„ტექნიკური რეგლამენტის – ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ტექნიკური რეგლამენტის – ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 400
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/08/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/08/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 09/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.021420
400
20/08/2019
ვებგვერდი, 21/08/2019
300160070.10.003.021420
„ტექნიკური რეგლამენტის – ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №400

2019 წლის 20 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის – ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის – ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №13 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/01/2014, 300160070.10.003.017605) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის:

1. „ბ.ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ლ) დაცვისა და ეკოტურიზმისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნა და სარგებლობა, მათ შორის:

ბ.ლ.ა) საპიკნიკე ფანჩატურის მოწყობა (სიმაღლე – არანაკლებ 2,3 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 3 მ-ისა და სიგრძე – არანაკლებ 4 მ-ისა);

ბ.ლ.ბ) კოტეჯის/ტურისტული თავშესაფრების მოწყობა (სიგრძე – არანაკლებ 4 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 3 მ-ისა, სიმაღლე – არანაკლებ 3 მ-ისა) და მასთან ერთად სამზარეულოს (ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში) მოწყობა (სიმაღლე – არანაკლებ 2,5 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 3 მ-ისა და სიგრძე – არანაკლებ 5 მ-ისა);

ბ.ლ.გ) სველი წერტილების მოწყობა (სიგრძე – არანაკლებ 3 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 3 მ-ისა, სიმაღლე – არანაკლებ 2,5 მ-ისა);

ბ.ლ.დ) „ბ.ლ.ა“ – „ბ.ლ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფრასტრუქტურის სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 10 მ-ს;“.

2.  „გ.რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.რ) დაცვისა და ეკოტურიზმისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნისა და სარგებლობის, მათ შორის:

გ.რ.ა) საპიკნიკე ფანჩატურის მოწყობა (სიმაღლე – არანაკლებ 2,3 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 3 მ-ისა და სიგრძე – არანაკლებ 4 მ-ისა);

გ.რ.ბ) კოტეჯის/ტურისტული თავშესაფრების მოწყობა (სიგრძე – არანაკლებ 4 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 3 მ-ისა, სიმაღლე – არანაკლებ 3 მ-ისა) და მასთან ერთად სამზარეულოს (ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში) მოწყობა (სიმაღლე – არანაკლებ 2,5 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 3 მ-ისა და სიგრძე – არანაკლებ 5 მ-ისა);

გ.რ.გ) სველი წერტილების მოწყობა (სიგრძე – არანაკლებ 3 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 3 მ-ისა, სიმაღლე – არანაკლებ 2,5 მ-ისა);

გ.რ.დ) „გ.რ.ა“ – „გ.რ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფრასტრუქტურის სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 10 მ-ს;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე