დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ტექნიკური რეგლამენტის - ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 13 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 03/01/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/01/2014 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2014 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 09/07/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.017605 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (14/01/2014 - 11/02/2015)
|
მუხლი 1 |
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 103-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი - ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმა. |
მუხლი 2 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2012 წლის 19 ივლისის №186 ბრძანება. |
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. |
|
ტექნიკური რეგლამენტი
ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმა თავი I შესავალი |
მუხლი 1. მენეჯმენტის გეგმის ტერიტორიული სფერო 1. „ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმა“ შემუშავებულია ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალის, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისა და ნეძვის აღკვეთილისათვის. 2. ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიები მდებარეობს კავკასიის ყელის ცენტრალურ ნაწილში და მოიცავს მცირე კავკასიონის მთების აღმოსავლეთ ნაწილს. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი და ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალი ქმნიან მომიჯნავე ტერიტორიებს, რომლებსაც სამხრეთ-აღმოსავლეთით ესაზღვრება მდინარე მტკვარი და თბილისი-ახალციხის საავტომობილო და სარკინიგზო გზა, ჩრდილოეთით იგი ვრცელდება აჭარა-იმერეთის ქედზე მდინარე წყალწითელის ხეობაში და 30 კილომეტრზე აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე. ნეძვის აღკვეთილი მდებარეობს მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვართან. 3. დაცულ ტერიტორიებს უკავიათ სამი ადმინისტრაციული რეგიონის ტერიტორია – სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი და შიდა ქართლი – და ექვსი მუნიციპალიტეტი – ახალციხე, ბაღდათი, ხარაგაული, ადიგენი, ხაშური და ბორჯომი (ტერიტორიის რუკა, დანართი № 1). მუხლი 2. მენეჯმენტის გეგმის სამართლებრივი საფუძვლები „ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის“ სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონი, „ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” საქართველოს კანონი, „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ტყის კოდექსი, „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონი, „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილება და საქართველოში მოქმედი სხვა კანონმდებლობა. მუხლი 3. დაცული ტერიტორიის მიწათსარგებლობა 1. ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების საზღვრებს შიგნით არსებული მიწები სახელმწიფოს საკუთრებაა. 2. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში და ნეძვის აღკვეთილის გარკვეულ უბნებში ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ხორციელდება განახლებადი ბუნებრივი რესურსებით ლიმიტირებული სარგებლობა. 3. დაცული ტერიტორიის მიზნებია: ა) ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალი – ბუნების, ბუნებრივი პროცესებისა და გენეტიკური რესურსების დინამიკურ და ხელუხლებელ მდგომარეობაში შენარჩუნება და მონიტორინგის, სამეცნიერო-კვლევისა და საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება; ბ) ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი – ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის ეკოსისტემის დაცვა და რეკრეაციული საქმიანობა; გ) ნეძვის აღკვეთილი – ბუნებრივი პირობების დაცვა, რომელიც აუცილებელია ეროვნული მნიშვნელობის მქონე იმ ცოცხალი ორგანიზმების სახეობების ჯგუფებისა ან გარეული სახეობების, ბიოცენოზებისა და არაორგანული ბუნებრივი ფორმაციების შესანარჩუნებლად, რომლებიც საჭიროებენ განსაკუთრებულ ყურადღებასა და აღდგენას. მუხლი 4. მენეჯმენტის გეგმის მიზნები 1. წინამდებარე მენეჯმენტის გეგმა შემუშავებულ იქნა დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ კანონის მოთხოვნების შესაბამისად, რომლის მიხედვითაც მენეჯმენტის გეგმა სავალდებულოა ყველა დაცული ტერიტორიისათვის. 2. მენეჯმენტის გეგმის მიზანს წარმოადგენს დაცული ტერიტორიებისათვის გრძელვადიანი მიზნების განსაზღვრა, რომლის შედეგების მიღწევაც მიზნად უნდა დაისახოს პასუხისმგებელმა უწყებამ მენეჯმენტის გეგმის ძალაში ყოფნის პერიოდში, ამ შედეგების მისაღწევად მან უნდა განახორციელოს კონკრეტული ქმედებები და დასახოს ინდიკატორები მონიტორინგის შესაფასებლად. მუხლი 5. მენეჯმენტის გეგმის შემუშავების პროცესი მენეჯმენტის გეგმის მომზადების პროცესში მონაწილეობას ღებულობდა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტო“, „ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია“ და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. მუხლი 6. მენეჯმენტის გეგმის მოქმედების პერიოდი მენეჯმენტის გეგმა მოქმედებს მისი ოფიციალურად ძალაში შესვლიდან 6 წლის განმავლობაში. მუხლი 7. მენეჯმენტის გეგმაში ცვლილებების შეტანა და განახლება 1. მენეჯმენტის გეგმაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. მენეჯმენტის გეგმის ძალაში შესვლიდან არა უგვიანეს მეექვსე წლის პირველი კვარტალისა, სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტო“ დაიწყებს ახალი მენეჯმენტის გეგმის მომზადებას, რომელიც მიღებული იქნება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. თავი II დაცული ტერიტორიის აღწერა მუხლი 8. ბიომრავალფეროვნება 1. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს კავკასიის ეკორეგიონის ცენტრალურ ნაწილში. გამორჩეული ბიომრავალფეროვნების და მოწყვლადობის გამო ეკორეგიონი შესულია ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის 35 პრიორიტეტული ეკორეგიონის და საერთაშორისო კონსერვაციის 34 ცხელი წერტილის ნუსხაში. დაცული ტერიტორიები განლაგებულია ორი ასეთი ცხელი წერტილის (კავკასიისა და ანატოლიის) ზღვარზე. უფრო მეტიც, კავკასიის ეკორეგიონული კონსერვაციის გეგმის მიხედვით, დაცული ტერიტორიები მოიცავენ კავკასიის ეკორეგიონს 56 პრიორიტეტული არეალიდან ერთ-ერთის (№27) მნიშვნელოვან ნაწილს. 2. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მთავარი სიმდიდრე ტყეა (ტერიტორიის 75%). აქ დაცულია კავკასიის შერეული ტყეების ხელუხლებელი მონაკვეთების დიდი ფართობები; გვხვდება უნიკალური, რელიქტური კოლხური ტყეების ფრაგმენტები. პარკის დაახლოებით მეოთხედი სუბალპურ და ალპურ მდელოებს, ასევე, დეკიანს (რელიქტური კავკასიური როდოდენდრონის არყებს) უჭირავს. ამასთან, აქ არის თავმოყრილი წმინდა ნაძვნარების (Picea) და ფიჭვნარების (Pinus) მასივები, რომლებიც ზღვის დონიდან 1400-1800 მ-ის ფარგლებშია გავრცელებული. ყველა ტყის შემქმნელი წიწვოვანი კავკასიის ენდემია: აღმოსავლური ნაძვი (Picea orientalis), კავკასიური სოჭი (Abies nordmanianna) და კავკასიური ფიჭვი (Pinus kochiana). ფართოფოთლოვანებიდან ქვედა სარტყლებში ქართული მუხა (Quercus iberica) და რცხილა ჭარბობს (Carpinus caucasica), ზედა სარტყლებში – წიფელი (Fagus orientalis); ხშირია საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი წაბლი (Castanea sativa) და სხვ. ეს სახეობების სხვადასხვა სარტყლებსა და ჰაბიტატებში მრავალგვარ კომბინაციებს ქმნიან. ტერიტორიაზე აქა-იქ გვხვდება სუბალპური ტანბრეცილი არყნარებიც (Betula litwinowii). 3. საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილ ხემცენარეთა სახეობებიდან, წაბლის გარდა, გვხვდება უხრავი (Ostrya carpinifolia), ჯონჯოლი (Staphylea colchica), აღმოსავლური მუხა (Quercus macra№thera), შიშველი თელადუმა (Ulmus glabra) 4. ტიპური ტენიანი კოლხური ტყისათვის დამახასიათებელი მესამეული რელიქტური სახეობებიდან გვხვდება ბუჩქები – შქერი (Rhododendron ponticum), იელი (Rhododendron flavium), წყავი (Laurocerasus officinalis), ჭყორი (Ilex aquifolium), ასევე კოლხური სურო (Hedera colchica) და სხვა. 5. დაცული ტერიტორიების მდებარეობამ ირანულ-ანატოლიური ეკორეგიონების ზღვარზე, გამოიწვია მისი სამხრეთული სახეობებით სიმდიდრე, როგორიცაა: კავკასიური აკაკი (Celtis caucasica), ხუჭუჭა მაჩიტა (Campanula crispa), ცრუაღმოსავლური ყაყაჩო (Papaver pseudoorientalis) და სხვ. 6. ტყე და მაღალმთა განსაკუთრებულად მდიდარია რელიქტური, ენდემური, იშვიათი და მოწყვლადი არა მხოლოდ ფლორის, არამედ ფაუნის სახეობებითაც. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე აღრიცხულია 64 სახეობის ძუძუმწოვარი, საიდანაც 11 კავკასიის ენდემია და 8 სახეობა საქართველოს წითელს ნუსხაშია შესული. აქ 217 სახეობის გადამფრენი და მობუდარი ფრინველი გვხვდება, მათგან 13 სახეობა საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი. დაცული ტერიტორიის ტენიან ტყეებში რეპტილიების 30 სახეობა ბინადრობს, რომელთაგან 3 დასავლეთ კავკასიის ენდემია, და 2 სახეობა წითელ ნუსხაშია შეტანილი. მნიშვნელოვანი სახეობებია კავკასიური როჭო (Tetrao mlokosiewiczi), რობერტის მემინდვრია (Chinomys roberti) 7. ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიებზე გავრცელებულია ენდემური სახეობები: კავკასიური სალამანდრა (Mertensiella caucasica), კავკასიური ჯვარულა (Pelodytes caucasica), აჭარული ხვლიკი (Darevskia mixta), კავკასიური გველგესლა (Vipera kaznakovi) და სხვა. 8. დაცულ ტერიტორიებზე შენარჩუნებულია იშვიათი თუ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი, საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი მსხვილი ძუძუმწოვრების და ფრინველების ისეთი სახეობები და ქვესახეობები, როგორიცაა: კავკასიური კეთილშობილი ირემი (Cervus elaphus), მურა დათვი (Ursus arctos), ფოცხვერი (Lynx lynx), კავკასიური არჩვი (Rupicapra rupicapra), ევროპული მაჩქათელა (Barbastella barbastellus), გიგანტური მეღამურა (nyctalus lasiopterus); კავკასიური ციყვი (Sciurus anomalus), კავკასიური წავი (Lutra lutra), თეთრკუდა არწივი (Haliaeetus albicilla), სვავი (Aegypius monachus), მთის არწივი (Aquila chrysaetus fulva), ქორცქვიტა (Accipiter brevipes), ველის კაკაჩა (Buteo rufinus), კასპიური შურთხი (Tetraogallus caspius), კავკასიური როჭო და სხვ. ტყეში ასევე ბინადრობს: გარეული ღორი (Sus scrofa), შველი (Capreolus capreolus), მგელი (Canis lupus), ტყის კატა (Felis silvestris). ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში აღრიცხულია ღამურების 20 სახეობა. 9. მთის მდინარეებში შენარჩუნებულია მდინარის კალმახის (Salmo fario trutta) მრავალრიცხოვანი პოპულაცია. მუხლი 9. ლანდშაფტები 1. დაცული ტერიტორიების დიდი ფართობი შედარებით ნაკლებადაა სახეცვლილი ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად და ქმნის უწყვეტ, ხელუხლებელ ტერიტორიას, პირველ რიგში მთის ტყეებს, რომლებიც მცენარეულ და ცხოველთა თანასაზოგადოებასთან და მათთან ასოცირებულ ეკოსისტემებთან ერთად უმეტესად ბუნებრივ მდგომარეობაშია შენარჩუნებული. ამ ველური ბუნების საერთაშორისო მნიშვნელობა აღიარებულ იქნა PAN Park-ების ორგანიზაციის მიერ 2007 წელს, რის შედეგადაც ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიები წარმოადგენს PAN Park -ების ქსელის ნაწილს, რომელშიც შედის ევროპაში ბუნების ყველაზე ხელუხლებელ ფართობები. 2. მთისა და ტყის ლანდშაფტები წარმოადგენს ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების ერთ-ერთ განსაკუთრებულ ფასეულობას. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მთები ვრცელი და ხელუხლებელი ტყის სარტყლის გავლით, სწრაფად და შთამბეჭდავად მიემართებიან 2 500- მეტრზე მაღლა, ტყე ზღვის დონიდან სიმაღლის ზრდასთან ერთად შესაბამისად იცვლება. უმაღლესი მწვერვალი ეროვნულ პარკში არის სამეცხვარეო, 2 642 მ (მიმდებარე რეგიონში უმაღლესი მწვერვალი არის შავნაბადა, 2 920 მ). ეროვნულ პარკში არის კიდევ სხვა მწვერვალები, რომელთა სიმაღლეც აღემატება 2 500 მ-ს. რელიეფი ძირითადად წარმოდგენილია ციცაბო ხეობებითა და მრავალრიცხოვანი ჩანჩქერებით. 3. სიმაღლის ზრდასთან ერთად, ტყის ადგილს თანდათანობით იკავებს ალპური მდელოები და მეჩხერი მცენარეულობით დაფარული მთის მწვერვალები, რომლებიც შეჰყურებენ ჩრდილოეთით დიდი კავკასიონის თოვლით დაფარულ მწვერვალებს. მუხლი 10. გეოლოგია და ჰიდროლოგია 1. ბორჯომ-ხარაგაულის რეგიონი ძირითადად შედგება მესამეული პერიოდის დანალექი ქანებისაგან (თიხა, მერგელი, ქვიშა) და მეოთხეული ვულკანური დანალექი ქანებისაგან (ანდეზიტი, ბაზალტი, დოლერიტი). ძირითადი ოროგრაფიული მახასიათებლებია აღმოსავლეთით – თრიალეთის და დასავლეთით – აჭარა-იმერეთის ქედი. შავნაბადა (2 920 მ) წარმოადგენს ყველაზე მაღალ მწვერვალს. სხვა მთების სიმაღლე აღემატება 2 500 მ-ს. რელიეფი მრავალფეროვანია და ხასიათდება ღრმა ხეობებით, ვულკანური პლატოებითა და გაქვავებული ლავის ნაშთებით. რეგიონის გეომორფოლოგიიდან აღსანიშნავია თეთრობ-ჩობარეთის ქედი, რომელიც შედგება ცარცის დანალექი ქანებისა და მდინარე ქციისა და ტაბაწყურის ტბის სინკლინური წარმონაქმნებისგან. დაცული ტერიტორიები მცირედით განსხვავებულია რეგიონისაგან. ტერიტორიის უმეტესობა შედგება მესამეული პერიოდის დანალექებისა და მეოთხეული ვულკანური დანალექი ქანებისაგან, რომელიც ასევე მთლიანად რეგიონის მახასიათებელია. უმაღლესი მწვერვალი არის სამეცხვარეოში, რომლის სიმაღლეცაა 2 642 მ. რელიეფში დომინირებს ციცაბო ხეობები და მდელოები მრავალი ჩანჩქერით. 2. რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვანი მდინარე არის მდინარე მტკვარი; ეს არის კავკასიაში ყველაზე გრძელი მდინარე და ძალიან მნიშვნელოვანი წყალშემკრები აუზი კასპიის ზღვაში ჩამდინარე წყლებისათვის. მრავალი შენაკადი, რომელიც სათავეს იღებს მცირე კავკასიონიდან, ქმნის ღრმა ხეობებს რეგიონის ლანდშაფტში. ნაკადულები, რომლებიც მოედინებიან აჭარა-იმერეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე, შეადგენენ შავი ზღვის წყალშემკრები აუზის ნაწილს. რეგიონში ყველაზე დიდ ტბას წარმოადგენს ტაბაწყურის ტბა, რომელიც ზღვის დონიდან 1 990 მეტრზე მდებარეობს და მისი სარკის ფართობი 14,2 კვ.კმ-ია. დაბაძველის ვულკანურ პლატოზე მდებარეობს სამი ტბა, დაბაძველის, კახისის და წეროს ტბები, ყოველი მათგანი მდებარეობს 1 700 მ‑ზე მაღლა. აღსანიშნავია ნარიანის ჭაობი (2 050-2 080 მ), რომელსაც გააჩნია განსაკუთრებული ეკოლოგიური მნიშვნელობა, რამეთუ იგი წარმოადგენს კავკასიონზე ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა არსებულ დაჭაობებულ ტერიტორიას. 3. რეგიონში მოიპოვება 30-ზე მეტი მინერალური წყალი. სამკურნალო მინერალური წყლებიდან აღსანიშნავია ზვარე, მიტარბი და ნუნისი. ცნობილი მინერალური წყლის – ბორჯომის ბოთლებში ჩამოსხმა და საერთაშორისო ბაზარზე გატანა დაიწყო ჯერ კიდევ 1891 წლიდან. მუხლი 11. კლიმატი 1. რეგიონის ზღვის დონიდან სიმაღლის ცვალებადობა შეადგენს 1 500 მ-ზე მეტს და მისი გეოგრაფიული მდებარეობა მოიცავს სამ განსხვავებულ კლიმატურ ზონას: ა) ნოტიო კოლხური; ბ) ზომიერი ცენტრალურ კავკასიური; გ) მშრალი კონტინენტურ კავკასიური. 2. ზემოთ ჩამოთვლილი კლიმატური ზონები განაპირობებენ ფართო კლიმატურ დიაპაზონს. აჭარა-იმერეთის ქედის საშუალო წლიური ნალექი შეადგენს 1 200-1 400 მმ, მაშინ როცა რეგიონის აღმოსავლეთ ნაწილში ნალექების რაოდენობა დაახლოებით 600 მმ-ია. მსგავსი ცვლილებები შეინიშნება საშუალო ტემპერატურის მაჩვენებლებშიც. ტაბაწყურის ტბის (2 000 მ) მიდამოებში იანვრის თვის საშუალო ტემპერატურა შეადგენს -10 0C-ს, ივლისისა 13 0C-ს. ბორჯომის საშუალო ტემპერატურა იანვარში არის – 3 0C და ივლისში 19 0C. 3. პარკის ტერიტორიაზე მთისათვის დამახასიათებელი კლიმატია ცივი დიდთოვლიანი ზამთრით და გრძელი თბილი ზაფხულით. დაბალ სარტყლებში 450-1 100 მ ფარგლებში ზაფხულის ხანგრძლივობა შეადგენს 3,5 თვეს, უფრო მაღალ სარტყლებში, 1 500 მ-ზე მაღლა, ზაფხული გრძელდება მხოლოდ ორი თვე. დაბალ ზონაში ზაფხულის მაქსიმალური ტემპერატურა აღწევს 36 0C და მინიმალური 9 0C-ს. წლიური ნალექების რაოდენობა ცვალებადობს 550-დან 800 მმ-მდე. დაბალ ზონებში თოვლის საფარი წელიწადში 70-80 დღეს შეადგენს, საშუალო დაქანების ფერდობებზე 110-155 დღეს, ხოლო უფრო მაღლა კი 150-155 დღეს. აჭარა-იმერეთისა და თრიალეთის (1 800-2 100 მ) წყალგამყოფი ქედებისათვის დამახასიათებელია მაღალი მთის მშრალი კლიმატი ცივი ზამთრითა და გრძელი გრილი ზაფხულით. ყველაზე თბილი თვე არის აგვისტო. მუხლი 12. ტურისტული და რეკრეაციული პოტენციალი 1. ველური ბუნების, მთისა და ტყის ლანდშაფტებისა და მდიდარი ბიომრავალფეროვნების, ისტორიისა და კულტურის ერთობლიობა იზიდავს სხვადასხვა ეროვნების, ასაკისა და ინტერესის მქონე ვიზიტორებს. 2. დაცულ ტერიტორიაზე ტურისტული აქტივობების ფართო სპექტრი არსებობს: სალაშქრო ან საცხენოსნო ბილიკები, რომელიც რამდენიმედღიანი მოგზაურობის და მიზნობრივად აშენებულ თავშესაფრებსა და საკემპინგე ადგილებში ღამის გათენების საშუალებას იძლევა. სამთო ველოსიპედით გასეირნება, ბუნებისა და ლანდშაფტების დათვალიერება და ფოტოგრაფია, საგანმანათლებლო და კულტურული ტურები, დაკვირვება ფრინველებზე და ცხოველებზე, საზაფხულო ბანაკები. ყველა ამ აქტივობისათვის შექმნილია შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომელსაც მოვლა-პატრონობას უწევს დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია. 3. ეროვნულ პარკში არსებობს ზამთრის ტურიზმის განვითარების პოტენციალი შესაძლებელია შეიქმნას ზამთრის ტურისტული პროდუქტი, როგორიცაა თოვლის ფესაცმელებით გადაადგილება. დაცული ტერიტორიების ადინისტრაციას პარტნიორული ურთიერთობა აქვს მომსახურების ადგილობრივ მომწოდებლებთან. ადგილობრივი მოსახლეობა და ბიზნესი ვიზიტორებს სთავაზობს სხვადასხვა სახის მომსახურებას, როგორიცაა: სასტუმროს, ცხენების, გიდების, ტრანსპორტირების და კვების მომსახურებას, ასევე სხვადასხვა კულტურულ ტურებს ეროვნული პარკის რეგიონში. 4. დაცული ტერიტორიებიდან მიღებულ გამოცდილებას ავსებს რეგიონში არსებული კურორტები, როგორიცაა ქალაქი ბორჯომი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში პოსტსაბჭოთა სივრცეში ცნობილი იყო როგორც „ბორჯომის” მინერალური წყლის კურორტი, ნუნისი, აბასთუმანი, საირმე. მუხლი 13. ტრადიციული საქმიანობა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება 1. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის სუბალპურ მდელოებს საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ საქონლისათვის საზაფხულო საძოვრებად. პარკის შიგნით საქონლის ძოვება ეროვნული პარკის მიმდებარედ მცხოვრები ბევრი ოჯახისათვის უზრუნველყოფს საარსებო წყაროს. იმის გამო, რომ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში საქონლის ძოვება წარმოადგენს ტრადიციულ საქმიანობას, ეროვნული პარკის დაარსების შემდგომ, ზოგიერთი მდელო მოქცეულ იქნა ტრადიციული გამოყენების ზონაში, რათა ეს საქმიანობა გაგრძელებულიყო მკაცრად გაკონტროლებული პირობებით, რაც უზრუნველყოფს გადაჭარბებული ძოვების აღკვეთას და ქმნის მდელოების აღდგენის საშუალებას, რომლებმაც წარსულში განიცადეს ზეწოლა გადაჭარბებული ძოვების გამო. 2. ეროვნული პარკის დაარსებამდე მრავალი წლის განმავლობაში, დაცული ტერიტორიების ტყის მასივები ადგილობრივი მოსახლეობისათვის წარმოადგენდა ხის მერქნული რესურსით სარგებლობის წყაროს. დაცული ტერიტორიების მიმდებარედ არსებულ სოფლებში მოსახლე ოჯახები ჯერ კიდევ დამოკიდებულნი არიან შეშაზე თავიანთი სახლების გასათბობად და საჭმლის მოსამზადებლად. 3. დაცულ ტერიტორიებზე არსებული ტყეები და საძოვრები მოსახლეობას უზრუნველყოფს სამკურნალო და პროფილაქტიკური თვისებების მქონე მცენარეებით, რომელთაც სოფლის მოსახლეობა იყენებს ტრადიციული წამლების მოსამზადებლად. ასევე, სოფლის მოსახლეობა საკვებად იყენებს ხილს, კაკალ ნაყოფიანებს და სოკოს, რომელიც იზრდება დაცული ტერიტორიის ფარგლებში. 4. ტერიტორია, რომელიც უკავია დაცულ ტერიტორიებს, ადრე გამოიყენებოდა სამონადირეოდ და სათევზაოდ. ამჟამად ეს ქმედებები რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობით. 5. დაცული ტერიტორიების რეგიონში შემორჩენილია კულტურული მცენარეების აბორიგენული ჯიშები და მათი ველური წინაპრები. ესენია: კავკასიური რბილი ხორბალი (Tritium aestivum), წითელი დოლის პური (Tritium ferrugineum), დიკა (T.carthlicum), ჯავახური დიკას ორი სახესხვაობა – წითელთავთავიანი (T. carthlicum var. rubiginosum, T. carthlicum var.stramineum) და თეთრთავთავიანი, მრავალმწკრივიანი ქერი (Hordeum vulgare, H. disdtrichun), ორმწკრივიანი ქერი, მთის ველური ჭვავის სამი ქვესახეობა, ფეტვი (Panicum miliceum), სელი (Linum usitatissimum), ბარდა (Pisum sativum), მუხუდო (Cicer arientinum), ოსპი (Lens culinaris), ულუმბო (Trigonella coerulea); ვაზის ჯიშები: ახალციხური თეთრი, მესხური მწვანე, მესხური ხარისთვალა, მესხური შავი, თამარის ყურძენი, შავი ჩიტისკვერცხა; ვაშლის მრავალი ჯიში და სხვ. მუხლი 14. ისტორიულ-კულტურული ღირებულება 1. დაცული ტერიტორიები მდებარეობს საქართველოს ისტორიულად ცნობილ თორის, არგვეთის და სამცხეს პროვინციაში. ბორჯომის ხეობა წარმოადგენს თორის პროვინციის ნაწილს, რომელიც შექმნილია მე-2 და მე-4 საუკუნეებს შორის. 2. დაცული ტერიტორიები მოიცავს რეგიონის საერთაშორისო დონეზე ცნობილ ისტორიულ და კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ელემენტებს. აქ წარმოდგენილია პირველი საუკუნის ციხესიმაგრეები, მწვანე მონასტერი, რომელიც განეკუთვნება მე-9 საუკუნის მეორე ნახევარს, წმინდა ღვთისმშობელის ეკლესია, რომელიც ასევე მიეკუთვნება მე-9 საუკუნეს და რომელიც მდებარეობს ჩიტახევის ხეობაში, წმინდა ღვთისმშობლის ეკლესია სოფელ ლიკანის მიდამოებში, შუა საუკუნეების წმინდა გიორგის ეკლესია სოფელ ბანისხევის მახლობლად, წმინდა ნინოს ეკლესია, სალის, ნუას, გოგიას შუასაუკუნეების ციხესიმაგრეები ბორჯომის მახლობლად და ლეკორის შუასაუკუნეების ციხე სიმაგრე სოფელ გურკელის ახლოს. 3. დაცული ტერიტორიის ჩრდილოეთით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მრავლად გვხვდება ისტორიული-კულტურული ძეგლები, რომლებიც სხვადასხვა ისტორიულ ეპოქას განეკუთვნება, ასეთებია სოფ. მარელისში უშუალოდ დაცული ტერიტორიის მიმდებარედ XI საუკუნის ვახანის ციხე, ჩხერის ციხე (XIII საუკუნე), უბისის მონასტერი (IXს.). 4. აბასთუმანში თამარ მეფის ხიდი, რომელიც თარიღდება მე-12 სუკუნით, წარმოადგენს ყველაზე ღირსშესანიშნავ ისტორიულ ძეგლს ადიგენის რაიონში, რომელიც მდებარეობს ეროვნული პარკის ფარგლებში. პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე არის უფრო ძველი არქეოლოგიური ძეგლები, როგორიცაა ციკლოპური დასახლებების ნანგრევები სოფელ ბოგასთან, ახალციხის მახლობლად. 5. მომლოცველების ბილიკი, რომელიც გამოყენებულ იყო წმინდა ანდრია პირველწოდებულის მიერ, რომელმაც პირველად იქადაგა ქრისტიანობა საქართველოში პირველ საუკუნეში, გადის ეროვნულ პარკზე. აღნიშნული ბილიკი წარმოადგენს დაცული ტერიტორიის ერთ-ერთ სალაშქრო ბილიკს. 6. XIX საუკუნის ბოლოსათვის რუსეთის იმპერია ბორჯომის ხეობით ინტერესდება. დღევანდელი პარკის ტერიტორიაზე იმპერატორის ძმამ საფუძველი ჩაუყარა დაცულ ტერიტორიებს, კერძოდ: ნიკოლოზ რომანოვმა შემოღობა დღევანდელი დაცული ტერიტორიის გარკვეული ფართობი და დიდგვაროვანთა სამონადირეო მეურნეობად გამოაცხადა. დღეისათვის სწორედ იმ ადგილას, სადაც ნიკოლოზ რომანოვი ცხენით სეირნობდა, ეროვნულ პარკში არის ,,ნიკოლოზ რომანოვის’’ – სალაშქრო და საცხენოსნო ტურისტული ბილიკი. 7. ნეძვის აღკვეთილი წარმოადგენს სამცხე-ჯავახეთის IX საუკუნის ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვან ადგილს. 8. ინფორმაცია დაცულ ტერიტორიაზე არსებულ ისტორიულ-კულტურულ ძეგლებზე მოცემულია დანართ 11-ში. მუხლი 15. ეკოსაგანმანათლებლო პოტენციალი 1. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ვიზიტორთათვის მიმზიდველია არა მხოლოდ ეკოტურისტული და რეკრეაციული თვალსაზრისით, არამედ იგი სამეცნიერო კვლევების წარმოებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბაზაა საქართველოში. იგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბოტანიკური თვალსაზრისითაც, შესაბამისად, გასული საუკუნის ბოლოდან დღემდე ჩატარებულია მრავალი ფლორისტული კვლევა, განსაკუთრებით ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალში. გაცილებით მნიშვნელოვანია ზოოლოგიური კვლევების წილი. დიდია ენტომოლოგების დაინტერესება, რადგანაც დაცული ტერიტორიის ენტომოფაუნა საკმაოდ მრავალფეროვანია და ბევრ ახალ და იშვიათ სახეობას მოიცავს. 2. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია თანამშრომობს სხვადასხვა კვლევით ორგანიზაციასა და უნივერსიტეტთან, მათ შორისაა: ახალციხის უნივერისტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი და აგრარული უნივერსიტეტი. მიმდებარე სკოლების მოსწავლეების დიდი რაოდენობა მოდის დაცულ ტერიტორიებზე ბუნების საკითხების შესასწავლად. მუხლი 16. საზოგადოებასთან ურთიერთობა 1. საზოგადოებასთან ურთიერთობა წარმოადგენს მნიშვნელოვან მიმართულებას ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციისათვის. საზოგადოებასთან ურთიერთობა ხელს უწყობს დაცული ტერიტორიის დადებითი იმიჯის ჩამოყალიბებას, ზრდის საზოგადოების ინფორმირებულობას და ცნობიერებას დაცული ტერიტორიის და მასში მიმდინარე პროცესების შესახებ, რაც განაპირობებს საზოგადოების ჩართულობას დაცული ტერიტორიების განვითარებაში და ზრდის ადმინისტრაციის მენეჯმენტის ეფექტურობას. 2. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი 2002 წლიდან საზოგადოებასთან ურთიერთობის სხვადასხვა ხერხს იყენებს, როგორიცაა: დაცული ტერიტორიებისა და ეროვნული პარკის ვებგვერდი, საინფორმაციო ბროშურებისა და ბუკლეტების ბეჭდვა და გავრცელება, ეროვნულ პარკზე სტატიების გამოქვეყნება ადგილობრივი და ცენტრალური პრესის საშუალებით. ასევე ინფორმაციის განთავსება როგორს ქართულ, ასევე საერთაშორისო ჟურნალ-გაზეთებში, ღონისძიებების გაშუქება ადგილობრივი და ცენტრალური ტელევიზიით, ეროვნულ პარკზე ინფორციის განთავსება საქართველოზე არსებულ სხვადასხვა გზამკვლევში (Bradt Travel Guidebook, Lonely Planet, Walking in the Caucasus და სხვა), ეროვნული პარკის შესახებ თემატური ფილმებისა და ვიდეო რგოლების მომზადება. სარეკლამო რგოლების მომზადება და რეკლამირება ცენტრალური ტელევიზიების მეშვეობით. ინფორმაციის განთავსება PAN Park-ების ვებგვერდზე, ტურისტულ ბაზრობებში მონაწილეობა, შეხვედრები ადგილობრივ მოსალეობასთან, გაცნობითი ტურების მოწყობა მედიის, სასწავლო დაწესებულებების და ტუროპერატორებისათვის, თანამშრომლობა სასწავლო დაწესებულებებთან, თანამშრომლობა რეგიონში არსებულ პარტნიორებთან, სხვადასხვა ღონისძიების დაგეგმვა. მუხლი 17. სოციალურ-ეკონომიკური ასპექტები ადგილობრივი მოსახლეობისათვის, რაც გამოიხატება საოჯახო სასტუმროების და ტრადიციული ხელნაკეთობის ხელშეწყობაში, ტრადიციული გამოყენების ზონაში საძოვრების და საშეშე მერქნის უზრუნველყოფაში. ყოველწლიური სოციალურ-ეკონომიური გამოკითხვის შედეგები მიგვანიშნებენ, რომ ადგილობრივი მოსახლეობის მზარდი რაოდენობა აღიარებს, რომ ისინი სარგებლობენ დაცული ტერიტორიებით და სარგებელს იღებენ მისგან. თავი III გრძელვადიანი მიზნები მუხლი 18. ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტებისა და ცოცხალი ორგანიზმების მდგომარეობასთან დაკავშირებული მიზნები ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიები ვითარდება ბუნებრივად, ადამიანის მინიმალური ჩარევით, კარგად დაცული ტერიტორიების უდიდესი ფართობი მის ბინადართ არსებობისათვის საჭირო და უსაფრთხო გარემოს უქმნის. დაცული ტერიტორიებისათვის დამახასიათებელი სახეობები და ჰაბიტატები, რაზეც დამოკიდებულია ამ სახეობების არსებობა, არის ჯანსაღ მდგომარეობაში. ადამიანის საქმიანობის შედეგად დეგრადირებული იშვიათი ეკოსისტემები და ჰაბიტატები აღდგენილია და მიახლოებულია მათ ბუნებრივ მდგომარეობასთან. მუხლი 19. საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა გენოფონდის და ბიოლოგიური მრავალფეროვნების მდგომარეობასთან დაკავშირებული მიზნები ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიები წარმოადგნეს საქართველოს მდიდარ ბუნებრივ მემკვიდრეობას, რომელიც ევროპის ველური ბუნების მემკვიდრეობის ნაწილია. დაცული ტერიტორიებისათვის დამახასიათებელი სახეობები და ჰაბიტატები, საქართველოს ,,წითელი ნუსხის” სახეობების ჩათვლით, არის ჯანსაღ მდგომარეობაში. იგი დაკავშირებულია საქართველოს სხვა დაცულ ტერიტორიებთან ეკოლოგიური დერეფნების საშუალებით და ქმნის ერთიან ქსელს. მუხლი 20. განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის ფასდაუდებელი და შეუცვლელი ობიექტების ტერიტორიაზე შესაბამისი საველე პირობების შექმნასთან დაკავშირებული მიზნები დაცული ტერიტორიები ქმნიან გარემოსდაცვით საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელების შესაძლებლობებს სკოლის მოსწავლეებისა და უნივერსეტეტების სტუდენტებისათვის და ასევე ეკოსისტემებში მიმდინარე პროცესების და დაცულ ტერიტორიაზე მობინადრე პოპულაციების დინამიკის სამეცნიერო კვლევის შესაძლებლობას. მუხლი 21. ბუნებრივ და ისტორიულ-კულტურულ გარემოში რეკრეაციის, ჯანმრთელობის დაცვისა და ტურიზმისათვის ხელსაყრელი პირობების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მიზნები დაცული ტერიტორიები წარმოადგენს ადგილს, სადაც ადამიანებს შეუძლიათ დატკბნენ შთამბეჭდავი ლანდშფტით და ველური ბუნებით და, ასევე, ბუნებრივ მდგომარეობასთან მიახლოებული ველური სამყაროს მრავალფეროვნებითა და სიუხვით. ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიები მაღალი ხარისხის ტურისტულ მომსახურებას სთავაზობს ვიზიტორებს, რაც ჰარმონიზებულია ველური ბუნების დაცვასთან და მდგრად განვითარებასთან. ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი საშუალებას იძლევა მეტწილად დაფარულ იქნეს დაცული ტერიტორიების მიმდინარე ხარჯები. დაცული ტერიტორიები ქმნის შემოსავლის ალტერნატიულ წყაროს ადგილობრივი მოსახლეობისათვის. მუხლი 22. ტრადიციული სამეურნეო საქმიანობის დაცვის, აღდგენისა და განვითარების ხელშეწყობასთან და თვითმყოფადი ისტორიულ-კულტურული გარემოს შენარჩუნებასთან დაკავშირებული მიზნები 1. ტრადიციულ სამეურნეო საქმიანობას ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში წარმოადგენს მეფუტკრეობა, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია გააჩნია პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე. უნდა მოხდეს პარკის ტერიტორიაზე მეფუტკრეობის შენარჩუნებისა და მისი შემდგომი განვითარებისათვის ხელშეწყობა. 2. ეროვნული პარკის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა ხასიათდება მნიშვნელოვანი ტრადიცული საქმიანობებით, დამახასიათებელი ცალკეული რეგიონებისათვის. საკმაოდ უნიკალურ ტრადიციულ საქმიანობას წარმოადგენს მოსახლეობის მიერ გირჩის მურაბის დამზადება, რომელიც ხალხური მედიცინის თვალსაზრისით გამოიყენება ფილტვების სამკურნალოდ, აღნიშნული პროდუქტის წარმოების ხელშეწყობით შესაძლოა მისი, როგორც ტურისტულ პროდუქტის, ჩამოყალიბება, ასევე საინტერესო ტრადიციულ ხელსაქმეს წარმოადგენს ხარაგაულის რაიონში მოსახლეობის მიერ სხვადასხვა სახის ნივთების ხელით მოწვნა და ქსოვა. ხარაგაულის რაიონში საკამოდ გავრცელებულია წყლის წისქვილები, რომლებიც წარმოადგენს საკმაოდ საინტერესო სანახაობას ტურისტებისათვის. შესაძლებელია განვითარდეს სპეციფიკური ტური ტრადიციული საქმიანობის სანახავად. მუხლი 23. ბუნებრივი რესურსების მდგრად სარგებლობასთან დაკავშირებული მიზნები ადგილობრივი მოსახლეობა აცნობიერებს დაცული ტერიტორიების მნიშვნელობას. დაცული ტერიტორიები ხელს უწყობს მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობას, ხელს უწყობს ადგილობრივი მოსახლეობისათვის ბუნებრივი რესურსებით მდგრადი სარგებლობის უზრუნველყოფას. დაცული ტერიტორიების არსებობა ქმნის შემოსავლის ალტერნატიულ წყაროს, რაც ამცირებს ადგილობრივი მოსახლეობის დამოკიდებულებას ბუნებრივ რესურსებზე. მუხლი 24. ადმინისტარციის განვითარებასთან დაკავშირებული მიზნები დაცული ტერიტორიების მართვას ახორციელებს ეფექტური ადმინისტრაცია, რომელსაც აქვს ყველა აუცილებელი ფინანსური და ტექნიკური საშუალება და საჭირო ცოდნითა და გამოცდილებით აღჭურვილი თანამშრომლების სათანადო რაოდენობა. მუხლი 25. მენეჯმენტის გეგმის ზოგადი პრინციპები დაცულ ტერიტორიებზე გავლენას ახდენენ მრავალმხრივი ბუნებრივი მოვლენები და პროცესები, მათ შორის, განსაკუთრებით აღსანიშნავია, დაცული ტერიტორიების განსაკუთრებულ ფასეულობაზე განხორციელებული მოკლე და გრძელვადიანი გავლენები, რომელთა შორის აღსანიშნავია ბუნებრივად გაჩენილი ხანძრები, ტყის მასივების დაავადება მავნებლებისაგან და კლიმატის ცვლილება. დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციამ უნდა შეინარჩუნოს ბალანსი და, ერთი მხრივ, ნება დართოს დაცული ტერიტორების ეკოლოგიური მდგომარეობის განსასაზღვრავად ბუნებრივი პროცესების განვითარებას და, მეორე მხრივ, ყურადღება გაამახვილოს იმ განსაკუთრებულ ფასეულობებზე, რომლის დაცვა, კონსერვაციასა და მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელია დაცული ტერიტორიების სააგენტო. დაცული ტერიტორიების სააგენტო მართავს დაცულ ტერიტორიებს შემდეგი ზოგადი პრინციპების შესაბამისად: ა) ხანძრების აღკვეთა და კონტროლი პერიოდულად, ბუნებრივად გაჩენილი ხანძრები წარმოადგენს დაცული ტერიტორიების ეკოლოგიური მდგომარეობის განმსაზღვრელ ფაქტორს. დაცული ტერიტორიების მენეჯმენტი ხშირად აღიარებს, რომ ხანძრები წარმოადგენენ ბუნებრივი პროცესების ნაწილს და თვლიან, რომ ამ შემთხვევაში არ არის საჭირო არავითარი ჩარევა. ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების შემთხვევაში უკონტროლო ხანძრებმა შეიძლება საფრთხე შეუქმნან იმ ეკოლოგიურ ფასეულობებს, რომლებიც მეტად დაფასებულია ვიზიტორთა მზარდი რაოდენობისაგან, კერძოდ, ჯანსაღი ტყეები და მდელოები, ველური მცენარეები და ცხოველები და სასიამოვნო პეიზაჟი, ბუნებრივი რესურსები, რომელზეც ჯერ კიდევ ბევრი ადგილობრივი მოსახლეა დამოკიდებული, და გარემოსდაცვითი სამსახური, როგორიცაა ნიადაგის ეროზიის, მეწყერისა და წყალდიდობების აღკვეთა. აქედან გამომდინარე, დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია გააგრძელებს ქმედებების განხორციელებას, რათა აღკვეთილ და შესუსტებულ იქნეს ბუნებრივად გაჩენილი ხანძრებისაგან მიყენებული ზიანი, ასევე შეამცირებს ადამიანის მიერ ხანძრის გაჩენის და მისგან გამოწვეული ზიანის საფრთხის შესაძლებლობას; ბ) მავნებლების აღკვეთა და კონტროლი დაცული ტერიტორიის ტყეები რეგულარულად განიცდიან მავნებლების Dendroctonus micans და Ips typographus შემოსევას. ისევე როგორც ბუნებრივად წარმოშობილი ხანძრების შემთხვევაში, დაცული ტერიტორიებიის მენეჯმენტმა შესაძლოა დასაშვებად ჩათვალოს, რომ არსებული მავნებლები წარმოადგენენ ბუნებრივი სისტემის ნაწილს და მათი პოპულაციური ციკლი ნებადართულია იყოს ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მიუხედავად იმისა, თუ რა ზიანს აყენებენ ისინი ტყეებს. აღნიშნული შესაძლოა მისაღები მიდგომა იყოს ზოგიერთი დაცული ტერიტორიისათვის, თუ გავითვალისწინებთ ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების განსაკუთრებული ფასეულობების მიმართ გამოვლენილ საფრთხეს და ხანძრის რაოდენობის გაზრდის შესაძლებლობებს, რომლის შედეგიცაა მავნებლების გავრცელებისაგან გამხმარი ხეები, დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციამ უნდა გააგრძელოს ღონისძიებები ამ საფრთხეების თავიდან ასაცილებლად; გ) კლიმატის ცვლილებები, მათ შედეგებთან ადაპტაცია და შედეგების შერბილება ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების კლიმატი განიცდის ცვლილებას, ამ ცვლილებას ადგილი ექნება მომავალშიც, რაც გამოწვეული იქნება გლობალური დათბობით, რაც თავისთავად გამოწვეულია ნახშირბადის ორჟანგის და სხვა ე.წ. სათბური გაზების ანთროპოგენური ემისიებით. მაკრო- და მიკროგარემო, რომელიც მისაღები და ჩვეულია დაცული ტერიტორიების მცენარეებისა და ცხოველებისათვის, შეიცვლება. ვერტიკალური კლიმატური ზონები გადაიწევს მაღლა, მცენარეები და ცხოველები, რომლებიც ადაპტირებულნი არიან ამჟამინდელ პირობებს, საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან. სახეობები, რომლებიც გავრცელებულნი არიან დაბალ ზონაში, გადაადგილდებიან ზემოთ და შეიქმნება ახალი კომპლექსები. ის სახეობები, რომლებიც უკეთესად იქნებიან ადაპტირებულნი ახალ პირობებთან, დაცული ტერიტორიების გარედან მიგრირდებიან დაბალ ზონაში. ის სახეობები, რომლებიც გავცელებულია მაღალ ზონაში, შესაძლოა გაუჩინარდნენ დაცული ტერიტორიიდან. დაცული ტერიტორიის ადმინისტრაცია უძლურია წინ აღუდგეს კლიმატის ამ ცვლილებებს. არსებობს გარკვეული ქმედებები, რომლის მეშვეობითაც ადმინისტრაციას შეუძლია შეანელოს კლიმატის მავნე გავლენის შედეგი სახეობებსა და ეკოსისტემებზე. მაგ., ძირითადი მერქნიანი სახეობების უფრო მოქნილი გენოტიპების იდენტიფიცირება და გავრცელება, მაგრამ გარკვეული ცვლილებები არსებულ ჰაბიტატებსა და სახეობებში მაინც გარდაუვალია. დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია გააგრძელებს კლიმატის მონიტორინგს და ხელს შეუწყობს კვლევით სამუშაოებს, რაც შეეხება კლიმატის ცვლილების შედეგს დაცული ტერიტორიების ჰაბიტატებსა და სახეობებზე, და ასევე აწარმოებს დისკუსიებს, თუ რა სახით არის შესაძლებელი კლიმატის შედეგებისადმი ადაპტაცია და მისი უარყოფითი გავლენების შესუსტება. თავი IV სიტუაციური ანალიზი მუხლი 26. ბუნებრივი რესურსების კონსერვაცია და მდგრადი სარგებლობა 1. ეკოსისტემის მდგომარეობა და მათზე განხორციელებული ზეწოლები ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიებს ესაზღვრება ბორჯომის, ხაშურის, ახალციხის, ადიგენის მუნიციპალიტეტების მჭიდროდ დასახლებელი ტერიტორიები, შესაბამისად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა უფრო ინტენსიურია დაცული ტერიტორიების ამ მონაკვეთებზე. ანთროპოგენური ზეწოლა ბუნებრივ რესურსებზე დაცული ტერიტორიების ზემოთ ხსენებული მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მეტია. ა) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა ა.ა) ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონიდან და ნეძვის აღკვეთილიდან ყოველწლიურად საშუალოდ 2000-მდე ოჯახი მოიპოვებს საშეშე მერქანს. საშუალო მოცულობა შეადგენს დაახლოებით 7000 მ3-ს. დროებით რეგულირების წესში მითითებულია, რომ ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიიდან შესაძლებელია გაცემულ იქნეს 9000 მ3 საშეშე მერქანი და 500 მ3-მდე სამასალე. სამასალე მერქანზე დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციას არასოდეს არ გაუცია ნებართვა, რადგანაც ხე-ტყის დამზადება გარკვეულ იურიდიულ ჩარჩოებში ვერ ჯდებოდა. ა.ბ) ადგილობრივი მოსახლეობა მოიხმარს ხილ-კენკრას და სოკოს ეროვნული პარკის ტყეებიდან, მხოლოდ პირადი მოხმარების მიზნით. შესაძლებელია, რომ ზოგიერთმა მათგანმა შეაგროვოს ხილ-კენკრა ან სოკო გაყიდვის მიზნითაც; ა.გ) ეროვნული პარკის მხოლოდ ხარაგაულის რაიონის მოსახლეობა მიჰყვება მეფუტკრეობას და ფუტკრის სკების დასადგმელად ისინი იყენებენ წაბლნარი ტყეების ღია ფართობებს. მეფუტკრეობის არსებული პრაქტიკა ზიანს არ აყენებს ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიებს. ბ) ტყის მავნებლები ბ.ა) ნაკრძალის და ეროვნული პარკის ჩამოყალიბების შემდგომ წიწვოვან ტყეებს სერიოზული ზიანი მიაყენა მბეჭდავმა ქერქიჭამიამ (Ips typographus) და ნაძვის დიდმა ლაფანჭამიამ (Dendroctonus micans). ამ უკანასკნელის მიერ მიყენებული ზიანის თავიდან ასაცილებლად რეგიონში სამოცდაათიან წლებში შემოყვანილი იქნა მისი ბუნებრივი მტერი – რიზოფაგუსი (Rizophagus grandis). რიზოფაგუსის რიცხოვნობის გაზრდით შესაძლებელი გახდა მავნე მწერების რიცხოვნობის რეგულირება და შესაბამისად ტყის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება. გარდა ამისა, განხორციელდა ფერომონების გამოყენება ტყეებში, რამაც ასევე შეამცირა მავნე მწერების რიცხოვნობა; ბ.ბ) სააგენტოს ინიციატივითა და მეთვალყურეობის ქვეშ ადმინისტრაციის მიერ განხორციელდა ბიოლოგიური ბრძოლა. იქ, სადაც აღინიშნებოდა მავნებლების კერები, დაკიდებული იქნა ფერომონები 2006, 2009, 2010 და 2011 წწ-ში; ბ.გ) მავნე მწერების პრობლემა ყოველწლიურად დგას ადმინისტრაციის წინაშე და დაცული ტერიტორიების სააგენტო მუშაობს, რათა შემცირდეს მავნებლების კერები და უვნებლად შენარჩუნდეს ბუნებრივი ეკოსისტემები. დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია ყოველწლიურად ახორციელებს ფიტოპათოლოგიურ კვლევებს; კვლევა შეზღუდულია და მოიცავს მხოლოდ ძირითად ეკოსისტემებში მერქნიანი სახეობების დაზიანების შეფასებას სანიმუშო ფართობებზე. ფინანსების არქონის გამო კვლევა არ ხორციელდება კვლევითი ორგანიზაციების მიერ. ნაკლებია ინფორმაცია პათოგენურ სოკოებზე. გ) ხანძრები გ.ა) საშუალოდ ყოველწლიურად დაცულ ტერიტორიაზე ადგილი აქვს ხანძრის რამდენიმე შემთხვევას. ზოგ წელს ხანძრისგან მიყენებული ზიანი უმნიშვნელოა, ზოგჯერ კი მეტად სერიოზული. 2008 წელს დაახლოებით ტყის 10-12 ჰა-მდე დაზიანებულ იქნა ერთჯერადი ხანძრის მიერ, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2008 წელს რუსეთთან კონფლიქტის დროს. ხანძრები მნიშვნელოვნად აზიანებს საიმიგრაციო დერეფნებსა და წითელი ნუსხის ცხოველთა ჰაბიტატებს: მურა დათვს (Ursus arctos), ფოცხვერს (Lynx lynx), ირემს (Cervus elaphus), არჩვს (Rupicapra rupicapra), წავს (Lutra lutra), თეთრკუდა არწივს (Aquila chrysaetos), კავკასიურ როჭოს Tetrao mlokosiewiczi), კავკასიურ გველგესლას (Vipera kaznakovi), და კავკასიურ სალამანდრას (Mertensiella caucasica). გ.ბ) ნაკრძალისა და ეროვნული პარკის მკაცრი დაცვის ზონაში სარგებლობის წესების მიხედვით დაუშვებელია ნებისმიერი სახის მანიპულაციური აღდგენითი სამუშაოების ჩატარება. შესაბამისად ნაკრძალის ტერიტორიაზე არსებული დამწვარი ფართობები რჩება ხელუხლებელი, მათი ბუნებრივად აღსადგენად. დაცული ტერიტორიების სხვა ადგილებში აღდგენითი სამუშაოების განხორციელებას ხელი ეშლება იმ ფაქტის გამო, რომ დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციას არ გააჩნია თანხები სანერგეს მოსაწყობად, ან არ აქვთ აღდგენითი ღონისძიებების ჩატარების სპეციალური მეთოდიკა, რომელიც მისაღებია ნახანძრალი ძლიერ დაქანებული ფერდობების აღსადგენად (ხანძარსაშიში ზონების რუკა, დანართ 7-ში). დ) ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა ეროვნული პარკის ტერიტორიის გასწვრივ მიმდინარეობს 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა. ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა გამოიწვევს ტყის ეკოსისტემების რღვევას და გარკვეულ ზიანს: გაიჩეხება მნიშვნელოვანი რაოდენობის მერქნიანი მცენარეები, დაირღვევა ზოგიერთი ფრინველის საბუდარი ადგილები და ნიამორისათვის მნიშვნელოვანი ჰაბიტატები. დაგეგმილია საკომპენსაციო ღონისძიებების განხორციელება აღნიშნული საქმიანობის განხორციელების შემდგომ, რაც გულისხმობს სანერგეს მოწყობა, დაზიანებული მერქნიანი სახეობების ნერგების გამოყვანას და შემდგომ მათ გადარგვას ტყის ღია ფართობებში ან ისეთ ადგილებში, სადაც ტყის ეკოსისტემები საჭიროებს აღდგენას. ამავე პროექტის ფარგლებში, ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანისა და ამოქმედების პერიოდში გათვალისწინებულია ფრინველებისათვის დამცავი ეკრანების დამონტაჟება და სხვადასხვა მექანიზმის გამოყენებით მათი შეშფოთების შემცირება. ე) ალპური საძოვრები ე.ა) ალპური საძოვრები (11 000 ჰა-მდე) მდებარეობს ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში. აღნიშნული ალპური საძოვრების საქონლის საძოვრად გამოყენება ხდება დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მოსახლე დაახლოებით 150 ოჯახის მიერ. საქონლის მთლიანი რაოდენობა, რომელიც ძოვდა ამ ალპური საძოვრებზე, 2011 წელს შეადგენდა 3 997 სულს. ე.ბ) უკანასკნელ წლებში ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული მონიტორინგის მონაცემების თანახმად, პირუტყვის რაოდენობა ყოველწლიურად იკლებს ეროვნული პარკის ალპურ საძოვრებზე. აღნიშნული საქმიანობა ნაკლებ მიმზიდველია და ახალგაზრდების მიერ აღარ ხდება ტრადიციული საქმიანობის გაგრძელება. ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით ლომისმთის მიდამოებში და მთა სამეცხვარიოზე შეინიშნება ეროზიის კვალი. აქედან გამომდინარე, საჭიროა განხორციელდეს საძოვრების მდგომარეობის შესწავლა. ე.გ) 2002-2003 წწ. ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის მიერ მოხდა საძოვრების მენეჯმენტის გეგმის შემუშავება. დოკუმენტი მომზადებულია მხოლოდ ინგლისურ ენაზე და არ არის ნათარგმნი ქართულად, რაც ართულებს მის გამოყენებას. დაიგეგმა და განხორციელდა ღონისძიებები საძოვრების მდგომარეობის გაუმჯობებსები მიზნით. დაფინანსების არარსებობის გამო ვერ განხორციელდა რიგი ღონისძიებებისა, რაც გათვალისწინებული იყო ზემოთ აღნიშნულ მენეჯმენტის გეგმაში. ე.დ) მიმდებარე სოფლების მოსახლეობა ამზადებს თივას ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში, მაგრამ ქმედება იმდენად მცირეა, რომ მდელოებსა და სათიბებზე ზემოქმედება უმნიშვნელოა. ე.ე) ადგილობრივი მოსახლეობა ასევე აგროვებს სამკურნალო მცენარეებს პირადი მოხმარებისათვის, მაგრამ როგორც ამას ადგილი აქვს თივის შეგროვების შემთხვევაში, აქაც ზემოქმედება უმნიშვნელოა. ვ) წყალი ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მრავლადაა მდინარეები და ხევები, აგრეთვე მინერალური წყლები. ადგილობრივი მოსახლეობა მდინარეებისა და წყაროების მტკნარ წყალს მოიხმარს სასმელად. მინერალური წყლების კომერციული მიზნით სარგებლობა ხდება დაცული ტერიტორიების ფარგლებს გარეთ, ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე არის რამდენიმე მინერალური წყლის ბურღი, რომელიც დალუქულია და დღესდღეობით არ ფუნქციონირებს. 2. ძირითადი სახეობების მდგომარეობა და მათზე განხორციელებული ზეწოლები ა) ნიამორი (Capra aegagrus) ა.ა) ნიამორი საქართველოში ჯერ კიდევ ერთი საკუნის წინ ფართოდ იყო გავრცელებული. 1960 წლამდე ბორჯომისა და ხარაგაულის რაიონებში აღირიცხებოდა ნიამორის რამდენიმე სული. სპეციალისტემის აზრით, მათი გადაშენების მიზეზი გახდა ადამიანების მიერ მათი სამიგრაციო დერეფნების ათვისება; შემცირებულ პოპულაციაში სისხლის განახლება ვეღარ ხერხდებოდა და მათი საკვები ბაზაც თანდათან შემცირდა. სხვა ფაქტორები, რომლებმაც გამოიწვიეს ამ სახეობის შემცირება შესაძლოა იყოს ბრაკონიერობა, საკვები ბაზის შინაური პირუტყვის მიერ ათვისება. დღესდღეობით ნიამორი გადაშენების პირას არსებული სახეობაა და შეტანილია IUCN წითელ ნუსხაში. მისი მცირერიცხოვანი პოპულაციები თუშეთსა და პირიქითა ხევსურეთშია შემორჩენილი. ა.ბ) ნიამორის ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში რეინტროდუქციის პროექტი დაიწყო 2006 წელს. ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნულ პარკში სომხეთიდან სხვადასხვა ასაკის 9 ნიამორი შემოიყვანეს, მათგან 3 მამრი და 6 მდედრი. ა.გ) ნიამორები მოთავსებულ იქნა სპეციალურად ამ მიზნისათვის მოწყობილ შემოღობილ ადგილას, სადაც მათ ამრავლებდნენ, რათა მომავალი თაობა თავისუფლად გაეშვათ ბუნებაში. რეინტროდუქციის პროგრამასთან დაკავშირებით თავი იჩინა მთელმა რიგმა პრობლემებმა: ვოლიერის ფართობი და ადგილმდებარეობა არ იყო ოპტიმალური; ადგილი ჰქონდა ახალშობილების სიკვდილიანობას სხვადასხვა დაავადების გამო, იყო ასევე კვების რეჟიმთან დაკავშირებული პრობლემები. 2011 წლის მდგომარეობით ვოლიერში არის 5 ინდივიდი. ბ) კეთილშობილი ირემი (Cervus elaphus) ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიები კეთილშობილი ირმის პოპულაციის შენარჩუნებისათვის მნიშვნელოვან ადგილს წარმოადგენს. 1977 წლიდან 1990 წლამდე მისი რაოდენობა ეროვნულ პარკში მერყეობდა 680-დან 1000 ინდივიდამდე. 1990 წლებში მათი რაოდენობა კატასტროფულად შემცირდა და 1999 წელს შეადგინა 39 სული. სავარაუდოდ ეს გამოწვეული იყო საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ პერიოდში არსებული ეკონომიკური კრიზისით და მისი საკვებად უკანონოდ მოპოვებით. 2011 წლისათვის მათი რიცხვი გაიზარდა 1999 წლის მაჩვენებელთან შედარებით 6,6-ჯერ და შეადგინა 278 სული, რასაც ხელი შეუწყო დაცვის მკაცრმა რეჟიმმა და სამარილეების განთავსებამ. ირმის პოპულაციის უმეტესი ნაწილი გვხვდება ნაკრძალის ტერიტორიაზე, ხოლო მცირე ნაწილი ეროვნულ პარკში. კეთილშობილი ირემი წარმოადგენს მნიშვნელოვან ინდიკატორს ეკოსისტემების მდგომარეობის შესაფასებლად. არსებობს საშუალებები, რაც ხელს შეუწყობს კეთილშობილი ირმის პოპულაციის კონსერვაციას ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიაზე, როგორიცაა საძოვრების მართვა, რათა დარეგულირდეს გაზაფხულისა და ზაფხულის თვეებში ირმისა და შინაური საქონლის კვება, სამიგრაციო დერეფნების შექმნა, რათა მოხდეს საქართველოში არსებული სხვა პოპულაციების ინდივიდების შეჯვარება ბორჯომ-ხარაგაულის ირმის პოპულაციასთან. გ) მურა დათვი (Ursus arctos) მურა დათვის რაოდენობა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკსა და ნაკრძალში გაიზარდა 2000 წელს 36 სულიდან 2011 წელს 96 ინდივიდამდე. ეროვნული პარკის შექმნამდე ბრაკონიერობა წარმოადგენდა სერიოზულ პრობლემას, მაგრამ 1999 წლიდან მკაცრი დაცვის რეჟიმის შემოღების შემდგომ, რომელიც ითვალისწინებს ბრაკონიერობაზე დიდ ჯარიმას, ნადირობა ფაქტობრივად საფრთხეს აღარ წარმოადგენს. დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის კონსერვაციის სტრატეგია მურა დათვისათვის ხელმძღვანელობს დოკუმენტით „მურა დათვის კონსერვაციის მოქმედებათა გეგმა თრიალეთის ქედსა და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისათვის”. დ) არჩვი (Rupicapra rupicapra) ინფორმაცია არჩვის შესახებ ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიებზე მწირია. უკანასკნელი დეკადის მანძილზე აღრიცხული რაოდენობის მიხედვით სავარაუდოდ მათი რიცხოვნობა 80 ან ცოტა მეტია. სავარაუდოდ პოპულაცია სტაბილურია, თუმცა არსებობს მუდმივი საფრთხე, კერძოდ: საკვები, რომელსაც ასევე იყენებს შინაური საქონელი ალპურ მდელოებზე გაზაფხულსა და ზაფხულის პერიოდებში, თავად საქონლის არსებობა, რომელიც აფრთხობს არჩვს და ბრაკონიერობა, თუმცაღა საფრთხე დაბალია. ე) ფოცხვერი (Lynx lynx) ინფორმაცია ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიებზე ფოცხვერის პოპულაციის შესახებ, მწირია. მათი რაოდენობა სავარაუდოდ 30 ინდივიდამდეა, ფოცხვერის პოპულაცია სტაბილურია. არ არსებობს რაიმე აშკარა საფრთხე: არ დაფიქსირებულა მისი უკანონოდ მოპოვება. ამჟამად არ არსებობს კონსერვაციის სტრატეგია ამ სახეობისათვის დაცულ ტერიტორიაზე. ვ) კავკასიური როჭო (Tetraogallus mlokosiewiczi) კავკასიური როჭო შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ამ სახეობის მნიშვნელოვანი საბუდარია. ეროვნულ პარკში პოპულაციის შესახებ ინფორმაცია მეტად მწირია. ზ) კავკასიური სალამანდრა (Mertensiella caucasica) კავკასიური სალამანდრა სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის ეკორეგიონის ენდემია და გავრცელებულია მხოლოდ საქართველოსა და თურქეთში. მთლიანი პოპულაციის 85% გავრცელებულია საქართველოში. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი და ნაკრძალი წარმოადგენს ამ სახეობის მნიშვნელოვან ადგილსამყოფელს. მთელი რიგი კვლევები იქნა ჩატარებული ამ სახეობის პოპულაციაზე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკას და ნაკრძალში და ზოგიერთი მათგანი მოიცავს რეკომენდაციებს, რაც წარმოადგენს დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციისათვის სახეობების კონსერვაციის პროგრამის კარგ საფუძველს. მუხლი 27. ეკოტურიზმი 1. ტურიზმი და ვიზიტორთა მომსახურება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის შექმნის შემდგომ, დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციამ შექმნა მომსახურების ფართო სპექტრი და ინფრასტრუქტურა, ასევე შეიმუშავა სხვადასხვა სახის შეთავაზება ვიზიტორებისათვის. ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებული და ორგანიზებული მომსახურებებია: ა) ბროშურები და საინფორმაციო მასალა პარკის შესახებ; განახლებული ვიზიტორთა ცენტრი, საგამოფენო დარბაზი საინტერპრეტაციო დაფებით; ბ) სალაშქრო, საცხენოსნო და სამთო-საველოსიპედო ტურების ორგანიზება ეროვნული პარკის ფარგლებში; გ) გამყოლის მომსახურება; დ) ტურისტული თავშესაფრების, საკარვე ადგილების, ცხენებისა და სხვა მომსახურების დაჯავშნა; ე) სპეციალური აღჭურვილობის გაქირავება (კარვები, საძილე ტომრები, ზურგჩანთები, ველოსიპედები); ვ) ეკოსაგანმანათლებლო პროგრამები საგანმანათლებლო ორგანიზაციებისათვის; ზ) კულტურული ტურები. 2. ტურისტული ინფრასტრუქტურა ა) ვიზიტორთა ორი ცენტრი, რომელთაგან ერთი მდებარეობს ბორჯომის ადმინისტრაციულ ცენტრში და მეორე ხარაგაულის ადმინისტრაციულ ცენტრში. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრებში შესაძლებელია ვიზიტორებისათვის რჩევების მიცემა წერილობითი და ზეპირი სახით პარკის საშუალებებსა და ტურისტულ შეთავაზებებზე. ასევე ვიზიტორს საშუალება აქვს გაეცნოს ვიზიტორთა ცენტრებში არსებულ ექსპოზიციებსა და მეტი ინფორმაცია მიიღოს ეროვნული პარკის, მისი შექმნისა და ისტორიის, ფლორისა და ფაუნის, პარკის რეგიონში არსებული ღირსშესანიშნაობების შესახებ. შესაძლებელია საგანმანათლებლო ვიდეორგოლის ჩვენება. ბ) ცხრა მარკირებული ბილიკი, რომელიც უზრუნველყოფს ერთი დღიდან ერთ კვირამდე ტურებს; დამატებით ერთი არამარკირებული ბილიკი ქვაბისხევის ხეობაში, რომელიც არის 3-საათიანი მარშრუტი და იძლევა ისტორიული ადგილების მონახულების შესაძლებლობას, როგორიცაა წმინდა მარიამის ეკლესია (IX ს ჩვ. წ.) და ზემოთიის ციხის ნანგრევები (III ჩვ.წ.) გ) 4 ტურისტული თავშესაფარი, რომელთაგან თითოეული განკუთვნილია 12 ადამიანისათვის, აღჭურვილია ელემენტარულად: თავშესაფარში არის მხოლოდ ხის ნარები; ტუალეტები, ღია საცეცხლე ადგილები და გადახურული საპიკნიკე ადგილები თავშესაფრის გარეთაა მოწყობილი. ერთადერთი თავშესაფარი, სადაც ღუმელი შიგნითაა განთავსებული, არის ლომისმთის ტურისტული თავშესაფარი. თავშესაფრებთან არის წყაროს წყალი. საჭიროების შემთხვევაში ტურისტებს შეუძლიათ გამოიყენონ რეინჯერების თავშესაფრებიც; მაგ., ტურისტები, რომლებიც მიჰყვებიან ბილიკ №2-ს, ჩერდებიან სამეცხვარეოს რეინჯერთა თავშესაფარში; დ) 13 საკემპინგე ადგილი მოწყობილია ტურისტული თავშესაფრების მახლობლად და ეროვნული პარკის შესასვლელებში; ე) ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში არსებული ბილიკების დახასიათება მოცემულია დანართ 5-ში. რუკა, რომელზეც ნაჩვენებია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტურისტული ინფრასტრუქტურა. ვ) ნეძვის აღკვეთილში, ამ ეტაპზე, არ არის მოწყობილი ინფრასტრუქტურა. 3. ეკოტურისტული შეთავაზებები ა) სალაშქრო ტურები ეროვნული პარკი ვიზიტორებს სთავაზობს 9 სალაშქრო მარშრუტს, რომელიც არის მარკირებული და შესაბამისად ლაშქრობა შესაძლებელია გამყოლთან ერთად ან გამყოლის გარეშე, მარშრუტები განსხვავდება ხანგრძლივობისა და სირთულის მიხედვით, შესაძლებელია როგორც რამდენიმესაათიანი, ასევე რამდენიმედღიანი ტურების განხორციელება. ბ) საცხენოსნო ტურები ბილიკი № 1, 2 და 3 შესაფერისი ბილიკებია საცხენოსნო ტურებისათვის. ამჟამად ეროვნული პარკის რეგიონში არის ცხენების გასაქირავებელი სამი პუნქტი – ლიკანში (ბორჯომის რაიონი) , აწყურში (ახალციხის რაიონი) და მარელისში (ხარაგაულის რაიონი). ამ ეტაპზე თითოეულ პუნქტში არის ათამდე ცხენის გაქირავების საშუალება. გ) ეკოსაგანმანათლებლო ტურები ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მიერ შეთავაზებულია სხვადასხვა სახის ეკოსაგანმანათლებლო და შემეცნებითი ტურები ასაკობრივი ჯგუფის გათვალისწინებით. დ) სამთოველო ტურები დ.ა) ეროვნული პარკის ადმინისტრაციას აქვს სამთო ველოსიპედები გასაქირავებლად, მაგრამ ამ ეტაპისათვის ეს შეთავაზება არ სარგებლობს დიდი პოპულარობით ლაშქრობასა და ცხენით გასეირნებასთან შედარებით. გზა, რომელიც აკავშირებს აბასთუმანს საირმის დასასვენებელ კურორტთან (ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორია) და რომელიც მიეკუთვნება ბილიკს № 1 და ქვაბისხევის ხეობას, შესაფერისია ველოტურებისათვის. დ.ბ) აუცილებელია დაიგეგმოს და შეიქმნას სპეციალური მარკირებული მარშრუტები სამთო- ველოტურებისათვის, რომლებიც განსხვავებული იქნება სირთულისა და ხანგრძლივობის მიხედვით იმისათვის, რომ არსებობდეს შეთავაზება როგორც სათავგადასავლო, ასევე სამოყვარულო ტურებისათვის. ე) კულტურული ტურები ბორჯომის-ხარაგაულის დაცული ტერიტორიები მდიდარია ისტორიულ-კულტურული ძეგლებით. ეროვნული პარკის ერთ-ერთი ბილიკი მიჰყვება გზას, რომელიც გამოყენებული იყო წმინდა ანდრია პირველწოდებულის მიერ – რომელმაც იქადაგა ქრისტიანობა საქართველოში პირველ საუკუნეში. ამჟამად არ არის წინასწარ დაგეგმილი კულტურული ტურების შესაძლებლობა: ტურები მორგებულია ინდივიდუალურად ვიზიტორთა ჯგუფის ინტერესებს. ვ) საინტერპრეტაციო და საინფორმაციო მასალები ვ.ა) ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე საინტერპრეტაციო მასალებით, როგორიცაა სხვადასხვა თემატური დაფები, ვიდეო და ბეჭდვითი მასალები. ვ.ბ) ამჟამად პარკში არის ერთი საინტერპრეტაციო ბილიკი საინტერპრეტაციო დაფებით თემებზე „ეროვნული პარკი და მისი მდებარეობა”, „პარკის მარშრუტების ქსელი” „პარკის ცხოველებისა და მცენარეების სახეობები”, „ბუნების კონსერვაცია” და „ხელუხლებელი ბუნების შენარჩუნების მნიშვნელობა”. ბილიკის დათვალიერების დროს შეთავაზებულია სპეციალური პროგრამები სკოლის მოსწავლეებისათვის, რომელიც მოიცავს ეკოთამაშებს. ვ.გ) ეროვნული პარკის შესასვლელებში განთავსებულია საინტერპრეტაციო დაფა PAN Park -ების შესახებ. ვ.დ) როგორც ეს აღნიშნული იყო, დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია ასევე ხელს უწყობს გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო მასალის მონაცემთა ბაზის შექმნას და განახლებას. 4. ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები ა) პარკში პირველი ოფიციალური ტურისტული სეზონი გაიხსნა 2003 წელს და მიღებულ იქნა ვიზიტორთა შედაერებით მცირე რაოდენობა – 1 021 ვიზიტორი. მომდევნო წლებში ტურისტების რაოდენობა მუდმივად იზრდებოდა, მისი რაოდენობა გაოთხმაგდა და 2006 წელს მიაღწია 4 596-ს, ხოლო 2010 წელს – 15 472-ს; ბ) ვიზიტორების სრული უმრავლესობა პარკში ატარებს მხოლოდ ერთი დღეს: ერთი დღით დარჩენილი ვიზიტორების პროცენტულობა მერყეობდა 81%-დან 93%-მდე 2003-2011 წლებში; გ) პარკის ვიზიტორების უმრავლესობა არის ინდივიდუალური ტურისტი და მხოლოდ მცირე პროცენტი მოდის ორგანიზებულ ტურისტულ ჯგუფებზე, თუმცა უკანასკნელი წლების განმავლობაში ორგანიზებული ტურისტული ჯგუფების რაოდენობა თანდათან გაიზარდა. 2003-2006 წლებში ორგანიზებული ტურისტული ჯგუფების პროცენტი შეადგენდა 16%-ს, ხოლო 2007-2011 წლებში ეს ციფრი გაუტოლდა 23%-ს. დ) 2011 წელს პარკის ვიზიტორების 66% შეადგენდა ადგილობრივ ვიზიტორებს, მათგან უმეტესობას წარმოადგენდა ერთდღიანი ტურისტები. უცხოელი ვიზიტორების უმეტესობას 2008 –2011 წლებში შეადგენდნენ ვიზიტორები ისრაელიდან (2011 წელს 40%). დანარჩენები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან, ასევე მნიშვნელოვნად იზრდება ტურისტების რაოდენობა აღმოსავლეთ ევროპიდან; ე) პარკში ყველაზე აქტიური ტურისტული სეზონი ტრადიციულად გრძელდება აპრილიდან ნოემბრამდე, სეზონის პიკი არის ივლისი-სექტემბერი. ვიზიტორთა უმეტესობა ჩამოდის აგვისტოში, როდესაც ვიზიტორთა რაოდენობა ორმაგდება და ზოგიერთი წლის განმავლობაში გასამმაგდა კიდეც სეზონის დასაწყისთან შედარებით; ვ) პარკის მოსანახულებლად მთავარი მოტივაცია, როგორც ეს აღნიშნულია ვიზიტორთა გამოკითხვებში, არის: 1) ფლორა, ფაუნა და ბიომრავალფეროვნება, 2) პარკის ლანდშაფტები, 3) მოგზაურობის კარგი და უსაფრთხო შესაძლებლობა, ასევე ადგილობრივი ტრადიციები და კულტურული მემკვიდრეობა. ამ კვლევის შედეგები შეესაბამება დღევანდელ ტურისტულ პროდუქტს, რომელსაც პარკი სთავაზობს ვიზიტორებს. 5. ვიზიტორების დახასიათება მიზნობრივი ჯგუფების მიხედვით ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ვიზიტორთა უმეტესობა ქვემოთ ჩამოთვლილ სამიზნე ჯგუფებს მიეკუთვნება: ა) ქვეითი ვიზიტორები. ქვეითი ვიზიტორები ჩვეულებისამებრ არიან ახალგაზრდა ინდივიდუალურად მოგზაური უცხოელები, რომლებიც მარტო ან 2 – 4-კაციანი მცირე ჯგუფების სახით მოგზაურობენ, ისინი ძირითადად მოგზაურობენ შეზღუდული ბიუჯეტით და ამჯობინებენ მარტო მოგზაურობას პარკის მიერ შეთავაზებული ყველანაირი გამყოლის ან სხვა მომსახურების გარეშე. მათი მთავარი ინტერესია ისიამოვნონ პარკის პირველქმნილი ბუნებრივი გარემოთი, მთის პეიზაჟებით და მიიღონ სიამოვნება ფეხით ლაშქრობისას. ღამის გასათევად ამჯობინებენ კარვებს და ხშირად რჩებიან პარკში 2-3 დღის განმავლობაში; ბ) ტურ-ოპერატორების ტური. პარკის ადმინისტრაცია თანამშრომლობს საქართველოს ტურ-ოპერატორებთან. ისინი ვიზიტორებს სთავაზობენ პარკს, როგორც ცალკე არსებულ პროდუქტს ან პარკის ვიზიტს რთავენ უფრო ხანგრძლივი ტურის პროგრამაში, მაგ., სამცხე-ჯავახეთის რეგიონში. ტურისტული ჯგუფის მონაწილეები სხვადასხვა ეროვნების, ასაკის, პროფესიის ადამიანები არიან. ჯგუფის მოცულობა შეადგენს 2-15 ადამიანს. ტურ-ოპერატორებთან ერთად მოგზაური ადამიანების ძირითადი ინტერესი არის ფეხით და ცხენით ლაშქრობა; ისინი იყენებენ მომსახურების უმეტეს სახეობას და რჩებიან პარკში ერთიდან რამდენიმე დღემდე. გ) ექსპატრიატები. ექსპატრიატები არიან უცხოელები, რომლებიც ცხოვრობენ თბილისში ან საქართველოს ნებისმიერ სხვა ნაწილში და მოდიან პარკში ძირითადად შაბათ-კვირას ინდივიდუალურად ან ორგანიზებული ტურისტული ჯგუფების სახით. მათი მოტივაციაა ქალაქის ცხოვრებისგან, სამსახურისგან დასვენება, ეროვნული პარკის დამამშვიდებელი გარემოთი სიამოვნების მიღება და ადგილობრივი კულტურის გაცნობა. ჩვეულებრივ ისინი ქმნიან 2-10-კაციან ჯგუფებს და სარგებლობენ პარკის და მისი ბიზნესპარტნიორების მიერ შეთავაზებული მომსახურებით; დ) სხვა ინდივიდუალური ვიზიტორები. ჯგუფი „სხვა ინდივიდუალური ვიზიტორები” ძირითადად შედგება შუა ხნის და ხანშიშესული უცხოელი ინდივიდუალი ვიზიტორებისაგან, თუმცაღა, მათ უყვართ თავიანთი მოგზაურობის დამოუკიდებლად ორგანიზება, სურთ ისარგებლონ უფრო მეტი კომფორტით, ვიდრე ქვეით ვიზიტორებს და ხშირად იყენებენ პარკის გამყოლის მომსახურებას, ცხენის დაქირავებასა და სხვა შეთავაზებებს. ვიზიტორების ამ ჯგუფს აქვს ადგილობრივი ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის ღრმა ინტერესი და, აქედან გამომდინარე, უფრო დაინტერესებულნი არიან კულტურული ტურებით ვიდრე უბრალოდ ბუნებრივ გარემოში დასვენებით, ისინი ასევე მზად არიან გაატარონ რამდენიმე დღე პარკის რეგიონში; ე) დამსვენებლები. დამსვენებლები არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ატარებენ თავიანთ შვებულებას პარკის მახლობლად, ძირითადად ნუნისში, ბორჯომში ან აბასთუმანში. ისინი ღამეს ათევენ ნათესავებთან ან ქირაობენ კერძო სახლებს. ეს არის ძირითადად ოჯახები, რომლებიც ჩამოდიან შვილებთან ერთად და დაინტერესებულნი არიან ადვილი, შედარებით მოკლე პეიზაჟური ლაშქრობებით, პიკნიკით ან კემპინგით. ზოგიერთი მათგანი, ვისაც შედარებით უფროსკლასელი შვილები ჰყავთ, დაინტერესებულია უფრო სპორტული ღონისძიებებით; ვ) შაბათ-კვირით გამსვლელები. შაბათ-კვირით გამსვლელები არიან საქართველოს მოქალაქეები, ქალაქის მაცხოვრებლები, ძირითადად 20 წლის ასაკის, სტუდენტები და ახალგაზრდა პროფესიონალები – ვინც მიდის პარკში შედარებით დიდ ჯგუფებად – 10 კაცამდე; მათი მიზანია დაისვენონ ქალაქის ყოველდღიური ცხოვრებისაგან, ან აღნიშნონ განსაკუთრებული შემთხვევები ბუნებაში. ისინი დაინტერესებულნი არიან ფეხით ლაშქრობით, პიკნიკებით და წვეულების მსგავსი გარემოთი. ჩვეულებრივ ისინი ჩერდებიან ტურისტულ თავშესაფრებში, მაგრამ ხანდახან სარგებლობენ პარკის მიერ შეთავაზებული სხვა მომსახურებითაც; ზ) ოჯახები. სამიზნე ჯგუფი „ოჯახები” უფრო მცირე ზომისაა, ვიდრე „დამსვენებლები”. განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ არ არის აუცილებელი რომ ოჯახებმა გაატარონ ზაფხული პარკის რეგიონში და ისინი შესაძლოა უფრო შორიდანაც მოდიოდნენ. ხშირად პარკის მონახულება ჩართულია რეგიონის უფრო ხანგრძლივ ტურში, ამიტომ პარკში გაჩერება შეზღუდულია რამდენიმე საათამდე და მოიცავს მხოლოდ ერთ დღეს. ოჯახები, ისევე როგორც არდადეგებზე მყოფნი, დაინტერესებულნი არიან მოკლე ლაშქრობებით, პიკნიკით, ბავშვებისათვის საგანმანათლებლო და რეკრეაციული ღონისძიებებით. თ) კორპორატიული ჯგუფები. უფრო დიდი მასშტაბის, დასავლური ტიპის და საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც ფუნქციონირებენ ქვეყანაში, ხშირად აწყობენ ტურებს თავიანთი თანამშრომლებისათვის. ეს ვიზიტები ჩვეულებისამებრ ორგანიზებულია წინასწარ დიდი ხნით ადრე და ჯგუფის სიდიდე მერყეობს 10 – 15 კაცამდე. ამგვარი ვიზიტებისათვის საჭიროა მაღალი ხარისხის ორგანიზაციული და ტურისტული მომსახურება, რისთვისაც კომპანიები შესაბამისად იხდიან; ი) სასკოლო ჯგუფები. სასკოლო ჯგუფები, როგორც წესი, ორგანიზებულია სკოლის ადმინისტრაციის მიერ. ყველა ასაკობრივი ჯგუფი დაინტერესებულია საგანმანათლებლო ღონისძიებებით, რომელიც შესაბამისია თითოეულ ასაკობრივი ჯგუფისთვის. უფრო ხშირად სასკოლო ჯგუფები ატარებენ პარკში მხოლოდ ერთ დღეს და არ რჩებიან ღამის გასათევად, მაგრამ საჭიროებენ საინტერპრეტაციო მომსახურებას პარკისაგან. სხვა ტიპის სასკოლო ჯგუფები მოდიან დასასვენებლად, სალაშქროდ, სპორტული ღონისძიებებისათვის და თავგადასავლებისათვის; კ) ორგანიზებული ბანაკები. ბანაკები ორგანიზებულია სხვადასხვა გარე ორგანიზაციების მიერ, პარკი უზრუნველყოფს მათ საკემპინგე სივრცით და საჭიროებისამებრ უწევს საგანმანათლებლო დახმარებას; ლ) ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკის აწყურის უბანთან მდებარეობს ეკოსაგანმანათლებლო ბანაკი, რომლის ფუნქციაა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა მოსწავლე-ახალგაზრდებში. ამჟამად ბანაკი გაცემულია იჯარით. 6. მომსახურებებისა და შეთავაზებების სარგებლობის დონე ა) ბილიკების გამოყენება ა.ა) 2010 წელს ყველაზე პოპულარული ბილიკები იყო ბილიკი №1 (ვიზიტორთა 18%-მა ისარგებლა ამ ბილიკით), №3 (21%), №6 (32%), №7 (14%) და ქვაბისხევის ხეობა (11%). შედარებით ნაკლებ პოპულარულია ბილიკები № 2,4,5,8 და 9 მათი სირთულისა და ხანგრძლივობის გამო; ა.ბ) ამ ბილიკებზე არ არის ინფრასტრუქტურა, როგორიცაა თავშესაფრები დიდ მანძილზე (№4 და №5) ასევე ზოგი მათგანი გამოირჩევა სპეციფიკურობით (ბილიკი №8); ბ) ვიზიტორების მიერ გამოყენებული მომსახურების სახეები ბ.ა) 2011 წელს 1 896 ვიზიტორმა ისარგებლა ეროვნული პარკის ტურისტული მომსახურებით: – საკემპინგე ადგილები, 1 238 ვიზიტორი; – ტურისტული თავშესაფრები, 495 ვიზიტორი; – აღჭურვილობის გაქირავება, 152 ვიზიტორი; – სამთო ველოსიპედები, 1 ვიზიტორი; ბ.ბ) 2011 წელს საკემპინგე ადგილების გაქირავების რაოდენობამ შეადგენდა 619; ბ.გ) 540 ვიზიტორმა ისარგებლა ტურისტული თავშესაფრით ღამის გასათევად. 7. ტურიზმიდან და ვიზიტორთა მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი ა) ეროვნულ პარკში ფასების სისტემა ამჟამად არ არსებობს ეროვნულ პარკში შესვლის გადასახადი. ვიზიტორები იხდიან გადასახადს მხოლოდ პარკის მიერ მოწოდებული მომსახურებისათვის, როგორიცაა: ღამისთევა ტურისტულ თვაშესაფრში და კარავში, ცხენები, გამყოლები, სამთო ველოსიპედები და აღჭურვილობის გაქირავება. არ არის გადასახადი დაჯავშნაზე. ფასები ფიქსირებულია, თუმცაღა 10-კაციან ჯგუფებზე არის გარკვეული ფასდაკლება. არ არის განსაკუთრებული შეთავაზება ტუროპერატორებისათვის ან მომსახურების საათობრივი ანაზღაურება; ბ) დაცული ტერიტორიების ვიზიტორებისაგან მიღებული შემოსავალი: ვიზიტორთა მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი დაცულ ტერიტორიებში 2007-2011 წლებში შეადგენდა:
გ) 2011 წელს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს არ ჰქონდა ხელშეკრულება გაფორმებული მომსახურებების მომწოდებლებთან (გიდის მომსახურება, ცხენით მომსახურება). შესაბამისად, შემოსავალი ამ მომსახურებებიდან არ შემოსულა ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში. 8. კომუნიკაცია და მარკეტინგი ა) ძირითადი მარკეტინგული და სარეკლამო ქმედებები ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე ხორციელდება ცენტრალიზებულად დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ. სააგენტო იყენებს მარკეტინგული საშუალებების უმეტესობას, როგორიცაა ტელევიზია, პრესტურები, საერთაშორისო ბაზრობები, გაცნობითი ტურები, საინფორმაციო მასალის გავრცელება და ინტერნეტი. როგორც ეს აღნიშნული იყო თავში (). პარკს აქვს თავისი საკუთარი ვებგვერდი www.borjomi-kharagauli-np.ge ან www.nationalpark.ge, რომელზეც განთავსებულია ინფორმაცია პარკის შესახებ, მისი ისტორია, შეთავაზებული მომსახურებები და საშუალებები. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვებგვერდზე – www.apa.gov.ge ასევე განთავსებულია ინფორმაცია ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების შესახებ; ბ) ყველაზე პოპულარულ ელექტრონულ ენციკლოპედიაში – Wikipedia.org – ნახსენებია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, თუმცაღა ინფორმაცია ძალიან მწირი და ელემენტარულია, მასში არ არის ინფორმაცია ტურისტულ შეთავაზებებზე. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის შესახებ ინფორმაციის მოძიება ასევე შესაძლებელია PAN Park- ების ვებგვერდზე www.panparks.org; გ) 2010 წლის მონაცემების მიხედვით, ეროვნული პარკის ვიზიტორებისათვის ინფორმაციის მოპოვების ძირითადი წყარო არის პირადი რეკომენდაციები (43%). ინტერნეტი, ბროშურები და მეგზურები საქართველოს შესახებ ასევე წარმოადგენენ ინფორმაციის მნიშვნელოვან წყაროს. 9. ვიზიტორების მართვა ა) ვიზიტორები რეგისტრაციისათვის მიდიან ბორჯომში ან ხარაგაულში არსებულ ვიზიტორთა ცენტრებში, სადაც იღებენ ინფორმაციას, სალაშქრო რუკას, ასევე ყიდულობენ მომსახურებას. ამ ეტაპზე შეუძლებელია რეგისტრაცია პირდაპირ პარკის შესასვლელებში, თუმცა ვიზიტორთა რაოდენობის ზრდასთან ერთად საჭირო ხდება რეგისტრაციის უფრო მარტივი სისტემის დანერგვა, როდესაც ვიზიტორს საშუალება ექნება რეგისტრაცია პირდაპირ მარშრუტის დასაწყისში გაიაროს, ამისათვის საჭირო იქნება დამატებითი ფინანსური და ადამიანური რესურსი; ბ) დაცულ ტერიტორიებზე არსებობს ქცევის წესები, რომლებიც განთავსებულია აბრებზე პარკის შესასვლელებთან. ვიზიტორები ასევე ღებულობენ ბროშურას პარკის შესახებ, როდესაც ჯავშნიან თავიანთ მოგზაურობას ან შედიან პარკში ერთდღიანი ვიზიტით, სადაც განთავსებულია ძირითადი ინფორმაცია პარკზე, მის საშუალებებზე და პარკში ქცევის წესებზე, მოცემულია ასევე გარკვეული რეკომენდაციები, თუ როგორ შეიძლება მაქსიმალურად ვისიამოვნოთ ველური ბუნებით; გ) შეზღუდვები ცეცხლის დანთებაზე, ღამის კარავში გათევაზე, ტურისტული თავშესაფრებით სარგებლობაზე და ა.შ. მითითებულია საინფორმაციო მასალაში, რომელიც ეძლევა ვიზიტორს რეგისტრაციის დროს. ცეცხლის დანთება აკრძალულია, გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა, რომლებიც მდებარეობენ თავშესაფრებთან და საკემპინგე ადგილებზე. გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ტურისტული თავშესაფარი „თვითმომსახურებადია”, ვიზიტორები პასუხისმგებლები არიან დასუფთავებაზე და ნაგვის განთავსებაზე ინსტრუქციების შესაბამისად. ტურისტულ თავშესაფრებში არ არის დაშვებული მოწევა. 10. ვიზიტორთა მომსახურების მართვა დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციას ჰყავს ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტები სრულ განაკვეთზე: მათგან ნაწილი არის ბორჯომის ოფისში, ხოლო ნაწილი ხარაგაულის ოფისში. ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტების ძირითადი ფუნქციები და მოვალეობებია: ა) ვიზიტორთა პროგრამაზე ზოგადი პასუხისმგებლობა; ბ) ვიზიტორთა ინფრასტრუქტურისა და ვიზიტორთა პროგრამის გაძლიერება; გ) ვიზიტორების უზრუნველყოფა ეკოტურისტული მომსახურებით დაცულ ტერიტორიებზე; დ) პარკის ადმინისტრაციის ვიზიტორთა ცენტრის ფუნქციონირება; ე) საინფორმაციო მასალის მომზადება და გავრცელება. 11. გიდის მომსახურება ეროვნული პარკი უზრუნველყოფს გიდის მომსახურებას დამოუკიდებელ გამყოლთა ქსელის მეშვეობით, დაცული ტერიტორიების მიმდებარე მოსახლეობიდან. 12. ტურიზმსა და ვიზიტორთა მომსახურებასთან დაკავშირებული პრობლემები და შესაძლებლობები ა) შემოსავალი ა.ა) ამჟამად ეროვნული პარკის ტურისტული მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი საკმაოდ დაბალია. არ არსებობს შესვლის გადასახადი, ვიზიტორები იხდიან მიწოდებული სერვისის მომსახურებების გადასახადს, როგორიცაა ღამისთევის გადასახადი, საველე აღჭურვილობის და სამთოველოსიპედების გაქირავების თანხა. გიდის და ცხენით მომსახურებიდან პარკს არ აქვს შემოსავალი; ა.ბ) იმისათვის, რომ მოხდეს პარკის შემოსავლების ზრდა, საჭიროა შეთავაზებების გაფართოება. უნდა დამზადდეს გასაყიდი პროდუქცია: სუვენირები პარკზე და რეგიონზე, ქუდები და მაისურები ეროვნული პარკის ლოგოთი, ბროშურები ეროვნული პარკის მცენარეების, ცხოველებისა და ფრინველების შესახებ. ფილმები ეროვნული პარკის შესახებ, Puzzle-ები ბავშვებისათვის; ა.გ) ამ ეტაპზე პარკის ვიზიტორთა ცენტრში ქირავდება საძილე ტომრები, ზურგჩანთები და კარვები, უნდა მოხდეს პარალონების, საჭმლის მოსამზადებელი აღჭურვილობის, სალაშქრო ჯოხების, საწვიმრების, ბინოკლების, კომპასებისა და GPS-ების გაქირავება; ა.დ) ამ ეტაპზე სასურველი არაა შესვლის გადასახადის შემოღება, მნიშვნელოვანია, რომ მოქმედებს შემოწირულობის სისტემა. პარკის ვიზიტორთა ცენტრებში მოთავსებულია შემოწირულობის ყუთები და შესვლის გადასახადის სანაცვლოდ ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ სურვილისამებრ გაიღონ შემოწირულობა. ასევე, პარკის შესასვლელებში მოეწყოს ავტოსადგომი და შესაძლებელია დაწესდეს პარკინგის გადასახადი. ა.ე) უნდა ამოქმედდეს ვიზიტორთა ცენტრში არსებული სასტუმრო და კაფეტერია. სასტუმრო და კაფეტერია გარემონტებულია, საჭიროებს ინვენტარით აღჭურვას, რის შემდეგაც მოხდება მისი მართვის უფლებით გაცემა კანონის შესაბამისად. ა.ვ) დამატებითი ინფრასტრუქტურის შექმნა, როგორიცაა მარტივი ბილიკი, რომელზეც იქნება კეთილმოწყობილი თავშესაფარი, ხელს შეუწყობს შემოსავლების ზრდას; ა.ზ) ბილიკის მოწყობა შესაძლებელია ქვაბისხევის ხეობაში, ბილიკის გასწვრივ სასურველია აშენდეს ტურისტული თავშესაფარი, რომელიც განსხვავებული იქნება არსებული თავშესაფრებისაგან, ეგრეთ წოდებული პრივატ თავშესაფარი და იტევდეს 5-7 კაცამდე. იგი უნდა იყოს საჭირო ინვენტარით და სველი წერტილით აღჭურვილი. ასევე უნდა არსებობდეს მარტივი ტიპის სამზარეულო. თავშესაფარი უნდა იკეტებოდეს. ეს მომსახურება გათვლილი იქნება ოჯახებზე და მცირე ჯგუფებზე; ბ) გიდის მომსახურების არასტაბილურობა გიდის მომსახურებას არ აქვს ორგანიზებული სახე. გიდები მოქმედებენ დამოუკიდებლად, არ არსებობს არანაირი კავშირი ან ასოციაცია. შესაბამისად ვერ ხერხდება მათთვის საჭირო განათლების მიცემა. გარდა ამისა, პარკში არ შემოდის არანაირი შემოსავალი ამ მომსახურებიდან. სასურველია კერძო ინიციატივა გიდების მომსახურების შექმნასთან დაკავშირებით, როგორიცაა გიდების ასოციაცია, ფიზიკური ან იურიდიული პირის ინტერესი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში; გ) ნიშნულებისა და საინფორმაციო დაფების განთავსება ნიშნულები და საინფორმაციო დაფები ეროვნული პარკის ფარგლებს გარეთ, ქალაქის ცენტრში ან მთავარი გზების გასწვრივ საჭიროებს განახლებას. ბორჯომის ცენტრში, ავტობუსის სადგურთან და რკინიგზის სადგურთან უნდა განთავსდეს მცირე საინფორმაციო ნიშნულები, რომელზეც მითითებულ იქნება მანძილი ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრამდე; დ) ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობა და გარემოს ხარისხი ვიზიტორებისათვის დ.ა) არსებული 4 ტურისტული თავშესაფარი საჭიროებს ყოველწლიურად შეკეთებას და განახლებას. ელემენტარული ავეჯით აღჭურვას. თავშესაფრებთან ცეცხლის დასანთები, საპიკნიკე ადგილების და საველე საშხაპეების მოწყობას; დ.ბ) ბილიკების მარკირების სისტემა ადეკვატურია. თუმცაღა საჭიროა ტექნიკური თვალსაზრისით გაუმჯობესება, რაც გულისხმობს ეროვნული პარკის ალპურ ნაწილში უფრო გამძლე და ხშირ მარკირებას. ყოველ წელს, ახალი ტურისტული სეზონის დაწყებისას საჭიროა ბილიკის ყველა ნიშნულის შემოწმება, ანალიზი, ბიუჯეტის შემუშავება და შეკეთება; დ.გ) საპიკნიკე ადგილები საჭიროებს შეკეთებას, ზოგი კი თავიდან აშენებას. ხელახლა ასაშენებელია 4 საპიკნიკე ადგილი №7 ბილიკის გასწვრივ; 3 საპიკნიკე ამარათის, სახვლარის და დიდმაღალას ტურისტულ თავშესაფრებთან; 7 საპიკნიკე რეინჯერთა საგუშაგოებთან (მარელისი, აბასთუმანი, ნუნისი, ზანავი); სამი საპიკნიკე აწყურის საგუშაგოსთან შესაკეთებელია; დ.დ) ბილიკებთან არსებული საინფორმაციო დაფები უნდა შეიცვალოს ახალი დაფებით, რაზეც მითითებული იქნება პარკის ამჟამინდელი ტერიტორია, პარკის ბილიკების აღწერა და პარკის ფარგლებში ქცევის წესები. დაფები უნდა განთავსდეს პარკის ტერიტორიაზე ყველა დასასვენებელ ადგილას; დ.ე) ვიზიტორები პასუხისმგებლები არიან დაასუფთავონ მათ მიერვე დანაგვიანებული ტერიტორია, არ დატოვონ ნაგავი თავაშესაფრებში, საპიკნიკე და საკემპინგე ადგილებთან, რათა შეინარჩუნონ პარკის ტერიტორია სუფთა მდგომარეობაში. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ არსებობს ნაგვის პრობლემა პარკის ფარგლებში, საჭიროა შემუშავდეს ნარჩენების მენეჯმენტის შესაბამისი გეგმა პარკისათვის; დ.ვ) დანერგილი უნდა იქნეს ხარისხის მართვის სისტემა, რათა ნაგავთან და პარკის ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული პრობლემა იდენტიფიცირებული და მოგვარებულ იქნეს. 13. დამატებითი ინფრასტრუქტურა და შეთავაზებები არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურა შეესაბამება ტურისტების რაოდენობას, თუმცაღა არსებობს ტურისტული შეთავაზების გაფართოების პოტენციალი: ა) საჭიროა დაიგეგმოს უფრო მოკლემანძილიანი ბილიკები შესაბამისი ინფრასტრუქტურით ოჯახებისათვის. ბილიკების არსებული ქსელი და ტურისტული თავშესაფრები არ წარმოადგენს კარგ შეთავაზებას ოჯახებისა და ვიზიტორთა ჯგუფებისათვის, ვისაც სურთ მოკლე მანძილზე ფეხით სიარული ან რამდენიმე კილომეტრის ცხენით გავლა და ბუნებაში ღამისთევა. სასურველია მოეწყოს განსაკუთრებული ინფრასტრუქტურა ბილიკის საწყის ადგილას, მაგალითად, ქვაბისხევის ხეობაში, ასევე №4 და №5 ბილიკების სრული დატვირთვისათვის უნდა მომზადდეს სპეციალური პროგრამები, მაგალითად, სამთო-ველოტურის განვითარება №5 ბილკზე და სათავგადასავლო ტურის შეთავაზება №4 ბილიკზე. ბ) საჭიროა მოეწყოს საკემპინგე ადგილები თანამდედროვე დიზაინით: ერთადერთი ადგილი, სადაც დასაშვებია კემპინგი, არის ტურისტული თავშესაფრების მიმდებარე ადგილები და პარკის შესასვლელთან რეინჯერების სადგურის გვერდით. ამის მთავარი მიზეზია ისეთი ძირითადი ინფრასტრუქტურის არსებობა, როგორიცაა წყალი და ტუალეტები. გამომდინარე იქიდან, რომ ყველა თავშესაფარი განლაგებულია მთებში, დაახლოებით ბილიკის საწყისი წერტილიდან 14-16 კმ-ის დაშორებით, რეკომენდებულია უფრო მოკლე მანძილზე (ბილიკის საწყისი წერტილიდან 5-10 კმ-ზე) მოეწყოს თანამდეროვე საკემპინგე ადგილები (წყლით, ტუალეტით და საშხაპეებით, ღია ცეცხლის დასანთები ადგილით); გ) ბიომრავალფეროვნება არის ის უპირველესი მიზეზი, რის გამოც ვიზიტორები მოდიან ეროვნულ პარკში და ეს ხდება ძირითადად ველური ბუნების გამო, მაგრამ ასევე უნდა გაიზარდოს ვიზიტორების დაინტერესება ადგილობრივი ტრადიციებითა და წეს-ჩვეულებებით, რაც განაპირობებს ამ ტერიტორიის შემდგომ განვითარებას. ამის გაკეთება შესაძლებელია მომსახურების ხარისხისა და მრავალფეროვნების გაზრდის მეშვეობით, რომელიც შესაბამისი იქნება პანპარკების სტანდარტებთან სერტიფიცირების მოსაპოვებლად; დ) პარკის ფარგლებში ყველაზე შთამბეჭდავი არის კულტურული ტური ცხოვრების ტრადიციულ წესებზე, რომელიც დაფუძნებულ იქნება საქონლის საზაფხულო საძოვრებზე ცხოვრების წესზე. არის ასევე სხვა ქმედებები, რომელიც უკავშირდება პარკის მიმდებარედ ბევრ ადგილას მინერალური წყლის არსებობას და რომელიც შესაძლებელია განხილულ იქნეს როგორც პოტენციური საფუძველი მომავალი კულტურული ტურებისათვის; ე) პარკის დამახასიათებელი რელიეფის გამო, შემოთავაზებები ზამთრის სეზონისათვის შეზღუდულია, მაგრამ საჭიროა მათი პოტენციალის შეფასება გრძელვადიანი პერსპექტივით. ეროვნულ პარკში შესაძლებელია განვითარდეს ზამთრის ტურისტული პროდუქტი, როგორიცაა თოვლის ფეხსაცმელებით გადაადგილება, შესაძლებელია როგორც ერთდღიანი, ასევე ორდღიანი ტურის განვითარება, ორდღიანი ტურის შემთხვევაში საჭირო იქნება დამატებითი ინფრასტრუქტურის შექმნა, როგორიცაა უფრო მეტად კომფორტული თავშესაფარი. 14. პოტენციური მიზნობრივი ჯგუფები ეროვნულ პარკს გააჩნია დიდი პოტენციალი მიიზიდოს ვიზიტორთა დიდი რაოდენობა მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტის შეთავაზებებისა და შესაბამისი ინფორმაციის გავრცელების საშუალებით. არსებული მიზნობრივი ჯგუფების გარდა პოტენციური ახალი ჯგუფები და შეთავაზებები, რომლებიც შესაძლოა მათ მიეწოდოს: ა) ადგილობრივი ფასეულობების (უნიკალურობის) მოყვარულები. ამ ჯგუფს მიეკუთვნებიან უცხოელი ვიზიტორები, რომლებიც მოგზაურობენ როგორც ინდივიდუალურად, ასევე ორგანიზებული ტურისტული ჯგუფების სახით, დაინტერესებული არიან გაეცნონ ეგზოტიკურ ადგილობრივ ტრადიციებს და კულტურას, რეგიონის უნიკალურ ფასეულობებს, პარკში და მის დამხმარე ზონაში უფრო დიდი ხნით დარჩენის და კულტურულ, ტრადიციულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობის შედეგად. პოტენციური შეთავაზება მოიცავს ტრადიციულ ადგილობრივად ორგანიზებულ ტურებსა და შეხვედრებს, სადეგუსტაციო ტურებს, ადგილობრივი პროდუქტის გაყიდვასა და ხალხური შემოქმედების ჩვენებას; ბ) სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში მაღალი, სტაბილური შემოსავლის მქონე პირები. ამ ჯგუფს მიეკუთვნებიან ვიზიტორები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ეკოტურიზმით, ვისაც სურს ისიამოვნოს მშვიდი ბუნებით, პეიზაჟით, საშუალო დონის ფიზიკური დატვირთვით და კულტურული ადგილების საინფორმაციო მონახულებით საკმაოდ მაღალი დონის კომფორტის თანხლებით და სურთ ისარგებლონ პარკის მიერ შეთავაზებული მომსახურების ფართო სპექტრით და გააგრძელონ თავიანთი ვიზიტი პარკში რამდენიმე დღით. პოტენციური შეთავაზება მოიცავს ფეხით და ცხენით ზომიერ ლაშქრობას გამყოლის თანხლებით, ველური სამყაროს დასათვალიერებელ ტურებს, მინერალური წყლით გაჯანსაღებას, კულტურულ ტურებს, ტრადიციული ადგილობრივი პროდუქტის საჩვენებელ ტურებს, ადგილობრივი პროდუქტის შეძენას; გ) ველური სამყაროს მოყვარულები. ესენი არიან უცხოელი და ადგილობრივი ვიზიტორები, რომელთაც გააჩნიათ ღრმა ინტერესი გაეცნონ პარკის ფლორასა და ფაუნას. ოჯახები, სტუდენტები ან შესაბამისი დარგის პროფესიონალები, ველური სამყაროს მოყვარული ენთუზიასტები, რომლებიც მიეკუთვნებიან სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიას, ბუნების ფოტოგრაფები. პოტენციური შეთავაზება: ცხოველებზე და ფრინველებზე დაკვირვების ტურები, საინტერპრეტაციო ტურები, ინფორმაცია პარკის ფლორაზე და ბუნებაზე; დ) გამაჯანსაღებელი ტურიზმი. რამდენიმე ადგილი პარკის მიმდებარედ ცნობილია როგორც გამაჯანსაღებელი კურორტი, მინერალური წყლების კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურით, ბუნებრივი თბილი წყლებით, სამედიცინო მომსახურებით და სასარგებლო კლიმატით. ეს საშუალებას აძლევს ვიზიტორთა განსაკუთრებულ სამიზნე ჯგუფებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ჯანმრთელობის გასაუმჯობესებელი დასვენებით, მოზიდულ იქნენ პარკში, რათა უზრუნვეკყოფილნი იყვნენ გამაჯანსაღებელი ღონისძიებებით პარკსა და მის დამხმარე ზონაში. პოტენციური შეთავაზება: სამედიცინო გამოკვლევა, ცხენით ლაშქრობის თერაპია, საშუალო დატვირთვის სეირნობა სუფთა ბუნებაში, მინერალური წყლით მკურნალობა, ცხელი წყაროების მონახულება, ეკოლოგიურად სუფთა, ადგილობრივად მოყვანილი საკვების შეთავაზება, ჯანმრთელობის პროდუქტისა და ეკოპროდუქტის გაყიდვები; ე) თავგადასავლის მოყვარულები. შედარებით ახალგაზრდა, აქტიური ხალხი თავგადასავლის მოყვარულები, ვისაც სიამოვნებს დაძაბული, ფიზიკური აქტივობა, ექსტრემალური სპორტი, ბუნების აქტიური შემეცნება, კემპინგი, ყველაფრის საკუთარი ხელით გაკეთება და არ სჭირდება კომფორტი. პოტენციური შეთავაზება: სამთო საველოსიპედო ტურები, ზამთარში თოვლში ფეხით სიარული, რთული და ხანგრძლივი ლაშქრობები, კლდეზე ცოცვა, აღჭურვილობის გაქირავება; ვ) მოხალისეთა სამუშაო ბანაკი. პარკს აქვს ყველა წინაპირობა, რომ უმასპინძლოს მეტად პოპულარულ საერთაშორისო „სამუშაო ბანაკებს”, რომელიც აერთიანებს საგანმანათლებლო ქმედებებს, რეკრეაციასა და ადგილობრივი მოსახლეობისათვის მოხალისედ მუშაობას. პოტენციური შეთავაზება: პარკის ტერიტორიაზე არის მოხალისედ მუშაობის საშუალება შემდეგ სფეროებში: გარემოსდაცვა, ბუნების კონსერვაცია, ეკოტურიზმის განვითარება, სოფლის მდგრადი განვითარება, საბუნებისმეტყველო განათლება; ზ) მომლოცველები. რელიგიის მიმდევრები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მოინახულონ და მონაწილეობა მიიღონ რელიგიურ რიტუალებში ეროვნული პარკის ტერიტორიაზე არსებულ წმინდა ადგილებში – გაიარონ ის გზა, რომელიც გაიარა წმინდა ანდრია პირველწოდებულმა, მოინახულონ უძველესი მონასტრის ნანგრევები, ეკლესიები და წმინდა ადგილები. პოტენციური შეთავაზება: წმინდა ანდრია პირველწოდებულის ბილიკი, რელიგიური დღესასწაულები და განსაკუთრებული დღეები, რელიგიური სუვენირების გაყიდვა; თ) მკვლევარები. საქართველოს უნივერსიტეტებთან და კვლევით ორგანიზაციებთან თანამშრომლობით პარკს შეუძლია გაუწიოს მომსახურება დაინტერესებულ სამიზნე ჯგუფებს – ბიოლოგიის, ეკოლოგიის, ბუნების კონსერვაციის, ტურიზმის მენეჯმენტის, სატყეოსა და სხვა შესაბამისი სფეროს სტუდენტებს საველე სამუშაოების განხორციელებაში, რომელიც გათვალისწინებულია მათი სასწავლო პროგრამით ან ინდივიდუალურ მკვლევარებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ამ თემებით. პოტენციური შეთავაზება: პარკში შესვლის უფლების უზრუნველყოფა, ასევე საოფისე სივრცით, აღჭურვილობის დაქირავებითა და საცხოვრებელი ადგილით უზრუნველყოფა; ი) შეზღუდული უნარის მქონე ადამიანები. ამჟამად პარკის ტერიტორია მიუღწევადია შეზღუდული უნარის მქონე ადამიანებისათვის; თუმცა შესაძლოა მომზადდეს ბილიკი და შემუშავდეს სპეციალური ტურები ამგვარი ადამიანებისათვის, ორგანიზებულ იქნება მომსახურება პარკის შესასვლელ ადგილებში და მის დამხმარე ზონაში. პოტენციური შეთავაზება: მოკლეხნიანი ვიზიტი პარკში მცირე ჯგუფებისა და ინდივიდუალებისათვის, მოკლევადიანი, მარტივი ლაშქრობა ცხენით, მინერალური წყლებით მკურნალობა, ადაპტირებული საგანმანათლებლო ღონისძიებები შეზღუდულ უნარის მქონე ბავშვებისათვის, ადგილობრივი პროდუქტის გაყიდვა. კ) კომპანიის ტრენინგები. კომპანიები დაინტერესებული არიან გააუმჯობესონ თავიანთი თანამშრომლების შესაძლებლობები გუნდური მუშაობის, სტრესის აღმოფხვრის, კონფლიქტების მენეჯმენტის, პრობლემების გადაჭრის, კომუნიკაციისა და სხვა სახის ტრენინგების მეშვეობით. პოტენციური შეთავაზება: კორპორატიული სასწავლო პროგრამები, რომლებიც შემუშავებულია პროფესიონალებთან თანამშრომლობით, კულტურული ტურები, მოკლეხნიანი ლაშქრობები ფეხით ან ცხენით; ლ) ღონისძიების დამსწრეები. ეს არის დიდი სამიზნე ჯგუფი, რომელიც შედგება პარკის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისაგან და ვინც ძალიან იქნება დაინტერესებული დაესწროს სხვადასხვა რეკრეაციულ თუ გასართობ ღონისძიებას პარკში. დიდი ღონისძიებების მასპინძლობა მიიზიდავს ვიზიტორებს საქართველოს სხვადასხვა რაიონებიდან. პოტენციური შეთავაზება: კულტურული, საგანმანათლებლო და გასართობი ღონისძიებების კალენდარი, რომელიც ჰარმონიაში იქნება პარკის ბუნების კონსერვაციულ მიზნებთან. 15. საინტერპრეტაციო და საინფორმაციო მასალები ა) პარკის საინტერპრეტაციო მიზნების მისაზღწევად ერთი 3 კმ-იანი ბილიკი არ არის საკმარისი ფართო სპექტრის საინტერპრეტაციო მასალის მისაწოდებლად (სხვა ბილიკებზე არ არსებობს საინტერპრეტაციო მასალა); ბ) გამყოლები, რომელთაც პოტენციურად შეუძლიათ მიაწოდონ ზეპირი ინტერპრეტაცია ბილიკის შესახებ, იცვლებიან ყოველ სეზონზე და უმეტეს შემთხვევაში არიან დამწყები გამყოლები; ისინი პასიურები არიან ინტერპრეტაციის მიწოდების საკითხში, რადგან არ აქვთ საკმარისი გამოცდილება; გ) არ არის საკმარისი საინფორმაციო მასალა პარკზე სხვადასხვა ასაკობრივ და ინტერესთა ჯგუფებისათვის, მაგ., ინფორმაცია ფლორაზე, ფაუნაზე და ა.შ, არაა საკმარისი. ერთადერთი საინფორმაციო მასალა პარკზე არის სალაშქრო რუკა, მარშრუტების აღწერით ასევე ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრში არსებული საგამოფენო დარბაზი; დ) გარდა სალაშქრო რუკებისა, ვიზიტორთა ცენტრში არ არის მასალა, რომელსაც ვიზიტორი თან წაიღებდა, მაგ., თემატური ბროშურები, წიგნები, საფოსტო ბარათები, ფილმები პარკის შესახებ. ე) ამჟამინდელი ვიდეოფილმები ეროვნულ პარკზე არის ძალიან სამეცნიერო ხასიათის, რომელშიც ძირითადად ჩამოთვლილია პარკში არსებული ბუნებრივი ღირებულებები. სიუჟეტი არის გრძელი და არ იზიდავს ზოგადად ვიზიტორსა და სკოლის მოსწავლეებს, რომელთაც ჯერ კიდევ არ აქვთ გამოვლენილი ბიოლოგიის ან სხვა შესაბამისი მეცნიერების მიმართ ღრმა ინტერესი. სასურველია შეიქმნას შემეცნებითი ფილმები სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფებისათვის. 16. ვიზიტორთა მართვა ამჟამად ტურისტული სერვისის ყიდვა შესაძლებელია მხოლოდ ვიზიტორთა ცენტრებში. გამომდინარე იქიდან, რომ არსებული ტურისტული ბილიკები სხვადასხვა ადგილიდან იწყება, ტურების დაჯავშნა ან ორგანიზება სირთულეებთან არის დაკავშირებული. არსებული ვიზიტორების 99% პირველად მოდის ეროვნულ პარკის ვიზიტორთა ცენტრში და ვიზიტორთა სამსახური ახდენს ყველანაირი მომსახურების ორგანიზებას. მაგრამ არიან ვიზიტორები, რომლებიც პირდაპირ ბილიკის საწყის ადგილზე მიდიან, სადაც ვერ იღებენ შესაბამის სერვისს. ვიზიტორების რაოდენობის გაზრდა უფრო გააღრმავებს პრობლემას. შემოღებული უნდა იქნეს დაჯავშნისა და ორგანიზების უფრო მოქნილი სისტემა. ზოგიერთ ადგილებში, როგორიცაა მაგალითად შესასვლელები, რომელიც მოშორებულია პარკის ვიზიტორთა ცენტრს, ვიზიტორს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს საჭირო სერვისი ადგილზე და გადაიხადოს მომსახურების გადასახადი. 17. კომუნიკაცია და მარკეტინგი ა) პარკის ვებგვერდი მოძველებულია და საჭიროებს ხელახალ დიზაინს, რათა იგი უფრო მიმზიდველი და ინტერაქტიული გახდეს. შეიცავდეს ინტერნეტის მეშვეობით დაჯავშნის საშუალებასა და ვიზიტორთათვის საკონტაქტო ინფორმაციას. ბ) ასევე აუცილებელია სხვადასხვა სოცილურ ქსელზე (Facebook, Twitter) შეიქმნას ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის გვერდი. 18. ზემოქმედების მენეჯმენტი (გამტარუნარიანობა) ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ძირითადი მიზანია ველური ბუნების კონსერვაცია. ტურიზმის განვითარებას მოაქვს სარგებელი ბუნების კონსერვაციისათვის, მაგრამ ამავე დროს აქვს გარკვეული მავნე ზემოქმედება ბუნებაზე. ვიზიტორების ამჟამინდელი რაოდენობა არ უქმნის არსებით საფრთხეს ბუნებას, მაგრამ რაოდენობის გაზრდამ შესაძლოა იმოქმედოს უარყოფითად ბიომრავალფეროვნებასა და პარკის ინფრასტრუქტურაზე. ვიზიტორთა რაოდენობის გაზრდასთან ერთად საჭიროა გაკეთდეს პარკის გამტარუნარიანობის სიღრმისეული კვლევა განსაკუთრებით ეკოლოგიურ ზემოქმედებასთან კავშირში. პარკის გამტარუნარიანობის შეფასება უნდა მოიცავდეს: ეკოლოგიურ შესაძლებლობას, ფიზიკურ პარამეტრებს, საშუალებების პარამეტრებს, სოციალურ შესაძლებლობას. მუხლი 28. ეკოგანათლება 1. მიზნები და ამჟამინდელი ქმედებები ა) დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიზანს წარმოადგენს სპეციალური ეკოსაგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება სხვადასხვა ასაკის მიზნობრივი ჯგუფებისთვის. ეკოსაგანმანათლებლო პროგრამის მიზანია: ა.ა) მოსახლეობის ფართო ფენების მიერ დაცული ტერიტორიების მნიშვნელობისა და როლის გაზიარება როგორც ქვეყნის, ასევე ადამიანის მომავლისთვის და მათ მიერ ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის იდეის მხარდაჭერა; ა.ბ) მოსახლეობის ფართო ფენებში მაღალი ეკოლოგიური ცნობიერების ჩამოყალიბება; ა.გ) მოსახლეობის ჩართულობის მაღალი დონე გარემოსდაცვითი პრობლემების გადაწყვეტის მიზნით; ა.დ) მოსახლეობის ფართო ფენების თანადგომა დაცულ ტერიტორიებზე ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით; ბ) ველური ბუნების და ეკოსისტემების სრული გაგებისთვის ეკოსაგანმანათლეობლო პროგრამა ითვალისწინებს ინტერპრეტაციის სხვადასხვა ფორმას. ხაზს უსვამს რა დაცული ტერიტორიების როლსა და მნიშვნელობას ბიომრავალფეროვნების დაცვის საქმიანობაში. პროგრამა მხარს უჭერს სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებში მიმდინარე საგანმანათლებლო პროგრამებს გარემოს დაცვის შესახებ, ასევე მიზნობრივ და საინტერესო ინფორმაციის გავრცელებას ვიზიტორთა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის; გ) ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია დაარსების დღიდან თანამშრომლობს დამხმარე ზონის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, განსაკუთრებით ეს თანამშრომლობა გაღრმავდა 2003 წლიდან, როდესაც ეკოსაგანმანათლებლო სამსახურმა გაააქტიურა მუშაობა ამ კუთხით: მომზადდა და გავრცელდა საინფორმაციო მასალები – ბროშურები, სკოლის მოსწავლეებისთვის ეროვნული პარკის ასაწყობი რუკა, შეიქმნა ბაზა ეკოგანათლებისთვის, ასევე პარკში გაიხსნა 3 კმ-იანი ეკოსაგანმანათლებლო ბილიკი, რომელიც აღჭურვილია საინფორმაციო და საინტერპრეტაციო დაფებით; დ) აღსანიშნავია, რომ ეკოლოგიური განათლების მონაცემთა ბაზის განახლება მიმდინარეობს ყოველწლიურად, რაც გულისხმობს თანამედროვე ეკოშემეცნებითი მასალების მოძიებას და შენახვას. ძირითადად ინფორმაციის განახლება და შევსება ხდებოდა ევროპული სხვადასხვა ეროვნული პარკების გამოცდილების გაზიარებით. ამას ხელს უწყობს ტრადიცია, რომელიც დამკვიდრებულია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, კერძოდ, ყოველწლიურად ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან მოხალისეები, რომლებიც მუშაობენ აღნიშნული მონაცემთა ბაზის განახლებაზე და სრულყოფაზე. უნდა აღინიშნოს, რომ 2006-2007 წლებში ეროვნულ პარკში მუშაობდა გერმანელი კონსულტანტი CIM-ის ექსპერტი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა მონაცემთა ბაზის გაუმჯობესებაში. ამავე პერიოდში გამოიცა ეკოლოგიური განათლების სახელმძღვანელო – „გზა ბუნებისაკენ” სკოლის პედაგოგებისთვის, რომელიც ითვალისწინებს მეთოდებს და ეკოლოგიურ შემეცნებით თამაშებს, აგრეთვე რჩევებს, ბავშვების ბუნებაში გაყვანის და ჯგუფის ორგანიზების შესახებ; ე) ასევე აღსანიშნავია, რომ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის წარმომადგენლები გამოცდილების გაზიარების მიზნით იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ, კერძოდ, ეკოგანათლების სამსახურის უფროსი იმყოფებოდა დიდ ბრიტანეთში, „Peak District”-ის ეროვნულ პარკში და ბულგარეთში „Central Balkans”-ის ეროვნულ პარკში. მიღებული გამოცდილება და ცოდნა ხელს უწყობს მათ მიერ დაგეგმილი ქმედებების განხორციელებას; ვ) ყოველწიურად აქტიურად იმართება ღონისძიებები სკოლებთან, ეროვნული პარკის დამხმარე ზონაში სხვადასხვა სახის ეკოლოგიური პრობლემის თემატიკით, როგორიცაა დაბინძურების პრობლემა, და ა.შ. პარკის ადმინისტრაცია მჭიდროდ თანამშრომლობს რეგიონში არსებულ NGO-ების სექტორთან, რაც აისახება ერთობლივ პროგრამებში და ღონისძიებებში; ზ) ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი აქტიურად თანამშრომლობს რეგიონში არსებულ პროფესიულ სასწავლებლებთან, 2010 წელს ეროვნულ პარკში სასწავლო პრაქტიკა გაირა ბორჯომის პროფესიული სასწავლებლის 40 სტუდენტმა. მათ მონაწილეობა მიიღეს დასუფთავების აქციებში, შეაკეთეს საგანმანათლებლო ბილიკი; თ) 2009 წელს განხორციელდა პროექტი დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის ბიზნესსკოლის ორგანიზებით, რომლის ფარგლებშიც კავკასიის ბიზნეს-სკოლის სტუდენტებმა შეაკეთეს მარელისში არსებული თავშესაფარი, საცეცხლური ადგილი, მოაწყვეს დასუფთავების აქცია და 2-დღიანი ეკოტური ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში; ი) 2011 წელს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში რამდენიმე საზაფხულო ბანაკი მოეწყო, მათ შორის იყო თბილისის ვარლდოლფის სკოლა, საქართველოს ტურიზმის ასოციაცია და ადგილობრივი სკოლები. ასევე ორგანიზაცია СENN და ამერიკის საელჩოს ინიციატივით. ზაფხულის განმავლობაში პარკის ადმინისტრაციასთან ერთად ეწყობოდა ერთობლივი დასუფთავების აქციები; კ) 2008-2009-2010-2011 წლებში დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლების მიერ ჩატარდა ტრენინგები სკოლის პედაგოგებისთვის, რომელიც მიზნად ისახავდა პედაგოგების ინფორმირებას დაცული ტერიტორიების მნიშვნელობისა და იქ არსებული რესურსის შესახებ, ასევე დაცული ტერტორიების პოპულარიზაციას. ტრენინგებში მონაწილეობა მიიღო სულ 210 სკოლის 400-მდე პედაგოგმა, მათ შორის, ქ. ბორჯომის რაიონის 25 სკოლის 44 პედაგოგმა. 2011 წელს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ ეკოსაგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილე სკოლის მოსწავლეთა და მოზარდთა რაოდენობა იყო 5883, 2003–2007 წწ-ში – 1,100, ხოლო 2003 წელს – 230. ლ) ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დამხმარე ზონის სკოლებში 2011 წელს ჩატარდა 150-მდე ლექცია-სემინარი და პრეზენტაცია თემებზე: „საქართველოს დაცული ტერიტორიები”, „დაცულ ტერიტორიებზე დაშვებული და აკრძალული საქმიანობები”, „ადმიანის ფაქტორის გავლენა დაცულ ტერიტორიებზე”, „გადაშენების პირას მყოფი ცხოველები და სამკურნალო თვისებების მქონე მცენარეები ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკში”; მ) 2011 წელს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიერ მოსახლეობის ეკოსაგანმანათლებლო ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარებულ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო 5873-მა ადამიანმა, რაც დაახლოებით 25-ჯერ აღემატება 2003 წლის მაჩვენებელს (230 კაცი); ნ) დღევანდელი მდგომარეობით ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ ეკოსაგანმანათლებლო საქმიანობებში ჩაერთო 45 სკოლა, მათ შორის: ქ. ბორჯომში – 12 სკოლა, ხარაგაულში – 20 სკოლა, ახალციხეში – 4 სკოლა, ადიგენში – 4 სკოლა, ხაშურში – 4 სკოლა, ბაღდათში – 1 სკოლა; ო) დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციას გააჩნია საჭირო ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა, რომელიც საშუალებას აძლევს ნაყოფიერი ეკოსაგანამანათლებლო და შემეცნებითი საქმიანობა აწარმოოს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად. 2010 წლამდე ბორჯომის ადმინისტრაციულ შენობაში ფუნქციონირებდა მუზეუმი, ხოლო 2011 წელს განახლებულ იქნა საგამოფენო დარბაზი, რომელიც აღიჭურვა საინფორმაციო დაფებით. ეკო-საგანმანათლებლო პროგრამა ითვალისწინებს ეკოსემინარებს, გაკვეთილებს ველზე, ეკოთამაშებს, რომელიც გათვლილია სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებზე და დონეებზე. ასევე ეწყობა პრეზენტაციები და დოკუმენტური ფილმის ჩვენება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკზე და ზოგადად საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე. 2. ეკოსაგანმანათლებლო ქმედებების მართვა ა) ზოგადად, ეკოსაგანმანათლებლო საქმიანობის მართვაზე პასუხისმგებელია ბუნებრივი რესურსების მართვის სპეციალისტი. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციას ესაჭიროება 2 სპეციალისტი: ერთი – ბორჯომში და მეორე – ხარაგაულში. ამჟამად ბორჯომში ბუნებრივი რესურსების მართვის სპეციალისტის არარსებობის გამო, ეკოსაგანმანათლებლო საქმიანობას ინაწილებენ ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი და ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტი; ბ) ქმედებები, რომლებიც უკავშირდება ეკოგანათლებასა და საზოგადოებასთან ურთიერთობას, თანხმდება და იმართება ცენტრალიზებულად – დაცული ტერიტორიების სააგენტოს უშუალო კონტროლის ქვეშ. 3. ეკოგანათლებასთან დაკავშირებული პრობლემები და შესაძლებლობები ა) ეკოლოგიურ-საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებისთვის აუცილებელია სხვადასხვა ქმედების ჩატარება: ა.ა) სისტემური მუშაობა მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებთან; ა.ბ) მუშაობა დაცული ტერიტორიების ვიზიტორებთან; ა.გ) მჭიდრო კონტაქტი საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან თუ ორგანიზაციებთან; ა.დ) შესაბამისი პროფილის სპეციალისტების მომზადება; ა.ე) ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა ეკოლოგიურ-საგანმანათლებლო საქმეში გამოცდილების გაზიარების მიზნით, როგორც ქვეყნის, ასევე საერთაშორისო დონეზე; ა.ვ) აუცილებელი ორგანიზაციულ-მატერიალური ბაზის ფორმირება; ბ) სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისა და მათი ჩართვისთვის გარემოსდაცვით ღონისძიებებში, საუკეთესო ხერხია ეკოსაგანმანათლებლო ტურების მოწყობა დაცულ ტერიტორიებზე, რითაც მათ საშუალება ექნებათ ადგილზე გაეცნონ საინფორმაციო მასალებს, ფლორას, ფაუნას, ეკოსისტემებს, მიიღონ ინფორმაცია დაცული ტერიტორიების მნიშვნელობისა და როლის შესახებ, ასევე შეისწავლონ ბუნებაში ქცევის წესები; გ) ეკოსაგანმანათლებლო ქმედებები ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში საკმოდ პოპულარულია საგანმანათლებლო ორგანიზაციებს შორის. ეს ასევე არის ეფექტური საშუალება ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიებისადმი პოზიტიური განწყობის შესაქმნელად, რომელიც ამავე დროს შესაბამისობაშია ადმინისტრაციის საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნებთან; დ) ადმინისტრაცია გეგმავს სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებას – „ერთი დღე რეინჯერთან ერთად”, რომელიც ითვალისწინებს სკოლის მოსწავლეების ლაშქრობას რეინჯერთან ერთად დაცულ ტერიტორიაზე. პროგრამის მიზანია მომავალი თაობების უფრო მეტად დაახლოება ბუნებასთან და პრაქტიკულ საქმიანობაში მათი ჩართვა, ასევე საკმაოდ აპრობირებული მეთოდის დანერგვას რეინჯერებში, რომელიც გავრცელებულია ევროპის სხვადასხვა ეროვნულ პარკებში, რაც გულისხმობს რეინჯერთა გადამზადებას და მათ ჩართვას საინტერპრეტაციო-საგანმანათლებლო საქმიანობებში. აღნიშნული პროგრამა განხორციელდება ეროვნული პარკის მოსაზღვრე ექვსივე მუნიციპალიტეტში; ე) არის შესაძლებლობა, მოხდეს სპეციალური გარემოსდაცვითი ღონისძიებების ორგანიზება ე. წ. „მწვანე კალენდრის“ მიხედვით, რომელიც დაკავშირებულია ბუნებასთან და გარემოს დაცვასთან. ვ) საჭიროა სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების იდენტიფიცირება, ასევე ეკოსაგანმანათლებლო პროგრამების მომზადება ცალკეული ჯგუფისათვის მათი ცოდნის დონის გათვალისწინებით. ზ) უნდა მომზადდეს სპეციალური ეკოსაგანმანათლებლო პროგრამები საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის, ასაკის გათვალისწინებით, რაც ხელს შეუწყობს მათ ჩართვას გარემოსდაცვით ქმედებებში; თ) არის შესაძლებლობა პროგრამაში შემოტანილ იქნეს ახალი ქმედებები, როგორიცაა: ახალი ეკობილიკების მოწყობა და სკოლის მოსწავლეების ჩართვა აღნიშნული ბილიკების დაცვაში; ი) სეზონის განმავლობაში (ზაფხული) ეროვნულ პარკს საშუალება აქვს სპეციალურად შერჩეულ ადგილებზე მოეწყოს ეკობანაკები. მუხლი 29. საზოგადოებასთან ურთიერთობა ა) საზოგადეობასთან ურთიერთობას ახორციელებს დაცული ტერიტორიების სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დირექტორის და სხვა თანამშრომლების ჩართვით. საზოგადოებასთან ურთიერთობის პოლიტიკას განსაზღვრავს დაცული ტერიტორიების სააგენტო; ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობა ხორციელდება შემდეგი რესურსებით: საინფორმაციო მასალებით, დაცული ტერიტორიების ვებგვერდი www.apa.gov.ge , სოციალური ქსელის Facebook -ის მეშვეობით, სააგენტოს გვერდი – Agency of Protected Areas და youtube; გ) ადმინისტრაციის მიერ ხორციელდება ადგილობრივ მოსახლეობასთან მჭიდრო თანამშრომლობა და მუდმივი კონტაქტი. მჭიდრო კავშირი არსებობს რეგიონალურ და ადგილობრივ მასმედიასთან; დ) ცენტრალურ მედიასაშუალებებთან თანამშრომლობს დაცული ტერიტორიების სააგენტო. მჭიდრო თანამშრომლობა არსებობს ცენტრალურ ტელეკომპანიებთან; ე) ძირითად მიზნობრივ ჯგუფებს წარმოადგენს მასმედია, ტუროპერატორები, ახალგაზრდები (სტუდენტების, მოსწავლეები), 25-60 წლამდე საშუალო სოციალური ფენის წარმომადგენლები. მუხლი 30. საკანონმდებლო ბაზის აღწერა ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიები იმართება შემდეგი კანონებით და კანონქვემდებარე აქტებით: ა) საქართველოს კანონი „ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ”; ბ) საქართველოს კანონი „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“; გ) საქართველოს ტყის კოდექსი; დ) საქართველოს კანონი „ცხოველთა სამყაროს შესახებ“; ე) საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“; ვ) სხვა კანონებითა და კანონქვემდებარე აქტებით. მუხლი 31. ადმინისტრაციის მდგომარეობა 1. დაცული ტერიტორიების გარე საზღვრების დაზუსტება და დემარკაცია ა) ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის, ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალის და ნეძვის აღკვეთილის გარე საზღვრები დადგენილია „ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრულია ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალის, ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები, მე-3 და მე-4 პუნქტებით – ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, ხოლო ნეძვის აღკვეთილის საზღვრები განსაზღვრულია ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად; ბ) ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის და ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალის საზღვრის საბოლოოდ დაზუსტება, მარკირება და ნატურაში გამიჯვნა მოხდა 2001-2002 წწ-ში, რომელიც დატანილია 1:25 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკაზე. ტოპოგრაფიულ რუკაზე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისა და ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალის საზღვრები დატანილია ხელით და საზღვრის ხაზის მოხვევის (ადგილზე დამაგრებული) წერტილები თავის დროზე არ იქნა გეოდეზიური ხელსაწყოებით კოორდინირებული და 1:25 000 მასშტაბის რუკაზე კოორდინატებით დატანილი, რამაც საგრძნობი უზუსტობანი გამოიწვია საზღვრის ხაზის დატანის დროს. არსებული 1:25 000 მაშტაბის ტოპოგრაფიული რუკა, რომლის სიზუსტეც – 1მმ რუკაზე, ტოლია 25 მეტრისა ადგილზე, რამაც განაპირობა არსებული სერიოზული უზუსტობანი საზღვრის ხაზის ასახვის დროს. ეროვნული პარკის მოსაზღვრედ განლაგებულია მჭიდროდ დასახლებული ქალაქები, სოფლები და ამგვარმა უზუსტობამ გამოიწვია კომფლიქტი ეროვნულ პარკსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის; გ) ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისა და ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალის საზღვრის გამიჯვნის მიზნით საქართველოს მთავრობის 2008 წლის 23 დეკემბრის №904 განკარგულებით შეიქმნა საუწყებათშორისო კომისია „ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტს შორის საზღვრის გამმიჯნავი უწყებათშორისი კომისიის შექმნის შესახებ“. აღნიშნულმა კომისიამ შეისწავლა და მოამზადა შესაბამისი დასკვნა, სადაც აღნიშნულია რომ დღეს არსებული ეროვნული პარკის საზღვარი საჭიროებს დაზუსტებას და ხელახალ დელიმიტაციას; დ) აქვე აღსანიშნავია, რომ ბორჯომ ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციას 2006 წლიდან სამართავად გადაეცა ნეძვის აღკვეთილი, რომლის საზღვრი განსაზღვრულია „ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო მეურნეობის ტყის მეურნეობის ორგანიზაციისა და განვითარების“ 1997-2007 წწ-ების პროექტით. დღემდე არ მომხდარა საზღვრის გეოდეზიური ხელსაწყოებით კოორდინირება და დემარკაცია. 2. დაცვა პატრულირების ჩათვლით ა) დაცვა და პატრულირება ხორციელდება დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის რეინჯერთა სამსახურის მიერ. 2011 წლის მონაცემებით ამ სამსახურში იყო ცხრა უფროსი რეინჯერი და 49 რეინჯერი (7 რეინჯერით ნაკლები ვიდრე 3 წლის წინ). რეინჯერები ახორციელებენ პატრულირებას პატრულირების გეგმის შესაბამისად, რომელიც მომზადებულ იქნა ადმინისტრაციის მიერ. რეინჯერთა სამსახური აღჭურვილია ავტომანქანებით. ავტომანქანები და ცხენები ხელმისაწვდომია ადმინისტრაციისათვის, რომელიც აღწერილია მე-8 პუნქტში; ბ) რეინჯერებს აქვთ უფლება გააჩერონ და შეამოწმონ საბუთები და ნებართვები ბუნებრივი რესურსების მოპოვებაზე და აცნობონ კანონდარღვევები ადმინისტრაციას, მაგრამ მათ არა აქვთ უფლება განახორციელონ დამრღვევის პირდაპირ ადგილზე დაკავება. რეინჯერებს აქვთ უფლება ატარონ იარაღი; გ) დაცვის ინფრასტრუქტურა შედგება 20 მობილური ხერგილი, 29 უძრავი ხერგილი, 7 ლოგოიანი ხერგილისგან. 10 რეინჯერთა თავშესაფრისგან და 9 რეინჯერთა საგუშაგოსგან. დაცვის ინფრასტრუქტურა ნაჩვენებია რუკაზე, რომელიც მოცემულია დანართ 7-ში. დ) 2006-2011 წლებში დაცულ ტერიტორიებზე აღრიცხული კანონო დარღვევების მიხედვით გამოვლინდა, რომ პატრულირების პროგრამას ჰქონდა გარკვეული წარმატებები ბუნებრივი რესურსების უკანონო სარგებლობისა და ველური სამყაროს წარმომადგენლებზე უკანონო ნადირობის შესუსტების საკითხებში. პატრულირების ეფექტურობა ასახულია დაცული ტერიტორიების გარკვეული სახეობების პოპულაციების რიცხოვნობის მდგომარეობაში; მაგ., 2006-დან 2011-წლამდე პერიოდში დათვის სავარაუდო რაოდენობა გაიზარდა 80-დან 96 ერთეულამდე, ხოლო ირმის სავარაუდო რაოდენობა გაიზარდა 122 ერთეულიდან 278 ერთეულამდე. 3. ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის სტატუსი და უფლებამოსილებები 2008 წლამდე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია დაარსდა როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაქვემდებარებაში. 2008 წელს დაცული ტერიტორიების რეორგანიზაციისა და მართვის ცენტრალიზების შედეგად ადმინისტრაცია გადავიდა სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაქვემდებარებაში. შედეგად დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცენტრალური აპარატი და ტერიტორიული ადმინისტრაცია გახდა ერთობლივად პასუხისმგებელი დაცული ტერიტორიების მიზნების განსაზღვრაზე, ქმედებების დაგეგმვასა და განხორციელებაზე. 4. ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის სტრუქტურა და კადრები ა) ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დღევანდელი სტრუქტურა დამტკიცებულია „დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ”; ბ) ადმინისტრაციას მართავს და ხელმძღვანელობს დირექტორი. დირექტორის პასუხისმგებლობის ქვეშაა 2 ძირითადი სტრუქტურული დანაყოფი: დაცვის განყოფილება და ადმინისტრაციული განყოფილება; გ) დაცვის განყოფილება პასუხისმგებელია პატრულირებაზე, გრძელვადიანი მონიტორინგის ქმედებებზე და უკანონო ქმედებების აღმოფხრაზე, ასევე დაცვის განყოფილება ჩართულია ეკოსაგანმანათლებლო და ვიზიტორთა საქმიანობებში; დ) ადმინისტრაციული განყოფილება პასუხისმგებელია დაგეგმვისა და ბიუჯეტის, ფინანსური მართვისა და ბუღალტრული აღრიცხვის, ვიზიტორთა მომსახურების და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ეკოსაგანმანათლებლო ქმედებების კოორდინირებაზე. ამყარებს კონტროლს შრომით დისციპლინაზე, ასევე ამყარებს კონტაქტებს უცხოეთის შესაბამისი პროფილის ორგანიზაციებთან, უზრუნველყოფს ადმინისტრაციის საქმიანობის შესახებ პრესკონფერენციებისა და შეხვედრების ორგანიზებას, ადმინისტრაციის ქონება-აღრიცხვას და მოვლა-პატრონობას. 5. მართვის სისტემები და პროცედურები დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია ანგარიშვალდებულია დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან. ყოველი წლის ბოლოს ხდება მომავალი წლის პრიორიტეტების განსაზღვრა და წლიური სამოქმედო გეგმის შედგენა. მიმდინარეობს კვარტალური ანგარიშების მომზადება დაგეგმილი ქმედებების განხორციელებაზე დაცული ტერიტორიების სააგენტოსათვის. 6. თანამშრომელთა ცოდნა და კვალიფიკაცია ადმინისტრაციის თანამშრომელთა უმეტესობა მუშაობს ამ თანამდებობაზე 7 წელზე მეტი ხანია და აქვს გარკვეული გამოცდილება და პროფესიონალური კვალიფიკაცია. ამ ეტაპზე ეროვნული პარკის ადმინისტრაციისათვის საკმაოდ მნიშვნელოვანია GIS ტრენინგი ბუნებრივი რესურსების სპეციალისტისათვის, ასევე რეინჯერებისათვის GPS ნავიგატორების გამოყენების შესახებ. რეინჯერების გადამზადება ცხოველებისა და მცენარეების მონიტორინგის განხორციელებისათვის. 7. ინფრასტრუქტურა დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ინფრასტრუქტურა შედგება ბორჯომსა და ხარაგაულში ადმინისტრაციული შენობებისა და მათთან ასოცირებული მანქანის სადგომებითა და გარაჟებით. დაცვისა და ვიზიტორთა ინფრასტრუქტურები განხილულია შესაბამისად მუხლ 28-სა და 32-ში. ხარაგაულის ადმინისტრაციული ცენტრი აშენდა 2000-2003 წლებში. 2010 წელს განხორციელდა ბორჯომის ადმინისტრაციული ცენტრის რეკონსტრუქცია კავკასიის ბუნების ფონდის მხარდაჭერით. 8. მანქანები და აღჭურვილობა ა) ეროვნული პარკის ადმინისტრაციაზე ირიცხება 14 ერთეული მაღალი გამავლობის ავტომანქანა, მათ შორისაა რეინჯერთა სამსახურისათვის განკუთვნილი მანქანები; აქედან 8 ერთეული მოძველებული და ამორტიზებულია, 2 ერთეული კვადროციკლი; ბ) პარკის ადმინისტრაციაზე დღეის მდგომარეობით, ირიცხება 20 სული ცხენი. ამასთანავე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ დარჩენილი ცოცხალი ცხენების უმეტესობა დაბერებულია და მის დანიშნულებას სრულად ვერ ასრულებს. ყველა არსებული ცხენი განკუთვნილია რეინჯერთა სამსახურისათვის; გ) ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობა განახლებულია კავკასიის ბუნების ფონდის CNF-ის მიერ, რაც მოიცავს სახანძრო აღჭურვილობის საველე იარაღს, უნიფორმას, ორ ავტმანქანას ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობით. 9. პარტნიორული თანამშრომლობა ა) ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიის ადმნისტრაციას ჰქონდა დიდი ხნის თანამშრომლობა საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან, რომელიც დაიწყო ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის შექმნიდან, რომელიც დაფინანსებულ იქნა გერმანიის მთავრობის მიერ. 2010 წლიდან დაცული ტერიტორიები იღებდნენ ფინანსურ დახმარებას საოპერაციო ხარჯებზე და დანამატს ხელფასზე კავკასიის ბუნების ფონდიდან. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია თანამშრომლობს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, ადგილობრივი სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურების, საგანმანათლებლო და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც ეხმარებიან დაგეგმილი ქმედებების განხორციელებაში. 2010 წელს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ბორჯომის პროფესიულ სასწავლებელს შორის, რაც ხელს შეუწყობს სამომავლოდ მჭიდრო ურთიერთანამშრომლობის ჩამოყალიბებას პარკის ადმინისტრაციასა და აღნიშნულ პროფესიულ სასწავლებელს შორის; ბ) სხვა მნიშვნელოვანი საერთაშორისო პარტნიორები არიან ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის კავკასიის ოფისი (WWF), და PAN Park-ების ორგანიზაცია. 2010 წელს PAN Park -ების მიერ მოხდა ეროვნული პარკის ხელახალი სერტიფიცირება მომდევნო 5 წლის ვადით; გ) დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციას ასევე აქვს პარტნიორული ურთიერთობა საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებთან, როგორიცაა ილიას უნივერსიტეტი, აგრარული უნივერსიტეტი. 10. დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემები და შესაძლებლობები ა) გარე საზღვრების დაზუსტება და დემარკაცია ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების საზღვრის დაზუსტება და დემარკაცია აუცილებელია მიწის მფლობელობასთან დაკავშირებული არსებული კონფლიქტების შესარბილებლად და ასევე კონტროლისა და დაცვის გასაძლიერებლად. კონფლიქტური ტერიტორიები ესაზღვრებიან ბორჯომის, ხარაგაულის, ხაშურისა და ადიგენის დაცული ტერიტორიების დამხმარე ზონის მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიებს. საზღვრების დაზუსტების დროს გასათვალისწინებელია სასაზღვრო ზოლში მიწათსარგებლობისა და ოფიციალური თუ არაოფიციალური იჯარის საკითხები. ბ) დაცვა და პატრულირება ბ.ა) რეინჯერთა სამსახური საჭიროებს თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგებს ისეთ დამატებით სფეროებში, როგორიცაა პირველადი დახმარება, მერქნიანი მცენარეების იდენტიფიცირება, ცხოველთა სახეობების იდენტიფიცრება კვალზე დაყრდნოით, ხის მოცულობის გაანგარიშება ხის სახეობათა სპეციალური ცხრილების გამოყენებით, ზიანის გაანგარიშება, მერქნიანი სახეობების ზოგადი მდგომარეობის შეფასება, წითელ ნუსხაში მითითებულ სახეობებზე ზოგადი ცოდნა, გის-ის ზოგადი ცოდნა, GPS საშუალებით მონაცემების მოპოვება. სასურველია ცოდნის გაღრმავება სანიმუშაო ფართობების აღებაში და მერქნიანი მცენარეების აღრიცხვა დედრომეტრიული საშუალებით. ბ.ბ) რეინჯერების გარკვეული აღჭურვილობა ცუდ მდგომარეობაშია და საჭიროებს გამოცვლას; მაგ., საძილე ტომრები, ზურგჩანთები, სამგზავრო მათარები, ხერხები, ნიჩბები, პორტატული რაციები, პარალონი. რეინჯერთა აღჭურვილობა ასევე მოიცავს ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობას, რომელიც განახლებულია 2010 წელს; ბ.გ) მატრასები და ლოგინი სამცველო პუნქტებში ასევე საჭიროებს გამოცვლას. საჭიროა GPS, დიგიტალური ფოტოაპარატების, ფატოხაფანგების შესყიდვა კვლევითი და მონიტორინგის ქმედებებისათვის. ასევე არ არის საველე პირველადი დახმარების იარაღების კომპლექტი, იარაღები ხის სიმაღლისა და დიამეტრის გასაზომად და გასაზომი ლენტი; ბ.დ) დაცვის ინფრასტრუქტურას ესაჭიროება შეკეთება, ხოლო საგუშაგოებსა და თავშესაფრებში არსებულ ინვენტარს შეკეთება-განახლება. დამატებით საჭიროა აშენდეს ნეძვის უბანზე 1 მცველთა საგუშაგო და 1 მცველთა თავშესაფარი, ასევე ბორჯომის, დამატებით 4 ხერგილი. 3-4 სათვალთვალო კოშკურა. საპატრულო სტრატეგია უნდა ითვალისწინებდეს საპატრულო მარშრუტების შეცვლას ხანძრის თვალსაზრისით სარისკო პერიოდებში: ყურადღება გადატანილი უნდა იქნეს ხანძრის თვალსაზრისით სარისკო ტერიტორიებზე, ამგვარ ტერიტორიებზე საჭიროა მარშრუტების განსაზღვრა და დაგეგმვა. საპატრულო მარშრუტები ასევე დაგეგმილი უნდა იქნეს ბიომრავალფეროვნებით მდიდარ ტერიტორიებზე და მუდმივი მონიტორინგის ადგილებში. გ) ადამიანური რესურსები გ.ა) იმისათვის, რომ ადმინისტრაციამ შეძლოს მიაღწიოს დაცული ტერიტორიების დაცვისა და კონსერვაციის მიზნებს, დღევანდელი საშტატო ერთეული უნდა გაიზარდოს და დაემატოს მას 1 იურისტი, 1 ბუნებრივი რესურსების სპეციალისტი GIS-ის და მონიტორინგის დარგში და ასევე დაახლოებით 6 ადამიანისაგან შემდგარი პატრულირების განყოფილება. ხანძარსაშიშ პერიოდში აუცილებელია მეხანძრე დარაჯების აყვანა, რაც უზრუნველყოფს ხანძრების დროულ აღმოჩენას და მის შემდგომ ლიკვიდაციას. ასევე საჭიროებას წარმოადგენს ვეტერინარის აყვანა ადმინისტრაციის ცხენებისათვის და რეინტროდუცირებული ნიამორებისათვის; გ.ბ) მიუხედავად იმისა, რომ პარკში არსებულ ადამიანურ რესურებს შესწევს უნარი მისი ძირითადი ფუნქციების შესასრულებლად, იგი არ უნდა ჩაითვალოს სრულყოფილად, ვინაიდან დტ-ის ძირითად პრობლემას დღესაც წარმოადგენს ბუნებრივი რესურსების უკანონო მოხმარება და დაცვის რეჟიმის სრულად განხორციელება. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ხშირია ადამიანური რესურსების დენადობა ეროვნულ პარკში, რის გამოც საჭიროა რეინჯერების და ახლად შევსებული კადრების ტრენინგი; გ.გ) ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში მომუშავე თანამშრომლების ანაზღაურება დაბალია, რაც ხშირად ადმინისტრაციის დატოვების და სხვა სამსახურში გადასვლის მიზეზია. გ,ე) საჭიროა არსებობდეს ხელფასზე საკვების დანამატი რეინჯერებისათვის, რადგან თითოეულ მათგანს უწევს 2-3-დღიანი მორიგეობა მთაში და საკვების ხარჯი გადის მათი ანაზღაურებიდან რაც ისედაც საკმაოდ დაბალია. დ) ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა დ.ა) ხარაგაულის ადმინისტრაციული ცენტრი საჭიროებს კოსმეტიკურ განახლებას. აუცილებელია ბორჯომის ადმინისტრაციული შენობის ოფისის ადმინისტრაციული ეზოსა და ღობის მოწყობა. დ.ბ) ადმინისტრაცია საჭიროებს 9 ახალ მანქანას და 1 კვადროციკლს. ე) დაფინანსება დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის წინაშე არსებული მთელი რიგი პრობლემების ძირითადი მიზეზი არის საკმარისი დაფინანსების არარსებობა. ადმინისტრაციის მიერ განსახორციელებელი სამუშაოს მოცულობა უნდა შეესაბამებოდეს და ერგებოდეს იმ დაფინანსების ოდენობას, რომელსაც დაცული ტერიტორიები რეალურად ღებულობს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, დაცული ტერიტორიების ქსელიდან გენერირებული შემოსავლებიდან და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ თითოეულ დაცულ ტერიტორიისათვის საჭიროების მიხედვით გამოყოფილი დაფინანსებიდან. ასევე, დონორი ორგანიზაციებისაგან მიღებულ დაფინასებიდან. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული წყაროებიდან მოპოვენული დაფინასება არა არის საკმარისი მენეჯმენტის გეგმით გათვალისწინებული გარკვეული ქმედებების განსახორციელებლად, შესაძლებელია სხვა ორგანიზაციებმა განახორციელონ აღნიშნული ღონისძიებები საკუთარი დაფინანსებით ან პროექტის დაფინანსების ფარგლებში. ვ) პარტნიორული თანამშრომლობა ვ.ა) „მეგობართა ასოციაციის” ჩამოყალიბება ხელს შეუწყობდა ადგილობრივი მოსახლეობისა და ორგანიზაციების ჩართვას დაცულ ტერიტორიებზე მიმდინარე ქმედებებში და დაეხმარებოდა დაფინანსების მოზიდვაში ისეთი პროექტებისათვის, რომელთა დაფინანსებაც ადმინისტრაციას არ ძალუძს სახელმწიფო ბიუჯეტიდან; მაგ.: ეკოსაგანმანათლებლო პროექტი „მწვანე კალენდარი”, ეროვნული პარკის ვებგვერდის განახლება, ეროვნული პარკის Facebook გვერდის განახლება, ლიფლეტების, ბროშურების, კალენდრების დაბეჭდვა, მაისურების, ქუდების და სხვა აქსესუარების დამზადება; ვ.ბ) ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციას პარტნიორულ თანამშრომლობის გაღრმავებაში ხელს შეუწყობს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო. მუხლი 32. კვლევა-მონიტორინგი 1. დაცულ ტერიტორიებზე არსებული სახეობები და მათი კონსერვაციული სტატუსი ა) დაცულ ტერიტორიაზე არსებული სახეობების ნუსხა და მათი კონსერვაციული სტატუსი მოცემულია დანართში 10; ბ) რაც შეეხება მცენარეთა სამყაროს, ბორჯომის ნაკრძალი დაარსებიდან ყოველთვის იყო მრავალრიცხოვანი კვლევების საგანი და არსებული ინფორმაცია საკმარისია კონსერვაციული მართვის მიზნებისათვის. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის და ნეძვის აღკვეთილის მცენარეთა სამყარო არ არის შესწავლილი ასე დეტალურად; გ) არ არის იდენტიფიცირებული ტყის იშვიათი ეკოსისტემები და საკვანძო ბოტანიკური ტერიტორიები. არ არის შექმნილი სანიმუშო ფართობების ერთიანი სისტემა, რაზეც ჩატარდებოდა მცენარეთა მონიტორინგი. საერთოდ არ არის ზუსტი ინფორმაცია ცალკეული მერქნიანი სახეობების რაოდენობრივ მაჩვენებლებზე, რა ფართობზეა წარმოდგენილი; დ) ყველაზე მეტად, ტაქსონომიური ჯგუფიდან შესწავლილია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის სოკოები, ხოლო ნეძვის აღკვეთილის სოკოები არ არის შესწავლილი; ე) ცხოველთა სამყარო: ე.ა) ფრინველები (ხერხემლიანი ფრინველების კლასი): ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ეხლახანს დაიწყო კვლევა ფრინველებზე; ეროვნულ პარკზე გამოცემული ბროშურებისთვის ინფორმაცია მოპოვებულ იქნა ლიტერატურიდან და საბაზისო კვლევების შედეგებიდან. ა) 2011 წლის გაზაფხულზე ჩატარდა კვლევა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისა და ქცია-ტაბაწყურის ტერიტორიაზე გამავალი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის დერეფანში, თუმცა დანარჩენ ტერიტორიაზე და ნეძვის აღკვეთილში კვლავ განსახორციელებელია ორნითოლოგიური კვლევები. ე.ბ) უხერხემლო ცხოველებიდან შესწავლილია: ობობები და მოლუსკები, თუმცა მასალები მათ შესახებ არასრულია. არსებობს მწერების სახეობების ნუსხა, სრულფასოვანი ინფორმაცია არსებობს მხოლოდ ბუგრებსა (Hymenoptera, Aphididae) და ბზუალა ხოჭოების (Coleoptera, Carabidae) შესახებ. 2. ჰაბიტატების გავრცელება ჰაბიტატების გავრცელების შესახებ ინფორმაცია არ არის საკმარისი ადმინისტრაციისათვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია შეზღუდულია და შეადგენს სატყეო რუკებს, რომლებიც მომზადებულია 15 წლის წინ. 3. ეკოსისტემებში მიმდინარე პროცესები და პოპულაციების დინამიკა წინა წლებში ჩატარებული იყო ირმის Cervus elaphus), არჩვის Rupicapra rupicapra), მურა დათვის (Ursus arctos) პოპულაციების კვლევა, რომელიც ამჟამადაც მიმდინარეობს. გამოცემულ იქნა ენციკლოპედიური სახის წიგნი „ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ხერხემლიანი ცხოველების ცნობარი”. 4. ჰაბიტატების მდგომარეობასა და სახეობების პოპულაციაში მიმდინარე ცვლილებების გრძელვადიანი მონიტორინგი ა) მონიტორინგი ხორციელდება ადმინისტრაციის ბუნებრივი რესურსების სპეციალისტისა და რეინჯერების მიერ. შეგროვილ ინფორმაციას რეინჯერები პერიოდულად აწვდიან ბუნებრივი რესურსების სპეციალისტს, რომელიც აწარმოებს აღნიშნული მონაცემების დამუშავებას და შემდგომ ანგარიშის სახით სააგენტოში გადაგზავნას. წლის ბოლოს მზადდება მომდევნო წლისათვის სამოქმედო გეგმა, რომელშიც ერთ-ერთი მიმართულებაა სამეცნიერო კვლევისა და მონიტორინგის პროგრამა, რომლის მიხედვითაც მოქმედებს ბუნებრივი რესურსების სპეციალისტი. შესაბამისად, მონიტორინგი ხორციელდება აღნიშნული პროგრამის მიხედვით და ანგარიშიც პროგრამის მიხედვით მზადდება. გარდა ანგარიშისა, მთელი წლის ინფორმაცია აისახება ყოველწლიურ დოკუმენტში „ბუნების მატიანეში” და სტატისტიკურ ფორმებში. აღნიშნული მასალები ადმინისტრაციის მიერ იგზავნება სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოში, სადაც ინფორმაცია იყრის თავს საქართველოს ყველა დაცული ტერიტორიიდან; ბ) დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის მიერ ხორციელდება მონიტორინგის შემდეგი ქმედებები: ბ.ა) ირმის (Cervus elaphus) მურა დათვის (Ursus arctos), არჩვის (Rupicapra rupicapra), მგელის (Canis lupus), ფოცხვერის (Lynx lynx), შველის (Capreolus capreolus) და ტახის (Sus scrofa) მონიტორინგი, მათი რაოდენობის განსაზღვრა, ფოტო ხაფანგების გამოყენება; ბ.ბ) კავკასიური კეთილშობილი ირმის Cervus elaphus), დათვის (Ursus arctos), არჩვის (Rupicapra rupicapra), მგელის (Canis lupus) კვალის იდენტიფიცირება და მათ რიცხოვნობაზე მონაცემების შეგროვება; ბ.გ) კავკასიური როჭოსა (Tetraogallus mlokosiewiczi) და კავკასიური შურთხის (Tetraogallus caucasicus) მონიტორინგი; ბ.ე) მცირე ზომის ძუძუმწოვრების მონიტორინგი, თუმცა მონიტორინგი არ არის სრულყოფილი; ბ.ვ) პათოლოგიური გამოკვლევები, მავნე მწერების იდენტიფიკაცია და ბიოლოგიური ბრძოლის დაგეგმვა; ბ.ზ) საქართველოს „წითელის ნუსხის” მცენარეების შესახებ ინფორმაციის შეგროვება; ბ.თ) რეინტროდუცირებული, ვოლიერებში არსებული ნიამორების (Capra aegagrus) მონიტორინგი; ბ.ი) არასისტემური ბუნებრივი მოვლენების შესახებ მონაცემების შეგროვება: წყალდიდობა და ზვავები. 5. კვლევა-მონიტორინგთან დაკავშირებული პრობლემები და შესაძლებლობები: ა) საბაზისო ინფორმაცია და მონიტორინგი; ა.ა) მონაცემები, რომელი სახეობა არსებობს დაცულ ტერიტორიაზე, როგორია მათი გავრცელება და კონსერვაციული სტატუსი, ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილი. ჰაბიტატების გავრცელებაზე ინფორმაცია საჭიროებს განახლებას. ძირითადი სისუსტეები შეინიშნება შემდეგ საკითხებში: – მცენარეთა მთლიანი დაზუსტებული სია, საბაზისო მასალა; – მცენარეთა და ცხოველთა ენდემური სახეობების გავრცელება, მაგ. Gladiolus dzavacheticus და Corydallis erdelii; – ფრინველთა სახეობების დაზუსტებული ნუსხა, მათი გავრცელება და კონსერვაციული სტატუსი; – Taxus baccata- ს გავრცელების შესახებ განახლებული და დაზუსტებული ინფორმაცია; – ევრაზიული წავის გავრცელების შესახებ განახლებული და დაზუსტებული ინფორმაცია; – რეპტილიების დაზუსტებული სია, მათ შორის, კავკასიური გველგესლას (Vipera kaznakovi) და ტრანსკავკასიური ქვიშის გველგესლას (V. ammodytes transcaucasiana) გავრცელების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია; – უხერხემლოების სრული სია, მათ შორის, მწერების სრულყოფილი სია; – ნეძვის აღკვეთილისათვის ფლორისტული და ფაუნისტური სიები და მათი არეალები; – ტყეების მონიტორინგი სანიმუშო ფართობების მიხედვით; – ინფორმაცია ტყით დაფარული ფართობების შესახებ, მათ შორის, ცალკეული მერქნიანი სახეობების შესახებ; – ინფორმაცია ტყის იშვიათი ეკოსისტემების შესახებ დატანილი თემატურ რუკებზე. ა.ბ) ამჟამინდელი მონიტორინგის სისტემა არაადეკვატურია იმისათვის, რომ გამოავლინოს დაცული ტერიტორიების ეკოლოგიური ფასეულობების მდგომარეობაში მომხდარი ცვლილებები. საბაზისო ინფორმაციასა და ადმინისტრაციის მიერ მონიტორინგის შედეგად შეგროვებულ მონაცემებში არის მთელი რიგი სუსტი მხარეები. ამჟამინდელი სისტემის ძირითადი სუსტი მხარეებია: – მონიტორინგი დაცული ტერიტორიების ძირითადი ჰაბიტატების ეკოლოგიურ მდგომარეობაზე არ ხორციელდება სისტემატიურად – კერძოდ, დაცულ ტერიტორიებზე არსებულ ტყეებზე, მდელოებზე, მდინარეებზე, ნაკადულებზე და წყაროებზე; – მონიტორინგი არ ხორციელდება მთელ რიგ ტაქსონომიურ ჯგუფებსა და სახეობებზე, როგორიცაა ღამურები, ფრინველები, კავკასიური სალამანდრა, კავკასიური გველგესლა Vipera kaznakovi) და ტრანსკავკასიური ქვიშის გველგესლა (Vipera ammodytes transcaucasiana); – შეჩერდა მეტეოროლოგიური მონაცემების მონიტორინგი, რადგანაც მეტეოროლოგიური სადგურები მოძველებულია; ბ) მართვის სტრატეგიები ბ.ა.) საჭიროა შემუშავდეს ხანძრის მართვის სტრატეგია, რომელიც განსაზღვრავს ხანძრის რისკის მართვის პოლიტიკასა და ხანძარსაწინააღმდეგო და ხანძრის აღმკვეთ ღონისძიებებს; ბ.ბ) საჭიროა შემუშავდეს მავნებლების მართვის სტრატეგია, რომელიც განსაზღვრავს ტყის მავნებლების გავრცელების საფრთხის მართვის პოლიტიკას და მათი აღკვეთისა და გავრცელების ღონისძიებებს; ბ.გ) საჭიროა შემუშავდეს ტყით სარგებლობის გეგმა, რათა უზრუნველყოფილი იყოს ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში არსებული ტყეების მდგრადი სარგებლობა. ტრადიციული გამოყენების ზონაში საჭიროა ჩატარდეს ტყეების ინვენტარიზაცია, რომელიც იქნება ტყითსარგებლობის გეგმის საფუძველი; ბ.დ) საჭიროა განხორციელდეს საძოვრების მართვის სტრატეგია საძოვრებით მოსარგებლეებთან თანამშრომლობით, რათა უზრუნველყოფილი იყოს ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში საძოვრებით მდგრადი სარგებლობა; ბ.ე) საჭიროა განხორციელდეს ნიამორის ვოლიერებში გამრავლების პროგრამის შეფასება, რათა იდენტიფიცირებულ იქნეს საჭირო ქმედებების განსაზღვრა სახეობების ველურ ბუნებაში წარმატებული რეინტროდუქციისათვის; ბ.ვ) უნდა შემუშავდეს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკსა და ნაკრძალში ირმის კონსერვაციის სტრატეგია; ბ.ზ) უნდა შემუშავდეს კონსერვაციის სტრატეგია, რომელიც მოიცავს არჩვისათვის მონიტორინგის გეგმას ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკსა და ნაკრძალში; ბ.თ) უნდა შემუშავდეს კონსერვაციის სტრატეგია, რომელიც მოიცავს ფოცხვერისათვის მონიტორინგის გეგმას ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკსა და ნაკრძალში; ბ.ი) საჭიროა მოპოვებულ იქნეს საბაზისო ინფორმაცია კავკასიურ როჭოზე და საჭიროა შემუშავდეს კონსერვაციის სტრატეგია, რომელიც მოიცავს მონიტორინგის გეგმას; ბ.კ) მიზანშეწონილია შეიქმნას ელექტრონული მონაცემთა ბაზა, სადაც მონიტორინგისა და სხვადასხვა ტიპის კვლვების შედეგად მიღებული ინფორმაცია მოთავსდება. თავი V ზონირება მუხლი 33. დაცული ტერიტორიის კატეგორიების ზონების ჩამონათვალი 1. ბორჯომის ნაკრძალი არ მოიცავს ზონებს. 2. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ფასეულობების, დღევანდელი მდგომარეობის, ზეწოლების, იმ ფასეულობების და ფუნქციონალური ზონების გათვალისწინებით, რომლებიც წინამდებარე მენეჯმენტის გეგმამდე იყო შემუშავებული, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ფუნქციონალური ზონები იქნება შემდეგი (ბორჯომ-ხარაგაულის ევრონული პარკის ზონირება ნაჩვენებია რუკაზე დანართ 2-ში): ა) ბუნების მკაცრი დაცვის ზონა: ა.ა) ბუნების მკაცრი დაცვის ზონა იქმნება ხელუხლებელი ბუნების შესანარჩუნებლად და არა-მანიპულაციური სამეცნიერო კვლევისა და საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების მიზნით. ზონა მოიცავს: ეროვნული პარკის განსაკუთრებით მგრძნობიარე ეკოსისტემებს და იმ ნაწილებს, რომლებსაც არ განუცდია ცვლილებები ან ძალზე მცირე იყო ანთროპოგენური ზემოქმედება. აღნიშნული ზონა წარმოადგენს იშვიათი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ცხოველთა და მცენარეთა სახეობების ძირითად ჰაბიტატს, როგორებიცაა: კავკასიური კეთილშობილი ირემი(Cervus elaphus) მურა დათვი( Ursus arctos), წავი (Lutra lutra), ფოცხვერი (Lynx lynx ), შველი (Capreolus capreolus), არჩვი (Rupicapra caucasica) ფრინველებიდან აქ ბინადრობენ, მთის არწივი (Aquila chrysaetoს), და როჭო (Tetrao mlokosiewiczi)., მცენარეებიდან აქ გავრცელებულია: უთხოვარი (Taxus baccata), ჩვეულებრივი წაბლი Castanea sativa), ჩვეულებრივი არყი (Betula litwinowii), ჩვეულებრივი ნეკერჩხალი (Acer campestre), ჩვეულებრივი წიფელი (Fagus orientalis), აღმოსავლური ნაძვი (Picea orientalis), სოსნოვკის ფიჭვი (Pinus kochiana sosnowskyi)), კავკასიური სოჭი (Abies nordmanniana), დეკა (Rhododendron caucasicum). ბ) ვიზიტორთა ზონა: ბ.ა) ვიზიტორთა ზონა იქმნება ბუნების დაცვის, რეკრეაციისა და საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების მიზნით. ზონა მოიცავს ტერიტორიებს რომელიც ადამიანის სამეურნეო საქმიანობით ნაკლებადაა სახეცვლილი და წარმოაჩენდეს პარკის ყველაზე დამახასიათებელ ეკოსისტემათა ნიმუშებს. ზონაში მოქცეულია ვიზიტორთათვის საინტერესო და მიმზიდველი არეები: ისტორიულ-კულტურული ძეგლები, მაღალი რეკრეაციული ღირებულებისა და გამორჩეული ბუნებრივი მახასიათებლების მქონე ადგილები. ვიზიტორთათვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა არის პრაქტიკული, ადვილად გამოსაყენებელი და გასაკონტროლებლად მარტივი, ამასთანავე – არამოსაწყენი, მრავალფეროვანი ამ ზონის ეკოლოგიურად მგრძნობიარე მონაკვეთები დამთვალიერებლებისათვის მიუწვდომელი უნდა რჩებოდეს; ბ.ბ) ზონა ასევე მოიცავს ტერიტორიებს, რომლებიც წარმოადგენენ გარეულ ცხოველთა სხვადასხვა სახეობის გადასაადგილებელ და საბინადრო გარემოს. გ) ადმინისტრაციის ზონა: გ.ა) ადმინისტრაციის ზონა იქმნება ეროვნული პარკის ადმინისტრაციისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის გამოყოფის მიზნით. ზონა მოიცავს ტერიტორიებს, სადაც განლაგებულია მართვის და დაცვისათვის საჭირო ინფრასტრუქტურა (ერთი ადმინისტრაციული შენობა და ავტოფარეხი ბორჯომში, 8 რეინჯერთა საგუშაგო: აბასთუმნის, აწყურის, ზანავის, ქვიშხეთის, მარელისის, ნუნისის, საქონდრიის, ლაშურის; 11 რეინჯერთა თავშესაფარი: მახვილოს, ნასაბაჯვარის, წინუბნის, ზორეთის, ქვაბისხევის, ბაირაღის, ბანისხევის, ქვაზვინევის, სამეცხვარეოს, ვახანის და დედაბერას. 4 ტურისტთა თავშესაფარი: ზეკარის უღელტეხილის, ლომისმთის, ამარათის და სახულარის და სხვა. დ) ტრადიციული გამოყენების ზონა: დ.ა) ტრადიციული გამოყენების ზონა იქმნება ბუნების დაცვის და განახლებადი ბუნებრივი რესურსების ტრადიციულად გამოყენებისათვის. ზონა მოიცავს პარკის იმ ტერიტორიებს, რომელიც პარკის მიმდებარე მოსახლეობის მიერ ტრადიციულად იყო გამოყენებული ფიჩხისა და საშეშე მერქნის შეგროვებისათვის, სათიბად, საძოვრად, ხილ-კენკროვნების მოსაპოვებლად, საზაფხულო საძოვრებად. ყოველივე შესაძლებელია მიმდინარეობდეს ტრადიციული გამოყენების ზონაში დადგენილი ლიმიტის ფარგლებში. დ.ბ) ძოვება კონცენტრირებულია მაღალმთიან მდელოებზე სამეცხვარიოს მთის, ლომის მთის, ოჭორის მთის, ამარათის მთის, დათვიეთის მთის, შავი მთის, ციხისძირის მთის, ზეკარის უღელტეხილის მიდამოებში ძოვება ტრადიციული გამოყენების ზონაში ნებადართული იქნება, სანამ მოსახლეობა, რომელიც ამჟამად დამოკიდებულია ძოვებაზე, აღნიშნული ზონის ფარგლებში არ მოძებნის შემოსავლის დამაკმაყოფილებელ ალტერნატივას. ძოვება მკაცრად გაკონტროლდება ეფექტიანი მონიტორინგის სისტემის მეშვეობით, ჭარბი ძოვების, ეროზიისა და ადგილობრივ ფლორასა და ფაუნაზე მავნე ეკოლოგიური ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად ან მინიმუმამდე დასაყვანად. შემოღებული იქნება პირუტყვის საერთო სულადობის, ძოვების ინტენსივობისა და ზონის ტერიტორიაზე პირუტყვის სეზონური გადაადგილების გარკვეული შეზღუდვები, ლიმიტები. 2. ნეძვის აღკვეთილში გამოყოფილია ორი ზონა: მკაცრი დაცვის ზონა და ტრადიციული გამოყენების ზონა (ნეძვის აღკვეთილის ზონირების რუკები, დანართ 3-ში). ა) მკაცრი დაცვის ზონა მოიცავს ტერიტორიებს, რომლებიც შედარებით ნაკლები ანთროპოგენური გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ და ეკოსისტემები ნაკლებადაა სახეცვლილი. აღნიშნული ზონის მიზანია შექმნას ყველა პირობა ცხოველებისა და მცენარეების ჰაბიტატების დასაცავად. ბ) ტრადიციული გამოყენების ზონა მოიცავს იმ ტერიტორიებს, რომლებიც საგრძნობლადაა დაზიანებული ანთროპოგენური ზეგავლენის შედეგად (ხე-ტყის ჭრა, ნადირობა და ძოვება). ინტენსიური კვლევისა და აღდგენითი სამუშაოების ჩატარება საჭიროა აღნიშნულ ზონაში. მუხლი 34. დაცული ტერიტორიების კატეგორიებისა და ზონების ფართობი და საზღვრები 1. დაცული ტერიტორიების კატეგორიებისა და ზონების ფართობი არის შემდეგი: ა) ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალის ფართობია – 14 820,6 ჰა; ბ) ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ფართობია – 61234,84 ჰა; ბ.ა) მკაცრი დაცვის ზონის ფართობია – 5 455,9 ჰა; ბ.ბ) ტრადიციულის გამოყენების ზონა – 25 722,34 ჰა; ბ.გ) ვიზიტორტა ზონა – 30051 ჰა; ბ.დ) ადმინისტრციული ზონა – 5,6 ჰა. გ) ნეძვის აღკვეთილის ფართობია – 8 992,00 ჰა; გ.ა) მკაცრი დაცვი ზონის ფართობია – 1 814 ჰა; გ.ბ) ტრადიციულის გამოყენების ზონა – 7 178 ჰა; 2. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის და ნეძვის აღვეთილის ზონების საზღვრების კოორდინატები მოცემულია დანართ 4-ში. მუხლი 35. დაცული ტერიტორიების თითოეულ კატეგორიაში და ზონაში დაშვებული საქმიანობების ჩამონათვალი 1. ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა: ა) უმნიშვნელო ზეგავლენის მქონე მეცნიერული კვლევა-ძიება; ბ) საგანმანათლებლო საქმიანობა და გარემოს მონიტორინგი; გ) ბიოტექნიკური ღონისძიებები; დ) აქტიური დაცვის ღონისძიებების გატარება (დაცვის ინფრასტრუქტურის და სახანძრო პირსების მოწყობა, მავნებლებთან ბიოლოგიური მეთოდებით ბრძოლა). 2. ბორჯომის-ხარაგაულის ეროვნულ პარკში დაშვებული ქმედებები: ა) მკაცრი დაცვის ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა: ა.ა) უმნიშვნელო ზეგავლენის მქონე მეცნიერული კვლევა-ძიებისა; ა.ბ) საგანმანათლებლო საქმიანობისა და გარემოს მონიტორინგისა; ა.გ) ბიოტექნიკური ღონისძიებებისა (სამარილეების, საკვებურების მოწყობა და სხვა); ა.დ) აქტიური დაცვის ღონისძიებების გატარება (დაცვის ინფრასტრუქტურის და სახანძრო პირსების მოწყობა, მავნებლებთან ბიოლოგიური მეთოდებით ბრძოლა). ბ) ვიზიტორთა ზონაში ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, დაშვებულია შემდეგი საქმიანობები: ბ.ა) ტერიტორიაზე ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება; ბ.ბ) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემებისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების კონსერვაცია, მოვლა და აღდგენა; ბ.გ) ტერიტორიის ჰიდროლოგიური სისტემის დაცვა და მონიტორინგი; ტყის ეკოსისტემების დაცვა და აღდგენა; ბ.დ) სამეცნიერო კვლევა; ბ.ე) საგანმანათლებლო საქმიანობა; ბ.ვ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელება; ბ.ზ) სტიქიური უბედურების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ავტო - მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება; ბ.თ) მონიტორინგის სამუშაოთა განხორციელება; ბ.ი) საკადასტრო სამუშაოთა განხორციელება; ბ.კ) ვიზიტორთა კონტროლირებადი და რეგლამენტირებული დაშვება; ბ.ლ) დაცვისა და ეკოტურიზმისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნა და სარგებლობა; ბ.მ) გადაადგილება ფეხით და ცხენით, ნაწილობრივ სახეშეცვლილი ბუნების ტერიტორიაზე, ადმინისტრაციასთან შეთანხმებით ავტოსატრანსპორტო საშუალებებით; ბ.ნ) აქტიური დაცვის ღონისძიებების გატარება (სახანძრო პირსების მოწყობა, მავნებლებთან ბიოლოგიური მეთოდებით ბრძოლა); ბ.ო) მენეჯმენტის გეგმის დანართი 4-ის „ბ.ბ“ ნაწილით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, ხანძრების პრევენციის მიზნით, ყოველწლიურად 10 ივლისიდან 10 სეტემბრამდე ადგილობრივი მოსახლეობის მიერ თიბვა. ბ.პ) კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობა. გ) ტრადიციული გამოყენების ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა: გ.ა) ტერიტორიაზე ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება; გ.ბ) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემებისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების დაცვა, მოვლა და აღდგენა; გ.გ) ტერიტორიის ჰიდროლოგიური დაცვა და მონიტორინგი; დეგრადირებული ეკოსისტემების დაცვა და აღდგენა; გ.დ) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევა; გ.ე) საგანმანათლებლო საქმიანობა; გ.ვ) ადგილობრივი მოსახელეობისათვის ამ მენეჯმენტის გეგმით განსაზღვრული რესურსებით სარგებლობის დროს, ტურისტების გადაადგილება გამყოლის/გიდის თანხლებით, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ავტო-მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება; გ.ზ) მონიტორინგის სამუშაოთა წარმოება; გ.თ) საკადასტრო სამუშაოთა განხორციელება; გ.ი) უმოტორო ტრანსპორტით გადაადგილება; გ.კ) ვიზიტორთა ყოფნა და გადაადგილება; გ.ლ) მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პირადი მოხმარების მიზნით ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობის, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობის, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობის, სოციალური ჭრების შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობის (არსებული რესურსის გათვალისწინებით გამოყოფილი ტყეკაფიდან ერთ კომლზე გაიცემა 10 მ3-მდე საშეშე მერქანი), ძოვების (ტყით დაუფარავ ფართობებზე), საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის“ 271 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობისა და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობისა; გ.მ) „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილების 21 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში მიწისქვეშა წყლებით სარგებლობა. გ.ნ) საფუტკრეების მოწყობა; გ.ო) ტრადიციულ საზაფხულო საძოვრებზე მწყემსებისთვის და ტურისტებისთვის ტრადიციული თავშესაფრების, აგრეთვე შინაურ ცხოველთა სადგომების მოწყობა; გ.პ) გადასარეკი ტრასების მოწყობა მირე ინფრასტრუქტურით (დასარწყულებელი, დასასვენებელი) და სხვა; გ.ჟ) ადგილობრივი მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფა; გ.რ) დაცვისა და ეკოტურიზმისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნა და სარგებლობა; გ.ს) აქტიური დაცვის ღონისძიებების გატარება (დაცვის ინფრასტრუქტურის და სახანძრო პირსების მოწყობა, მავნებლებთან ბიოლოგიური მეთოდებით ბრძოლა). გ.ტ) კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობა. დ) ადმინისტრაციულ ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა ადმინისტრაციის გამართულად ფუნქციონირებისათვის და ვიზიტორებისთვის ინფრასტრუქტურის მოწყობა და მოვლა-პატრონობა. 3. ნეძვის აღკვეთილში დაშვებული ქმედებები: ა) მკაცრი დაცვის ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა: ა.ა) არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევა; ა.ბ) მონიტორინგის სამუშაოთა წარმოება; ა.გ) საკადასტრო სამუშაოების წარმოება; ა.დ) საგანმანათლებლო საქმიანობა; ა.ე) ეკოტურისტული საქმიანობა; ა.ვ) უმოტორო ტრანსპორტით გადაადგილება; ა.ზ) აქტიური დაცვის ღონისძიებების გატარება (დაცვის ინფრასტრუქტურის და სახანძრო პირსების მოწყობა, მავნებლებთან ბიოლოგიური მეთოდებით ბრძოლა). ბ) ტრადიციული გამოყენების ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა: ბ.ა) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევისა; ბ.ბ) საგანმანათლებლო საქმიანობისა; ბ.გ) ეკოტურიზმი და ეკოგანათლებისა; ბ.დ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელებისა; ბ.ე) ადგილობრივი მოსახელეობისათვის ამ მენეჯმენტის გეგმით განსაზღვრული რესურსებით სარგებლობის დროს, ტურისტების გადაადგილება გამყოლის/გიდის თანხლებით, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ავტო-მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება; ბ.ვ) მონიტორინგის სამუშაოთა წარმოება; ბ.ზ) საკადასტრო სამუშაოთა განხორციელება; ბ.თ) ტრადიციული გამოყენების ზონის კანონმდებლობით განსაზღვრული დაცვის რეჟიმისათვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელება; ბ.ი) უმოტორო ტრანსპორტით გადაადგილება; ბ.კ) ვიზიტორთა ყოფნა და გადაადგილება; ბ.ლ) მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პირადი მოხმარების მიზნით ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობის, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობის, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობის, სოციალური ჭრების შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობის (არსებული რესურსის გათვალისწინებით გამოყოფილი ტყეკაფიდან ერთ კომლზე გაიცემა 10 მ3-მდე საშეშე მერქანი), ყოველწლიურად ადგილობრივი მოსახლეობისათვის 800 მ3 I ხარისხის მერქნით სარგებლობა, ძოვების (ტყით დაუფარავ ფართობებზე), საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის“ 271 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობისა და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობისა; ბ.მ) „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილების 21 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში მიწისქვეშა წყლებით სარგებლობა. ბ.ნ) სააღრიცხვო სამუშაოების განხორციელება; ბ.ო) ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობა; ბ.პ) ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობა (გარდა სოჭის გირჩისა); ბ.ჟ) ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობა; ბ.რ) ადგილობრივი მოსახლეობის სასმელი წყლით სარგებლობა; ბ.ს) ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება (კოშკურების, პირსების მოწყობა და სხვა). ბ.ტ) კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობა. მუხლი 36. დაცული ტერიტორიის თითოეულ ზონაში ბუნებრივი რესურსების და დაცული ტერიტორიის ქონების სარგებლობაში გაცემასთან დაკავშირებული საკითხები ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიებზე ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა და ქონების სარგებლობაში გადაცემა რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი VI მენეჯმენტის გეგმის პროგრამები მუხლი 37. პასუხისმგებლობა მენეჯმენტის გეგმის განხორციელებაზე 1. დაცული ტერიტორიების სააგენტო (ცენტრალური აპარატი და ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია) პასუხისმგებელია მენეჯმენტის გეგმით განსახორციელებელი ქმედებების ორგანიზაციასა და განხორციელებაზე, ქმედებების განხორციელების მონიტორინგზე და მენეჯმენტის გეგმით გათვალისწინებული შედეგების მიღწევაზე. 2. სააგენტო უზრუნველყოფს, რომ სხვა ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა, განახორციელონ ან ითანამშრომლონ გარკვეული ქმედებების განხორციელებაში. მუხლი 38. ბუნებრივი რესურსების კონსერვაციის, მდგრადი სარგებლობის დაცვის პროგრამა 1. ბუნებრივი რესურსების დაცვის, კონსერვაციისა და მდგრადი სარგებლობის პროგრამა მოიცავს შემდეგ საკითხებს: ა) უკანონო ქმედებების აღკვეთა, კანონაღსრულება; ბ) ხანძრების მართვა; გ) დაცულ ტერიტორიების ტყეებში, მავნებლებისაგან მოსალოდნელი საფრთხის მართვა; დ) სახეობებისა და ჰაბიტატების კონსერვაცია, დეგრადირებული ჰაბიტატების და ძირითადი სახეობების პოპულაციების აღდგენა; ე) ბუნებრივი რესურსების მდგრადი სარგებლობა, დაცული ტერიტორიების იმ ფართობების მოვლა-პატრონობა ან გაუმჯობესება, სადაც დაშვებულია მოპოვებითი სარგებლობა. 2. პრობლემები და შესაძლებლობები, რომლებიც იდენტიფიცირებულ იქნა სიტუაციურ ანალიზში და რომლებიც განხილულია ბუნებრივი რესურსების კონსერვაციის, მდგრადი სარგებლობის დაცვის პროგრამაში, არის შემდეგი: ა) ჭარბი ანთროპოგენური ზემოქმედება: უკანონო მერქნის მოპოვება, ნადირობა, თევზჭერა, იშვიათი მცენარეეების უკანონო ამოღება და ა.შ.; ბ) გარე საზღვრებთან დაკავშირებული კონფლიქტები; გ) ხშირი ხანძრები; დ) პარკის შექმნამდე დაზიანებული ჰაბიტატების აღდგენა; ე) ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში საძოვრების გადაჭარბებული ძოვება; ვ) ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში ხე-ტყის დამზადების შესაძლო მოცულობის განსაზღვრის რაციონალური საფუძველის არქონა; ზ) ძირითადი სახეობებისათვის, როგორიცაა კეთილშობილი ირემი, არჩვი, ფოცხვერი და კავკასიური როჭო, კონსერვაციის სტრატეგიის შემუშავება ან გაუმჯობესება; თ) ნიამორების რეინტროდუქცია; ი) დაცულ ტერიტორიებში ისტორიულ-კულტურული ძეგლების ფიზიკური დაცვის საჭიროება. 3. ბუნებრივი რესურსების დაცვის, კონსერვაციისა და მდგრადი სარგებლობის პროგრამის მიზნები, რომლის მიღწევასაც მიზნად ისახავს დაცული ტერიტორიების სააგენტო, მენეჯმენტის გეგმის განხორციელების მოქმედების ვადის ამოწურვამდე და ინდიკატორები, რომლებიც გამოყენებულ იქნება იმის შესაფასებლად, მიღწეულ იქნა თუ არა აღნიშნული მიზნები არის შემდეგი:
4. ბუნებრივი რესურსების დაცვის, კონსერვაციისა და მდგრადი სარგებლობის პროგრამის ღონისძიებები, რომლებსაც დაცული ტერიტორიების სააგენტო განახორციელებს იმისათვის, რომ მიღწეულ იქნეს მიზნები შემდეგია:
ბ) აღნიშნული ღონისძიებების გარდა დაცული ტერიტორიების სააგენტო გეგმავს განახორციელოს ჰაბიტატების მდგომარეობის და მახასიათებელი სახეობების პოპულაციების სიცოცხლისუნარიანობისა და სიდიდის განმსაზღვრელი საბაზისო კვლევები. საბაზისო კვლევები ჩართულია კვლევა-მონიტორინგის პროგრამაში, მუხლი 43. 5. ბუნებრივი რესურსების დაცვის, კონსერვაციისა და მდგრადი სარგებლობის პროგრამის სამოქმედო გეგმის ქმედებები, რომელთა განხორციელებასაც გეგმავს დაცული ტერიტორიების სააგენტო თითოეული სტრატეგიული ქმედების ფარგლებში არის შემდეგი: ა) სამოქმედო გეგმა სტრატეგიული ღონისძიება 1-სათვის: ბორჯომის ნაკრძალისა და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის საზღვრების გასწვრივ მიწათსარგებლობასა და მიწის საკუთრებასთან დაკავშირებული კონფლიქტის მოგვარება
ბ) სამოქმედო გეგმა სტრატეგიული ღონისძიება 2-სათვის: ეფექტური კანონაღსრულებითი საქმიანობის განხორციელება უკანონო ქმედებების აღსაკვეთად და გამოსავლენად
გ) სამოქმედო გეგმა სტრატეგიული ღონისძიება 3-სათვის: შესაბამისი პოლიტიკისა და პროცედურების განხორციელება დაცულ ტერიტორიაზე ხანძრისაგან ტყის კორომების დაზიანების საფრთხის თავიდან ასაცილებლად.
დ) სამოქმედო გეგმა სტრატეგიული ღონისძიება 4-სათვის: შესაბამისი პოლიტიკისა და პროცედურების განხორციელება დაცულ ტერიტორიაზე მავნებელ-დაავადებებისაგან ტყის კორომების დაზიანების თავიდან ასაცილებლად
ე) სამოქმედო გეგმა სტრატეგიული ღონისძიება 5-სათვის: ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში საძოვრების მდგრადი მართვის გეგმის განხორციელება.
ვ) სამოქმედო გეგმა სტრატეგიული ღონისძიება 6-სათვის: ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის და ნეძვის აღკვეთილის ტრადიციული გამოყენების ზონებში ტყეების მდგრადი მართვის გეგმის განხორციელება არსებული კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად
ზ) სამოქმედო გეგმა სტრატეგიული ღონისძიება 7-სათვის: ქმედებების განხორციელება დეგრადირებული ჰაბიტატების სწრაფი ბუნებრივი განახლებისათვის ადეკვატური პირობების უზრუნველსაყოფად
თ) სამოქმედო გეგმა სტრატეგიული ღონისძიება 8-სათვის: კონსერვაციის სტრატეგიის შემუშავება კეთილშობილი ირმისათვის, არჩვისათვის, ფოცხვერისა და კავკასიური როჭოსათვის
ი) სამოქმედო გეგმა სტრატეგიული ღონისძიება 9-სათვის: ნიამორის რეინტროდუქციის პროგრამის განხორციელების გაგრძელება
კ) სამოქმედო გეგმა სტრატეგიული ღონისძიება 10-სათვის: ისტორიულ-კულტურული ძეგლების ფიზიკური დაცვა
ეკოსაგანმანათლებლო და საზოგადოებასთან ურთიერთობის პროგრამა 1. ეკოსაგანმანათლებლო და საზოგადოებასთან ურთიერთობის პროგრამა მოიცავს შემდეგ საკითხებს: ა) დაინტერესებული მხარეების ცნობიერების გაზრდა ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიებზე და მის განსაკუთრებულ ფასეულობებზე და დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის მიზნებსა და ქმედებებზე; ბ) დაინტერესებული მხარეების ჩართვა დაცული ტერტორიების მართვის საკითხებში. 2. პრობლემები და შესაძლებლობები, რომლებიც იდენტიფიცირებულ იქნა სიტუაციურ ანალიზში და რომლებიც განხილულია საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ეკოსაგანმანათლებლო პროგრამაში, არის შემდეგი: ა) საჭიროა დამატებითი მუშაობა, რათა დაინტერესებული მხარეები გაეცვნენ დაცულ ტერიტორიებს, მის განსაკუთრებულ ფასეულობებსა და მიზნებს, ასევე ადმინისტრაციის მიერ განსახორციელებელ ქმედებებს, ასევე აუცილებელია გაძლიერდეს მათი ნდობა ადმინისტრაციის მიმართ; ბ) არის ეკოსაგანმანათლებლო ქმედებების გავრცობის საშუალება უფრო მეტი სამიზნე ჯგუფებისათვის; გ) არის ადგილობრივი მოსახლეობის დაცული ტერიტორიების სამუშაოებში ჩართვის შესაძლებლობა; დ) ბხდტ-ის ვებგვერდი საჭიროებს განახლებას და გამარტივებას. 3. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ეკოსაგანმანათლებლო პროგრამის მიზნები, რომლის მიღწევასაც მიზნად ისახავს დაცული ტერიტორიების სააგენტო მენეჯმენტის გეგმის განხორციელების მოქმედების ვადის ამოწურვამდე და ინდიკატორები, რომლებიც გამოყენებულ იქნება იმის შესაფასებლად, მიღწეულ იქნა თუ არა აღნიშნული მიზნები არის შემდეგი:
4. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ეკოსაგანმანათლებლო პროგრამის ღონისძიებები, რომლებსაც დაცული ტერიტორიების სააგენტო განახორციელებს იმისათვის, რომ მიღწეულ იქნეს მიზნები შემდეგი:
5. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ეკოსაგანმანათლებლო პროგრამის სამოქმედო გეგმის ქმედებები, რომელთა განხორციელებასაც გეგმავს დაცული ტერიტორიების სააგენტო თითოეული სტრატეგიული ქმედების ფარგლებში არის შემდეგი: ა) სამოქმედო გეგმა სტრატეგიული ღონისძიება 11-სათვის: საგანათლებლო დაწესებულებებთან აქტიური თანამშრომლობით, მათი ინტერესებისა და საჭიროების გათვალისწინებით ახალი ერთობლივი ეკოსაგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება
ბ) სამოქმედო გეგმა სტრატეგიული ღონისძიება 12-სათვის: არსებული ეკოსაგანმანათლებლო მასალის გადახედვა, განახლება და სისტემატიზირება და ელექტრონული მონაცემთა ბაზის შექმნა
გ) სამოქმედო გეგმა სტრატეგიული ღონისძიება 13-სათვის: საგანმანათლებლო ღონისძიებების და აქტივობების დროში გაწერა და მიწოდება საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის
დ) სამოქმედო გეგმა სტრატეგიული ღონისძიება 14-სათვის: სხვადასხვა ასაკობრივ და მიზნობრივ ჯგუფებზე ადაპტირებული ცნობიერების ამაღლების სტარტეგიის შემუშავება
ე) სამოქმედო გეგმა სტრატეგიული ღონისძიება 15-სათვის: ბხდტ-ს მეგობართა ასოციაციის შექმნა
ვ) სამოქმედო გეგმა სტრატეგიული ღონისძიება 16-სათვის: პოპულარული, და ყველა ასაკობრივი ჯგუფის მიერ მარტივად გამოყენებადი ვებგვერდის შექმნა-განახლება
მუხლი 40. ეკოტურიზმის პროგრამა 1. ეკოტურიზმის პროგრამა მოიცავს დაცული ტერიტორიების ეკოტურისტულ მომსახურებას, რომელიც თავის მხრივ გულისხმობს ტურისტული პროდუქტის შექმნასა და შეთავაზებას სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფებისათვის და ვიზიტორთათვის საინფორმაციო მასალის შექმნას სხვადასხვა ფორმით. 2. პრობლემები და შესაძლებლობები, რომლებიც იდენტიფიცირებულ იქნა სიტუაციურ ანალიზში და რომლებიც განხილულია ეკოტურიზმის პროგრამაში, არის შემდეგი: ა) არსებული ტურისტული მომსახურებისა და ინფრასტრუქტურის ხარისხი საერთაშორისო ვიზიტორების მოლოდინზე და ევროპის სხვა ქვეყნების დაცულ ტერიტორიებში არსებულ მომსახურების დონეზე უფრო დაბალია; ბ) ვიზიტორებისათვის საინფორმაციო მასალა საჭიროებს განახლებას; გ) არის იმის შესაძლებლობები, რომ გაფართოვდეს ტურისტული შეთავაზებები, სალაშქრო მარშრუტებისა და თემატური ბილიკების ჩათვლით, და ასევე გაიზარდოს ვიზიტორთა რაოდენობა; დ) არის იმის შესაძლებლობები, რომ რეგიონის მოსახლეობა ჩართულ იქნეს ტურისტული მომსახურების გაწევის საქმეში. 3. ეკოტურიზმის პროგრამის მიზნები, რომლის მიღწევასაც მიზნად ისახავს დაცული ტერიტორიების სააგენტო მენეჯმენტის გეგმის განხორციელების მოქმედების ვადის ამოწურვამდე და ინდიკატორები, რომლებიც გამოყენებულ იქნება იმის შესაფასებლად მიღწეულ იქნა თუ არა აღნიშნული მიზნები არის შემდეგი:
4. ეკოტურიზმის პროგრამის ღონისძიებები, რომლებსაც დაცული ტერიტორიების სააგენტო განახორციელებს იმისათვის, რომ მიღწეულ იქნეს მოცემული მიზნები შემდეგი:
5. ეკოტურიზმის პროგრამის სამოქმედო გეგმის ქმედებები, რომელთა განხორციელებასაც გეგმავს დაცული ტერიტორიების სააგენტო თითოეული სტრატეგიული ქმედების ფარგლებში არის შემდეგი: ა) სამოქმედო გეგმა სტრატეგიული ღონისძიებები 17-სათვის: არსებული ტურისტული მომსახურების გაუმჯობესება
ბ) სამოქმედო გეგმა სტრატეგიული ღონისძიება 18-სათვის: არსებული ტურიტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება
გ) სამოქმედო გეგმა სტრატეგიული ღონისძიებისათვის 19-სათვის: რეგიონში პროფესიონალი გამყოლების ქსელის დაარსების ხელის შეწყობა, მეტი დაინტერესებული მხარის ჩართვა
დ) სამოქმედო გეგმა სტრატეგიული ღონისძიებასათვის 20-სათვის: მოკლეხნიანი ტურების და შესაფერისი ინფრასტრუქტურის შექმნა განსაკუთრებული ასაკის ჯგუფებისათვის
ე) სამოქმედო გეგმა სტრატეგიული ღონისძიება 21-სათვის: ტურისტული პროდუქტის გამრავალფეროვნება
ვ) სამოქმედო გეგმა სტრატეგიული ღონისძიება 22-სათვის: ადგილობრივ მოსახლეობასთან თანამშრომლობის გაფართოება და მათი დაინტერესება ვიზიტორთა მომსახურებაში ჩართულობით
ზ) სამოქმედო გეგმა სტრატეგიული ღონისძიებისათვის 23-სათვის: ეროვნული პარკის გამტარუნარიანობის განსაზღვრა
თ) სამოქმედო გეგმა სტრატეგიული ღონისძიებისათვის 24-სათვის: ხარისხის მართვის სისტემის განხორციელება ინფრასტრუქტურისა და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით
ი) სამოქმედო გეგმა სტრატეგიული ღონისძიებისათვის 25-სათვის: პარკის უზრუნველყოფა ყველა აუცილებელი და განახლებული საინფორმაციო მასალით
კ) სამოქმედო გეგმა სტრატეგიული ღონისძიებისათვის 26-სათვის: პარკის მარკეტინგისა და საკომუნიკაციო გეგმის შემუშავება
მუხლი 41. ადმინისტრაციის პროგრამა 1. ადმინისტრაციის პროგრამა მოიცავს იმ საკითხებს, რომლებიც უკავშირდება დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ეფექტურ ფუნქციონირებას და მოიცავს: ა) ადმინისტრაციის სტრუქტურას, ფუნქციებს, შიდა განაწესს, სისტემებსა და პროცედურებს, სამუშაო გეგმებისა და ანგარიშების ჩათვლით; ბ) თანამშრომლების შევსებას, კვალიფიკაციას, ცოდნასა და გამოცდილებას და მათ მოტივაციას; გ) ინფრასტრუქტურითა და აღჭურვილობით უზრუნველყოფას; დ) პარტნიორული ურთიერთობის გაძლიერებას ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. 2. პრობლემები და შესაძლებლობები, რომლებიც იდენტიფიცირებულ იქნა სიტუაციურ ანალიზში და რომლებიც განხილულია ადმინისტრაციის პროგრამაში, არის შემდეგი: ა) ადმინისტრაციის საჭირო კვალიფიკაციის მქონე კადრებით შევსება; ბ) ადამიანური რესურსის გაძლიერება; გ) ადმინისტრაციის გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო აღჭურვილობის იდენტიფიცირება; დ) ინფრასტრუქტურის მდგომარეობის გაუმჯობესება და დამატებითი ინფრასტრუქტურის შექმნა; ე) პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავება / თანხების მოძიება; ვ) მოხალისეების სისტემის შექმნა. 3. ადმინისტრაციის პროგრამის მიზნები, რომლის მიღწევასაც მიზნად ისახავს დაცული ტერიტორიების სააგენტო მენეჯმენტის გეგმის განხორციელების მოქმედების ვადის ამოწურვამდე და ინდიკატორები, რომლებიც გამოყენებული იქნება იმის შესაფასებლად მიღწეულ იქნა თუ არა აღნიშნული მიზნები არის შემდეგი:
4. ადმინისტრაციის პროგრამის ღონისძიებები, რომლებსაც დაცული ტერიტორიების სააგენტო განახორციელებს იმისათვის, რომ მიღწეულ იქნეს მოცემული მიზნები შემდეგი:
5. ადმინისტრაციის პროგრამის სამოქმედო გეგმის ქმედებები, რომელთა განხორციელებასაც გეგმავს დაცული ტერიტორიების სააგენტო თითოეული სტრატეგიული ქმედების ფარგლებში არის შემდეგი: ა) სამოქმედო გეგმა სტრატეგიული ღონისძიებისათვის 27-სათვის; ადმინისტაციის დასაკმოპლექტებლად კვალიფიციური კადრების მოძიება და მათი აყვანა სამსახურში:
ბ) სამოქმედო გეგმა სტრატეგიული ღონისძიება 28-სათვის: თანამშრომლების უნარების გაძლიერება ტრენინგების ჩატარების გზით
გ) სამოქმედო გეგმა სტრატეგიული ღონისძიებისათვის 29-სათვის: ადმინისტრაციის გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო აღჭურვილობის შეძენა
დ) სამოქმედო გეგმა სტრატეგიული ღონისძიებისათვის 30-სათვის: ბხდტ-ს ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის გეგმის შემუშავება და ახალი ინფრასტურქტურის დამატება
ე) სამოქმედო გეგმა სტრატეგიული ღონისძიება 31-სათვის არკ-ებთან თანამშრომლობის გაგრძელება, სერტიფიკატის შენარჩუნება და ურთიერთობის დამყარება მსოფლიოს სხვა დაცულ ტერიტორიებთან „დაძმობილების” მიზნით
ვ) სამოქმედო გეგმა სტრატეგიული ღონისძიება 32-სათვის: კავშირების შენარჩუნება არსებულ ორგანიზაციებთან და ახალი ორგანიზაციების მოძიება დაცული ტერიტორიებზე მოხალისეების სისტემის დახვეწვისათვის
5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თითოეული პროგრამა უნდა შეიცავდეს აღწერას, პროგრამის მიზნებს, ღონისძიებებს და სამოქმედო გეგმას. მუხლი 42. კვლევა-მონიტორინგის პროგრამა 1. კვლევა-მონიტორინგის პროგრამა მოიცავს შემდეგ საკითხებს: ა) სამეცნიერო კვლევა განიხილება როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი მენეჯმენტის სტრატეგიის შემუშავებასა და ადაპტაციის პროცესში; ბ) მონიტორინგის მიზნების მიღწევისა და განხორციელებისათვის სრულყოფილი და ხელმისაწვდომი მონაცემთა ბაზის არსებობა; გ) მონიტორინგი ხორციელდება კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურებისა და ნებადართული მეთოდების გამოყენებით. 2. პრობლემები და შესაძლებლობები, რომლებიც იდენტიფიცირებულ იქნა სიტუაციურ ანალიზში და რომლებიც განხილულია კვლევა-მონიტორინგის პროგრამაში, არის შემდეგი: ა) ინფორმაციაში არსებული სისუსტეები, რომელიც შეეხება ჰაბიტატების გავრცელებას, ასევე სახეობების არსებობას და მათ გავრცელებას; ბ) საბაზისო ინფორმაციაში არსებული სისუსტე, რომელიც შეეხება ძირითადი სახეობების პოპულაციებისა და ჰაბიტატების მდგომარეობას; გ) ძირითადი სახეობების პოპულაციებისა და ჰაბიტატების მდგომარეობის სისტემატური მონიტორინგის არ არსებობა და ინფორმაციის არაადეკვატური აღრიცხვა. 3. კვლევა-მონიტორინგის პროგრამის მიზნები, რომლის მიღწევასაც მიზნად ისახავს დაცული ტერიტორიების სააგენტო მენეჯმენტის გეგმის განხორციელების მოქმედების ვადის ამოწურვამდე და ინდიკატორები, რომლებიც გამოყენებული იქნება იმის შესაფასებლად მიღწეულ იქნა თუ არა აღნიშნული მიზნები არის შემდეგი:
4. კვლევა-მონიტორინგის პროგრამის ღონისძიებები, რომლებსაც დაცული ტერიტორიების სააგენტო განახორციელებს იმისათვის, რომ მიღწეულ იქნეს მოცემული მიზნები შემდეგია:
5. კვლევა-მონიტორინგის პროგრამის სამოქმედო გეგმის ქმედებები, რომელთა განხორციელებასაც გეგმავს დაცული ტერიტორიების სააგენტო თითოეული სტრატეგიული ქმედების ფარგლებში არის შემდეგი: ა) სამოქმედო გეგმა სტრატეგიული ღონისძიება 33-სათვის: დაცულ ტერიტორიებზე არსებული ფლორისა და ფაუნის სახეობების და მათი გავრცელების არეალების სრულყოფილი ნუსხის შექმნა
ბ) სამოქმედო გეგმა სტრატეგიული ღონისძიებისათვის 34-სათვის: დაცულ ტერიტორიებზე ჰაბიტატების განაწილების განსაზღვრა
გ) სამოქმედო გეგმა სტრატეგიული ღონისძიებისათვის 35-სათვის: მონიტორინგის სისტემის შემუშავება და განხორციელება, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციას ჰაბიტატების და დტ-ის ძირითადი სახეობების პოპულაციების მდგომარეობაში მიმდინარე ცვლილებების შესახებ
დ) სამოქმედო გეგმა სტრატეგიული ღონისძიებისათვის 36-სათვის: მონიტორინგის განხორციელება ტურიზმთან, მდგრად ძოვებასა და ადგილობრივ მოსახლეობისათვის გაწეული სარგებლის მიზნებთან დაკავშირებული პროგრესის შესაფასებლად
თავი მენეჯმენტის გეგმის მონიტორინგი მუხლი 43. ინდიკატორები და მათი შერჩევის დასაბუთება მენეჯმენტის გეგმის შესრულების ინდიკატორები სტრატეგიული ღონისძიებების და ქმედებებისათვის დეტალურად აღწერილია VI თავში თითოეული პროგრამისათვის. ინდიკატორების შერჩევა მოხდა მათი გაზომვადობის (რაოდენობრივი და ხარისხობრივი) და დროში მიღწევადობის პრინციპით. მუხლი 44. მონიტორინგის განხორციელება, რომელიც უნდა შეიცავდეს მონიტორინგის მიზნებს, ღონისძიებებს და სამოქმედო გეგმას 1. მენეჯმენტის გეგმის მონიტორინგი ორიენტირებულია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციისათვის ინფორმაციის მიწოდებაზე, რათა ხელი შეუწყოს უწყვეტი ადაპტაციური მართვის პროცესს. უწყვეტი ადაპტაციური მართვა არის განხორციელებული საქმიანობიდან მიღებული გამოცდილებისა და ახალ ინფორმაციებზე დაყრდნობით მენეჯმენტის გეგმის გადახედვის პროცესი. 2. ადმინისტრაცია მონიტორინგს ახორციელებს სამ ეტაპად: ა) წლიური მონიტორინგი: ყოველი წლის ივნისში ადმინისტრაცია მოამზადებს მე-6 თავში მოცემული ქმედებებისა და საქმიანობების განხორციელების ანგარიშს, რომელიც იქნება სამწლიანი საოპერაციო გეგმების განახლება-გადახედვისა და წლიური ბიუჯეტის დამტკიცების საფუძველი. ა) მენეჯმენტის გეგმის ეფექტურობის მონიტორინგი სამ წელიწადში: მენეჯმენტის გეგმის განხორციელების მესამე და მეექვსე წლის განმავლობაში ადმინისტრაცია განახორციელებს მისი ეფექტურობის შეფასებას სპეციალური ინსტრუმენტების გამოყენებით, მიღებული შედეგების 2011 წელთან შედარებით კი შესაძლებელი იქნება განისაზღვროს პროგრესი, მენეჯმენტის გეგმის, განხორციელებული ქმედებებისა და აქტივობების ეფექტურობა. გ) სრულყოფილი გადახედვა: მენეჯმენტის გეგმის განხორციელების მე-6 წელს ადმინისტრაცია განახორციელებს სრულყოფილ გადახედვას, სიტუაციური ანალიზის განახლებასა და მიზნებისა და ქმედებების გადახედვას. მიღებული შედეგი კი იქნება შემდეგი 6-წლიანი მენეჯმენტის გეგმის შემუშავების წინაპირობა და საფუძველი.
დანართები: 1. ტერიტორიის რუკა. 2. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ზონირების რუკა. 3. ნეძვის აღვეთილის ზონირების რუკა. 4. ბორჯომ-ხარაგაულის და ნეძვის აღვეთილის ზონების საზღვრების კოორდინატები: ა) ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალის საზღვრების კოორდინატები; ბ) ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ზონების საზღვრების კოორდინატები; ბ.ა) ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის საზღვრების კოორდინატები; ბ.ბ) ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ზონის საზღვრების კოორდინატები; ბ.გ) ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციული ზონის საზღვრების კოორდინატები; ბ.დ) ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონის საზღვრების კოორდინატები; გ) ნეძვის აღკვეთილის ზონებისის საზღვრების კოორდინატები; გ.ა) ნეძვის აღკვეთილის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის საზღვრების კოორდინატები; გ.ბ) ნეძვის აღკვეთილის ტრადიციული გამოყენების ზონის საზღვრების კოორდინატები. 5. ტურისტული რუკა. 6. ადნინისტრაციული და რეინჯერთა ინფრასტრუქტურის რუკა. 7. ხანძარსაშიში ზონების რუკა. 8. პატრულირების მარშრუტები. 9. ბუნებრივი რესურსების მართვის რუკა. 10. დაცულ ტერიტორიაზე გავრცელებული ფლორისა და ფაუნის ჩამონათვალი, და საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი იმ ცხოველებისა და მცენარეების სახეობები, რომლებიც დაცულ ტერიტორიაზე გვხვდება. 11. ინფორმაცია დაცულ ტერიტორიაზე არსებულ ისტორიულ-კულტურულ ძეგლებზე.
|
დოკუმენტის კომენტარები