსვენებელთა და ტურისტთა ნაკადის ზრდის მაჩვენებელიწარმოდგენილ ბიზნეს– პროექტები ტურისტული ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად. 2.2.4. 144,0ათასილარი - მუნიციპალიტეტისტერიტორიაზესასაფლაოებისმოვლა-პატრონობის პროგრამა ა.ა.ი.პ ,,სასაფლაოების მართვის ცენტრის“ ბაზაზე (პროგრამული კოდი 030207) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული სასაფლაოების მოვლა–პატრონობას, შემოკავების სამუშაოებს, გადაბერებული ხეების მოჭრას და გადაცემას სოციალური დანიშნულების სარგებლობისათვის შესაბამის სამსახურზე, საფლავების აღრიცხვა-განკარგვაში წესრიგის დამყარებას. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: მიცვალებულთა მოვლილისაფლავები შედეგების შეფასების ინდიკატორები: რამდენად დაცულია სასაფლაოები და 2014 წელს რამდენი შემოკავდა. 2.2.5. 234,3 ათასი ლარი–ნაგავსაყრელის მოწყობა და ტექნიკის შეძენა(პროგრამულიკოდი 030209) 2.3670,0 ათასი ლარი–კეთილმოწყობის ღონისძიებები. (პროგრამული კოდი 03 03) აღნიშნული პროგრამის მიხედვით შექმნილია კეთილმოწყობის ცენტრი რომლის ფარგლებშიც ხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები: განათების ქსელის მოვლა–შენახვა,სანიაღვრეების მოწყობა და ექსპლოატაცია, გამწვანების სამუშაოები, მწვანე საფარისმოვლა–შენახვა. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობილი იერსახე ჯანსაღი გარემო.მოსახლეობისათვის გაუმჯობესებულიდასვენების ადგილები. მუნიციპალიტეტის გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა. შედეგების შეფასების ინდიკატორები: კეთილმოწყობილი ტერიტორიების ზრდა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განათებული ქუჩების რაოდენობის ზრდა. გამწვანებული და მოვლილი ტერიტორიები. ჭარბი ნალექებისაგან მოსახლეობის უვნებლობის მაჩვენებელი. 2.3.1.45,0ათასილარი - ადგილობრივიტყეებისმოვლა–შენახვისპროგრამა (პროგრამულიკოდი 0304) პროგრამაითვალისწინებსმუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის ტყეების, მწვანე საფარის დაცვის და განაშენიანების ღონისძიებებს. სპეციალურიჭრისტყეკაფებისგამოყოფის, უკანონოჭრებისშემცირება–აღკვეთის ღონისძიებებს. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: ჯანსაღი გარემოს შენარჩუნება გაუმჯობესება. შედეგების შეფასების ინდიკატორები: ხეების უკანონოდ ჭრის მაჩვენებლის შემცირება ახლადგაშენებული ნარგავების მაჩვენებლის ზრდა. 2.3.47,9 ათასი ლარი –სანიაღვრე არხების მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 05) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სანიაღვრე არხების მოწყობა, ასევე წყალსაწრეტი არხები და ნაპირსამაგრი ჯებირების მოწყობა. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: მოწესრიგებული სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემები, დაცული სასოფლო სამეურნეო სავარგულები, საყანე ფართობები და საკარმიდამო ნაკვეთები. შედეგების შეფასების ინდიკატორები: მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. წყალდიდობისაგან და სხვა სტიქიური მოვლენებისგან მოსახლეობის დაცვის მაჩვენებელი. 2.3.3. 977,0 ათასი ლარი - სარწყავი არხებისა და ნაპირსამაგრი ჯებირების მშენებლობარეაბილიტაცია(პროგრამულიკოდი 0306) 2.3.41880,4ათასი ლარი( აქედან 132,0 ათასი ლარი გასულ წლის ნაშთი)–სოფლის მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამული კოდი 03 07) და 280,0 ათასი ლარი თანადაფინანსება. პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის N183 დადგენილების 2014 წლის 20 მარტის საფუძველზე 1748,4 ათასი ლარის ფარგლებში, სოფლის მოსახლეობის მოთხოვნილებათა და საჭიროებათა მიხედვით სხვადასხვა პროექტების განხორციელებას. ასევე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 მარტის ¹471განკარგულების საფუძველზე 280,0 ათასი ლარის გამოყოფა საკუთარი ბიუჯეტიდან პროგრამების თანადაფინანსებისათვის კონკრეტულ სოფელში დაგეგმილი პროექტების ღირებულების არაუმეტეს 100 %–სა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები ცალკეული სოფლის– თემების მიხედვით განაწილებულია სოფლის რიცხოვნობისა და კოეფიციენტების მიხედვით, სოფლის მოსახლეობის მიერ შემუშავებული და მოწონებული სხვა და სხვა პროექტების განსახორციელებლად. ხოლო დამატებით გამოყოფილი თანხა 280,0 ათასი ლარი განაწილდეს ცალკეულ სოფლებზე წარმოდგენილი პროექტებისა და ხარჯთაღრიცხვების, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 მარტის N471 განკარგულებით წესის შესაბამისად მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2014 წელი (დაზუსტებული)
2.3.5. 100,0 ათასილარი - მუნიციპალური ტრანსპორტის ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 0308) მუნიციპალური ტრანსპორტის ხელშეწყობა მნიშვნელოვანია, რათა ტრანსპორტი სსაწვავისა და მარაგ–ნაწილების ფასების ზრდის გამო, მგზავრობის ღირებულება არ გაძვირდეს. პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალური ტრანსპორტის ფინანსური დანახარჯების და შემოსავლების თანაფარდობით მოსალოდნელი ზარალის ნაწილობრივი შევსებას. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების სტაბილურობის შენარჩუნება. შედეგების შეფასების ინდიკატორები: მგზავრთა ნაკადის რაოდენობრივი მაჩვენებელი. 2.3.6 30,0 ათასი ლარი მუნიციპალიტეტის კუთვნილი შენობების და სხვა აქტივების კეთილმოწყობა(პროგრამული კოდი 03 14) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის კუთვნილი შენობების, ოთახების და სხვა აქტივების სარემონტო და კეთილმოწყობის სამუშაოებს, შენობებში შეზღუდული შესაძლებლობების პირთა ხელსაყრელი შეღწევადობისათვის პანდუსების მოწყობის სამუშაოებს. 2.3.7. 107.9 ათასი ლარი–ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტო მომსახურების შესყიდვების განხორციელებისათვის.- 232.1 ათასი ლარი – სტიქიით დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის ღონისძიებებისათვის (პროგრამული კოდი 03 15) პროგრამა ითვალისწინებს მთავრობის განკარგულებათა შესაბამისად გამოყოფილი სამუშაოების შესაბამისი საპროექტო– სახაჯთაღრიცხვო და საექსპერტო მომსახურეობის განხორციელებას. ანაკლიის თემის ცენტრში სანიაღვრე არხის მოწყობას და სოფელ ორსანტიის ცენტრიდან ოტობაიას ხიდამდე გზის რეაბილიტაციას.სტიქიით დაზიანებული ობიექტების რეაბილიტაციას. 3. 1579.3 ათასი ლარი - განათლება (პროგრამული კოდი 04 00) ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: სკოლამდელი განთლების განვითარების ხელშეწყობა. რეაბილიტირებული და განახლებული ბაგა- ბაღები და საჯარო სკოლები. შედეგების შეფასების ინდიკატორები: სკოლამდელი ასაკის ბავშვების ზოგადი განათლების მაღალი დონე. შეუფერხებელი სასწავლო პროცესი 3.1 1430.8 ათასი ლარი –სკოლამდელი აღზრდის განათლების ხელშეწყობისპროგრამა(პროგრამული კოდი 04 01) მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 43 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 1580ბავშვი. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის ბავშვების კვების ხარჯებს, აღმზრდელ–მასწავლებელთა ხელფასებს, ბაღების რეაბილიტაციისა და სხვა მიმდინარე ხარჯებს. პროგრამის მიზანიასკოლამდელი ასაკის ბავშვების მომზადება, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისათვის, მათი უნარების განვითარება და სასკოლო განათლებისათვის მომზადება, ხელშეწყობა ოჯახებზე ბავშვის აღზრდა განვითარება და სკოლამდელი განათლების მიღების საქმეში.საბავშვო ბაღებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აღსაზრდელების ინტეგრაციის და გარემოსთან ხელმისაწვდომობის ღონისძიებათა გატარება. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობა მოსახლეობის ყველა ფენისათვის.სკოლამდელი ასაკის ბავშვთა უნარჩვევების განვითარება, მეთვალყურეობა და ზრუნვა ჯანმრთელობის საკითხებში ფსიქოლოგიურ დაკვირვებათა ანალიზი და გატარებული ღონისძიებები. საბავშვობაღებზეგაწეულიდანახარჯების/შენატანებისგაუქმებისშედეგად/ოჯახებისშემოსავლისზრდა 15-30 ლარით. შშმ აღსაზრდელების ინტეგრაციის და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებული მაჩვენებელი. ბავშვებისმოვლაზედედებისდროისეკონომიისშედეგადგენდერულისაკითხებისგაუმჯობესება. შედეგების შეფასების ინდიკატორები: ბაღებში ბავშვების რაოდენობის გაზრდა. შშმ აღსაზრდელების ინტეგრაციის და კონკრეტულად გატარებულ ღონისძიებათა ხელმისაწვდომობისმაჩვენებელი. მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების მაჩვენებელი. რეაბილიტირებული, განახლებული და ახლად აშენებული შენობების რაოდენობრივი მაჩვენებელი. 3.258.5 ათასი ლარი – საჯარო სკოლების ფინანსური ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 04 02) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია საჯარო სკოლებისათვის ფინანსური დახმარების გაწევა, მატერიალურ–ტექნიკური ბაზის ცალკეული სოფლების მიხედვით გათვალისწინებულია მოსწავლეთა გადაადგილებისათვის ტრანსპორტის ხარჯები. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: რეაბილიტირებული მატერიალურ–ტექნიკური ბაზა საშუალო სკოლებში შედეგების შეფასების ინდიკატორები: სრულყოფილი სასწავლო პროცესი და კეთილმოწყობილი გარემო. 3.370.0ათასილარი - ზედაეწერისკოლეჯისფინანსური ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 0404) პროგრამის მიზანია პროფესიონალიკადრების, სპეციალისტებისმომზადებასოფლისმეურნეობისათვის. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: სოფლისმეურნეობისსხვადასხვადარგისპოპულარიზაციადათანამედროვეტექნოლოგიებისადასიახლეებისდანერგვა. შედეგების შეფასების ინდიკატორები: სოფლის მეურნეობის სპეციალისტთა დასაქმების მაჩვენებელი 3.4 10,0 ათასი ლარი განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინანსური ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 0405) განსაკუთრებული ნიჭის და უნარების მქონე მოზარდთა და ახალგაზრდათა გამოვლენა და მათი ფინანსურ–მატერიალური ხელშეწყობა შესაბამის სფეროში სწავლისა თუ შემოქმედების უნარის წარმოსაჩენად და განსახორციელებლად. შესაბამისი დებულების შემუშავება მოსალოდნელი შუალედური შედეგები: განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდების შემოქმედებითი საქმიანობის ზრდა და განვითარება. შედეგების შეფასების ინდიკატორები: ნიჭიერ ახალგაზრდათა მიღწეული შედეგების მაჩვენებელი 4.2147.0 ათასი ლარი––კულტურა, რელიგია ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორია ზეკულტურული და სპორტული სფეროს მკვეთრად გაუმჯობესებას. კულტურული და სპორტული ღონისძიებების ჩატარებას, კულტურის, დასვენების და სპორტული ობიექტების მოწყობა რეაბილიტაციის ხარჯებს. 4.1568.0 ათასი ლარი – სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა უზრუნველყოფილი იქნეს სპორტსმენთა წვრთნა სხვა და სხვა სახეობის მიხედვით, მატერიალურ ტექნიკური ბაზის სრულყოფა, წარმატებულ სპორტსმენთა წახალისება. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: სპორტული მიღწევების გაუმჯობესება. შედეგების შეფასების ინდიკატორები: სპორტსმენთა რაოდენობრივი მაჩვენებელი 4.1.1220.0 ათასი ლარი – მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა ა.ა.ი.პ ,,სპორტის განვითარების ცენტრის“ ბაზაზე (პროგრამული კოდი 050101) პროგრამების მიზანია სპორტის სხვადასხვა სფეროების წრეების ფუნქციონირებას, სასპორტო სკოლების, სპორტული ობიექტების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, სპორტსმენების წვრთნისა და გადამზადების ხელშეწყობა, სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაცია, ვეტერან სპორტსმენთა მიღწევების პოპულარიზაცია. სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა საქართველოში და რესპუბლიკის გარეთ მოსალოდნელი შუალედური შედეგები: სპორტული მიღწევების გაუმჯობესება. სპორტსმენთა მომზადების , წვრთნის ხარისხის ამაღლება შედეგების შეფასების ინდიკატორები: სპორტსმენთა რაოდენობრივი მაჩვენებელი მუნიციპალიტეტის სპორტსმენთამონაწილეობით ჩატარებულ ღონისძიებათა რაოდენობა, რესპუბლიკურ და საკავშირო ღონისძიებებში მიღწეული დადებითი შედეგების რაოდენობრივი მაჩვენებელი ახალი სპორტული ობიექტების რაოდენობა 4.1.2325,0 ათასი ლარი–-ა.ა.ი.პ ,,ფეხბურთისადა ახალგაზრდობის განვითარებისცენტრის“ სუბსიდირება (პროგრამულიკოდი 05 01 03) აღნიშნული პროგრამა კოორდინაციას უწევს მუნიციპალიტეტისტერიტორიაზე ახალგაზრდობის, ინტელექტუალურ, შემოქმედებით, სპორტულ და სხვა სფეროებში მუშაობას და ღონისძიებების ჩატარებას. უზრუნველყოფს ბავშვთა, მოზარდთა და ახალგაზრდობის მომზადებას საფეხბურთო გუნდებისათვის, მატჩებში და ტურნირებში მონაწილეობის მისაღებად, ახალგაზრდობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: სპორტული მიღწევების გაუმჯობესება, ჯანსაღი თაობის აღზრდა, ახალგაზრდობის ინტელექტუალურ შემეცნებითი პოტენციალის ზრდა. შედეგების შეფასების ინდიკატორები: ახალგაზრდობის მონაწილეობით ჩატარებული ღონისძიებები და მათი ხარისხობრივი მაჩვენებელი. საფეხბურთო ტურნირებში მონაწილეობის შედეგობრივი მაჩვენებლები. 4.2. 1548.0 ათასი ლარი – კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) კულტურულ შემეცნებითი გასართობი ღონიძიებების ჩატარება, კულტურული ტრადიციების დაცვა–აღდგენა, სახელოვნებო სკოლების, ბიბლიოთეკების, მუსიკალური კოლექტივების ფუნქციონირება და განვითარება 4.2.1198,0 ათასი ლარი––მუზეუმების, და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ხელშეწყობის პროგრამა ,,ადგილობრივი მუზეუმების მართვის ცენტრის“ ბაზაზე (პროგრამული კოდი 050201) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მემორიალური სახლ-მუზეუმების ფონდის აღრიცხვა-სისტემატიზაცია და პოპულარიზაცია. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის მუზეუმების შენარჩუნება და განახლება–შევსება, ბროშურების გამოცემა და პოპულარიზაცია. შევსებას და გახსნას ექვემდებარებიან ტარიელ ერისთავის, ისაკ ქორთუას, ზვიად გამსახურდიას და ზურაბ ნარმანიას სახლ–მუზეუმები. მედია მუზეუმის გახსნა დიდი ექსპოზიციების მარაგით. სამხატვრო შემოქმედებითი გამოფენის მოწყობა და პოპულიარიზაცია. კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების გამოვლენა, აღრიცხვა, სისტემატიზაცია და პოპულარიზება. არსებული მატერიალურ-ტექნიკური და შემოქმედებითი მდგომარეობის პროგრესირება. საზოგადოების დაინტერესებული ნაწილისათვის ხელმისაწვდომობის გაზრდა კულტურული მემკვიდრეობისადმი. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების საძიებო–სადაზვევრო ექსპედიციის მოწყობა მოძრავი და უძრავი ძეგლების აღრიცხვისა და გამოვლენის მიზნით, საველე არქეოლოგიური კვლევა–ძიების დასრულება №2 სამაროვანზე და სხვა ღონისძიებების განხორციელება კულტურის ძეგლების მოვლისა და შენახვის პროგრამის ფარგლებში. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: საზოგადოების დაინტერესებული ნაწილისათვი სხელმისაწვდომობის გაზრდა კულტურული მემკვიდრეობისადმი. ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშებისადმი.მოსახლეობის ინტელექტუალურ– შემეცნებითი დონის ამაღლება. შედეგების შეფასების ინდიკატორები: რეაბილიტირებული და აღდგენილი სახლ–მუზეუმები. 4.2.292,0 ათასი ლარი – სამუსიკო სკოლებისხელშეწყობისპროგრამა (პროგრამულიკოდი 050202) სამუსიკო პროგრამა ხორციელდება N2 სამუსიკო სკოლის ბაზაზე. პროგრამის მიზანია მოზარდებში მუსიკალური უნარ-ჩვევების განვითარება, მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბება, სოლო და კოლექტიური კონცერტების გამართვა, ფესტივალ-კონკურსებში მონაწილეობის მიღება, პედაგოგთა და ოსტატებისათვის მასტერ-კლასების ჩატარება, მუსიკის სხვადასხვა ჟანრის პოპულარიზაციისათვის მხატვრულ-მუსიკალური ღონისძიებების მოწყობა. მუსიკალური ნიჭით გამორჩეულ მოზარდთა გამოვლენა და მათი პროფესიული ზრდა, ფოლკლორული, საესტრადო და კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია. საანგარიშო კონცერტები, სხვადასხვა კონკურს-ფესტივალებზე მიღწეული წარმატებები. მატერიალურ ტექნიკური ბაზის განმტკიცება. მოსალოდნელი შუალედური შედეგები მოსწავლე ახალგაზრდობის მუსიკალური განათლების დონის ამაღლება შედეგების შეფასების ინდიკატორები: სხვადასხვა კონკურსებსა და ფესტივალებში მონაწილეობის რაოდენობრივი და შედეგობრივი მაჩვენებელი. 4.2.3212,0 ათასი ლარი - საბიბლიოთეკო დარგის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 050204) აღნიშნული პროგრამა ხორციელდება ა.ი.პ. ,,ცენტრალური ბიბლიოთეკის“ ბაზაზე. პროგრამის მიზანია: წიგნის კითხვის ხელმისაწვდომობის გაზრდა. სამეცნიერო-საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზება. შემოქმედებითი საღამოების მოწყობა. თანამედროვე შემოქმედი ავტორების პოპულარიზება. საზოგადოების, განსაკუთრებით მოსწავლე-ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლება. წიგნიერების გაზრდა. შემოქმედებითი პოტენციალის ზრდა. ღონისძიებების ინტესივობა და ხარისხი. წიგნის კვირეული სჩატარება. ფოტოგამოფენებისმოწყობა. უსინათლოთა პროგრამა ,,ბუ“–სდანერგვა. მატერიალურ ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: საბიბლიოთეკოდარგისგანვითარება, მოსახლეობის მეტი დაინტერესება წიგნიერებისადმი. შედეგების შეფასების ინდიკატორები: მკითხველთარაოდენობისზრდის მაჩვენებელი, ჩატარებულ ღონისძიებათა რაოდენობა. 4.2.4163,0 ათასი ლარი– კულტურული ღონისძიებები. (პროგრამული კოდი 05 02 05) პროგრამისმიზანისადღესასწაულოღონისძიებებისდაგეგმვადაჩატარება, ადგილობრივი, რესპუბლიკური და საერთაშორისო ფესტივალების, ფორუმების, საქველმოქმედო აქციების, შემოქმედებითი საღამოების, კონცერტების დაგეგმვა და ორგანიზება მოსახლეობაში პოზიტიური განწყობის შექმნა, ნიჭიერი შემოქმედებითი ადამიანებისა და ჯგუფების წარმოჩენა და პოპულარიზაცია მონაწილეთა მასობრიობა, მოსახლეობის განწყობა წელიწადის ყველა ღირშესანიშნავი დღისა და დღესასწაულის აღნიშვნა ღონისძიებებით. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: მოსახლეობის კულტურული შემეცნებითი დონის ამაღლება, დასვენებისა და გართობისხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, რელიგიურად, კულტურულად და ისტორიულად მნიშვნელოვანი ძეგლების დაცვა. შედეგების შეფასების ინდიკატორები: ჩატარებულ ღონისძიებათა რაოდენობრივი და შინაარსობრივი ზრდის მაჩვენებელი. 4.2.510,0ათასი ლარი– ტელერადიო მაუწყებლობა და საგამომცემლო საქმიანობა. (პროგრამული კოდი 05 02 06) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის საქმიანობაზე შეკვეთილიინფორმაციების, საკანონმდებლო აქტების გამოქვეყნებისა და დაბეჭვდის ანაზღაურება. გენდერული საკითხების კვლევისა და გაშუქების მიზნით ქალთა გაზეთის თანადაფინანსება, ადგილობრივ პრესაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინფორმაციის მიზნით მასალების გამოქვეყნება მუნიციპალიტეტის საქმიანობის ყველა სფეროს მიხედვით. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: ინფორმირებული მოსახლეობა. მასმედიის მედიატორის როლის გაძლიერება ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის; მასმედიის საშუალებით მუნიციპალიტეტის საქმიანობის ინფორმირებულობა; მუნიციპალიტეტის საქმიანობის გამჭვირვალობის ზრდა შედეგების შეფასების ინდიკატორები: კვლევებისშედეგები რამდენად ინფორმირებულია მოსახლეობა მუნიციპალიტეტის საქმიანობაზე მოსახლეობის ჩართულობა მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებში. 4.2.643,0 ათასი ლარი – თეატრალური ხელოვნების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა ჩხორიის სამოყვარულო თეატრის ბაზაზე (პროგრამული კოდი 050207) პროგრამით ხორციელდება სასცენო ხელოვნების პოპულარიზება და განვითარება, საზოგადოებისათვის აქტუალურ თემებზე ახალი სპექტაკლების დადგმა და არსებულის აღდგენა. თეატრალური წარმოდგენების გამართვა, თეატრის სამოყვარულო დონეზე პოპულარიზება, კონკურს-ფესტივალებში მონაწილეობა, მსახიობთა ოსტატობის დასახვეაწდ მასტერ-კლასების ორგანიზება მოსალოდნელი შუალედური შედეგები თეატრალური ხელოვნების განვითარება და პოპულარიზაცია,საზოგადოებრივი ინტერესის გაზრდა თეატრისადმი. შედეგების შეფასების ინდიკატორები: მაყურებელთა დასწრების ზრდის მაჩვენებელი 4.2.7 530,0 ათასი ლარი – მუსიკალურ ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარების პროგრამ აა.ი.პ,,ოდიშის" ბაზაზე (პროგრამული კოდი 050208) ქართული ფოლკლორული ტრადიციების აღორძინება, უკვე არსებული და ახალი ქორეოგრაფიული და მუსიკალური ანსამბლები სხელშეწყობა, ქორეოგრაფების, ლოტბარებისა და მუსიკოსებისათვის სხვადასხვა სახის ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება, ფესტივალ-კონკურსებში მონაწილეობა, ფოლკლორული ნიმუშების მოძიება და პოპულარიზება. მოზარდთა და ახალგაზრდათა ჩართულობის გაზრდა ქორეოგრაფიულ და მუსიკალურ ანსამბლებში, ფოლკლორის, როგორც ხელოვნების ერთ–ერთი უძველესი დარგის პოპულარიზაცია, მომავალ თაობაში სასიმღერო და ქორეოგრაფიული ეროვნული ტრადიციების, მემკვიდრეობითობის შენარჩუნება, სხვადასხვა კონკურს-ფესტივალებში მიღწეული წარმატებები კულტურის სამინისტროს მიერ შემოღებული სერტიფიცირების წარმატებულად გავლა. ადგილობრივ, რესპუბლიკურ და საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობის მიღება, თანამედროვე და ტრადიციული ხელოვნების კონკურს–ფესტივალი ,, ორფევსი“–ს, პროექტი,,მოდი ერთად ვიმღეროთ“, რესპუბლიკური ფოლკლორული ფესტივალი ,,ART-კოლხი“–ს,კლასიკური მუსიკის რესპუბლიკური კონკურს–ფესტივალი,,ნორჩი მუსიკოსები“–ს ჩატარება. ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ოლიმპიადის ჩატარება,რაც შემოქმედებითი ანსამბლების გაცნობა–დამეგობრებას, კულტურისა და ხელოვნების დარგში მოღვაწე მოსწავლე–ახალგაზრდობასთან თანამშრომლობის ხელშეწყობა მოსალოდნელი შუალედური შედეგები: მოსახლეობის კულტურულ–შემეცნებითი დონის ამაღლება, ახალგაზრდების ჩართულობა კულტურულ ცხოვრებაში. შედეგების შეფასების ინდიკატორები: შინაარსობრივად და რაოდენობრივად ჩატარებული ღონისძიებათა მაჩვენებელი კონკურსებში, ფესტივალებში მონაწილეთა მიღწეული შედეგობრივი მაჩვენებელი 4.3.31,0 ათასილარი - ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (პროგრამული კოდი 0503) პროგრამის მიზანი სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა, ახალგაზრდების განათლები სხელშეწყობის პროგრამები, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისათვის პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, ახალგაზრდების საჭიროებებიდან, მისწრაფებებიდან, დაინტერესებიდან გამომდინარე მათთვის მცირე პროექტების თანადაფინანსება, ახალგაზრდების აქტიური დასვენებისა და გართობის ხელშეწყობა, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისათვის მიმართული ღონისძიებები. ახალგაზრდული აქტივობის ზრდა, მაღალი საზოგადოებრივი ჩართულობა, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულიარიზაცია, მოტივაცია განათლებისა და თვით განათლებისათვის. ახალგაზრდების განათლების ხარისხის განსაზღვრა, მათი საზოგადოებრივიაქტიურობა. ხელშეწყობის ღონისძიებათა გატარება. ,,ეტალონ მედია“–ს გადაცემაში მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის მონაწილეობის პროგრამის განხორციელება. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: ახალგაზრდობის აქტიური ჩართვა მუნიციპალიტეტის საქმიანობაში. განათლების, კულტურის , ხელოვნების ინტელექტუალური დონის ამაღლება შედეგების შეფასების ინდიკატორები: განხორციელებული ახალგაზრდული პროექტების, ჩატარებული ახალგაზრდული ღონისძიებების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებელი. 5.01059,6ათასი ლარი – მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებების და შეღავათების უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. ასევე გაგრძელდება ინვალიდი, ობოლი და ტყუპი ბავშვების სოლუიალური დაცვა. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დაცვა ეპიდემიებისაგან. სოციალური რისკების განეიტრალება. ომის ვეტერანებისა და უკიდურესად შეჭირვებულთა ოჯახების სოციალური დაცვა. უნარშეზღუდული ბავშვების მდგომარეობის გაუმჯობესება და საზოგადოებაში ინტეგრირება. ღარიბი მოსახლეობის სოციალური დაცვა. დედების სოციალური უზრუნველყოფა. სოციალური საწარმოების,შშმპ, გენდერული საკითხების ,ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა,კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა საკითხებზე აქტუალური პროექტების მხარდაჭერა. შედეგების შეფასების ინდიკატორები: ეპიდემიის გავრცელებისგან დაცული მოსახლეობა. მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება. უკიდურესად შეჭირვებული ოჯახების მდგომარეობის ნაწილობრივ გაუმჯობესება. მრავალშვილიანი ოჯახების ცხოვრების დონის გაუმჯობესება. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული მოსახლეობის პირობების გაუმჯობესება. უნარშეზღუდული ბავშვების და მათი ოჯახების ცხოვრების დონის გაუმჯობესება. სოციალური საწარმოების განვითარება, შშმ პირთა უფლებების დაცვა, გენდერული თანასწორება, ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დაცვა,კომფლიქტის შედეგათ დაზარალებულთა ცხოვრების დონის გაუმჯობესება. 5.1 160,0 ათასი ლარი – საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ: გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა და კონტროლის ღონისძიებები პირველადი ეპიდკვლევის განხორციელება; ეპიდსაწიინაღმდეგო ღონისძიებების დაგეგმვა; დაავადებების პირველადი ღონისძიებები; ლაბორატორიული სინჯის აღება. იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვა, განხორციელება, საინფორმაციო სისტემის უზრუნველყოფა იმუნოპროფილაქტიკის მონაცემთა რუტინული დამუშავება, ანალიზი, შეფასება, დაზუსტება და ანგარიშგება დადგენილი წესის მიხედვით. ვაქცინაციათა, სხვა ასაცრელი მასალის და ცივი ჯაჭვის ინვენტარის საჭიროების განსაზღვრა მუნიციპალიტეტისათვის დადგენილი წესის მიხედვით. იმუნოპროფილაქტიკის ლოჯისტიკის უზრუნველყოფა ვაქცინათა, სხვა ასაცრელი მასალის 1 თვის მარაგის შექმნა მუნიციპალიტეტში; (ვაქცინათა, სხვა ასაცრელი მასალის მიღება, რეგისტრაცია, გაცემა მუნიციპალიტეტის პჯდ დაწესებულებებისათვის დადგენილი წესის მიხედვით; ,,ცივი ჯაჭვის" ფუნქციონირების უზრუნველყოფა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადამტანების ფაუნის გავრცელების შესწავლა/დადგენა წყალსატევების პასპორტიზაცია დადგენილი წესის მიხედვით და გადამტანების არსებობის დადგენა სეზონის განმავლობაში. პრევენციული და კონტროლის ღონისძიებები წყალსატევებში გამბუზიის გავრცელება ყოველწლიურად და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება, მათ შორის გადამტანების წინააღმდეგ ბრძოლა. პარაზიტული დაავადებების პირველადი ეპიდკვლევა მალარიის სკრინინგული კვლევა კერებში და კერის გარშემო; სხვა პარაზიტული და ჰელმინთური დაავადებების სკრინინგული კვლევა. დაავადებების დიაგნოსტიკა, პროფილაქტიკური მკურნალობა, მალარიის დიაგნოსტიკა, სხვა პარაზიტული დაავადებების დიგნოსტიკა, რეკომენდაციების მიწოდება. სანიტარული ღონისძიებები საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა, პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარული ნორმების დაცვის ზედამხედველობა. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილსაიმედო სანიტარულ–ეპიდემიოლოგიური ფონის შექმნა, ეპიდსაწინააღმდეგო, პრევენციული ზომების გატარება. შედეგების შეფასების ინდიკატორები: ინფექციური და გადამდები დაავადებისაგან დაცული მოსახლეობის, ავადობის შემცირებული მაჩვენებელი. 5.240,0 ათასი ლარი–ჯანდაცვის სხვა ღონისძიებათა პროგრამა (პროგრამული კოდი 0602) ცხოვრების ჯანსაღი წესისა და გარემოს შენარჩუნების ღონისძიებათაგატარება. ჯანმრთელობისათვისსაზიანორისკ-ფაქტორებისიდენტიფიცირება, ავადობისპროგნოზირებადასაწინააღმდეგოღონისძიებათაგატარება. 5.3 . 804,6 ათასი ლარი-მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 0603) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ბენეფიციარებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 5.3.1.17,0 ათასი ლარი–ომის ვეტერანთა სოციალური უზრუნველყოფის პროგრამა (პროგრამული კოდი 060302) ითვალისწინებს ომის ვეტერანთა და ოჯახების ხელშეწყობა.მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 ლარის ოდენობით, ფაშიზმზე გამარჯვების დღის –9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით. ასევე, ყოველთვიურად 50 ლარიანი დახმარება ადგილობრივ ვეტერანებზე. ომის ვეტერანთა ზუგდიდის კავშირის ფინანსური ხელშეწყობა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ვეტერანების დაკრძალვის ხარჯების თანადაფინანსება 250 ლარის ოდენობით. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში მონაწილე პირთა მონაცემთა ბაზის დადგენის შემდგომ ადგილობრივი ბიუჯეტით სოციალური დახმარების პროგრამაში შესაბამისი ცვლილების შეტანა. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: ომის ვეტერანებისა და ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება შედეგების შეფასების ინდიკატორები: წლის განმავლობაში ომის ვეტერანებისა და ოჯახების ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მაჩვენებელი 5.3.2. 41,0 ათასი ლარი –ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 060303) ითვალისწინებს მრავალშვილიანი და ახალშობილთა ოჯახების, მარტო ხელა პენსიონრების, მარტოხელა დედების და დედ–მამით ობოლიბავშვების ერთჯერად დახმარებას. ბავშვების სოციალური დაცვის ერთჯერადი დახმარებები: მრავალშვილიანი ოჯახებისათვის: (18 წლამდე ასაკის 4 ბავშვზე – 200 ლარით; 5 ბავშვზე–300 ლარით და ა.შ; მესამე შვილის შეძენისას 200 ლარით ; ტყუპების შეძენისას 500 ლარით ; დედ–მამით ობოლ 18 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის 100 ლარი; მარტოხელა დედებისათვის, რომელთაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის შვილი 100 ლარით; მოსალოდნელი შუალედური შედეგები: მოსახლეობის დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება, მრავალშვილიანი, ობოლი და მზრუნველობა მოკლებული ბავშვების, მარტოხელა დედების ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება. შედეგების შეფასების ინდიკატორები: ახალშობილთა ზრდის დინამიკის მაჩვენებელი, 5.3.3. 60,0 ათასი ლარი – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა და რეაბილიტაცია (კოდი 060304) პროგრამის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ფინანსური მხარდაჭერა, მათი რეაბილიტაცია და რეინტეგრაცია საზოგადოებაში. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე ერთჯერადი დახმარებები მათ შორის: 18 წლამდე ასაკის უნარშეზღუდული და მძიმე ავადმყოფობის მქონე ბავშვებისათვის 100 ლარით; I ჯგუფის ინვალიდებს, ონკოლოგიურ ავადმყოფებს, სმენადაქვეითებულებს (ყრუ–მუნჯი) 100 ლარით და მათი საზოგადოებასთან ინტეგრაციის ღონისძიება.გარდა ერთჯერადი მატერიალური დახმარებისა შშმ პირთა გარემოსთან ხელმისაწვდომობის, მათი საზოგადოებასთან ინტეგრაციის, ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების რიგი ღონისძიებები გათვალისწინებულია როგოც სოციალური დარგის სხვადასხვა კოდებით გათვალისწინებული პროგრამებიდან ასევე ბიუჯეტის სხვა დარგების პროგრამებიდან. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სოციალური, ეკონომიკური და მორალურიმხარდაჭერა, გარემოსთან ადაპტირების შესაძლებლობის გაუმჯობესება. შედეგების შეფასების ინდიკატორები: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები შშმ პირთა მხარდაჭერისათვის გატარებულ ღონისძიებათა კონკრეტული რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებელი. 5.3.4. 17,0 ათასი ლარი– მარჩენალ დაკარგულ პირთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 060305) პროგრამა ითვალისწინებს მარჩენალდაკარგულთა ოჯახების მხარდაჭერას. მარჩენალდაკარგულთა ოჯახს,რომელსაც ყავთ 18 წლამდე შვილი, ერთჯერადი დახმარების სახით ეძლევა დახმარება100 ლარის ოდენობით. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: მარჩენალდაკარგულთაოჯახებისმდგომარეობის ნაწილობრივ გაუმჯობესება. შედეგების შეფასების ინდიკატორები: მარჩენალდაკარგულთაოჯახებისხელშეწყობის რაოდენობრივი მაჩვენებელი 5.3.5. 28,0 ათასი ლარი – სადღესასწაულო დღეების დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 060307) სადღესასწაულო დღეებში (შობა–ახალი წელი და აღდგომა) საზეიმო განწყობის შექმნის მიზნით, მე–2 მსოფლიო ომის მონაწილეებს (ადგილობრივი და დევნილი–37 კაცი), უდედმამო ბავშვებს (30), და სოციალური საცხოვრისის (15) ბენეფიციარებისთვის ფინანსური , მატერიალური და მორალური მხარდაჭერა, სადღესასწაულო დღეებში ( შობა–ახალი წელი და აღდგომა) დახმარება საჩუქრებით. შშმ პირთა უფლებების დაცვის დღის აღსანიშნავი ღონისძიების ფინანსური მხარდაჭერა ( 14 ივნისი, 3 დეკემბერი). მოსალოდნელი შუალედური შედეგები: სადღესასწაულო განწყობის შექმნა, ეკონომიკური და მორალური მხარდაჭერაშედეგების შეფასების ინდიკატორები: სადღესააწაულო დღეებში ბენეფიციარებისათვის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება 5.3.6. 60,0 ათასი ლარი–საზღვრისპირა სოფელ ხურჩის მოსახლეობის და სტუდენტთა ტრანსპორტით შეღავათიანი მგზავრობის თანადაფინანსების პროგრამა (პროგრამული კოდი 060308) საზღვრის პირა რეგიონის მოსახლეობაზე ზრუნვა და ხელშეწყობა. მგზავრობის საფასურის თანადაფინანსება. ასევე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განსაზღვრული კატეგორიის სტუდენტთა შეღავათიანი ფასებით მგზავრობა მუნიციპალური ტრანსპორტით. საზღვრისპირა სოფელ ხურჩის მოსახლეობის ტრანსპორტით მგზავრობის ხარჯების თანადაფინანსება ადგილობრივი ბიუჯეტიდან. ყოველთვიურად ანაზღაურდეს ს. კოკის რწმუნებულსა და შ.პ.ს მუნიციპალური ტრანსპორტის მიერ წარმოდგენილი და გამგეობის შესაბამისი სამსახურის მიერ დადასტურებული დოკუმენტაციის საფუძველზე. პირველ ეტაპზე განხორციელდეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მაცხოვრებელი უმწეო კატეგორიის სტუდენტებისთვის (რომლებიც სწავლობენ აკრედიტებულ, ადგილობრივ უმაღლეს სასწავლებლებში) ტრანსპორტით მგზავრობის ხარჯების თანადაფინანსების მიზნით, ერთჯერადი 100 ლარიანი დახმარების გაწევა.ამასთან,მუნიციპალიტეტის საკრებულოში შექმნილი შესაბამისი კომისიის მიერ ალტერნატიული პროგრამის წარმოდგენის შემთხვევაში შეტანილ იქნეს შესაბამისი ცვლილებები სათანადო რესურსების მოძიებით. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: საზღვრისპირა სოფელ ხურჩის მოსახლეობისდა სტუდენტთა სოციალური მდგომარეობის ნაწილობრივ გაუმჯობესება. შედეგების შეფასების ინდიკატორები: საზღვრისპირა სოფელ ხურჩის მოსახლეობისდა სტუდენტთაშეღავათებით მოსარგებლერაოდენობრივი მაჩვენებელი. 5.3.7. 120,0 ათასი ლარი–უსახლ–კაროდ დარჩენილთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 060309) ხანძრის, დიდთოვლობის, ქარბუქის, მიწისძვრის, წყალდიდობის და სხვა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისათვის მინიმალური საცხოვრებელი პირობების შექმნა, ყოფითი პირობების გაუმჯობესება, ფინანსური და მორალური თანადგომა.უსახლკაროდ დარჩენილთა ბინის ქირით უზრუნველყოფა. ხანძრის, დიდთოვლობის, ქარბუქის, მიწისძვრის, წყალდიდობისდა სხვა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახთა ერთჯერადი დახმარება (300–1000ლ) დაზიანების ხარისხის მიხედვით. დახმარების გაცემა მოხდეს: სოფლებში– ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის დასკვნის საფუძველზე. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის მდგომარეობის ნაწილობრივი გაუმჯობესება. შედეგების შეფასების ინდიკატორები: სხვადასხვა გარემოებებით უსახლკაროდ დარჩენილთა მოსახლეობის მინიმალური საცხოვრებელი პირობების შექმნის მაჩვენებელი. 5.3.8.15,0 ათასი ლარი – დევნილთამხარდაჭერისპროგრამა (პროგრამულიკოდი 060310) დევნილი მოსახლეობის იდენტიფიკაციის, მონაცემთა ბაზის დამუშავების, დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების ხელშეწყობის მიზნით გაუთვალისწინებელი სხვა ღონისძიებების ხარჯები. გარდაცვლილი დევნილის ოჯახზე დაკრძალვის ხარჯების ხელშეწყობა 100 ლარის ოდენობით. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: დევნილი მოსახლეობის მდგომარეობის ნაწილობრივ გაუმჯობესება. შედეგების შეფასების ინდიკატორები: დევნილი მოსახლეობის ხელშეწყობის რაოდენობრივი მაჩვენებელი. 5.3.9 37,6 ათასი ლარი–უმწეო ოჯახების გათბობის საშუალებებით უზრუნველყოფის პროგრამა (პროგრამული კოდი 060311) (მ/შორის მანდარინის კომპენსაცია 17,6 ათასი ლარი) ზამთრის პერიოდში უმწეო მოსახლეობისთვის გათბობისათვის საჭირო პირობების შექმნა და მხარდაჭერა, ყოფითი პირობების გაუმჯობესება. გამგეობის მიერ უფასოდ გაზიფიცირებული ბენეფიციარების გაზის ხარჯის ერთჯერადი თანადაფინანსება 100 ლარის ოდენობით; აღნიშნული კატეგორიის მოსახლეობის შეშით ან სანაცვლოდ 100 ლარიანი დახმარება . მოსალოდნელი შუალედური შედეგები: უმწეო ოჯახების ყოფითი მდგომარეობის ნაწილობრივ გაუმჯობესება. შედეგების შეფასების ინდიკატორები: უმწეო ოჯახების ყოფითი მდგომარეობის რაოდენობრივი მაჩვენებელი 5.3.1077,0 ათასი ლარი–სამედიცინო დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 060312) პროგრამა ითვალისწინებს მედიკამენტებით უზრუნველყოფის თანადაფინანსებას და უკიდურესად შეჭირვებულ პირთა სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიების მიერ დაფინანსებული ოპერაციების დარჩენილი ნაწილის თანადაფინანსებას.სამედიცინო დახმარების პროგრამა განხორციელდეს შესაბამისი კომისიის დებულების მიხედვით. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: უმწეო ოჯახების ჯანმრთელობის მდგომარეობის ნაწილობრივ გაუმჯობესება. შედეგების შეფასების ინდიკატორები: მუნიციპალიტეტის მიერ მოქალაქეების ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად გაწეული ფინანსური ხელშეწყობის მაჩვენებელი. 5.3.11. 30,0 ათასი ლარი–სტიქიური მოვლენების (მეწყერის) შედეგად დაზარალებულთა მხარდაჭერის პროგრამ ა(პროგრამულიკოდი 0604) პროგრამა ითვალისწინებს ასახლებას დაქვემდებარებული, დამეწყრილი ოჯახების ფინანსურ ხელშეწყობას. სტიქიური მოვლენების (მეწყერის) შედეგად დაზარებულთა ოჯახების მხარდაჭერა ერთჯერადი დახმარების სახით 500 ლარის ოდენობით. მოსალოდნელი შუალედური შედეგები: სტიქიური მოვლენების (მეწყერის) შედეგადდაზარალებულთა ოჯახების მდგომარეობის ნაწილობრივ გაუმჯობესება. შედეგების შეფასების ინდიკატორები: სტიქიური მოვლენების (მეწყერის) შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარების რაოდენობრივი მაჩვენებელი. 5.4. 25.0 ათასი ლარი – სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საყოფსაყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით, ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობის გზით, წარმოდგენილი და მოწონებული პროექ ტების ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 05) პროგრამა ითვალისწინებს თავშესაფრის არმქონე ბენეფიციარებისათვის სოციალური საცხოვრისის დაპროექტების, სოციალური საწარმოების განვითარების, შშმპ პროგრამების, გენდერული საკითხების, ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა ხელშეწყობის, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და სხვა აქტუალური პროექტების ფინანსურ მხარდაჭერას (დაფინანსება ან თანადაფინანსება). აღნიშნულ საკითხზე საჯარო მოხელეთათვის (სოფლის რწმუნებულები, გამგეობის აპარატის მუშაკები) კვალიფიციური ტრენინგების მოწყობას მოწვეული სპეციალისტების მონაწილეობით და საინფორმაციო –საინსტრუქტაჟო მასალების მომზადებას. წარმოდგენილი პროექტების შერჩევა მოხდეს საკრებულოს მიერ შექმნილი კომისიისა და დებულების შესაბამისად მოსალოდნელი შუალედური შედეგები: სოციალური სფეროს სხვადასხვა მიმართულებებით, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სხვადასხვა ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების მიერ მოწოდებული პროექტების განხორციელების შედეგად ცალკეული კატეგორიის მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. შედეგების შეფასების ინდიკატორები: მოსახლეობის ინტერესებისა და სოციალური მოთხოვნების გათვალისწინებით შერჩეული და დაფინანსებული პროექტების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებელი. |
მუხლი 11.
მარეგულირებელი ნორმები |
|
მუხლი 12.
სარეზერვო ფონდი |
2014 წლის სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვროს 132.7 ათასი ლარის ოდენობით და მისი ხარჯვა განხორციელდეს გამგებლის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის -ბრძანების საფუძველზე.
|
თავი III
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 13.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
|
დოკუმენტის კომენტარები