„ტექნიკური რეგლამენტის - ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ტექნიკური რეგლამენტის - ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 398
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/08/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/08/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 09/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.019463
398
16/08/2016
ვებგვერდი, 18/08/2016
300160070.10.003.019463
„ტექნიკური რეგლამენტის - ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №398

2016 წლის 16 აგვისტო

   ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №13 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/01/2014, 300160070.10.003.017605) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის:

1. 34- მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დაცული ტერიტორიების კატეგორიებისა და  ზონების ფართობი არის შემდეგი:

ა) ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალის ფართობი – 13168,6 ჰა;

ბ) ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ფართობი – 60576,4 ჰა;

ბ.ა)  მკაცრი დაცვის ზონის ფართობი  – 5199   ჰა;

ბ.ბ)  ტრადიციული გამოყენების ზონა  – 31180,75  ჰა;

ბ.გ)  ვიზიტორთა ზონა  – 24192 ჰა;

ბ.დ)  ადმინისტრციული ზონა – 3,4 ჰა;

გ) ნეძვის აღკვეთილის ფართობი – 9212,5 ჰა;

გ.ა)  მკაცრი დაცვის ზონის ფართობი – 1 847   ჰა;

გ.ბ)  ტრადიციული გამოყენების ზონა – 7 365,5 ჰა;“.

2. 35- მუხლის მე-2 პუნქტის . ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ო) მენეჯმენტის გეგმის დანართი 4-ის „ა.ბ.ბ“  ნაწილით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, ხანძრების პრევენციის მიზნით, ყოველწლიურად 10 ივლისიდან 10 სეტემბრამდე, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ თიბვა;“.

3. დანართები 1-9 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
გარდამავალი დებულებანი

ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის მოქმედება, 2018 წლის 1 იანვრამდე, არ ვრცელდება „ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის საზღვრებში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე: (მიწის (უძრავი ქონების)) საკადასტრო კოდი: №62.19.51.018; №62.19.51.019; №62.19.51.020; №62.19.51.021; №62.19.51.022; №62.19.51.023; №62.19.51.024; №62.19.51.025; №62.19.51.026; №62.19.51.027;  №62.19.51.028; №62.19.51.029; №62.19.51.030; №62.19.51.031; №62.19.51.032; №62.19.51.033; №62.19.51.034; №62.19.51.035; №62.19.51.036; №62.19.51.037; №62.19.51.038; №62.19.51.043; №62.19.51.044; №62.19.51.039, საერთო ფართობით 1,25 ჰა.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი