„ტექნიკური რეგლამენტის − ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ტექნიკური რეგლამენტის − ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 593
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/12/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 09/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.020909
593
13/12/2018
ვებგვერდი, 18/12/2018
300160070.10.003.020909
„ტექნიკური რეგლამენტის − ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №593

2018 წლის 13 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის − ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის − ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №13 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/01/2014, 300160070.10.003.017605) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის − ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის“ 35-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.ო2“ ქვეპუნქტი:

„ბ.ო2) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეკონსტრუქციისათვის (რეაბილიტაციისათვის), არქეოლოგიური სამუშაოების, არქეოლოგიური დაზვერვის, არქეოლოგიური გათხრების წარმოებისათვის, ასევე მიმდებარე დასახლებული პუნქტების სასმელი წყლით მომარაგების მიზნით, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის“ 271 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობა და ამავე ქვეპუნქტებით გათვალისწინებული არსებული ობიექტების ფუნქციონირებისთვის, რეკონსტრუქციისათვის (რეაბილიტაციისათვის) ან დემონტაჟისთვის მიწის სამუშაოების და/ან სპეციალური ჭრების ჩატარება, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის“ 273 მუხლის შესაბამისად;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე